პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მკვლელობაში ბრალდებული  ქალი რუსეთიდან იყო ჩამოსული და ქმართან ერთად ცხოვრობდა ფარდულში" - ქუთაისში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები
"მკვლელობაში ბრალდებული  ქალი რუსეთიდან იყო ჩამოსული და ქმართან ერთად ცხოვრობდა ფარდულში" - ქუთაისში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

ქუ­თა­ის­ში მომ­ხდა­რი შემ­ზა­რა­ვი მკვლე­ლო­ბა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ოპე­რა­ტი­უ­ლად გახ­სნეს და გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით 45 წლის ქალი და­ა­კა­ვეს.

შე­გახ­სე­ნებთ, 30 წლის ელი­სო ჩე­ჩე­ლაშ­ვი­ლი 18 ივ­ლისს სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში ყელ­გა­მოჭ­რი­ლი ნა­ხეს.

და­კა­ვე­ბუ­ლის­თვის წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრა­ლი 7-დან 15 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა ქალ­მა 18 ივ­ლისს, ქუ­თა­ის­ში, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში, თა­ვის მე­გო­ბარ­თან - 1989 წელს და­ბა­დე­ბულ ელი­სო ჩე­ჩე­ლაშ­ვილ­თან სტუმ­რად ყოფ­ნის დროს, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, მას­პინ­ძელს ცივი ია­რა­ღით რამ­დე­ნი­მე ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

ელი­სო ჩე­ჩე­ლაშ­ვი­ლი მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის შე­დე­გად ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. პო­ლი­ცი­ამ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი - დანა ნივთმტკი­ცე­ბად უკვე ამო­ი­ღო. რო­გორც უწყე­ბა­ში აცხა­დე­ბენ, ბრალ­დე­ბუ­ლი და­ნა­შა­ულს აღი­ა­რებს.

რო­გორც დღეს გახ­და ცნო­ბი­ლი, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა კი­დევ ორი პირი და­ა­კა­ვეს. და­კა­ვე­ბუ­ლებს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 376-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნას ედა­ვე­ბი­ან, რაც და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

kvirispalitra.ge გარ­დაც­ვლი­ლის მე­ზო­ბელს ესა­უბ­რა, რო­მელ­მაც ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლა არ ისურ­ვა:-ახა­ლი გად­მო­სუ­ლე­ბი იყ­ვნენ იმ ბი­ნა­ში ეს გო­გო­ნე­ბი. და­კა­ვე­ბუ­ლი ვერა, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეა, რუ­სე­თიდნ იყო ჩა­მო­სუ­ლი და ქმარ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და ფარ­დულ­ში. მე­უღ­ლეს ბინა ჰქონ­და და­გი­რა­ვე­ბუ­ლი, პე­რი­ო­დუ­ლად სო­ფელ­ში იყ­ვნენ და დრო­დად­რო ჩა­მო­დი­ოდ­ნენ და იყ­ვნენ იმ ფარ­დულ­ში. ელი­სო მე­გო­ბარ გო­გო­ნას­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და, სამ­წუ­ხა­როდ, შინ არ იყო, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა კარი რომ გა­ა­ღო, სწო­რედ ამ დროს დაბ­რუნ­და ელი­სოს მე­გო­ბა­რი გო­გო­ნა სახ­ლში და ამ უძი­მე­სი ფაქ­ტის თვითმხილ­ვე­ლი გახ­და. მე­ზობ­ლებ­მა და­ახ­ლო­ე­ბით სა­ღა­მოს 8 სა­ათ­ზე, გა­ი­გეს წი­ვილ-კი­ვი­ლის ხმა. ზა­ფხუ­ლია და ღია ფან­ჯრი­დან ეს­მო­დათ ხმე­ბი. რა­ტომ­ღაც არა­ვის გა­უჩ­ნდა სურ­ვი­ლი, რომ მა­შინ­ვე და­ე­რე­კათ პო­ლი­ცი­ა­ში. სამ­წუ­ხა­როდ, სხვის კედ­ლებ­ში რაც ხდე­ბა, ეს არ არის მე­ზობ­ლის საქ­მე. სამ­სა­ხუ­რი­დან რომ დავ­ბრუნ­დი, რამ­დე­ნი­მე მე­ზო­ბე­ლი იყო შეკ­რე­ბი­ლი სა­დარ­ბა­ზოს­თან და ამ­ბობ­დნენ, ბი­ნი­დან ქალი შვე­ლას ითხოვ­და და ახლა ხმა არ ის­მი­სო. ისე­თი სა­ეჭ­ვო ვი­თა­რე­ბა იყო, მა­შინ­ვე მი­ვე­დი იმ ბი­ნა­ში, და­ვა­კა­კუ­ნე, მაგ­რამ კარი არა­ვინ გა­ა­ღო, ამის შემ­დეგ დავ­რე­კეთ 112-ში. გო­გოს 14 თუ 17 ჭრი­ლო­ბა აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი და რო­გორ იყ­ვი­რებ­და ხომ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, მაგ­რამ არა­ვის ჰქო­ნია რე­ა­გი­რე­ბა. ამ­ბობ­დნენ ეს­მო­დათ ყვი­რი­ლი, გოგო შვე­ლას რომ ითხოვ­დაო.

