პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ომი "დინამოს" წილებისთვის და "თოფჩიკას" მკვლელობა 33 წლის წინ - რომელ გახმაურებულ საქმეებს უკავშირებენ ლერი სულაბერიძეს, რომელსაც გუშინ ესროლეს
ომი "დინამოს" წილებისთვის და "თოფჩიკას" მკვლელობა 33 წლის წინ - რომელ გახმაურებულ საქმეებს უკავშირებენ ლერი სულაბერიძეს, რომელსაც გუშინ ესროლეს

28 ივ­ლისს, სა­ღა­მოს გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ წყნე­თის გზა­ზე მოძ­რავ ავ­ტო­მო­ბილს, რო­მელ­საც ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის ყო­ფი­ლი ვიცე - პრე­ზი­დენ­ტი, ლერი სუ­ლა­ბე­რი­ძე მარ­თავ­და, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან რამ­დენ­ჯერ­მე ეს­რო­ლეს.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდა­რის გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია 19 -108 მუხ­ლით, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს, ასე­ვე და­წყე­ბუ­ლია 236-ე მუხ­ლით, რაც ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვა, ტა­რე­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

სუ­ლა­ბე­რი­ძის გან­ცხა­დე­ბით, მის­თვის უც­ნო­ბია, ვინ ის­რო­ლა მისი ავ­ტო­მო­ბი­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით. რო­გორც მან პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, მისი გა­მო­კი­თხვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, მას, სა­ვა­რა­უ­დოდ, მან­ქა­ნი­დან ეს­რო­ლეს.

"ფი­ზი­კუ­რად ვერ ვარ ახლა კარ­გად, რომ და­გე­ლა­პა­რა­კოთ. არ ვიცი, ვინ მეს­რო­და. მან­ქა­ნით ვმოძ­რა­ობ­დი, არა­ვის­თან კავ­ში­რი არ მქო­ნია. და­ნარ­ჩენს ჩემი უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი იტყვის, გა­მომ­ძი­ებ­ლებ­თან რაც სა­ჭი­რო იყო, ყვე­ლა­ფე­რი და­ვა­ფიქ­სი­რე. სა­ვა­რა­უ­დოდ, მან­ქა­ნი­დან ის­როდ­ნენ", - გა­ნა­ცხა­და სუ­ლა­ბე­რი­ძემ. მისი ად­ვო­კა­ტის ირმა ჭკა­დუ­ას გან­ცხა­დე­ბით, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­მა­ტე­ბით დე­ტა­ლებ­ზე მოგ­ვი­ა­ნე­ბით ისა­უბ­რე­ბენ.

და­ვინ­ტე­რეს­დით, ვინ არის ლერი სუ­ლა­ბე­რი­ძე, აღ­მოჩ­ნდა, რომ გა­ზე­თე­ბის "კვი­რის პა­ლიტ­რის","ლე­ლოს" "მე­რი­დი­ა­ნი 44"-ის არ­ქი­ვე­ბი ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო სტა­ტი­ას ინა­ხავს, რომ­ლებ­შიც ლერი სუ­ლა­ბე­რი­ძეა ნახ­სე­ნე­ბი.

1996 წელს გა­ზეთ "მე­რი­და­ი­ნი - 44"-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლისტ ნინო ბურ­ჭუ­ლა­ძის სტა­ტი­ის მი­ხედ­ვით, პირ­ვე­ლად ლერი სუ­ლა­ბე­რი­ძის სა­ხე­ლი 1986 წლის 13 ივ­ლისს წყნეთ­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის ფონ­ზე ახ­სე­ნეს სა­ჯა­როდ.

