მოზაიკა
საზოგადოება
სამართალი

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
პოლიტიკა
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთი სომხეთსაც და აზერბაიჯანსაც იარაღს აწვდის" - რა რისკები ახლავს საქართველოსთვის სომხეთ-აზერბაიჯანს შორის დაძაბულობის გამწვავებას?
"რუსეთი სომხეთსაც და აზერბაიჯანსაც იარაღს აწვდის" - რა რისკები ახლავს საქართველოსთვის სომხეთ-აზერბაიჯანს შორის დაძაბულობის გამწვავებას?

აზერ­ბა­ი­ჯან­სა და სომ­ხეთს შო­რის გარ­თუ­ლე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტის ფონ­ზე, თურ­ქე­თი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნი ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან ტაქ­ტი­კურ და საფ­რენ-ტაქ­ტი­კურ სამ­ხედ­რო სწავ­ლე­ბას იწყე­ბენ, რო­მელ­შიც ორი ქვეყ­ნის სახ­მე­ლე­თო და სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბი მი­ი­ღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. აზერ­ბა­ი­ჯა­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სწავ­ლე­ბა, ორ ქვე­ყა­ნას შო­რის არ­სე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის ფარ­გლებ­ში, სწო­რედ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე - 1-დან 5 აგ­ვის­ტომ­დე ბა­ქო­სა და ნა­ხი­ჩე­ვან­ში ჩა­ტარ­დე­ბა, ხოლო სამ­ხედ­რო ავი­ა­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით - 29 ივ­ლი­სი­დან 10 აგ­ვის­ტომ­დე - ბა­ქო­ში, ნა­ხი­ჩე­ვან­ში, გან­ჯა­ში, ქურ­და­მირ­სა და ევ­ლახ­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

ამას­თა­ნა­ვე, თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტი, რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღა­ნი და რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მირ პუ­ტინს აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­სა და სომ­ხე­თის სა­ზღვარ­ზე არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე ტე­ლე­ფო­ნით ესა­უბ­რა. სომ­ხე­თი­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვარ­ზე სი­ტუ­ა­ცი­ის გამ­წვა­ვე­ბის გან­ხილ­ვი­სას, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ "და­უშ­ვე­ბე­ლია ისე­თი ქმე­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც და­ძა­ბუ­ლო­ბის ეს­კა­ლა­ცი­ას იწ­ვევს... ასე­ვე, არ არ­სე­ბობს მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის კონ­ფლიქ­ტის პო­ლი­ტი­კუ­რი და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი გზით მოგ­ვა­რე­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­ვა." თუმ­ცა, ამ გან­ცხა­დე­ბე­ბის ფონ­ზე, რუ­სე­თი გა­ნაგ­რძობს ორი­ვე მხა­რის ია­რა­ღით მო­მა­რა­გე­ბას.

ცნო­ბის­თვის, სი­ტუ­ა­ცია სომ­ხეთ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ზღვარ­ზე 12 ივ­ლისს და­ი­ძა­ბა. მხა­რე­ებ­მა ერ­თმა­ნეთს ცე­ცხლი გა­უხ­სნეს. შე­დე­გად, რო­გორც სომ­ხე­თის, ასე­ვე აზერ­ბა­ი­ჯა­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის რამ­დე­ნი­მე მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის სა­მო­ქა­ლა­ქო და სამ­ხედ­რო პირი და­ი­ღუ­პა. და­ნა­კარ­გი აქვს სომ­ხურ მხა­რე­საც... მო­სა­ლოდ­ნე­ლია თუ არა ორ ქვე­ყა­ნას შო­რის და­ძა­ბუ­ლო­ბის უფრო მეტი გამ­წვა­ვე­ბა და რო­გო­რი უნდა იყოს სა­ქარ­თვე­ლოს პო­ზი­ცია ამ ვი­თა­რე­ბა­ში, ამის შე­სა­ხებ სტრა­ტე­გი­უ­ლი ანა­ლი­ზის ცენ­ტრის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი თე­ო­ნა აქუ­ბარ­დია გვე­სა­უბ­რა.