მო­ტივ­ზე ჯერ არა­ფერს ამ­ბო­ბენ, იმ­დე­ნად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია მომ­ხდა­რი, 2 თვის გად­მო­სულ­მა მე­ზო­ბელ­მა შე­გი­ფა­რა, ყა­ვას გას­მევს, და­ბა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას გაძ­ლევს, გა­სა­დი­ლებს, და ის ასე სა­დის­ტუ­რად გა­უს­წორ­და. ვფიქ­რობ, ბრალ­დე­ბულს ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ხომ არ ჰქონ­და? ეს კი­თხვა იმი­ტომ მიჩ­ნდე­ბა, რომ ახალ­გაზ­რდა ქალს 17 ჭრი­ლო­ბა აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი. გა­მო­ძი­ე­ბა და­ად­გენს ყვე­ლა­ფერს. იხი­ლეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
reali
2

ადამინს ყელი გამოჭრა და 7 დან 15 წლამდეო... ესაა საჯელი მეტი არა ხო>>?? გამკაცრეთ მაქსიმალურად თორე დახოცეს ერთმანეთი ამ უპატროენობმა.. მკვლელობაზე სიკვდილით სასჯაა შემოსაღები და ნახვათ როგორ შემცირდება ეს მკვლელობები...

დალი
6

რამდენი დანაშაული ექნება მაგას რუსეთში ჩადენილი. გამოქცეულები არიან ალბათ ცოლქმარი

ავტორი:

"მკვლელობაში ბრალდებული  ქალი რუსეთიდან იყო ჩამოსული და ქმართან ერთად ცხოვრობდა ფარდულში" - ქუთაისში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

"მკვლელობაში ბრალდებული  ქალი რუსეთიდან იყო ჩამოსული და ქმართან ერთად ცხოვრობდა ფარდულში" - ქუთაისში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

ქუთაისში მომხდარი შემზარავი მკვლელობა სამართალდამცავებმა ოპერატიულად გახსნეს და განზრახ მკვლელობის ბრალდებით 45 წლის ქალი დააკავეს.

შეგახსენებთ, 30 წლის ელისო ჩეჩელაშვილი 18 ივლისს საცხოვრებელ სახლში ყელგამოჭრილი ნახეს.

დაკავებულისთვის წაყენებული ბრალი 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალმა 18 ივლისს, ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში, თავის მეგობართან - 1989 წელს დაბადებულ ელისო ჩეჩელაშვილთან სტუმრად ყოფნის დროს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მასპინძელს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ელისო ჩეჩელაშვილი მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად უკვე ამოიღო. როგორც უწყებაში აცხადებენ, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, სამართალდამცავებმა კიდევ ორი პირი დააკავეს. დაკავებულებს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

kvirispalitra.ge გარდაცვლილის მეზობელს ესაუბრა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა:-ახალი გადმოსულები იყვნენ იმ ბინაში ეს გოგონები. დაკავებული ვერა, საქართველოს მოქალაქეა, რუსეთიდნ იყო ჩამოსული და ქმართან ერთად ცხოვრობდა ფარდულში. მეუღლეს ბინა ჰქონდა დაგირავებული, პერიოდულად სოფელში იყვნენ და დროდადრო ჩამოდიოდნენ და იყვნენ იმ ფარდულში. ელისო მეგობარ გოგონასთან ერთად ცხოვრობდა, სამწუხაროდ, შინ არ იყო, სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა კარი რომ გააღო, სწორედ ამ დროს დაბრუნდა ელისოს მეგობარი გოგონა სახლში და ამ უძიმესი ფაქტის თვითმხილველი გახდა. მეზობლებმა დაახლოებით საღამოს 8 საათზე, გაიგეს წივილ-კივილის ხმა. ზაფხულია და ღია ფანჯრიდან ესმოდათ ხმები. რატომღაც არავის გაუჩნდა სურვილი, რომ მაშინვე დაერეკათ პოლიციაში. სამწუხაროდ, სხვის კედლებში რაც ხდება, ეს არ არის მეზობლის საქმე. სამსახურიდან რომ დავბრუნდი, რამდენიმე მეზობელი იყო შეკრებილი სადარბაზოსთან და ამბობდნენ, ბინიდან ქალი შველას ითხოვდა და ახლა ხმა არ ისმისო. ისეთი საეჭვო ვითარება იყო, მაშინვე მივედი იმ ბინაში, დავაკაკუნე, მაგრამ კარი არავინ გააღო, ამის შემდეგ დავრეკეთ 112-ში. გოგოს 14 თუ 17 ჭრილობა აქვს მიყენებული და როგორ იყვირებდა ხომ წარმოგიდგენიათ, მაგრამ არავის ჰქონია რეაგირება. ამბობდნენ ესმოდათ ყვირილი, გოგო შველას რომ ითხოვდაო.

მოტივზე ჯერ არაფერს ამბობენ, იმდენად წარმოუდგენელია მომხდარი, 2 თვის გადმოსულმა მეზობელმა შეგიფარა, ყავას გასმევს, დაბანის საშუალებას გაძლევს, გასადილებს, და ის ასე სადისტურად გაუსწორდა. ვფიქრობ, ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები ხომ არ ჰქონდა? ეს კითხვა იმიტომ მიჩნდება, რომ ახალგაზრდა ქალს 17 ჭრილობა აქვს მიყენებული. გამოძიება დაადგენს ყველაფერს. იხილეთ სრულად

"სიმღერას თავი დაანება და 1 წლის წინ სამუშაოდ საზღვარგარეთ წავიდა " - რას ყვება ახლობელი ნიუ იორკში მოკლულ ქართველ ბიჭზე

პოლიცია ეძებს თეთრკანიან მამაკაცს, რომელიც შემთხვევის ადგილიდან გაიქცა - ვინ იყო 18 წლის ქართველი, რომელიც ნიუ იორკში მოკლეს

პოლიციამ დააჯარიმა კორონავირუსით ინფიცირებული საკრებულოს წევრი, რომელიც სამტრედიაში ავტომანქანით გადაადგილდებოდა