"იმ ღა­მით, 22 სა­ათ­სა და 30 წუთ­ზე, კი­ნო­თე­ატრ "მა­ი­ას" უკან ბი­ჭე­ბი საქ­მეს არ­ჩევ­დნენ. იქ და­ახ­ლო­ე­ბით 11 კაცი იმ­ყო­ფე­ბო­და, 7 ვე­რე­ლი და 4 ვა­კე­ლი. საქ­მის გარ­ჩე­ვის მი­ზე­ზი სუ­ლა­ბე­რი­ძის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი გახ­ლდათ. თოფ­ჩიშ­ვილ­თან, სწო­რედ, ამის გამო იყ­ვნენ ასუ­ლი. საქ­მის გარ­ჩე­ვა შე­ლა­პა­რა­კე­ბით, შემ­დგომ­ში კი მკვლე­ლო­ბით დამ­თავ­რდა. თოფ­ჩიშ­ვი­ლი, იგი­ვე თოფ­ჩი­კა, მოკ­ლეს, ხოლო მის საშ­ვე­ლად მო­სუ­ლი მე­გო­ბა­რი წუ­ლა­ძე გულ-მკერ­დის არე­ში დაჭ­რეს. თოფ­ჩიშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის გამო და­ა­კა­ვეს დათო ძნე­ლა­ძე, ლერი სუ­ლა­ბე­რი­ძე და ბუთა ქურ­დო­ვა­ნი­ძე. აღ­ნიშ­ნუ­ლი მკვლე­ლო­ბა რე­ზო­ნან­სუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს ფარ­თოდ აშუ­ქებ­დნენ იმ­დრო­ინ­დე­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბე­ბი. ქურ­დო­ვა­ნი­ძეს 10 წელი მი­უ­სა­ჯეს (ვი­ნა­ი­დან არას­რულ­წლო­ვა­ნი იყო). რო­გორც ამ­ბო­ბენ, ბუ­თამ ეს და­ნა­შა­უ­ლი თა­ვის თავ­ზე აიღო. მისი მე­გობ­რე­ბი კი მალე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. ერთ-ერთი ვერ­სი­ის თა­ნახ­მად, თოფ­ჩი­კა დათო ძნე­ლა­ძემ მოკ­ლა. ამ ვერ­სი­ას თოფ­ჩიშ­ვი­ლის დე­დაც ადას­ტუ­რებს. ძნე­ლა­ძე სას­ჯელს სი­მამ­რის დახ­მა­რე­ბის წყა­ლო­ბით გა­და­ურ­ჩა. იგი იმ დროს დიდ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ობ­და და ცი­ხი­დან სი­ძის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა ად­ვი­ლად შეძ­ლო" , - ვკი­თხუ­ლობთ სტა­ტი­ა­ში.

ამა­ვე სტა­ტი­ის მი­ხედ­ვით, სუ­ლა­ბე­რი­ძის სა­ხე­ლი ისევ გა­მოჩ­ნდა 90-იან წლებ­ში, რო­დე­საც დამ­ნა­შა­ვე­თა სამ­ყა­როს პო­ლი­ტი­კა­ში ჩა­რე­ვამ პო­ლი­ტი­კის კრი­მი­ნა­ლი­ზა­ცი­ას და­უ­დო და­სა­ბა­მი. "მხედ­რი­ო­ნის" პო­ლი­ტი­კუ­რი ამ­ბი­ცი­ე­ბით გა­მოს­ვლამ ქურ­დუ­ლი კონ­ტრკულ­ტუ­რა ორად გაყო - ისი­ნი, ვინც პო­ლი­ტი­კა­ში მო­ვი­და და ისი­ნი, ვინც ქურ­დუ­ლი გან­დგო­მი­ლო­ბა და­იც­ვა, პო­ლი­ტი­კა­ში მო­სულთ ბრა­ლი დას­დო და "გრე­ხის" ჩამ­დე­ნად მი­იჩ­ნია. და­ი­წყო მტრო­ბა, სის­ხლიც და­იღ­ვა­რა.

