სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კორონავირუსზე ტესტირება ყველა ბაზრობაზე ჩატარდება... ის მოშვება, რაც საზოგადოებაში იგრძნობა, დაუშვებელია" - ამირან გამყრელიძე
"კორონავირუსზე ტესტირება ყველა ბაზრობაზე ჩატარდება... ის მოშვება, რაც საზოგადოებაში იგრძნობა, დაუშვებელია" - ამირან გამყრელიძე

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დებთ, ლი­ლოს ბაზ­რო­ბის მო­ვაჭ­რე­ე­ბი­დან 1415 ტეს­ტია აღე­ბუ­ლი, სა­ი­და­ნაც 5 კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი უკვე გა­მოვ­ლე­ნი­ლია, 6-ზე კი გან­მე­ო­რე­ბით, ჩაღ­რმა­ვე­ბუ­ლი კვლე­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

რო­გორც ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და, ბაზ­რო­ბე­ბის ტე­რი­ტო­რია მო­მა­ტე­ბუ­ლი რის­კის შემ­ცვე­ლია ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის კუ­თხით, ამი­ტომ ახლა დგე­ბა პრო­ექ­ტი, რომ PCR ტეს­ტი­რე­ბა ყვე­ლა ბაზ­რო­ბა­ზე ჩა­ტარ­დეს.

„სე­რი­ო­ზუ­ლი გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი ტეს­ტი­რე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს ლი­ლოს ბაზ­რო­ბა­ზე, რა­მე­თუ ლი­ლოს ბაზ­რო­ბა­ზე გა­და­იკ­ვე­თა მთე­ლი რიგი შემ­თხვე­ვე­ბი, რო­გორც გარ­დაბ­ნის, ისე სხვა კლას­ტე­რე­ბის, ამი­ტომ იქ 3 დღეა და­ვი­წყეთ ინ­ტენ­სი­უ­რი ტეს­ტი­რე­ბა. სულ ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მოკ­ვლე­უ­ლია 1415 ადა­მი­ა­ნი, აქე­დან პირ­ველ დღეს გვქონ­და 4 და­დე­ბი­თი შემ­თხვე­ვა, შემ­დეგ ერთი. 6 ნი­მუ­შ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს ჩაღ­რმა­ვე­ბუ­ლი კვლე­ვა გან­მე­ო­რე­ბით და დღეს კი­დევ 500 ნი­მუ­შ­ზე იქ­ნე­ბა პა­სუ­ხი. ეს ორი წერ­ტი­ლი - ბაზ­რო­ბე­ბი და გარ­დაბ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი გახ­ლავთ უფრო მე­ტად ყუ­რა­დღე­ბა­მი­საქ­ცე­ვი ად­გი­ლე­ბი ქვე­ყა­ნა­ში, რად­გან ბაზ­რო­ბებ­ზე ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლია მო­ბი­ლო­ბა, მა­ღა­ლია ადა­მი­ან­თა მის­ვლა-მოს­ვლა, ამი­ტომ სა­ჭი­როა მეტი ყუ­რა­დღე­ბა იყოს ბაზ­რო­ბებ­ზე. გამ­კაც­რე­ბუ­ლია თერ­მოსკრი­ნინ­გი, გამ­კაც­რე­ბუ­ლია დის­ტან­ცი­რე­ბა, გამ­კაც­რე­ბუ­ლია სა­ნი­ტა­რუ­ლი წე­სე­ბი. ახლა დგე­ბა პრო­ექ­ტი, რომ PCR ტეს­ტი­რე­ბა ყვე­ლა ბაზ­რო­ბა­ზე ჩა­ტარ­დეს, რა­მე­თუ, ხაზს ვუს­ვამ, რომ ბაზ­რო­ბე­ბი ერთ-ერთი მო­მა­ტე­ბუ­ლი რის­კის ზო­ნე­ბი გახ­ლავთ ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბი­სა“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ის ოდ­ნავ მოშ­ვე­ბა, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში იგ­რძნო­ბა, და­უშ­ვე­ბე­ლია.

მი­სი­ვე თქმით, კო­ვიდ ინ­ფექ­ცია ქვე­ყა­ნა­ში ცირ­კუ­ლი­რებს, ამი­ტომ დამ­შვი­დე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი არ არის.

„არც იმის სა­ფუძ­ვე­ლი გვაქვს, რომ გან­გა­ში ან პა­ნი­კა გა­მო­ვა­ცხა­დოთ. ის ციფ­რე­ბი, რაც გვაქვს, მარ­თვა­დია, მაგ­რამ მეტი ყუ­რა­დღე­ბა გვმარ­თებს. ის ოდ­ნავ მოშ­ვე­ბა, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში იგ­რძნო­ბა, და­უშ­ვე­ბე­ლია. რომ ჩვენ არ ვა­ტა­როთ პირ­ბა­დე, არ და­ვიც­ვათ დის­ტან­ცია, არ და­ვი­მუ­შა­ოთ ხე­ლე­ბი და თავი არ ავა­რი­დოთ დიდი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებს“, - გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რის, მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სის 6 ახა­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვი­დან 4 იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლია, 1 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვის კონ­ტაქ­ტია, 1-ის წყა­რო კი გა­ჩი­ა­ნია.

