სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამხედრო
საზოგადოება
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Hyundai-ს ავტომობილები J.D. Power-ის კვლევაში ყველაზე ხარისხიანი და სანდო ავტომობილების სათავეში არიან
Hyundai-ს ავტომობილები J.D. Power-ის კვლევაში ყველაზე ხარისხიანი და სანდო ავტომობილების სათავეში არიან

ამე­რი­კულ­მა ანა­ლი­ტი­კურ­მა კომ­პა­ნია J.D. Power-მა, რო­მე­ლიც მომ­ხმა­რე­ბელ­თა კმა­ყო­ფი­ლე­ბის შე­სა­ხებ და­მო­უ­კი­დე­ბელ კვლე­ვებს აკე­თებს, ავ­ტომ­წარ­მო­ე­ბელ­თა ყო­ველ­წლი­უ­რი რე­ი­ტინ­გი გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

2020 წლის შე­დე­გე­ბით J.D. Power-ის კვლე­ვის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი „ჰი­უნ­დაი მო­ტორ გრუ­პი“ გახ­და. სამ­ხრეთ კო­რე­ულ­მა ავ­ტო­ცენ­ტრმა ჯამ­ში 7 ჯილ­დო და­იმ­სა­ხუ­რა.

J.D. Power მსოფ­ლი­ო­ში ლი­დე­რი ამე­რი­კუ­ლი ანა­ლი­ტი­კუ­რი კომ­პა­ნი­აა, რო­მე­ლიც 1968 წელს და­არ­სდა. კომ­პა­ნია იკ­ვლევს ახა­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ხა­რისხსა და სან­დო­ო­ბას გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში. გა­მო­კი­თხვა­ში წელს აშშ-ის 87 282-მა მო­ქა­ლა­ქემ მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რომ­ლებ­მაც ახა­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი შე­ი­ძი­ნეს. მათ 233 კი­თხვას გას­ცეს პა­სუ­ხი. 9 კა­ტე­გო­რი­ად და­ყო­ფი­ლი კი­თხვა­რი ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ში ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის პირ­ველ 90 დღე­ში აღ­მო­ჩე­ნილ პრობ­ლე­მებს შე­ე­ხე­ბო­და.

რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, 2020 წლის კვლე­ვა­ში ყვე­ლა­ზე კარ­გი შე­დე­გი „ჰი­უნ­დაი მო­ტორ გრუპს“ აქვს.

კონ­კრე­ტუ­ლი კა­ტე­გო­რი­ის მი­ხედ­ვით მო­წი­ნა­ვე ად­გი­ლე­ბი ჰი­უნ­და­ის ბრენ­დის შემ­დეგ ავ­ტო­მო­ბი­ლებს უკა­ვი­ათ:

  • Hyundai Veloster - კომ­პაქ­ტუ­რი სპორ­ტუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის კლას­ში პირ­ველ ად­გილ­ზე გა­ვი­და
  • Hyundai Tucson - პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა კომ­პაქ­ტუ­რი ქრო­სო­ვე­რე­ბის კლას­ში
  • Hyundai Santa Fe - სა­შუ­ა­ლო ზო­მის ქრო­სო­ვე­რე­ბის კლას­ში მე­სა­მე ად­გი­ლი და­იმ­სა­ხუ­რა, 2019 წელს კი ავ­ტო­მო­ბი­ლი კლა­სის ლი­დე­რი იყო

კვლე­ვა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა ეთ­მო­ბა ავ­ტო­მო­ბი­ლის ელექტრო-სის­ტე­მებს, მულ­ტი­მე­დი­ას, დამ­ხმა­რე სის­ტე­მე­ბის სან­დო­ო­ბა­სა და ფუნ­ქცი­უ­რო­ბას.

რაც შე­ე­ხე­ბა, პრე­მი­უმ-ბრენ­დებს, სა­უ­კე­თე­სო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის სი­ა­ში ჰი­უნ­და­ის პრე­მი­უმ-ბრენ­დი Genesis მოხ­ვდა. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, პრე­მი­უმ-კლა­სის კომ­პაქ­ტუ­რი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის კა­ტე­გო­რი­ა­ში სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გი Genesis G70-მა აჩ­ვე­ნა.

2020 წლის კვლე­ვე­ბით გა­მო­იკ­ვე­თა, რომ სამ­ხრეთ კო­რე­უ­ლი ბრენ­დე­ბი ბოლო წლებ­ში ბევ­რად სწრა­ფი ტემ­პით ვი­თარ­დე­ბი­ან და უს­წრე­ბენ ია­პო­ნურ ბრენ­დებს. ამას­თან ერ­თად, ბოლო 10 წე­ლი­წად­ში მა­სობ­რი­ვი ბრენ­დე­ბის ხა­რის­ხი და სან­დო­ო­ბა მკვეთ­რა­დაა გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი და ეს ტენ­დენ­ცია 2020 წელ­საც გრძელ­დე­ბა.

