სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
BTU-ს მეწარმეობის ცენტრის სტარტაპი Zero Effect საერთაშორისო კონკურსის Big Idea Challenge-ის ქვეყნის გამარჯვებული გახდა
BTU-ს მეწარმეობის ცენტრის სტარტაპი Zero Effect საერთაშორისო კონკურსის Big Idea Challenge-ის ქვეყნის გამარჯვებული გახდა

ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­წარ­მე­ო­ბის ცენ­ტრის მიერ წარ­დგე­ნილ­მა სტარ­ტაპ­მა ქვეყ­ნის მას­შტა­ბით გა­ი­მარ­ჯვა და სა­ერ­თა­შო­რი­სო შე­ჯიბრში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას!

ნული ნარ­ჩე­ნი (zero waste) - ეს არის ფი­ლო­სო­ფია, რო­მე­ლიც ხელს უწყობს რე­სურ­სე­ბის სა­სი­ცო­ცხლო ციკ­ლის გარ­დაქ­მნას ისე, რომ თით­ქმის ნუ­ლამ­დე იქ­ნას ნარ­ჩე­ნის რა­ო­დე­ნო­ბა დაყ­ვა­ნი­ლი.

ნული ნარ­ჩე­ნის კონ­ცეფ­ცია კი უდევს სა­ფუძ­ვლად სა­ქარ­თვე­ლო­ში „ზერო ეფექ­ტი“ სივ­რცის შექ­მნას. ეს არის მა­ღა­ზია, რომ­ლის სივ­რცე­შიც ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლია ყო­ველ­დღი­უ­რი მოხ­მა­რე­ბის პლასტმა­სას­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი ნივ­თე­ბის ჩამ­ნაც­ვლე­ბე­ლი ბუ­ნებ­რი­ვი ალ­ტერ­ნა­ტი­ვე­ბი. მი­ზა­ნი კი ნარ­ჩე­ნის მი­ნი­მუ­მამ­დე დაყ­ვა­ნაა.

სწო­რედ ეს იდეა და პრო­ექ­ტი გახ­და წელს სა­ერ­თა­შო­რი­სო სტარ­ტაპ კონ­კურ­სის Big Idea Challenge-ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­დან სო­ცი­ა­ლუ­რი გავ­ლე­ნის კა­ტე­გო­რი­ა­ში.

რო­გორც სტარ­ტა­პის ერთ–ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ანნა ჩხო­ი­ძე გან­მარ­ტავს, „ზერო ეფექ­ტი“ - სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლი ნული ნარ­ჩე­ნის კონ­ცეფ­ცი­ის სივ­რცეა, რომ­ლის მი­ზა­ნიც არის მსოფ­ლი­ოს სხვა ქვეყ­ნე­ბი­სა და ქა­ლა­ქე­ბის მსგავ­სად, სა­ქარ­თე­ლო­შიც მი­ე­ცეთ მა­ცხოვ­რებ­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბა შე­ამ­ცი­რონ ნე­გა­ტი­უ­რი გავ­ლე­ნა გა­რე­მო­ზე, გა­ეც­ნონ ნული ნარ­ჩე­ნით ცხოვ­რე­ბის სტილ­სა და პლასტმა­სას გა­რე­მოს­თან მე­გობ­რულ ალ­ტერ­ნა­ტი­ვებს.

„დღეს, კონ­სი­უ­მე­რიზ­მის ეპო­ქა­ში ადა­მი­ა­ნე­ბი მო­ვიხ­მართ უამ­რავ ერთჯე­რა­დი გა­მო­ყე­ნე­ბის, პლასტმა­სას­გან დამ­ზა­დე­ბულ ნივთს, რო­მე­ლიც ერთჯე­რა­დი გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­დეგ ნა­გავ­საყ­რელ­ზე, ნი­ა­დაგ­ში, ოკე­ა­ნე­ში, შემ­დეგ კი ცხო­ვე­ლე­ბის და ადა­მი­ა­ნე­ბის ორ­გა­ნიზ­მში ხვდე­ბა. ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში ნული ნარ­ჩე­ნის მიღ­წე­ვა რე­ა­ლის­ტუ­რი და მიღ­წე­ვა­დია. რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ერთი ნა­ბი­ჯი და ერთი არ­ჩე­ვა­ნიც გა­დამ­წყვე­ტი და შე­დე­გის მომ­ტა­ნია,“ – აღ­ნიშ­ნავს სტარ­ტა­პის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი თაკო ბა­რა­მი­ძე.

