კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ სახლში ცხოვრობს ბაია დვალიშვილი - "მიყვარს, როცა სახლი ჰგავს პატრონს და არ არის სტანდარტული"
როგორ სახლში ცხოვრობს ბაია დვალიშვილი - "მიყვარს, როცა სახლი ჰგავს პატრონს და არ არის სტანდარტული"

სახ­ლი, სა­დაც მსა­ხი­ო­ბი ბაია დვა­ლიშ­ვი­ლი ცხოვ­რობს, ვა­კის პარკს გა­დაჰ­ყუ­რებს. სა­დარ­ბა­ზოს კარ­თან მისი დე­დის, ასე­ვე ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი მსა­ხი­ო­ბის მა­რი­ნე თბი­ლე­ლის მე­მო­რი­ა­ლუ­რი და­ფაა. ფა­ლი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე კორ­პუ­სი 1957 წელს აშენ­და, 4 წე­ლი­წად­ში კი ბაია და­ი­ბა­და და მას შემ­დეგ იქ ცხოვ­რობს. მსა­ხი­ო­ბის სახ­ლის ზღრუბ­ლზე მი­სუ­ლებს, პირ­ვე­ლი, რაც თვალ­ში მოგ­ვხვდა, პეპ­ლე­ბით სავ­სე კარი იყო. ბუ­ნებ­რი­ვია, პეპ­ლე­ბის ის­ტო­რი­ით და­ვინ­ტე­რეს­დით. აღ­მოჩ­ნდა, რომ პირ­ვე­ლი პე­პე­ლა ბა­ი­ას მა­შინ მი­უკ­რავს კარ­ზე, როცა მისი შვი­ლი მაკ­რი­ნე სკო­ლა­ში პირ­ვე­ლად წა­ვი­და, იფიქ­რა, რომ შინ დაბ­რუ­ნე­ბულს გა­ა­ხა­რებ­და და კარი გა­ა­ფორ­მა. მას შემ­დეგ უამ­რავ­მა პე­პე­ლამ „და­ი­დო ბინა“ კარ­ზე და ამ­ვლელ-ჩამ­ვლელ­სა თუ სტუმ­რად მი­სულ ადა­მი­ანს კა­რი­დან­ვე პო­ზი­ტი­ურ გან­წყო­ბას უქ­მნის.

რო­გორც კი შინ შეხ­ვალთ და თვალს მო­ავ­ლებთ ინ­ტე­რი­ერს, მა­შინ­ვე მიხ­ვდე­ბით, რომ აქ დიდი ის­ტო­რი­ის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი ცხოვ­რობ­დნენ და მო­სა­ყოლ-გა­სახ­სე­ნე­ბე­ლიც ბევ­რი აქვთ.

ბაია:- ეს კორ­პუ­სი 1957 წელს აშენ­და და 4 წე­ლი­წად­ში გავჩნდი მე. მას შემ­დეგ სულ აქ ვარ. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი მე­უღ­ლის არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ბი­ნა­ში ვცხოვ­რობ­დი, რო­მე­ლიც ხში­რად მე­სიზ­მრე­ბა, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და ლა­მა­ზი ბინა იყო, მაგ­რამ 90-იან წლებს შე­ე­წი­რა და მას შემ­დეგ ისევ აქ დავ­ბრუნ­დით. დე­და­ჩე­მი, მა­მა­ჩე­მი, ჩემი მე­უღ­ლე და მე ერ­თად ვცხოვ­რობ­დით, შემ­დეგ მაკ­რი­ნე შე­მოგ­ვე­მა­ტა და დღემ­დე ამ სახ­ლში ვართ. მგო­ნია, რომ ვერ­სად სხვა­გან ვერ ვი­ცხოვ­რებ. აქ იმ­ხე­ლა ბი­ოგ­რა­ფია, ის­ტო­რია, მო­გო­ნე­ბა, ამ­ბა­ვი დევს, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ჩემ­თვის სხვა­გან გა­დას­ვლა­ზე ფიქ­რიც კი. რაც შე­ე­ხე­ბა ნივ­თებს, ჩვენ ან­ტიკ­ვა­რე­ბი არ გვაქვს და არც მიყ­ვარს, ან­ტიკ­ვა­რულ მა­ღა­ზი­ა­შიც კი ცუ­დად ვგრძნობ თავს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ცრუ­მორ­წმუ­ნე არ ვარ. უბ­რა­ლოდ, არ მსი­ა­მოვ­ნებს, მირ­ჩევ­ნია, ჩე­მით შევ­ქმნა ნივ­თი და მისი ის­ტო­რი­აც. სა­ზღვარ­გა­რე­თაც რომ დავ­დი­ვარ, გას­ტრო­ლი იქ­ნე­ბა თუ ტუ­რის­ტუ­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბა, ვი­ძენ იმას, რაც ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სოა, შემ­დეგ კი მო­გო­ნე­ბად იქ­ცე­ვა. ბევ­რი რამ, რა­საც აქ ხე­დავთ, ჩემი შექ­მნი­ლი ან რეს­ტავ­რი­რე­ბუ­ლია, მიყ­ვარს, როცა სახ­ლი ჰგავს პატ­რონს და არ არის სტან­დარ­ტუ­ლი, ან ჟურ­ნა­ლი­დან გად­მო­ტა­ნი­ლი.