1992 წელი გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და სის­ხლი­ა­ნი მოვ­ლე­ნე­ბით. ქუჩა ქუ­ჩას წა­ე­კი­და, უბა­ნი - უბანს. თბი­ლის­ში "საძ­მო­ე­ბის" ერა და­ი­წყო. "მხედ­რი­ონ­მა" ფე­ხის მო­კი­დე­ბა ჯერ ქუ­ჩა­ში სცა­და. ქა­ლა­ქის უბ­ნებ­ში შექ­მნი­ლი "მხედ­რი­ო­ნის" პა­ტა­რა ჯგუ­ფე­ბი ე. წ. საძ­მო­ე­ბად მო­ი­ნათლნენ (თუმ­ცა, უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ თბი­ლის­ში არ­სე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე "საძ­მო" სუ­ლაც არ ყო­ფი­ლა "მხედ­რი­ო­ნის" მემ­კვიდ­რე) და მე­ტო­ქე­ებ­თან სის­ხლი­ა­ნი ან­გა­რიშს­წო­რე­ბა და­ი­წყეს.

ამო­ნა­რი­დი სტა­ტი­ი­დან:

"90-იან წლებ­ში ვე­რის საძ­მოს ზე­ო­ბის ხანა იდგა. "ბო­რო­ტე­ბი" პი­რო­ბი­თად რამ­დე­ნი­მე ჯგუ­ფი­სა­გან შედ­გე­ბო­და. თი­თო­ე­ულს თა­ვი­სი ხელ­მძღვა­ნე­ლი ჰყავ­და: "ზემო ვე­რე­ლე­ბი", "შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი", "ბო­რო­ტე­ბი", "ქვე­მო ვე­რე­ლე­ბი", "გურ­ჯა­ა­ნე­ლე­ბი". ამ უკა­ნას­კნელს სა­ხე­ლი ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლის წარ­მო­მავ­ლო­ბის მი­ხედ­ვით შე­არ­ქვეს. ეს ჯგუ­ფი კა­ხე­თის ღვი­ნის ქარ­ხნე­ბის რე­კე­ტით იყო ცნო­ბი­ლი. "ბო­რო­ტე­ბის" ძი­რი­თად ბირ­თვს ბუთა, იგი­ვე ბუ­თხუზ, ქურ­დო­ვა­ნი­ძე (თბი­ლი­სის შამ­პა­ნუ­რის ქარ­ხნის დი­რექ­ტო­რის ვაჟი), გი­ორ­გი, იგი­ვე ჟო­რი­კა, რუ­რუა (ცნო­ბი­ლი მხატ­ვრის ვახო რუ­რუ­ას ვაჟი), ბერ­დია ქარ­ცი­ვა­ძე, იგი­ვე ბედო, კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ წუ­ლუ­კი­ძის კო­ლო­ნი­ა­ში პა­ა­ტა ჩლა­ი­ძემ "მო­ნათ­ლა", ლერი სუ­ლა­ბე­რი­ძე, დათო მა­მუ­ლაშ­ვი­ლი, ა. ჭა­ჭი­აშ­ვი­ლი და სხვა­ნი წარ­მო­ად­გენ­დნენ. "ბო­რო­ტე­ბის" საძ­მოს ლო­ბის­ტი ქურ­დულ სამ­ყა­რო­ში პა­ა­ტა ჩლა­ი­ძე გახ­ლდათ. "ვე­რის საძ­მოს" ავ­ტო­რი­ტეტს მისი ხელ­მძღვა­ნე­ლის, ბუთა ქურ­დო­ვა­ნი­ძის, პი­როვ­ნე­ბა გან­სა­ზღვრავ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იგი ვა­კის და­სა­წყის­ში ცხოვ­რობ­და და სკო­ლა­შიც ვა­კე­ში და­დი­ო­და, თავს მა­ინც ვე­რე­ლად თვლი­და". ეს ის ქურ­დო­ვა­ნი­ძეა, ვინც "თოფ­ჩი­კას" მკვლე­ლო­ბის გამო გა­ა­სა­მარ­თლეს.