R

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
g.
0

მტყუანის ცოლი შევირთე

ზაზა
0

ჰუნდაი და გამძლე? 2016 წლიანი სონატა მყავდა ჯოჯოხეთის მეტი არაფერი უნახებია ვცვლიდი ნაწილებს და ისევ გამოსაცვლელი ხდებოდა ვერ აუვედი აღარ გაკწთდა ბოლო არუჩანდა რაც მე ფული ვხარჯე და ნერვები ბოლოს მოვისროლე გავყიდე. მერე გავიკითხე საახლობლოში და ყველა მაგას იძახის რომ ყველას პრობლემა აქვს. ხოლო ეს სტატია უბრალოდ დაკვეთილი რეკლამაა და მსგავაი კვლევითი კომპანიები ვედრო მანეთად ყრია ფულა გადაუხდი და ისეთ რამეს დაგიწერს რო საერთოდ წარმოდგენა არექნება 

ავტორი:

Hyundai-ს ავტომობილები J.D. Power-ის კვლევაში ყველაზე ხარისხიანი და სანდო ავტომობილების სათავეში არიან

Hyundai-ს ავტომობილები J.D. Power-ის კვლევაში ყველაზე ხარისხიანი და სანდო ავტომობილების სათავეში არიან

ამერიკულმა ანალიტიკურმა კომპანია J.D. Power-მა, რომელიც მომხმარებელთა კმაყოფილების შესახებ დამოუკიდებელ კვლევებს აკეთებს, ავტომწარმოებელთა ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა.

2020 წლის შედეგებით J.D. Power-ის კვლევის გამარჯვებული „ჰიუნდაი მოტორ გრუპი“ გახდა. სამხრეთ კორეულმა ავტოცენტრმა ჯამში 7 ჯილდო დაიმსახურა.

J.D. Power მსოფლიოში ლიდერი ამერიკული ანალიტიკური კომპანიაა, რომელიც 1968 წელს დაარსდა. კომპანია იკვლევს ახალი ავტომობილების ხარისხსა და სანდოობას გრძელვადიან პერსპექტივაში. გამოკითხვაში წელს აშშ-ის 87 282-მა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა, რომლებმაც ახალი ავტომობილები შეიძინეს. მათ 233 კითხვას გასცეს პასუხი. 9 კატეგორიად დაყოფილი კითხვარი ავტომობილებში ექსპლუატაციის პირველ 90 დღეში აღმოჩენილ პრობლემებს შეეხებოდა.

როგორც აღვნიშნეთ, 2020 წლის კვლევაში ყველაზე კარგი შედეგი „ჰიუნდაი მოტორ გრუპს“ აქვს.

კონკრეტული კატეგორიის მიხედვით მოწინავე ადგილები ჰიუნდაის ბრენდის შემდეგ ავტომობილებს უკავიათ:

  • Hyundai Veloster - კომპაქტური სპორტული ავტომობილების კლასში პირველ ადგილზე გავიდა
  • Hyundai Tucson - პირველი ადგილი დაიკავა კომპაქტური ქროსოვერების კლასში
  • Hyundai Santa Fe - საშუალო ზომის ქროსოვერების კლასში მესამე ადგილი დაიმსახურა, 2019 წელს კი ავტომობილი კლასის ლიდერი იყო

კვლევაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ავტომობილის ელექტრო-სისტემებს, მულტიმედიას, დამხმარე სისტემების სანდოობასა და ფუნქციურობას.

რაც შეეხება, პრემიუმ-ბრენდებს, საუკეთესო ავტომობილების სიაში ჰიუნდაის პრემიუმ-ბრენდი Genesis მოხვდა. უფრო კონკრეტულად, პრემიუმ-კლასის კომპაქტური ავტომობილების კატეგორიაში საუკეთესო შედეგი Genesis G70-მა აჩვენა.

2020 წლის კვლევებით გამოიკვეთა, რომ სამხრეთ კორეული ბრენდები ბოლო წლებში ბევრად სწრაფი ტემპით ვითარდებიან და უსწრებენ იაპონურ ბრენდებს. ამასთან ერთად, ბოლო 10 წელიწადში მასობრივი ბრენდების ხარისხი და სანდოობა მკვეთრადაა გაუმჯობესებული და ეს ტენდენცია 2020 წელსაც გრძელდება.

R

აბიტურიენტების მხარდამჭერი ახალი პლატფორმა studentgoals.ge ამოქმედდა

სასტუმრო, რომელმაც 2 კვირაში Hotsale.ge-ზე 1000-ზე მეტი ჯავშანი გაყიდა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტების პირველ ნაკადს ელოდება