90-ია­ნებ­ში, როცა მარ­თლა არ­სად არა­ფე­რი ხდე­ბო­და, მსა­ხი­ობ­მა თო­ჯი­ნე­ბის კე­თე­ბა და­ი­წყო. იპო­ვა საქ­მე, რომ­ლი­თაც მო­ახ­დი­ნა სა­კუ­თა­რი თა­ვის რე­ა­ლი­ზე­ბა და იმ გა­ჭირ­ვე­ბის ჟამს შე­მო­სავ­ლის წყა­რო­დაც აქ­ცია.

- იმ ბნელ წლებ­ში, ჭრა­ქის შუქ­ზე აღ­მო­ვა­ჩი­ნე საქ­მე, რო­მე­ლიც შე­მოქ­მე­დე­ბას­თან, ფერ­თან, წე­ბოს­თან, სა­ღე­ბა­ვებ­თან მა­კავ­ში­რებ­და და და­ვი­წყე თო­ჯი­ნე­ბის კე­თე­ბა. რამ­დე­ნი­მე მათ­განს ახ­ლაც ვი­ნა­ხავ. ერთ-ერ­თის კაბა ფო­ტო­ე­ბით შევ­ქმე­ნი და ალ­ბათ, გა­მორ­ჩე­უ­ლი ამი­თაა. თა­ვის დრო­ზე დიდ მო­წო­ნე­ბას იმ­სა­ხუ­რებ­და და კარგ ფა­სად იყი­დე­ბო­და. ასე­ვე დე­კო­რა­ტი­უ­ლად ვა­ფორ­მებ­დი ბოთ­ლებს, ლან­გრებს. თუმ­ცა, ეს ისე დიდი ხნის წინ იყო, ახლა რომ ვცა­დო, არც ვიცი, შევ­ძლებ თუ არა გა­კე­თე­ბას. ალ­ბათ იმი­ტომ, რომ ეს საქ­მე იყო სპონ­ტა­ნუ­რი, სი­ტუ­ა­ცი­უ­რი და არა პრო­ფე­სი­უ­ლი.

სახ­ლი რეტ­რო-კლა­სი­კურ სტილ­შია მო­წყო­ბი­ლი. ნა­ხა­ტე­ბი მთა­ვა­რი დე­ტა­ლია, რო­მელ­საც ყვე­ლა ოთახ­ში შეხ­ვდე­ბით. მი­სა­ღებ­ში, ტე­ლე­ვი­ზორ­თან და ყა­ვის მა­გი­დას­თან ერ­თად, ფე­რა­დი ბა­ლი­შე­ბით დამ­შვე­ნე­ბუ­ლი რბი­ლი სა­მე­უ­ლი დგას. აქ­ვეა საკ­მა­ოდ ძვე­ლი ბუ­ფე­ტი, მა­გი­და და ზინ­გე­რის ფირ­მის ერთ-ერთი პირ­ვე­ლი სა­კე­რა­ვი მან­ქა­ნა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა ძვე­ლე­ბურ­მა ტე­ლე­ფონ­მა მი­იქ­ცია, რო­მე­ლიც თურ­მე არც ისე ძვე­ლი ყო­ფი­ლა, რო­გო­რი შე­სა­ხე­და­ო­ბაც აქვს.

- ნა­ხა­ტე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი ნა­ჩუ­ქა­რია, თუმ­ცა, ბევ­რი შე­დევ­რი 90-ია­ნებ­მა „იმ­სხვერ­პლა“, გავ­ყი­დე, რად­გან ასე იყო სა­ჭი­რო. მარ­თლა სას­წა­უ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი იყო, მაგ­რამ რას ვი­ზამთ?! ცხოვ­რე­ბა ასე­თია, ხან ყი­დუ­ლობ, ხან ყიდი. ახ­ლობ­ლე­ბი, ძმა, დედ-მამა აღარ მყავს და ნა­ხატს ნამ­დვი­ლად ვერ გა­მო­ვე­ტი­რე­ბი.