- ის ფაქ­ტი, რომ გეგ­მის თა­ნახ­მად, სახ­მე­ლე­თო ჯა­რე­ბის სწავ­ლე­ბა 1-5 აგ­ვის­ტოს ბა­ქო­სა და ნა­ხი­ჩე­ვან­ში, ხოლო სამ­ხედ­რო ავი­ა­ცი­ის სწავ­ლე­ბა 29 ივ­ლი­სი­დან - 10 აგ­ვის­ტოს ჩათ­ვლით ბა­ქო­ში, ნა­ხი­ჩე­ვან­ში, გან­ჯა­ში, ქურ­და­მირ­სა და ევ­ლახ­ში ჩა­ტარ­დე­ბა, სამ­ხედ­რო მნიშ­ვნე­ლო­ბის გარ­და, პო­ლი­ტი­კუ­რი შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ფაქ­ტო­რიც არის, რად­გან თურ­ქეთ­მა, რო­მე­ლიც აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რია, თა­ვის გან­ცხა­დე­ბა­ში, ამ ქვე­ყა­ნას, რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი, ასე­ვე სამ­ხედ­რო მხარ­და­ჭე­რა გა­მო­უ­ცხა­და. აღ­ნიშ­ნა რა, რომ მხარს უჭერს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას. ასეთ შემ­თხვე­ვებ­ში, ძა­ლის დე­მონ­სტრი­რე­ბის­თვის, სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი ხში­რად მი­მარ­თა­ვენ სამ­ხედ­რო სწავ­ლე­ბებს, რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია იმის­თვის, რათა ვი­თა­რე­ბის ეს­კა­ლა­ცია არ მოხ­დეს. ასე რომ, ვე­ლო­დე­ბი, რომ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­თა­რე­ბა ჩა­წყნარ­დე­ბა.

- სა­ინ­ტე­რე­სოა რუ­სე­თის როლი ამ პრო­ცე­სებ­ში, რო­მე­ლიც, ფაქ­ტობ­რი­ვად, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი გან­ცხა­დე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლა. შე­საძ­ლოა თუ არა, კრემ­ლის ინერ­ტუ­ლო­ბას სომ­ხეთ­ში ან­ტი­რუ­სუ­ლი გან­წყო­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა მოჰ­ყვეს?

- სომ­ხე­თი არის ყა­რა­ბა­ღის კონ­ფლიქ­ტის მძე­ვა­ლი და ამ შე­დე­გის ფონ­ზე უწევს მას რუ­სეთ­თან მჭიდ­რო სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ისი­ნი სამ­ხედ­რო პარტნი­ო­რე­ბი არი­ან, რუ­სე­თი ამ შემ­თხვე­ვა­ში, ცდი­ლობს მე­დი­ა­ტო­რის როლი მო­ირ­გოს, ამავდრო­უ­ლად კი, სომ­ხეთ­საც და აზერ­ბა­ი­ჯან­საც აწ­ვდის ია­რაღს. შე­სა­ბა­მი­სად, მას აწყობს ყა­რა­ბა­ღის კონ­ფლიქ­ტი მაქ­სი­მა­ლუ­რად დრო­ში გა­ი­წე­ლოს. შე­დე­გად კი, გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტის მეშ­ვე­ო­ბით, მას ორი­ვე ქვე­ყა­ნა­სა და ზო­გა­დად, სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ზე გავ­ლე­ნე­ბი ჰქონ­დეს. შე­სა­ბა­მი­სად, ამ ჭრილ­ში ძა­ლი­ან კარ­გად ჯდე­ბა რუ­სე­თის მიერ ბოლო დღე­ებ­ში გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი.