ორ­მა­გი მკვლე­ლო­ბა და სა­ფეხ­ბურ­თო ომე­ბი

1993 წლის 22 დე­კემ­ბერს, დი­ლით, თბი­ლის­ში, შატ­ბე­რაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მხედ­რი­ო­ნე­ლე­ბი, ჯაბა იო­სე­ლი­ა­ნის უახ­ლო­ე­სი გა­რე­მოც­ვის წევ­რე­ბი"- ზაზა ვე­ფხვა­ძე და გია სვა­ნა­ძე მოკ­ლეს. (თავ­დამ­სხმე­ლებს ემსხვერ­პლა აგ­რეთ­ვე თენ­გიზ ჩანტლა­ძე, რო­მე­ლიც იმ დროს ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში იჯდა). "კვი­რის პა­ლიტ­რის" სტა­ტი­ის თა­ნახ­მად, იმ­ჟა­მად ვე­ფხვა­ძე და სვა­ნა­ძე ნავ­თო­ბის ბიზ­ნეს­ში თორ­ნი­კე აფა­ქი­ძის (ყო­ფი­ლი მხედ­რი­ო­ნე­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს სა­პას­პორ­ტო მა­გი­დის უფ­რო­სი - ჯაბა იო­სე­ლი­ა­ნის წყა­ლო­ბით) პარტნი­ო­რე­ბი იყ­ვნენ და ასე­ვე მი­იჩ­ნე­ოდ­ნენ კლუბ "დი­ნა­მოს" პატ­რო­ნე­ბად, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კლუბ­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბა არ ჰქონ­დათ. (იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად)

ფო­ტო­ზე ხე­დავთ "დი­ნა­მოს" იმ­ჟა­მინ­დელ მეს­ვე­უ­რებს: გია სვა­ნა­ძეს, მე­რაბ ჟორ­და­ნი­ას, ზაზა ვე­ფხვა­ძეს.

ჩვე­ნი წყა­როს თქმით, მათი მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ რო­გორც ნავ­თო­ბის, ისე "დი­ნა­მოს" წი­ლე­ბი უკვე სხვა­თა ხელ­ში აღ­მოჩ­ნდა და "ვე­რის საძ­მოს" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გა­მოჩ­ნდნენ "დი­ნა­მოს" ხელ­მძღვა­ნე­ლებს შო­რი­საც, მათ შო­რის იყო ლერი სუ­ლა­ბე­რი­ძე.

რო­გორც ჩვე­ნი წყა­რო ამ­ბობს: "პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის, რო­დე­საც ლერი სუ­ლა­ბე­რი­ძის მან­ქა­ნას ეს­რო­ლეს. მას თავს 90-იანი წლე­ბის და­სას­რულ­საც და­ესხნენ, რა დრო­საც სიკ­ვდილს სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­და­ურ­ჩა". ეს და­ახ­ლო­ე­ბით იმ პე­რი­ოდს უკავ­შირ­დე­ბა, რო­დე­საც იმ­ჟა­მინ­დელ­მა შს მი­ნის­ტრმა კახა თარ­გა­მა­ძემ "დი­ნა­მოს" წი­ლე­ბის ხელ­ში ჩაგ­დე­ბა მო­ი­სურ­ვა.

"კახა თარ­გა­მა­ძე გა­აქ­ტი­ურ­და და თა­ვი­სას მა­ინც მი­აღ­წია: ჟორ­და­ნია და კომ­პა­ნია კლუბს ჩა­მო­ა­შო­რა, "დი­ნა­მოს" და­ფი­ნან­სე­ბა კი სა­მი­ნის­ტრომ სა­კუ­თა­რი ბი­უ­ჯე­ტი­დან გა­და­წყვი­ტა. ჟორ­და­ნი­ამ ამა­ზეც ღიად ილა­პა­რა­კა - თარ­გა­მა­ძემ "დი­ნა­მო" ია­რა­ღის ძა­ლით წა­მარ­თვაო. შსს-მ მშვე­ნივ­რად გა­მო­ი­ყე­ნა იმ ყბა­და­ღე­ბუ­ლი სა­გა­და­სა­ხა­დო შე­ღა­ვა­თე­ბის დროს აღ­მო­ჩე­ნი­ლი უამ­რა­ვი დარ­ღვე­ვა". - ვკი­თხუ­ლობთ გა­ზეთ "ლე­ლოს" 2009 წლის 4 ნო­ემ­ბრის სტა­ტი­ა­ში, სა­თა­უ­რით: "ომი თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს­თვის". სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ შე­ვარ­დნა­ძის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­დეგ ჟორ­და­ნია და სუ­ლა­ბე­რი­ძე "დი­ნა­მოს" დაბ­რუ­ნე­ბას ითხოვ­დნენ.

