პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინდუსტრია 4.0 - მენეჯმენტის სწავლების ახალი მოდული და მაღალტექნოლოგიური ცენტრი BTU-ს მაგისტრანტებისთვის
ინდუსტრია 4.0 - მენეჯმენტის სწავლების ახალი მოდული და მაღალტექნოლოგიური ცენტრი BTU-ს მაგისტრანტებისთვის

ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სრუ­ლი­ად ახა­ლი მე­ნე­ჯმენ­ტის სას­წავ­ლო მო­დუ­ლი – ინ­დუსტრია 4.0 იქ­მნე­ბა. სას­წავ­ლო მო­დუ­ლის შე­საქ­მნე­ლად ბელ­გი­უ­რი, შვე­დუ­რი, პორ­ტუ­გა­ლი­უ­რი და სხვა წამ­ყვა­ნი ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი და კორ­პო­რა­ცი­უ­ლი პარტნი­ო­რე­ბი ერ­თი­ან­დე­ბი­ან.

ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვე­რი­ვერ­სი­ტეტ­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ მე­ნე­ჯმენ­ტის სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მის­თვის ახა­ლი მო­დუ­ლის შექ­მნა მე­ო­თხე ინ­დუსტრი­უ­ლი რე­ვო­ლუ­ცი­ის ფარ­გლებ­ში, სხვა­დას­ხვა სექ­ტორ­ში მიმ­დი­ნა­რე ციფ­რუ­ლი ტრანსფორ­მა­ცი­ის ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის სწავ­ლე­ბას გუ­ლის­ხმობს. მო­დუ­ლის სა­ხელ­წო­დე­ბა ინ­დუსტრია 4.0 სწო­რედ მე­ო­თხე ინ­დუსტრი­უ­ლი რე­ვო­ლუ­ცი­ის აღმნიშ­ვნე­ლია.

„მო­დუ­ლის შე­სა­ბა­მი­სი სწავ­ლე­ბა და სა­ჭი­რო მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ლა­ბო­რა­ტო­რი­ის მო­წყო­ბა ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში და­ი­წყე­ბა. სტუ­დენ­ტე­ბის­თვის მო­ე­წყო­ბა მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სივ­რცე, სა­დაც მე­ნე­ჯე­რუ­ლი პრო­ცე­სე­ბის ციფ­რუ­ლი ტრანსფორ­მა­ცია, შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნი­კუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით და პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფით ის­წავ­ლე­ბა,“ – აცხა­დე­ბენ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში.

პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტი:

· ჩა­ა­ტა­რებს კვლე­ვას და მო­ამ­ზა­დებს ან­გა­რიშს პარტნი­ო­რი ევ­რო­პუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის სას­წავ­ლო მე­თო­დო­ლო­გი­ებ­სა და კუ­რი­კუ­ლუმ­ზე;

· გა­და­ამ­ზა­დებს/და­ატ­რე­ნინ­გებს კად­რებს მე­ო­თხე ინ­დუსტრი­უ­ლი რე­ვო­ლუ­ცი­ის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად;

· ევ­რო­პე­ლი პარტნი­ო­რე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შექ­მნის ახალ სას­წავ­ლო მო­დულს მა­გის­ტრა­ტუ­რის სა­ფე­ხუ­რის სტუ­დენ­ტე­ბის­თვის (Industry 4.0 Business Management);

· შექ­მნის მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­ურ სას­წავ­ლო ლა­ბო­რა­ტო­რი­ას მო­დუ­ლის პრაქ­ტი­კუ­ლი კომ­პო­ნენ­ტის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად;

· გა­ნა­ვი­თა­რებს ინ­სტი­ტუ­ცი­ურ ერ­თე­უ­ლებს.

ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ექ­ტი ევ­რო­კო­მი­სი­ის და­ფი­ნან­სე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა და მის ფარ­გლებ­ში, შე­სა­ბა­მი­სი მო­დუ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის და ინ­დუსტრი­ე­ბის ციფ­რუ­ლი ტრანსფორ­მა­ცი­ის ხელ­შე­წყო­ბის­თვის ერ­თვე­ბი­ან ევ­რო­პის მო­წი­ნა­ვე უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი და კორ­პო­რა­ცი­ე­ბი, მათ შო­რის ლუ­ვე­ნის კა­თო­ლი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ბელ­გია; პორ­ტოს პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ინ­სტი­ტუ­ტი, პორ­ტუ­გა­ლია; სტოკ­ჰოლ­მის ტექ­ნო­ლო­გი­ის სა­მე­ფო ინ­სტი­ტუ­ტი, შვე­დე­თი; გენ­ტის ვოლ­ვოს ავ­ტო­ქარ­ხა­ნა, ბელ­გია და სხვა.

ავტორი:

ინდუსტრია 4.0 - მენეჯმენტის სწავლების ახალი მოდული და მაღალტექნოლოგიური ცენტრი BTU-ს მაგისტრანტებისთვის

ინდუსტრია 4.0 - მენეჯმენტის სწავლების ახალი მოდული და მაღალტექნოლოგიური ცენტრი BTU-ს მაგისტრანტებისთვის

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში სრულიად ახალი მენეჯმენტის სასწავლო მოდული – ინდუსტრია 4.0 იქმნება. სასწავლო მოდულის შესაქმნელად ბელგიური, შვედური, პორტუგალიური და სხვა წამყვანი ინსტიტუციური და კორპორაციული პარტნიორები ერთიანდებიან.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერივერსიტეტში განმარტავენ, რომ მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამისთვის ახალი მოდულის შექმნა მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის ფარგლებში, სხვადასხვა სექტორში მიმდინარე ციფრული ტრანსფორმაციის ინსტრუმენტების სწავლებას გულისხმობს. მოდულის სახელწოდება ინდუსტრია 4.0 სწორედ მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის აღმნიშვნელია.

„მოდულის შესაბამისი სწავლება და საჭირო მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიის მოწყობა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში უახლოეს პერიოდში დაიწყება. სტუდენტებისთვის მოეწყობა მაღალტექნოლოგიური სივრცე, სადაც მენეჯერული პროცესების ციფრული ტრანსფორმაცია, შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობით და პროგრამული უზრუნველყოფით ისწავლება,“ – აცხადებენ უნივერსიტეტში.

პროექტის ფარგლებში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი:

· ჩაატარებს კვლევას და მოამზადებს ანგარიშს პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების სასწავლო მეთოდოლოგიებსა და კურიკულუმზე;

· გადაამზადებს/დაატრენინგებს კადრებს მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის საჭიროებების შესაბამისად;

· ევროპელი პარტნიორების გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარების საფუძველზე შექმნის ახალ სასწავლო მოდულს მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის (Industry 4.0 Business Management);

· შექმნის მაღალტექნოლოგიურ სასწავლო ლაბორატორიას მოდულის პრაქტიკული კომპონენტის განსახორციელებლად;

· განავითარებს ინსტიტუციურ ერთეულებს.

ინსტიტუციური განვითარების პროექტი ევროკომისიის დაფინანსებით ხორციელდება და მის ფარგლებში, შესაბამისი მოდულის განვითარებისთვის და ინდუსტრიების ციფრული ტრანსფორმაციის ხელშეწყობისთვის ერთვებიან ევროპის მოწინავე უნივერსიტეტები და კორპორაციები, მათ შორის ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი, ბელგია; პორტოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, პორტუგალია; სტოკჰოლმის ტექნოლოგიის სამეფო ინსტიტუტი, შვედეთი; გენტის ვოლვოს ავტოქარხანა, ბელგია და სხვა.