რაც შე­ე­ხე­ბა ბუ­ფეტს, მა­გი­დას, სა­კე­რავ მან­ქა­ნას - ყვე­ლა­ფე­რი ძვე­ლია. აქ­ვეა სერ­გო ფა­რა­ჯა­ნო­ვის ნა­ჩუ­ქა­რი სამ­კა­უ­ლე­ბის ყუთი. ეს ტე­ლე­ფო­ნი, ყვე­ლას ძა­ლი­ან ძვე­ლი ჰგო­ნია, ლე­ნი­ნის დრო­ინ­დე­ლი მა­ინც, არა­და, დე­დამ ერთ-ერთი გას­ტრო­ლის დროს, პო­ლო­ნე­თი­დან ჩა­მო­ი­ტა­ნა, მა­საც უყ­ვარ­და უც­ნა­უ­რი დი­ზა­ი­ნის ნივ­თე­ბი და ეს ერთ-ერთი მათ­გა­ნია. ზინ­გე­რის სა­კე­რა­ვი მან­ქა­ნა, რო­მელ­ზეც ჩი­ტე­ბის გა­ლია მო­ვა­თავ­სე, ერთ-ერთი პირ­ვე­ლი გა­მოშ­ვე­ბაა, თუმ­ცა, თუ და­ნიშ­ნუ­ლე­ბი­სა­მებრ გა­მო­ი­ყე­ნებ, თა­ვის საქ­მეს პირ­ნათ­ლად შე­ას­რუ­ლებს, მუ­შა­ობს მშვე­ნივ­რად და გა­და­მარ­ჩი­ნა, როცა ამ თო­ჯი­ნებს ვა­კე­თებ­დი. ახლა კი, ჩი­ტე­ბი ბი­ნად­რო­ბენ მას­ზე.

სახ­ლში უამ­რა­ვი, სხვა­დას­ხვა ზო­მი­სა და ფორ­მის ქოთ­ნის მცე­ნა­რეა.

- მცე­ნა­რე­ე­ბი მიყ­ვარს, მათი მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა სა­კუ­თარ თავ­ზე მაქვს აღე­ბუ­ლი, ჩემი სა­მი­ვე აი­ვა­ნი ზა­ფხუ­ლო­ბით ულა­მა­ზე­სია, სავ­სეა ყვა­ვი­ლე­ბით. ძა­ლი­ან მწყდე­ბა გული, როცა ვხე­დავ სახ­ლებს, სა­დაც ადა­მი­ა­ნებს ერთი ქო­თა­ნიც კი არ აქვთ, არა­და ევ­რო­პის ნე­ბის­მი­ერ ქა­ლაქ­ში ეს აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­სა­ვი­თაა, მე­ტიც - მე­რია კუ­რი­რებს ამ სა­კითხს, ჩვენ­თან, სამ­წუ­ხა­როდ, დიდ ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცე­ვენ.

ბიბ­ლი­ო­თე­კა-კა­ბი­ნე­ტი - ალ­ბათ ასე შეგვძი­ლია და­ვარ­ქვათ ოთახს, სა­დაც ერთი კე­დე­ლი წიგ­ნე­ბით სავ­სე თა­რო­ებს უჭი­რავს, მე­ო­რე­ზე სხვა­დას­ხვა მხატ­ვრის ნა­მუ­შევ­რე­ბია გა­მო­ფე­ნი­ლი, შუ­ა­ში შავი რო­ი­ა­ლი დგას და ოთა­ხის სიღ­რმე­ში კი ძვე­ლი ბუ­ხა­რი „იწო­ნებს თავს“, რო­მელ­საც ლი­თო­ნის სურა, დოქი, უთო და მსგავ­სი ნივ­თე­ბი ამ­შვე­ნებს. აქ­ვეა ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­ნე თბი­ლე­ლის ყვა­ვი­ლე­ბით შემ­კუ­ლი ბი­უს­ტი და ირ­მის რქე­ბი, რომ­ლის წარ­მო­მავ­ლო­ბა ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტის­თვი­საც უც­ნო­ბია - რაც თავი მახ­სოვს, ეს რქე­ბი აქ იყო და არ ვიცი, სა­ი­დან გვაქ­ვსო. ნა­ხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giorgi sixarulidze
71

წადი შენი .......! 