ლერი სუ­ლა­ბე­რი­ძის ოჯახს უკავ­შირ­დე­ბა ერთი გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი ტრა­გე­დი­აც:

ამო­ნა­რი­დი გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რის" 2013წლის 29 ივ­ლი­სის სტა­ტი­ი­დან:

"1997 წლის 13 ივ­ლისს თბი­ლის­ში, მე­ლი­ქიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე, ჩაის სახ­ლთან, ავა­რია მოხ­და. მძღოლ­მა, რო­მე­ლიც სა­ჭეს, სა­ვა­რა­უ­დოდ, მთვრა­ლი მარ­თავ­და, ორი ახალ­გაზ­რდის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა... ამ ფაქტს თვითმხილ­ვე­ლიც ჰყავ­და, ქალ­ბა­ტო­ნი ია სუ­ლა­ბე­რი­ძე, რო­მე­ლიც მომ­ხდარს შემ­თხვე­ვით შე­ეს­წრო (ავა­რი­ის მო­მენ­ტში სა­კუ­თა­რი სახ­ლის აი­ვან­ზე იდგა) და და­შა­ვე­ბულ­თა და­სახ­მა­რებ­ლად სას­წრა­ფოც გა­მო­ი­ძა­ხა. იმ დროს ჯერ კი­დევ არ იცო­და, რომ ერთ-ერთი და­ღუ­პუ­ლი, 22 წლის ლაშა სუ­ლა­ბე­რი­ძე (თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს" ერთ-ერთი მე­სა­კუთ­რის, ლერი სუ­ლა­ბე­რი­ძის ძმა), მისი შვი­ლი იყო, მე­ო­რე - მისი თა­ნა­ტო­ლი და­ვით ჯა­ყე­ლი...

რო­დე­საც დამ­ნა­შა­ვეს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ალ­კოჰო­ლუ­რი თრო­ბის და­სად­გე­ნად ექ­სპერ­ტი­ზა­ზე გა­დაყ­ვა­ნა და­უ­პი­რეს, მძღოლ­მა გა­ნა­ცხა­და, - მე სა­ერ­თა­შო­რი­სო წი­თე­ლი ჯვრის და წი­თე­ლი ნა­ხე­ვარ­მთვა­რის ფე­დე­რა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ალექ­სან­დრ მა­რი­ნო­ვი ვარ და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი იმუ­ნი­ტე­ტი მი­ცავ­სო(?!). პო­ლი­ცია იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, ის შინ, ბარ­ნო­ვის ქუ­ჩა­ზე მი­ე­ცი­ლე­ბი­ნა". (იხი­ლეთ სრუ­ლად)

ანა გი­ორ­გა­ძე

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მე როგორც მახსოვს...
10

თოფჩიკას საქმეზე 5 პირი გაასამართლეს. ზემოთ ჩამოთვილთ გარდა იყვნენ კახაბერ (მუსტო) ლელაშვილი და ერეკლე საღინაძე. "ბედო"-ს ერქვა ბენიამინი და არა ბერდია..

ქართველი
2

სიცილიაა რა)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

ომი "დინამოს" წილებისთვის და "თოფჩიკას" მკვლელობა 33 წლის წინ - რომელ გახმაურებულ საქმეებს უკავშირებენ ლერი სულაბერიძეს, რომელსაც გუშინ ესროლეს

ომი "დინამოს" წილებისთვის და "თოფჩიკას" მკვლელობა 33 წლის წინ - რომელ გახმაურებულ საქმეებს უკავშირებენ ლერი სულაბერიძეს, რომელსაც გუშინ ესროლეს

28 ივლისს, საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ წყნეთის გზაზე მოძრავ ავტომობილს, რომელსაც ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე - პრეზიდენტი, ლერი სულაბერიძე მართავდა, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარის გამოძიება დაწყებულია 19 -108 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს, ასევე დაწყებულია 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარებას უკავშირდება.