„დაგ­ვე­მა­ტა 6 ახა­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა და ამ ეტაპ­ზე ქვე­ყა­ნა­ში 1137 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვაა. გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 2-ით გა­ი­ზარ­და და გვყავს 922 გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი. კო­ვიდ ცენ­ტრებ­ში მკურ­ნა­ლობს 237 პა­ცი­ენ­ტი“,-აღ­ნიშ­ნა ეზუგ­ბა­ი­ამ.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის 6 ახა­ლი შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და. ამ დრო­ის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის 1137 შემ­თხვე­ვაა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი. გა­მო­ჯან­მრთელ­და კი­დევ ორი პა­ცი­ენ­ტი - სულ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 922-ს შე­ად­გენს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გელა
7

ქოცშეკრებებს რატომ არ ეხება დისტანცია-პირბადეები??????????

ეჰ
22

ამ ხალხმა აიშვა და აიწყვიტ, ნიღბების გარეშე დადიან ტრანსპორტში, ერთი დადებითი ისაა რომ მძღოლი თუ შეგნებულია არ უშვებს ან შენიშვნას აძლევს, ავტობუსში კონტროლიორები აკონტროლებენ, აი მეტროში ვაგონებში განუკითხაობააა სრული, პირბადე ზოგს მოხსნილი, ზოგს შუბლზე უკეთია, რისი ბრალია ეს? დაბალი თვითშეგნების! ეტყვი რამეს აქეთ შემოგიღრენს არ მინდა და არ მიკეთიაო! სამწუხაროა ეს ეგოიზმი და საკუთარ თავზე ფიქრი მარტო!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"კორონავირუსზე ტესტირება ყველა ბაზრობაზე ჩატარდება... ის მოშვება, რაც საზოგადოებაში იგრძნობა, დაუშვებელია" - ამირან გამყრელიძე

"კორონავირუსზე ტესტირება ყველა ბაზრობაზე ჩატარდება... ის მოშვება, რაც საზოგადოებაში იგრძნობა, დაუშვებელია" - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებთ, ლილოს ბაზრობის მოვაჭრეებიდან 1415 ტესტია აღებული, საიდანაც 5 კოვიდინფიცირებული უკვე გამოვლენილია, 6-ზე კი განმეორებით, ჩაღრმავებული კვლევა მიმდინარეობს.

როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ბაზრობების ტერიტორია მომატებული რისკის შემცველია ვირუსის გავრცელების კუთხით, ამიტომ ახლა დგება პროექტი, რომ PCR ტესტირება ყველა ბაზრობაზე ჩატარდეს.

„სერიოზული გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს ლილოს ბაზრობაზე, რამეთუ ლილოს ბაზრობაზე გადაიკვეთა მთელი რიგი შემთხვევები, როგორც გარდაბნის, ისე სხვა კლასტერების, ამიტომ იქ 3 დღეა დავიწყეთ ინტენსიური ტესტირება. სულ ამ ხნის განმავლობაში გამოკვლეულია 1415 ადამიანი, აქედან პირველ დღეს გვქონდა 4 დადებითი შემთხვევა, შემდეგ ერთი. 6 ნიმუშზე მიმდინარეობს ჩაღრმავებული კვლევა განმეორებით და დღეს კიდევ 500 ნიმუშზე იქნება პასუხი. ეს ორი წერტილი - ბაზრობები და გარდაბნის მუნიციპალიტეტი გახლავთ უფრო მეტად ყურადღებამისაქცევი ადგილები ქვეყანაში, რადგან ბაზრობებზე ყველაზე მაღალია მობილობა, მაღალია ადამიანთა მისვლა-მოსვლა, ამიტომ საჭიროა მეტი ყურადღება იყოს ბაზრობებზე. გამკაცრებულია თერმოსკრინინგი, გამკაცრებულია დისტანცირება, გამკაცრებულია სანიტარული წესები. ახლა დგება პროექტი, რომ PCR ტესტირება ყველა ბაზრობაზე ჩატარდეს, რამეთუ, ხაზს ვუსვამ, რომ ბაზრობები ერთ-ერთი მომატებული რისკის ზონები გახლავთ ინფექციის გავრცელებისა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძის განცხადებით, ის ოდნავ მოშვება, რაც საზოგადოებაში იგრძნობა, დაუშვებელია.

მისივე თქმით, კოვიდ ინფექცია ქვეყანაში ცირკულირებს, ამიტომ დამშვიდების საფუძველი არ არის.

„არც იმის საფუძველი გვაქვს, რომ განგაში ან პანიკა გამოვაცხადოთ. ის ციფრები, რაც გვაქვს, მართვადია, მაგრამ მეტი ყურადღება გვმართებს. ის ოდნავ მოშვება, რაც საზოგადოებაში იგრძნობა, დაუშვებელია. რომ ჩვენ არ ვატაროთ პირბადე, არ დავიცვათ დისტანცია, არ დავიმუშაოთ ხელები და თავი არ ავარიდოთ დიდი თავშეყრის ადგილებს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 6 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 4 იმპორტირებულია, 1 დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, 1-ის წყარო კი გაჩიანია.

„დაგვემატა 6 ახალი დადასტურებული შემთხვევა და ამ ეტაპზე ქვეყანაში 1137 დადასტურებული შემთხვევაა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 2-ით გაიზარდა და გვყავს 922 გამოჯანმრთელებული. კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 237 პაციენტი“,-აღნიშნა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1137 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ორი პაციენტი - სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 922-ს შეადგენს.

"ეს არის სერგეენკოს და გარკვეულწილად "ავერსი ფარმას" ბრალი" - რატომ დაუპირისპირდა თენგიზ ცერცვაძე დავით სერგეენკოს?

პოლიცია დედოფლისწყაროში მცხოვრებ ორ მოზარდს ეძებს

"მსტოვრებს და  მოღალატეებს პარლამენტში არაფერი ესაქმებათ" - მარნეულის ეპისკოპოსი "ქართულ ოცნებას" მარნეულის მაჟორიტარობის კანდიდატის გაწვევას სთხოვს