???
55

ადმინ, რას გიხდის სიხარულიზე?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

როგორ სახლში ცხოვრობს ბაია დვალიშვილი - "მიყვარს, როცა სახლი ჰგავს პატრონს და არ არის სტანდარტული"

როგორ სახლში ცხოვრობს ბაია დვალიშვილი - "მიყვარს, როცა სახლი ჰგავს პატრონს და არ არის სტანდარტული"

სახლი, სადაც მსახიობი ბაია დვალიშვილი ცხოვრობს, ვაკის პარკს გადაჰყურებს. სადარბაზოს კართან მისი დედის, ასევე ყველასთვის საყვარელი მსახიობის მარინე თბილელის მემორიალური დაფაა. ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე კორპუსი 1957 წელს აშენდა, 4 წელიწადში კი ბაია დაიბადა და მას შემდეგ იქ ცხოვრობს. მსახიობის სახლის ზღრუბლზე მისულებს, პირველი, რაც თვალში მოგვხვდა, პეპლებით სავსე კარი იყო. ბუნებრივია, პეპლების ისტორიით დავინტერესდით. აღმოჩნდა, რომ პირველი პეპელა ბაიას მაშინ მიუკრავს კარზე, როცა მისი შვილი მაკრინე სკოლაში პირველად წავიდა, იფიქრა, რომ შინ დაბრუნებულს გაახარებდა და კარი გააფორმა. მას შემდეგ უამრავმა პეპელამ „დაიდო ბინა“ კარზე და ამვლელ-ჩამვლელსა თუ სტუმრად მისულ ადამიანს კარიდანვე პოზიტიურ განწყობას უქმნის.

როგორც კი შინ შეხვალთ და თვალს მოავლებთ ინტერიერს, მაშინვე მიხვდებით, რომ აქ დიდი ისტორიის მქონე ადამიანები ცხოვრობდნენ და მოსაყოლ-გასახსენებელიც ბევრი აქვთ.

ბაია:- ეს კორპუსი 1957 წელს აშენდა და 4 წელიწადში გავჩნდი მე. მას შემდეგ სულ აქ ვარ. გარკვეული პერიოდი მეუღლის არაჩვეულებრივ ბინაში ვცხოვრობდი, რომელიც ხშირად მესიზმრება, ძალიან საინტერესო და ლამაზი ბინა იყო, მაგრამ 90-იან წლებს შეეწირა და მას შემდეგ ისევ აქ დავბრუნდით. დედაჩემი, მამაჩემი, ჩემი მეუღლე და მე ერთად ვცხოვრობდით, შემდეგ მაკრინე შემოგვემატა და დღემდე ამ სახლში ვართ. მგონია, რომ ვერსად სხვაგან ვერ ვიცხოვრებ. აქ იმხელა ბიოგრაფია, ისტორია, მოგონება, ამბავი დევს, წარმოუდგენელია ჩემთვის სხვაგან გადასვლაზე ფიქრიც კი. რაც შეეხება ნივთებს, ჩვენ ანტიკვარები არ გვაქვს და არც მიყვარს, ანტიკვარულ მაღაზიაშიც კი ცუდად ვგრძნობ თავს, მიუხედავად იმისა, რომ ცრუმორწმუნე არ ვარ. უბრალოდ, არ მსიამოვნებს, მირჩევნია, ჩემით შევქმნა ნივთი და მისი ისტორიაც. საზღვარგარეთაც რომ დავდივარ, გასტროლი იქნება თუ ტურისტული მოგზაურობა, ვიძენ იმას, რაც ჩემთვის საინტერესოა, შემდეგ კი მოგონებად იქცევა. ბევრი რამ, რასაც აქ ხედავთ, ჩემი შექმნილი ან რესტავრირებულია, მიყვარს, როცა სახლი ჰგავს პატრონს და არ არის სტანდარტული, ან ჟურნალიდან გადმოტანილი.

90-იანებში, როცა მართლა არსად არაფერი ხდებოდა, მსახიობმა თოჯინების კეთება დაიწყო. იპოვა საქმე, რომლითაც მოახდინა საკუთარი თავის რეალიზება და იმ გაჭირვების ჟამს შემოსავლის წყაროდაც აქცია.