სულაბერიძის განცხადებით, მისთვის უცნობია, ვინ ისროლა მისი ავტომობილის მიმართულებით. როგორც მან პოლიციის განყოფილებაში, მისი გამოკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა, მას, სავარაუდოდ, მანქანიდან ესროლეს.

"ფიზიკურად ვერ ვარ ახლა კარგად, რომ დაგელაპარაკოთ. არ ვიცი, ვინ მესროდა. მანქანით ვმოძრაობდი, არავისთან კავშირი არ მქონია. დანარჩენს ჩემი უფლებადამცველი იტყვის, გამომძიებლებთან რაც საჭირო იყო, ყველაფერი დავაფიქსირე. სავარაუდოდ, მანქანიდან ისროდნენ", - განაცხადა სულაბერიძემ. მისი ადვოკატის ირმა ჭკადუას განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით დამატებით დეტალებზე მოგვიანებით ისაუბრებენ.

დავინტერესდით, ვინ არის ლერი სულაბერიძე, აღმოჩნდა, რომ გაზეთების "კვირის პალიტრის", "ლელოს" "მერიდიანი 44"-ის არქივები ბევრ საინტერესო სტატიას ინახავს, რომლებშიც ლერი სულაბერიძეა ნახსენები.

1996 წელს გაზეთ "მერიდაინი - 44"-ში გამოქვეყნებული ჟურნალისტ ნინო ბურჭულაძის სტატიის მიხედვით, პირველად ლერი სულაბერიძის სახელი 1986 წლის 13 ივლისს წყნეთში მომხდარი მკვლელობის ფონზე ახსენეს საჯაროდ.

"იმ ღამით, 22 საათსა და 30 წუთზე, კინოთეატრ "მაიას" უკან ბიჭები საქმეს არჩევდნენ. იქ დაახლოებით 11 კაცი იმყოფებოდა, 7 ვერელი და 4 ვაკელი. საქმის გარჩევის მიზეზი სულაბერიძის შეყვარებული გახლდათ. თოფჩიშვილთან, სწორედ, ამის გამო იყვნენ ასული. საქმის გარჩევა შელაპარაკებით, შემდგომში კი მკვლელობით დამთავრდა. თოფჩიშვილი, იგივე თოფჩიკა, მოკლეს, ხოლო მის საშველად მოსული მეგობარი წულაძე გულ-მკერდის არეში დაჭრეს. თოფჩიშვილის მკვლელობის გამო დააკავეს დათო ძნელაძე, ლერი სულაბერიძე და ბუთა ქურდოვანიძე. აღნიშნული მკვლელობა რეზონანსული აღმოჩნდა. სასამართლო პროცესს ფართოდ აშუქებდნენ იმდროინდელი საინფორმაციო გამოშვებები. ქურდოვანიძეს 10 წელი მიუსაჯეს (ვინაიდან არასრულწლოვანი იყო). როგორც ამბობენ, ბუთამ ეს დანაშაული თავის თავზე აიღო. მისი მეგობრები კი მალე გაათავისუფლეს. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, თოფჩიკა დათო ძნელაძემ მოკლა. ამ ვერსიას თოფჩიშვილის დედაც ადასტურებს. ძნელაძე სასჯელს სიმამრის დახმარების წყალობით გადაურჩა. იგი იმ დროს დიდ თანამდებობაზე მუშაობდა და ციხიდან სიძის გათავისუფლება ადვილად შეძლო" , - ვკითხულობთ სტატიაში.

ამავე სტატიის მიხედვით, სულაბერიძის სახელი ისევ გამოჩნდა 90-იან წლებში, როდესაც დამნაშავეთა სამყაროს პოლიტიკაში ჩარევამ პოლიტიკის კრიმინალიზაციას დაუდო დასაბამი. "მხედრიონის" პოლიტიკური ამბიციებით გამოსვლამ ქურდული კონტრკულტურა ორად გაყო - ისინი, ვინც პოლიტიკაში მოვიდა და ისინი, ვინც ქურდული განდგომილობა დაიცვა, პოლიტიკაში მოსულთ ბრალი დასდო და "გრეხის" ჩამდენად მიიჩნია. დაიწყო მტრობა, სისხლიც დაიღვარა.

