პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ბიბლუსის“ კიდევ ერთი მაღაზია ბაგებში გაიხსნა
„ბიბლუსის“ კიდევ ერთი მაღაზია ბაგებში გაიხსნა

წიგ­ნის მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ „ბიბ­ლუსს“ კი­დევ ერთი ფი­ლი­ა­ლი შე­ე­მა­ტა. რი­გით 64–ე მა­ღა­ზია ბა­გებ­ში, წყნე­თის გზატ­კე­ცილ­ზე #29–ში მდე­ბა­რო­ებს და მომ­ხმა­რებ­ლებს დი­ლი­დან, 10:00–დან 21:00 სა­ა­თამ­დე მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა.

„ბიბ­ლუ­სი“, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე იქცა წიგ­ნი­ე­რე­ბე­ბის გა­მავ­რცე­ლე­ბელ ად­გი­ლად, მომ­ხმა­რებ­ლებს ტრა­დი­ცი­უ­ლად ქარ­თუ­ლი, ნა­თარ­გმნი თუ უცხო­უ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის პა­რა­ლე­ლუ­რად, შეს­თა­ვა­ზებს სა­კან­ცე­ლა­რიო ნივ­თებ­სა და სხვას­ხვა სა­ხის სუ­ვე­ნი­რებს.

„ბიბ­ლუს­ში“ გან­მარ­ტა­ვენ, რომ მათ­თვის მომ­ხმა­რებ­ლის აზრი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და ახა­ლი ფი­ლი­ა­ლის გახ­სნაც და მისი მდე­ბა­რე­ო­ბის შერ­ჩე­ვაც სწო­რედ სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­თხოვ­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მოხ­და.

„წიგნ­ზე ხელ­მი­სა­წდ­ვო­მო­ბის ზრდა ჩვე­ნი მთა­ვა­რი მი­ზა­ნია. ვცდი­ლობთ, წიგ­ნის მა­ღა­ზია გავ­ხსნათ ყველ­გან, სა­დაც არაა და სა­დაც ამას მომ­ხმა­რე­ბე­ლი ითხოვს. წიგ­ნის თარო კი ჩვენ­თან მუდ­მი­ვად მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი წიგ­ნე­ბი­თაა შევ­სე­ბუ­ლი. მხატ­ვრუ­ლი, სა­ბავ­შვო, სა­მეც­ნი­ე­რი, პრო­ფე­სი­უ­ლი, უცხო­უ­რი – ნე­ბის­მი­ე­რი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გე­მოვ­ნე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი შე­არ­ჩევს ჩვენ­თან სა­სურ­ველ გა­მო­ცე­მას,“ – აცხა­დე­ბენ „ბიბ­ლუს­ში“.

რამ­დე­ნი­მე წლის წინ კი „ბიბ­ლუს­მა შეძ­ლო და მა­ღა­ზი­ას­თან თი­ნე­ი­ჯე­რი მკი­თხვე­ლე­ბის რიგი და­ა­ყე­ნა. ეს კი კი­დევ ერთხელ ადას­ტუ­რებს იმას, თუ რამ­დნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია წიგ­ნის რო­გორც ფი­ნან­სუ­რი, ისე ფი­ზი­კუ­რი ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის არ­სე­ბო­ბა.

ამ დრო­ის­თვის „ბიბ­ლუ­სი“ სა­ქარ­თვე­ლო­ში წიგ­ნის ყვე­ლა­ზე დიდი მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლია, რომ­ლის ის­ტო­რი­აც 2 ათე­უ­ლი წლის წინ ერთი პა­ტა­რა მა­ღა­ზი­ით და­ი­წყო. იო­სე­ბი­ძის ქუ­ჩა­ზე პირ­ვე­ლი მა­ღა­ზია ისევ არ­სე­ბობს და ისე დღემ­დე მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის საყ­ვა­რე­ლი ად­გი­ლია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

„ბიბლუსის“ კიდევ ერთი მაღაზია ბაგებში გაიხსნა

„ბიბლუსის“ კიდევ ერთი მაღაზია ბაგებში გაიხსნა

წიგნის მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსს“ კიდევ ერთი ფილიალი შეემატა. რიგით 64–ე მაღაზია ბაგებში, წყნეთის გზატკეცილზე #29–ში მდებაროებს და მომხმარებლებს დილიდან, 10:00–დან 21:00 საათამდე მოემსახურება.

„ბიბლუსი“, რომელიც საქართველოში უკვე იქცა წიგნიერებების გამავრცელებელ ადგილად, მომხმარებლებს ტრადიციულად ქართული, ნათარგმნი თუ უცხოური ლიტერატურის პარალელურად, შესთავაზებს საკანცელარიო ნივთებსა და სხვასხვა სახის სუვენირებს.

„ბიბლუსში“ განმარტავენ, რომ მათთვის მომხმარებლის აზრი ძალიან მნიშვნელოვანია და ახალი ფილიალის გახსნაც და მისი მდებარეობის შერჩევაც სწორედ საზოგადოების მოთხოვნიდან გამომდინარე მოხდა.

„წიგნზე ხელმისაწდვომობის ზრდა ჩვენი მთავარი მიზანია. ვცდილობთ, წიგნის მაღაზია გავხსნათ ყველგან, სადაც არაა და სადაც ამას მომხმარებელი ითხოვს. წიგნის თარო კი ჩვენთან მუდმივად მრავალფეროვანი წიგნებითაა შევსებული. მხატვრული, საბავშვო, სამეცნიერი, პროფესიული, უცხოური – ნებისმიერი ლიტერატურული გემოვნების მქონე ადამიანი შეარჩევს ჩვენთან სასურველ გამოცემას,“ – აცხადებენ „ბიბლუსში“.

რამდენიმე წლის წინ კი „ბიბლუსმა შეძლო და მაღაზიასთან თინეიჯერი მკითხველების რიგი დააყენა. ეს კი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ რამდნად მნიშვნელოვანია წიგნის როგორც ფინანსური, ისე ფიზიკური ხელმისაწვდომობის არსებობა.

ამ დროისთვის „ბიბლუსი“ საქართველოში წიგნის ყველაზე დიდი მაღაზიათა ქსელია, რომლის ისტორიაც 2 ათეული წლის წინ ერთი პატარა მაღაზიით დაიწყო. იოსებიძის ქუჩაზე პირველი მაღაზია ისევ არსებობს და ისე დღემდე მომხმარებლებისთვის საყვარელი ადგილია.

ტოპ 10 წიგნი მოზარდებისთვის, რომელიც ამ ზაფხულს აუცილებლად უნდა წაიკითხოთ

რა სიახლეებს გვთავაზობს აუდიოწიგნების პლატფორმა gudabooks.ge ზაფხულის არადადეგებისთვის?

მოუსმინე წიგნებს: ერიხ მარია რემარკი, "ნასესხები სიცოცხლე" (თავი მესამე)