- იმ ბნელ წლებში, ჭრაქის შუქზე აღმოვაჩინე საქმე, რომელიც შემოქმედებასთან, ფერთან, წებოსთან, საღებავებთან მაკავშირებდა და დავიწყე თოჯინების კეთება. რამდენიმე მათგანს ახლაც ვინახავ. ერთ-ერთის კაბა ფოტოებით შევქმენი და ალბათ, გამორჩეული ამითაა. თავის დროზე დიდ მოწონებას იმსახურებდა და კარგ ფასად იყიდებოდა. ასევე დეკორატიულად ვაფორმებდი ბოთლებს, ლანგრებს. თუმცა, ეს ისე დიდი ხნის წინ იყო, ახლა რომ ვცადო, არც ვიცი, შევძლებ თუ არა გაკეთებას. ალბათ იმიტომ, რომ ეს საქმე იყო სპონტანური, სიტუაციური და არა პროფესიული.

სახლი რეტრო-კლასიკურ სტილშია მოწყობილი. ნახატები მთავარი დეტალია, რომელსაც ყველა ოთახში შეხვდებით. მისაღებში, ტელევიზორთან და ყავის მაგიდასთან ერთად, ფერადი ბალიშებით დამშვენებული რბილი სამეული დგას. აქვეა საკმაოდ ძველი ბუფეტი, მაგიდა და ზინგერის ფირმის ერთ-ერთი პირველი საკერავი მანქანა. განსაკუთრებული ყურადღება ძველებურმა ტელეფონმა მიიქცია, რომელიც თურმე არც ისე ძველი ყოფილა, როგორი შესახედაობაც აქვს.

- ნახატების უდიდესი ნაწილი ნაჩუქარია, თუმცა, ბევრი შედევრი 90-იანებმა „იმსხვერპლა“, გავყიდე, რადგან ასე იყო საჭირო. მართლა სასწაული ნამუშევრები იყო, მაგრამ რას ვიზამთ?! ცხოვრება ასეთია, ხან ყიდულობ, ხან ყიდი. ახლობლები, ძმა, დედ-მამა აღარ მყავს და ნახატს ნამდვილად ვერ გამოვეტირები.

რაც შეეხება ბუფეტს, მაგიდას, საკერავ მანქანას - ყველაფერი ძველია. აქვეა სერგო ფარაჯანოვის ნაჩუქარი სამკაულების ყუთი. ეს ტელეფონი, ყველას ძალიან ძველი ჰგონია, ლენინის დროინდელი მაინც, არადა, დედამ ერთ-ერთი გასტროლის დროს, პოლონეთიდან ჩამოიტანა, მასაც უყვარდა უცნაური დიზაინის ნივთები და ეს ერთ-ერთი მათგანია. ზინგერის საკერავი მანქანა, რომელზეც ჩიტების გალია მოვათავსე, ერთ-ერთი პირველი გამოშვებაა, თუმცა, თუ დანიშნულებისამებრ გამოიყენებ, თავის საქმეს პირნათლად შეასრულებს, მუშაობს მშვენივრად და გადამარჩინა, როცა ამ თოჯინებს ვაკეთებდი. ახლა კი, ჩიტები ბინადრობენ მასზე.

სახლში უამრავი, სხვადასხვა ზომისა და ფორმის ქოთნის მცენარეა.

- მცენარეები მიყვარს, მათი მოვლა-პატრონობა საკუთარ თავზე მაქვს აღებული, ჩემი სამივე აივანი ზაფხულობით ულამაზესია, სავსეა ყვავილებით. ძალიან მწყდება გული, როცა ვხედავ სახლებს, სადაც ადამიანებს ერთი ქოთანიც კი არ აქვთ, არადა ევროპის ნებისმიერ ქალაქში ეს აუცილებლობასავითაა, მეტიც - მერია კურირებს ამ საკითხს, ჩვენთან, სამწუხაროდ, დიდ ყურადღებას არ აქცევენ.

ბიბლიოთეკა-კაბინეტი - ალბათ ასე შეგვძილია დავარქვათ ოთახს, სადაც ერთი კედელი წიგნებით სავსე თაროებს უჭირავს, მეორეზე სხვადასხვა მხატვრის ნამუშევრებია გამოფენილი, შუაში შავი როიალი დგას და ოთახის სიღრმეში კი ძველი ბუხარი „იწონებს თავს“, რომელსაც ლითონის სურა, დოქი, უთო და მსგავსი ნივთები ამშვენებს. აქვეა ქალბატონი მარინე თბილელის ყვავილებით შემკული ბიუსტი და ირმის რქები, რომლის წარმომავლობა ჩვენი რესპონდენტისთვისაც უცნობია - რაც თავი მახსოვს, ეს რქები აქ იყო და არ ვიცი, საიდან გვაქვსო. ნახეთ სრულად