1992 წელი განსაკუთრებით გამოირჩეოდა სისხლიანი მოვლენებით. ქუჩა ქუჩას წაეკიდა, უბანი - უბანს. თბილისში "საძმოების" ერა დაიწყო. "მხედრიონმა" ფეხის მოკიდება ჯერ ქუჩაში სცადა. ქალაქის უბნებში შექმნილი "მხედრიონის" პატარა ჯგუფები ე. წ. საძმოებად მოინათლნენ (თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ თბილისში არსებული რამდენიმე "საძმო" სულაც არ ყოფილა "მხედრიონის" მემკვიდრე) და მეტოქეებთან სისხლიანი ანგარიშსწორება დაიწყეს.

ამონარიდი სტატიიდან:

"90-იან წლებში ვერის საძმოს ზეობის ხანა იდგა. "ბოროტები" პირობითად რამდენიმე ჯგუფისაგან შედგებოდა. თითოეულს თავისი ხელმძღვანელი ჰყავდა: "ზემო ვერელები", "შემსრულებლები", "ბოროტები", "ქვემო ვერელები", "გურჯაანელები". ამ უკანასკნელს სახელი ჯგუფის ხელმძღვანელის წარმომავლობის მიხედვით შეარქვეს. ეს ჯგუფი კახეთის ღვინის ქარხნების რეკეტით იყო ცნობილი. "ბოროტების" ძირითად ბირთვს ბუთა, იგივე ბუთხუზ, ქურდოვანიძე (თბილისის შამპანურის ქარხნის დირექტორის ვაჟი), გიორგი, იგივე ჟორიკა, რურუა (ცნობილი მხატვრის ვახო რურუას ვაჟი), ბერდია ქარცივაძე, იგივე ბედო, კანონიერი ქურდი, რომელიც ჯერ კიდევ წულუკიძის კოლონიაში პაატა ჩლაიძემ "მონათლა", ლერი სულაბერიძე, დათო მამულაშვილი, ა. ჭაჭიაშვილი და სხვანი წარმოადგენდნენ. "ბოროტების" საძმოს ლობისტი ქურდულ სამყაროში პაატა ჩლაიძე გახლდათ. "ვერის საძმოს" ავტორიტეტს მისი ხელმძღვანელის, ბუთა ქურდოვანიძის, პიროვნება განსაზღვრავდა. მიუხედავად იმისა, რომ იგი ვაკის დასაწყისში ცხოვრობდა და სკოლაშიც ვაკეში დადიოდა, თავს მაინც ვერელად თვლიდა". ეს ის ქურდოვანიძეა, ვინც "თოფჩიკას" მკვლელობის გამო გაასამართლეს.

ორმაგი მკვლელობა და საფეხბურთო ომები

1993 წლის 22 დეკემბერს, დილით, თბილისში, შატბერაშვილის ქუჩაზე მხედრიონელები, ჯაბა იოსელიანის უახლოესი გარემოცვის წევრები"- ზაზა ვეფხვაძე და გია სვანაძე მოკლეს. (თავდამსხმელებს ემსხვერპლა აგრეთვე თენგიზ ჩანტლაძე, რომელიც იმ დროს ავტომანქანაში იჯდა). "კვირის პალიტრის" სტატიის თანახმად, იმჟამად ვეფხვაძე და სვანაძე ნავთობის ბიზნესში თორნიკე აფაქიძის (ყოფილი მხედრიონელი, საქართველოს საპასპორტო მაგიდის უფროსი - ჯაბა იოსელიანის წყალობით) პარტნიორები იყვნენ და ასევე მიიჩნეოდნენ კლუბ "დინამოს" პატრონებად, მიუხედავად იმისა, რომ კლუბში ოფიციალური თანამდებობა არ ჰქონდათ. (იხილეთ სტატია სრულად)

ფოტოზე ხედავთ "დინამოს" იმჟამინდელ მესვეურებს: გია სვანაძეს, მერაბ ჟორდანიას, ზაზა ვეფხვაძეს.