რაც შე­ე­ხე­ბა სომ­ხეთ­ში არ­სე­ბულ იმედ­გაც­რუ­ე­ბას, რუ­სე­თის გან­წყო­ბას თა­ვი­სი წი­ნა­პი­რო­ბე­ბი ჰქონ­და, ესაა: სომ­ხეთ­ში მომ­ხდა­რი რე­ვო­ლუ­ცია, ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნი თა­ვი­სი გუნ­დით და მისი და­პი­რე­ბე­ბი, რო­მე­ლიც რუ­სულ სის­ტე­მას უპი­რის­პირ­დე­ბო­და. ფა­ში­ნი­ა­ნის თქმით, ქვე­ყა­ნა­ში არ იქ­ნე­ბო­და კო­რუფ­ცია, კლა­ნუ­რი მმარ­თვე­ლო­ბა, და­ცუ­ლი იქ­ნე­ბო­და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი და სხვა... ასე რომ, ამ შე­თხვე­ვა­ში, სომ­ხე­თი ნამ­დვი­ლად არ არის სა­ხარ­ბი­ე­ლო სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, რად­გან ამ პო­ლი­ტი­კუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის შემ­დეგ, რუ­სე­თი ბევ­რს არა­ფერს გა­ა­კე­თებს სომ­ხე­თის­თვის, თუმ­ცა, ეც­დე­ბა ორი­ვე ქვე­ყა­ნა­ზე გავ­ლე­ნა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს. ამის და­სა­ბა­ლან­სებ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და­სავ­ლე­თის პო­ზი­ცია, რო­მე­ლიც ამ ეტაპ­ზე მკა­ფიო არ არის. ამი­ტო­მაც მო­სახ­ლე­ო­ბა­ში რჩე­ბა ასე­თი გან­წყო­ბა - თუ არა რუ­სე­თი, აბა - ვინ?!.. შე­სა­ბა­მი­სად, სომ­ხე­თის სა­გა­რეო მი­მარ­თუ­ლე­ბით რა­ი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვან გარ­ღვე­ვებს ამ ეტაპ­ზე არ ველი.

- ფაქ­ტია, რომ ყა­რა­ბა­ღის პრობ­ლე­მა უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში არ ამო­ი­წუ­რე­ბა. ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში, რო­გო­რი უნდა იყოს სა­ქარ­თვე­ლოს პო­ზი­ცია?

- თუ მოხ­და კონ­ფლიქ­ტის ეს­კა­ლა­ცია, ეს სა­ქარ­თვე­ლოს უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე, ჩვე­ნი მდე­ბა­რე­ო­ბი­დან და სხვა გა­რე­მო­ე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, და­მან­გრევ­ლად იმოქ­მე­დებს. სომ­ხე­თის­თვის სა­ქარ­თვე­ლო და­სავ­ლეთ­თან და­სა­კავ­ში­რებ­ლად ერ­თა­დერ­თი სახ­მე­ლე­თო გზაა. ამას­თა­ნა­ვე, სა­ჰა­ე­რო გზით, მაგ­რამ მა­ინც, ია­რა­ღის მი­წო­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ცის გავ­ლით ხდე­ბა, ასე რომ, რე­გი­ონ­ში არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბა და კონ­ფლიქ­ტის გამ­წვა­ვე­ბა, კა­ტას­ტრო­ფუ­ლად იმოქ­მე­დებს ჩვენ­ზე. არა­და, საფრ­თხე ძა­ლი­ან დი­დია, გან­სა­კუთ­რე­ბით ყა­რა­ბა­ღის კოფ­ლიქ­ტის კონ­ტექ­სტში, რო­მე­ლიც სუ­ლაც არ არის გა­ყი­ნუ­ლი და დრო­დად­რო ძა­ლი­ან მწვა­ვედ იფეთ­ქებს ხოლ­მე. ცხე­ლი ფა­ზე­ბი კი­დევ იქ­ნე­ბა....

თუმ­ცა ამ რის­კე­ბის ფონ­ზე, ვერ ვნა­ხეთ, რომ მთავ­რო­ბა­ში ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო გა­მარ­თუ­ლი­ყო, მათ არ შე­უ­ფა­სე­ბი­ათ კონ­კრე­ტუ­ლი პრო­ცე­სე­ბი და საფრ­თხე­ე­ბი; ასე­ვე, არც იმა­ზე უმსჯე­ლი­ათ, თუ რა ზო­მე­ბი უნდა მი­ი­ღოს სა­ქარ­თვე­ლომ, რო­გორც მე­ზო­ბელ­მა ქვე­ყა­ნამ, რათა კონ­ფლიქ­ტის ეს­კა­ლა­ცია არ მოხ­დეს. არც უსაფრ­თხო­ე­ბის გზებ­ზე ულა­პა­რა­კი­ათ, არა­და, სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და იქ, სა­დაც სტრა­ტე­გი­უ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნავ­თობ­სა­დე­ნე­ბია.

კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რის­კი არის აზერ­ბა­ი­ჯან­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და­ძაბ­ვის მცდე­ლო­ბაც - ად­გი­ლობ­რივ მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს სომ­ხე­თი სერ­ბე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლოს გავ­ლით შე­ი­ა­რა­ღე­ბას იღებ­და. ამით ვი­ღა­ცე­ბი, გა­სა­გე­ბია ვინც, ორი­ვე ქვეყ­ნის სა­ზო­გა­დო­ე­ბის აზ­რზე მა­ნი­პუ­ლი­რე­ბას ცდი­ლობ­დნენ, რათა ვი­თა­რე­ბა გამ­წვა­ვე­ბუ­ლი­ყო. არა­და, ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში სირ­თუ­ლე­ე­ბი ნამ­დვი­ლად არ­სე­ბობს, თუნ­დაც და­ვით გა­რე­ჯის თემა გა­ვიხ­სე­ნოთ... ასე რომ, ჩვენს არა­კე­თილ­მო­სურ­ნე ოკუ­პანტ ქვე­ყა­ნას, სა­ქარ­თვე­ლო­სა და აზერ­ბა­ი­ჯანს, ასე­ვე ჩვენ­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მთა­ვარ მხარ­დამ­ჭერ თურ­ქეთს შო­რის, სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის გა­ფუ­ჭე­ბა სურს და ამის უფ­ლე­ბა არ უნდა მივ­ცეთ. ასე რომ, ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­პა­სუ­ხო­დან რე­აქ­ტი­ულ რე­ჟიმ­ზე გა­და­ერ­თოს, რის­კე­ბი ადეკ­ვა­ტუ­რად შე­ა­ფა­სოს და ამ რის­კებს გო­ნივ­რუ­ლი, სამ­შვი­დო­ბო ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი და­უ­პი­რის­პი­როს, რათა ოკუ­პანტ რუ­სეთს არ ჰქონ­დეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში თა­ვი­სი გავ­ლე­ნე­ბი გა­აძ­ლი­ე­როს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თბილისელი
12

მოითხოვეთ ბიძია დროზე ნატო,სანამ დროა.

rasa
8

ხელისუფლების მთავარი მიზანი ხელისუფლებაში დარჩენაა და გეოპოლიტიკა საერთოდ არ ადარდებთ. ინტერტულები ეგენი არიან, თუ არ არიან. რა გახდებოდა გვყოლოდა მთავრობა, რომელსაც ექნებოდა ნაცების დროინდელი უშიშროების/შსს-ს ეფექტურობა, მაგრამ ქოცების დროინდელი ჰუმანურობით და ედიკასდროინდელი საგარეო პოლიტიკის ალღოთი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?
ავტორი:

"რუსეთი სომხეთსაც და აზერბაიჯანსაც იარაღს აწვდის" - რა რისკები ახლავს საქართველოსთვის სომხეთ-აზერბაიჯანს შორის დაძაბულობის გამწვავებას?

"რუსეთი სომხეთსაც და აზერბაიჯანსაც იარაღს აწვდის" - რა რისკები ახლავს საქართველოსთვის სომხეთ-აზერბაიჯანს შორის დაძაბულობის გამწვავებას?

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გართულებული კონფლიქტის ფონზე, თურქეთი და აზერბაიჯანი ფართომასშტაბიან ტაქტიკურ და საფრენ-ტაქტიკურ სამხედრო სწავლებას იწყებენ, რომელშიც ორი ქვეყნის სახმელეთო და საჰაერო ძალები მიიღებენ მონაწილეობას. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტოს ინფორმაციით, სწავლება, ორ ქვეყანას შორის არსებული სამხედრო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, სწორედ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე - 1-დან 5 აგვისტომდე ბაქოსა და ნახიჩევანში ჩატარდება, ხოლო სამხედრო ავიაციის მონაწილეობით - 29 ივლისიდან 10 აგვისტომდე - ბაქოში, ნახიჩევანში, განჯაში, ქურდამირსა და ევლახში გაიმართება.