სწო­რედ ეს მე­ტად კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი მიზ­ნის მქო­ნე სტარ­ტა­პი გახ­და კონ­კურ­სის Big Idea Challenge-ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი და ის კი­დევ 6 ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად სა­ბო­ლოო გა­მარ­ჯვე­ბის­თვის იბ­რძო­ლებს. კონ­კურ­სზე სტარ­ტა­პი ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტს წარ­მო­ად­გენ­დნენ. კონ­კურ­სში სა­ერ­თო ჯამ­ში ჩარ­თუ­ლია 7 ქვე­ყა­ნა: სა­ქარ­თვე­ლო, სომ­ხე­თი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი, ყა­ზა­ხე­თი, ყირ­გი­ზე­თი, უკ­რა­ი­ნა და უზ­ბე­კე­თი. ბრი­ტა­ნე­თის საბ­ჭოს პროგ­რა­მა „შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ნა­პერ­წკლის“ ფარ­გლებ­ში Big Idea Challenge-ის კონ­კურ­სი ყო­ველ­წლი­უ­რად ტარ­დე­ბა.

"კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნით გა­დავ­წყვი­ტეთ.ამ ეტპ­ზე იგეგ­მე­ბა მა­ღა­ზი­ა­ში ახა­ლი პრო­დუქ­ტე­ბის და­მა­ტე­ბა, შე­მეც­ნე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბის გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა, ასე­ვე ნული ნარ­ჩე­ნის კო­მუ­ნას გაძ­ლი­ე­რე­ბა და გა­აქ­ტი­უ­რე­ბა. ზო­გა­დად, ჩვე­ნი მი­ზა­ნია გავ­ზარ­დოთ ინ­ტე­რე­სი ქარ­თველ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში გა­რე­მოს დაც­ვით სა­კი­თხებ­ზე. ჩვენს ეპო­ქა­ში ადა­მი­ა­ნე­ბი მო­ვიხ­მართ უამ­რავ ერთჯე­რა­დი გა­მო­ყე­ნე­ბის, პლასტმა­სის, არა­სა­ჭი­რო ნივთს, რო­მე­ლიც ერთჯე­რა­დი გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­დეგ ნა­გავ­საყ­რელ­ზე, ნი­ა­დაგ­ში,ოკე­ა­ნე­ში, შემ­დეგ კი ცხო­ვე­ლე­ბის და ადა­მი­ა­ნე­ბის ორ­გა­ნიზ­მში ხვდე­ბა. ზერო ეფექ­ტის სივ­რცე­ში არ­სე­ბუ­ლი მა­ღა­ზია სთა­ვა­ზობს მომ­ხმა­რე­ბელს პლასტმა­სას და სხვა ერთჯე­რა­დი ნივ­თე­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­ვებს, და­წყე­ბუ­ლი ლან­ჩის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ნივ­თე­ბით, დამ­თავ­რე­ბუ­ლი თა­ვის მოვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, რომ სივ­რცე­ში მაქ­სი­მა­ლუ­რად ყვე­ლა პრო­დუქ­ტი იყოს ქარ­თვე­ლი მე­წარ­მე­ე­ბის მიერ დამ­ზა­დე­ბუ­ლი, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ბევ­რს ვმუ­შა­ობთ. ვცდი­ლობთ წა­ვა­ხა­ლი­სოთ მე­წარ­მე­ე­ბი აკე­თონ ეკო-მე­გობ­რუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი. გარ­და ამი­სა, „ზერო ეფექ­ტი“ ყო­ველ კვი­რას მას­პინ­ძლობს სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბას და აქ­ტი­ვო­ბას: თე­მა­ტუ­რი ფილ­მის ჩვე­ნე­ბე­ბი, ლექ­ცი­ე­ბი გა­რე­მოს დაც­ვის თე­მა­ტი­კა­ზე, ტან­საც­მლის გაც­ვლე­ბი და ა.შ,“ – გან­მარ­ტავს ანნი ჩხო­ი­ძე.

სტარ­ტა­პე­რე­ბის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჟი­უ­რის პო­ზი­ტი­უ­რი შე­ფა­სე­ბა და კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბა. ამ­ჯე­რად კი სა­ე­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე გა­მო­სას­ვლე­ლად ემ­ზა­დე­ბი­ან.

„გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­ლო­დი­ნი გვაქვს ფი­ნა­ლის. ასე­ვე, ჩვენ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის გა­მოც­დი­ლე­ბა, რაც პრო­ცეს­ში შე­ვი­ძი­ნეთ და რა­საც სა­ერ­თა­სო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე გას­ვლით მი­ვი­ღებთ. ამ ეტა­ზე ჩვენს კომ­პა­ნი­ას მეტი გან­ვი­თა­რე­ბა და უკე­თე­სი კო­მუ­ნი­კა­ცია სჭირ­დე­ბა. ამა­ში კი კონ­კურ­სი გვეხ­მა­რე­ბა. რამ­დე­ნი­მე თვის წინ ჩა­ვუშ­ვით ვებგ­ვერ­დი, რო­მე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ჩვე­ნი პრო­დუქ­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით გა­ხა­და ხელ­მი­საწ­ვდო­მი. შემ­დეგ ეტაპ­ზე ვფიქ­რობთ ჩვე­ნი პრო­დუქ­ტე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე გა­ტა­ნას. ასე­ვე გვინ­და გავ­ხდეთ გლო­ბა­ლუ­რი ნული ნარ­ჩე­ნის მოძ­რა­ო­ბის წევ­რე­ბი, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა მი­დის,“ – და­ა­მა­ტა თაკო ბა­რა­მი­ძემ.

კომ­პა­ნია ად­გი­ლობ­რივ მე­წარ­მე­ებს აძ­ლევს მო­ტი­ვა­ცი­ას და­ამ­ზა­დონ გა­რე­მოს­თან მე­გობ­რუ­ლი პრო­დუქ­ცია, შემ­დეგ კი გა­ნა­თავ­სონ ზერო ეფექ­ტის სივ­რცე­ში.

„ჩვენ გვჯე­რა ადა­მი­ა­ნის და ბუ­ნე­ბის ჰარ­მო­ნი­უ­ლი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის და იმის, რომ ჩვე­ნი გავ­ლე­ნა რაც შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბი უნდა იყოს გა­რე­მო­ზე. ჩვენ ასე­ვე გვჯე­რა, რომ მო­მა­ვა­ლი არის მწვა­ნე და არა პლასტმა­სას,“ – აღ­ნიშ­ნა­ვენ სტარ­ტა­პე­რე­ბი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

BTU-ს მეწარმეობის ცენტრის სტარტაპი Zero Effect საერთაშორისო კონკურსის Big Idea Challenge-ის ქვეყნის გამარჯვებული გახდა

BTU-ს მეწარმეობის ცენტრის სტარტაპი Zero Effect საერთაშორისო კონკურსის Big Idea Challenge-ის ქვეყნის გამარჯვებული გახდა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მეწარმეობის ცენტრის მიერ წარდგენილმა სტარტაპმა ქვეყნის მასშტაბით გაიმარჯვა და საერთაშორისო შეჯიბრში საქართველოს სახელით მიიღებს მონაწილეობას!

ნული ნარჩენი (zero waste) - ეს არის ფილოსოფია, რომელიც ხელს უწყობს რესურსების სასიცოცხლო ციკლის გარდაქმნას ისე, რომ თითქმის ნულამდე იქნას ნარჩენის რაოდენობა დაყვანილი.

ნული ნარჩენის კონცეფცია კი უდევს საფუძვლად საქართველოში „ზერო ეფექტი“ სივრცის შექმნას. ეს არის მაღაზია, რომლის სივრცეშიც ინტეგრირებულია ყოველდღიური მოხმარების პლასტმასასგან დამზადებული ნივთების ჩამნაცვლებელი ბუნებრივი ალტერნატივები. მიზანი კი ნარჩენის მინიმუმამდე დაყვანაა.

სწორედ ეს იდეა და პროექტი გახდა წელს საერთაშორისო სტარტაპ კონკურსის Big Idea Challenge-ის გამარჯვებული საქართველოდან სოციალური გავლენის კატეგორიაში.

როგორც სტარტაპის ერთ–ერთი დამფუძნებელი ანნა ჩხოიძე განმარტავს, „ზერო ეფექტი“ - საქართველოში პირველი ნული ნარჩენის კონცეფციის სივრცეა, რომლის მიზანიც არის მსოფლიოს სხვა ქვეყნებისა და ქალაქების მსგავსად, საქართელოშიც მიეცეთ მაცხოვრებლებს საშუალება შეამცირონ ნეგატიური გავლენა გარემოზე, გაეცნონ ნული ნარჩენით ცხოვრების სტილსა და პლასტმასას გარემოსთან მეგობრულ ალტერნატივებს.

„დღეს, კონსიუმერიზმის ეპოქაში ადამიანები მოვიხმართ უამრავ ერთჯერადი გამოყენების, პლასტმასასგან დამზადებულ ნივთს, რომელიც ერთჯერადი გამოყენების შემდეგ ნაგავსაყრელზე, ნიადაგში, ოკეანეში, შემდეგ კი ცხოველების და ადამიანების ორგანიზმში ხვდება. ყოველდღიურ ცხოვრებაში ნული ნარჩენის მიღწევა რეალისტური და მიღწევადია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ერთი ნაბიჯი და ერთი არჩევანიც გადამწყვეტი და შედეგის მომტანია,“ – აღნიშნავს სტარტაპის თანადამფუძნებელი თაკო ბარამიძე.