ჩვენი წყაროს თქმით, მათი მკვლელობის შემდეგ როგორც ნავთობის, ისე "დინამოს" წილები უკვე სხვათა ხელში აღმოჩნდა და "ვერის საძმოს" წარმომადგენლები გამოჩნდნენ "დინამოს" ხელმძღვანელებს შორისაც, მათ შორის იყო ლერი სულაბერიძე.

როგორც ჩვენი წყარო ამბობს: "პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ლერი სულაბერიძის მანქანას ესროლეს. მას თავს 90-იანი წლების დასასრულსაც დაესხნენ, რა დროსაც სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა". ეს დაახლოებით იმ პერიოდს უკავშირდება, როდესაც იმჟამინდელმა შს მინისტრმა კახა თარგამაძემ "დინამოს" წილების ხელში ჩაგდება მოისურვა.

"კახა თარგამაძე გააქტიურდა და თავისას მაინც მიაღწია: ჟორდანია და კომპანია კლუბს ჩამოაშორა, "დინამოს" დაფინანსება კი სამინისტრომ საკუთარი ბიუჯეტიდან გადაწყვიტა. ჟორდანიამ ამაზეც ღიად ილაპარაკა - თარგამაძემ "დინამო" იარაღის ძალით წამართვაო. შსს-მ მშვენივრად გამოიყენა იმ ყბადაღებული საგადასახადო შეღავათების დროს აღმოჩენილი უამრავი დარღვევა". - ვკითხულობთ გაზეთ "ლელოს" 2009 წლის 4 ნოემბრის სტატიაში, სათაურით: "ომი თბილისის "დინამოსთვის". საინტერესოა, რომ შევარდნაძის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ჟორდანია და სულაბერიძე "დინამოს" დაბრუნებას ითხოვდნენ.

ლერი სულაბერიძის ოჯახს უკავშირდება ერთი გახმაურებული ტრაგედიაც:

ამონარიდი გაზეთ "კვირის პალიტრის" 2013წლის 29 ივლისის სტატიიდან:

"1997 წლის 13 ივლისს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, ჩაის სახლთან, ავარია მოხდა. მძღოლმა, რომელიც საჭეს, სავარაუდოდ, მთვრალი მართავდა, ორი ახალგაზრდის სიცოცხლე იმსხვერპლა... ამ ფაქტს თვითმხილველიც ჰყავდა, ქალბატონი ია სულაბერიძე, რომელიც მომხდარს შემთხვევით შეესწრო (ავარიის მომენტში საკუთარი სახლის აივანზე იდგა) და დაშავებულთა დასახმარებლად სასწრაფოც გამოიძახა. იმ დროს ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ ერთ-ერთი დაღუპული, 22 წლის ლაშა სულაბერიძე (თბილისის "დინამოს" ერთ-ერთი მესაკუთრის, ლერი სულაბერიძის ძმა), მისი შვილი იყო, მეორე - მისი თანატოლი დავით ჯაყელი...

როდესაც დამნაშავეს სამართალდამცავებმა ალკოჰოლური თრობის დასადგენად ექსპერტიზაზე გადაყვანა დაუპირეს, მძღოლმა განაცხადა, - მე საერთაშორისო წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის ფედერაციის ხელმძღვანელი ალექსანდრ მარინოვი ვარ და დიპლომატიური იმუნიტეტი მიცავსო(?!). პოლიცია იძულებული გახდა, ის შინ, ბარნოვის ქუჩაზე მიეცილებინა". (იხილეთ სრულად)

ანა გიორგაძე

სამართალდამცავებმა ქვემო თელეთიდან გაუჩინარებული 14 წლის მოზარდი თბილისში იპოვეს

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირი კვლავ პატიმრობაში რჩება

"გოგოს 17 ჭრილობა აქვს დანით მიყენებული" -  სტამბოლში 32 წლის თამთა ჯანჯღავა ქმარმა სასტიკად მოკლა