ამასთანავე, თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე არსებული სიტუაციაზე ტელეფონით ესაუბრა. სომხეთისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე სიტუაციის გამწვავების განხილვისას, ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ "დაუშვებელია ისეთი ქმედებები, რომლებიც დაძაბულობის ესკალაციას იწვევს... ასევე, არ არსებობს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის პოლიტიკური და დიპლომატიური გზით მოგვარების ალტერნატივა." თუმცა, ამ განცხადებების ფონზე, რუსეთი განაგრძობს ორივე მხარის იარაღით მომარაგებას.

ცნობისთვის, სიტუაცია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 12 ივლისს დაიძაბა. მხარეებმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს. შედეგად, როგორც სომხეთის, ასევე აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების რამდენიმე მაღალი თანამდებობის სამოქალაქო და სამხედრო პირი დაიღუპა. დანაკარგი აქვს სომხურ მხარესაც... მოსალოდნელია თუ არა ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის უფრო მეტი გამწვავება და როგორი უნდა იყოს საქართველოს პოზიცია ამ ვითარებაში, ამის შესახებ სტრატეგიული ანალიზის ცენტრის თანადამფუძნებელი თეონა აქუბარდია გვესაუბრა.

- ის ფაქტი, რომ გეგმის თანახმად, სახმელეთო ჯარების სწავლება 1-5 აგვისტოს ბაქოსა და ნახიჩევანში, ხოლო სამხედრო ავიაციის სწავლება 29 ივლისიდან - 10 აგვისტოს ჩათვლით ბაქოში, ნახიჩევანში, განჯაში, ქურდამირსა და ევლახში ჩატარდება, სამხედრო მნიშვნელობის გარდა, პოლიტიკური შემაკავებელი ფაქტორიც არის, რადგან თურქეთმა, რომელიც აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორია, თავის განცხადებაში, ამ ქვეყანას, როგორც პოლიტიკური, ასევე სამხედრო მხარდაჭერა გამოუცხადა. აღნიშნა რა, რომ მხარს უჭერს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას. ასეთ შემთხვევებში, ძალის დემონსტრირებისთვის, სახელმწიფოები ხშირად მიმართავენ სამხედრო სწავლებებს, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისთვის, რათა ვითარების ესკალაცია არ მოხდეს. ასე რომ, ველოდები, რომ დროთა განმავლობაში ვითარება ჩაწყნარდება.

- საინტერესოა რუსეთის როლი ამ პროცესებში, რომელიც, ფაქტობრივად, დიპლომატიური განცხადებით შემოიფარგლა. შესაძლოა თუ არა, კრემლის ინერტულობას სომხეთში ანტირუსული განწყობების გაძლიერება მოჰყვეს?

- სომხეთი არის ყარაბაღის კონფლიქტის მძევალი და ამ შედეგის ფონზე უწევს მას რუსეთთან მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორობა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი სამხედრო პარტნიორები არიან, რუსეთი ამ შემთხვევაში, ცდილობს მედიატორის როლი მოირგოს, ამავდროულად კი, სომხეთსაც და აზერბაიჯანსაც აწვდის იარაღს. შესაბამისად, მას აწყობს ყარაბაღის კონფლიქტი მაქსიმალურად დროში გაიწელოს. შედეგად კი, გაჭიანურებული კონფლიქტის მეშვეობით, მას ორივე ქვეყანასა და ზოგადად, სამხრეთ კავკასიის რეგიონზე გავლენები ჰქონდეს. შესაბამისად, ამ ჭრილში ძალიან კარგად ჯდება რუსეთის მიერ ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებები.

რაც შეეხება სომხეთში არსებულ იმედგაცრუებას, რუსეთის განწყობას თავისი წინაპირობები ჰქონდა, ესაა: სომხეთში მომხდარი რევოლუცია, ნიკოლ ფაშინიანი თავისი გუნდით და მისი დაპირებები, რომელიც რუსულ სისტემას უპირისპირდებოდა. ფაშინიანის თქმით, ქვეყანაში არ იქნებოდა კორუფცია, კლანური მმართველობა, დაცული იქნებოდა ადამიანის უფლებები და სხვა... ასე რომ, ამ შეთხვევაში, სომხეთი ნამდვილად არ არის სახარბიელო სიტუაციაში, რადგან ამ პოლიტიკური ცვლილებების შემდეგ, რუსეთი ბევრს არაფერს გააკეთებს სომხეთისთვის, თუმცა, ეცდება ორივე ქვეყანაზე გავლენა შეინარჩუნოს. ამის დასაბალანსებლად მნიშვნელოვანია დასავლეთის პოზიცია, რომელიც ამ ეტაპზე მკაფიო არ არის. ამიტომაც მოსახლეობაში რჩება ასეთი განწყობა - თუ არა რუსეთი, აბა - ვინ?!.. შესაბამისად, სომხეთის საგარეო მიმართულებით რაიმე მნიშვნელოვან გარღვევებს ამ ეტაპზე არ ველი.