სწორედ ეს მეტად კეთილშობილური მიზნის მქონე სტარტაპი გახდა კონკურსის Big Idea Challenge-ის გამარჯვებული და ის კიდევ 6 ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად საბოლოო გამარჯვებისთვის იბრძოლებს. კონკურსზე სტარტაპი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს წარმოადგენდნენ. კონკურსში საერთო ჯამში ჩართულია 7 ქვეყანა: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, უკრაინა და უზბეკეთი. ბრიტანეთის საბჭოს პროგრამა „შემოქმედებითი ნაპერწკლის“ ფარგლებში Big Idea Challenge-ის კონკურსი ყოველწლიურად ტარდება.

"კონკურსში მონაწილეობა ჩვენი საქმიანობის განვითარების მიზნით გადავწყვიტეთ.ამ ეტპზე იგეგმება მაღაზიაში ახალი პროდუქტების დამატება, შემეცნებითი აქტივობების გამრავალფეროვნება, ასევე ნული ნარჩენის კომუნას გაძლიერება და გააქტიურება. ზოგადად, ჩვენი მიზანია გავზარდოთ ინტერესი ქართველ მოსახლეობაში გარემოს დაცვით საკითხებზე. ჩვენს ეპოქაში ადამიანები მოვიხმართ უამრავ ერთჯერადი გამოყენების, პლასტმასის, არასაჭირო ნივთს, რომელიც ერთჯერადი გამოყენების შემდეგ ნაგავსაყრელზე, ნიადაგში,ოკეანეში, შემდეგ კი ცხოველების და ადამიანების ორგანიზმში ხვდება. ზერო ეფექტის სივრცეში არსებული მაღაზია სთავაზობს მომხმარებელს პლასტმასას და სხვა ერთჯერადი ნივთების ალტერნატივებს, დაწყებული ლანჩისთვის აუცილებელი ნივთებით, დამთავრებული თავის მოვლის საშუალებებით. ჩვენი მიზანია, რომ სივრცეში მაქსიმალურად ყველა პროდუქტი იყოს ქართველი მეწარმეების მიერ დამზადებული, ამ მიმართულებით ბევრს ვმუშაობთ. ვცდილობთ წავახალისოთ მეწარმეები აკეთონ ეკო-მეგობრული პროდუქტები. გარდა ამისა, „ზერო ეფექტი“ ყოველ კვირას მასპინძლობს სხვადასხვა ღონისძიებას და აქტივობას: თემატური ფილმის ჩვენებები, ლექციები გარემოს დაცვის თემატიკაზე, ტანსაცმლის გაცვლები და ა.შ,“ – განმარტავს ანნი ჩხოიძე.

სტარტაპერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჟიურის პოზიტიური შეფასება და კონკურსში გამარჯვება. ამჯერად კი საეთაშორისო ასპარეზზე გამოსასვლელად ემზადებიან.

„განსაკუთრებული მოლოდინი გვაქვს ფინალის. ასევე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის გამოცდილება, რაც პროცესში შევიძინეთ და რასაც საერთასორისო ასპარეზზე გასვლით მივიღებთ. ამ ეტაზე ჩვენს კომპანიას მეტი განვითარება და უკეთესი კომუნიკაცია სჭირდება. ამაში კი კონკურსი გვეხმარება. რამდენიმე თვის წინ ჩავუშვით ვებგვერდი, რომელის საშუალებითაც ჩვენი პროდუქტები საქართველოს მასშტაბით გახადა ხელმისაწვდომი. შემდეგ ეტაპზე ვფიქრობთ ჩვენი პროდუქტების საერთაშორისო ბაზარზე გატანას. ასევე გვინდა გავხდეთ გლობალური ნული ნარჩენის მოძრაობის წევრები, ამ მიმართულებითაც აქტიური მუშაობა მიდის,“ – დაამატა თაკო ბარამიძემ.

კომპანია ადგილობრივ მეწარმეებს აძლევს მოტივაციას დაამზადონ გარემოსთან მეგობრული პროდუქცია, შემდეგ კი განათავსონ ზერო ეფექტის სივრცეში.

„ჩვენ გვჯერა ადამიანის და ბუნების ჰარმონიული თანაცხოვრების და იმის, რომ ჩვენი გავლენა რაც შეიძლება ნაკლები უნდა იყოს გარემოზე. ჩვენ ასევე გვჯერა, რომ მომავალი არის მწვანე და არა პლასტმასას,“ – აღნიშნავენ სტარტაპერები.