- ფაქტია, რომ ყარაბაღის პრობლემა უახლოეს მომავალში არ ამოიწურება. ასეთ ვითარებაში, როგორი უნდა იყოს საქართველოს პოზიცია?

- თუ მოხდა კონფლიქტის ესკალაცია, ეს საქართველოს უსაფრთხოებაზე, ჩვენი მდებარეობიდან და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, დამანგრევლად იმოქმედებს. სომხეთისთვის საქართველო დასავლეთთან დასაკავშირებლად ერთადერთი სახმელეთო გზაა. ამასთანავე, საჰაერო გზით, მაგრამ მაინც, იარაღის მიწოდება საქართველოს ცის გავლით ხდება, ასე რომ, რეგიონში არასტაბილურობა და კონფლიქტის გამწვავება, კატასტროფულად იმოქმედებს ჩვენზე. არადა, საფრთხე ძალიან დიდია, განსაკუთრებით ყარაბაღის კოფლიქტის კონტექსტში, რომელიც სულაც არ არის გაყინული და დროდადრო ძალიან მწვავედ იფეთქებს ხოლმე. ცხელი ფაზები კიდევ იქნება....

თუმცა ამ რისკების ფონზე, ვერ ვნახეთ, რომ მთავრობაში ეროვნული უშიშროების საბჭო გამართულიყო, მათ არ შეუფასებიათ კონკრეტული პროცესები და საფრთხეები; ასევე, არც იმაზე უმსჯელიათ, თუ რა ზომები უნდა მიიღოს საქართველომ, როგორც მეზობელმა ქვეყანამ, რათა კონფლიქტის ესკალაცია არ მოხდეს. არც უსაფრთხოების გზებზე ულაპარაკიათ, არადა, სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობდა იქ, სადაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნავთობსადენებია.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რისკი არის აზერბაიჯანთან ურთიერთობის დაძაბვის მცდელობაც - ადგილობრივ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს სომხეთი სერბეთიდან საქართველოს გავლით შეიარაღებას იღებდა. ამით ვიღაცები, გასაგებია ვინც, ორივე ქვეყნის საზოგადოების აზრზე მანიპულირებას ცდილობდნენ, რათა ვითარება გამწვავებულიყო. არადა, ურთიერთობებში სირთულეები ნამდვილად არსებობს, თუნდაც დავით გარეჯის თემა გავიხსენოთ... ასე რომ, ჩვენს არაკეთილმოსურნე ოკუპანტ ქვეყანას, საქართველოსა და აზერბაიჯანს, ასევე ჩვენსა და აზერბაიჯანის მთავარ მხარდამჭერ თურქეთს შორის, სტრატეგიული პარტნიორობის გაფუჭება სურს და ამის უფლება არ უნდა მივცეთ. ასე რომ, ძალზე მნიშვნელოვანია, ჩვენი ხელისუფლება საპასუხოდან რეაქტიულ რეჟიმზე გადაერთოს, რისკები ადეკვატურად შეაფასოს და ამ რისკებს გონივრული, სამშვიდობო ინიციატივები დაუპირისპიროს, რათა ოკუპანტ რუსეთს არ ჰქონდეს შესაძლებლობა სამხრეთ კავკასიის რეგიონში თავისი გავლენები გააძლიეროს.

"სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უნდა იცოდეს, რომ საქართველო ვერ დაიჭერს ვერც ერთის მხარეს" - პაატა ზაქარეიშვილი

"ჩვენ შეიძლება ვიხილოთ რუსული, ან რუსულ-თურქული სამშვიდობო ძალები ყარაბაღში" - გია ხუხაშვილი

"მთიანი ყარაბაღი წარმოადგენს აზერბაიჯანის სუვერენულ ტერიტორიას და ამას არაფერი შეცვლის" - მიხეილ სააკაშვილი