პოლიტიკა
მსოფლიო

19

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 04:12-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები.
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
Faceამბები
მეცნიერება
თვის კითხვადი სტატიები
"ქართული ტერმინები გვეუცხოება და დავცინით..." - ვინ იყვნენ პურისტები და რატომ ეწინააღმდეგებოდნენ ქართულ ენაში უცხო სიტყვებს
"ქართული ტერმინები გვეუცხოება და დავცინით..." - ვინ იყვნენ პურისტები და რატომ ეწინააღმდეგებოდნენ ქართულ ენაში უცხო სიტყვებს

შე­საძ­ლოა, ბევ­რმა არ იცის, რომ არა­ერ­თი ქარ­თუ­ლი სი­ტყვა, რო­მე­ლიც XX სა­უ­კუ­ნის ქარ­თულ­ში დამ­კვიდ­რდა, პუ­რის­ტე­ბად წო­დე­ბულ­მა ქარ­თველ­მა ტერ­მი­ნო­ლო­გებ­მა შექ­მნეს და 1920 წელს გა­მო­აქ­ვეყ­ნეს ქარ­თუ­ლი ტექ­ნი­კუ­რი ტერ­მი­ნო­ლო­გი­ის პირ­ველ ლექ­სი­კონ­ში, ანუ სი­ტყვარ­ში.

ამ ლექ­სი­კო­ნის შექ­მნი­დან 100 წელი გა­ვი­და და ამ თა­რი­ღის აღ­სა­ნიშ­ნად, არ­ნოლდ ჩი­ქო­ბა­ვას სა­ხე­ლო­ბის ენათ­მეც­ნი­ე­რე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი მის გან­მე­ო­რე­ბით გა­მო­ცე­მას გეგ­მავს. AMBEBI.GE ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­სტი­ტუ­ტის თარ­გმნი­თი ლექ­სი­კო­ნე­ბი­სა და სა­მეც­ნი­ე­რო ტერ­მი­ნო­ლო­გი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნელს - ლია ქა­რო­სა­ნი­ძეს ესა­უბ­რა.

- რას გვე­ტყვით ამ ლექ­სი­კო­ნის, მისი ავ­ტო­რე­ბი­სა და ტერ­მი­ნე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლებ­საც დღემ­დე ვი­ყე­ნებთ.

- 1918-1921 წლებ­ში ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა უდი­დე­სი სა­ხელ­მწო­ფო­ებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით გა­ერ­თი­ან­და ქარ­თუ­ლი დარ­გობ­რი­ვი ტერ­მი­ნო­ლო­გი­ის შე­საქ­მნე­ლად. პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი ტექ­ნი­კუ­რი ლექ­სი­კო­ნი სხვა­დას­ხვა დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის შექ­მნი­ლია. მათ შო­რის იყ­ვნენ ნიკო ნი­კო­ლა­ძის შვი­ლე­ბი, რუ­სუ­დან და გი­ორ­გი ნი­კო­ლა­ძე­ე­ბი, სწო­რედ მათი თვალ­საზ­რი­სი და­ე­დო სა­ფუძ­ვლად ამ ლექ­სი­კონ­სა და, ზო­გა­დად, იმ­დრო­ინ­დელ ქარ­თულ ტერ­მინთშე­მოქ­მე­დე­ბას.

„არც ერთი არა­ქარ­თუ­ლი სი­ტყვა... ქარ­თულს აქვს იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ნე­ბის­მი­ერ ლა­თი­ნურ ტერ­მინს შე­უ­სა­ტყვი­სოს ეროვ­ნუ­ლი სი­ტყვა“, - ასე­თი იყო მათი ხედ­ვა, რომ­ლის გა­მოც მათ ბევ­რი და­უ­პი­რის­პირ­და. იყო კა­მა­თიც, რო­მე­ლიც იმ­დრო­ინ­დელ­მა გა­ზე­თებ­მა შე­მოგ­ვი­ნა­ხა, თუმ­ცა მა­შინ, ჯერ კი­დევ და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ქარ­თვე­ლო­ში, გა­ი­მარ­ჯვა ნი­კო­ლა­ძე­ე­ბი­სა და მათი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბის თვალ­საზ­რის­მა და ასე მი­ვი­ღეთ ე.წ. პუ­რის­ტუ­ლი, „ზედ­მე­ტად ქარ­თუ­ლი“ პირ­ვე­ლი ტექ­ნი­კუ­რი ლექ­სი­კო­ნი.

- რო­გორ ფიქ­რობთ, იყო თუ არა გა­მარ­თლე­ბუ­ლი მათი თვალ­საზ­რი­სი. ტერ­მი­ნე­ბი ხომ, რო­გორც ცნო­ბი­ლია, მეტ-ნაკ­ლე­ბად სა­ერ­თა­შო­რი­სოა?

- დღეს ბევ­რს მოს­წონს ე. წ. სა­ერ­თა­შო­რი­სო ტერ­მი­ნე­ბი, თუმ­ცა მათი არსი სწო­რად არ ეს­მის. სა­ყო­ველ­თაო, ყვე­ლა ერის­თვის, ენის­თვის სა­ვალ­დე­ბუ­ლო ტერ­მი­ნო­ლო­გია არ არ­სე­ბობს. ინ­დო­ევ­რო­პუ­ლი ენე­ბის მსგავ­სე­ბა არ ნიშ­ნავს იმას, რომ ჩვენც გვე­ვა­ლე­ბა ლა­თი­ნუ­რი ძი­რე­ბის ენა­ში უც­ვლე­ლად გად­მო­ტა­ნა. გა­დის დრო, ყვე­ლა ენა ვი­თარ­დე­ბა და ოდეს­ღაც, მა­გა­ლი­თად, ფრან­გუ­ლის­თვის მი­სა­ღე­ბი სი­ტყვა დღეს უკვე ფრან­გულ­ში­ვეა მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი. ასე­თი სი­ტყვე­ბია სა­ერ­თა­შო­რი­სო­ო­ბის „პას­პორ­ტით“ ქარ­თულ­ში შე­მო­სუ­ლი კონ­ვერ­ტი და რე­მონ­ტი.

ორი­ვე სი­ტყვა პეტ­რესდრო­ინ­დელ რუ­სულ ენა­ში ფრან­გუ­ლი­და­ნაა ნა­სეს­ხე­ბი. დღეს ყვე­ლას შე­უძ­ლია შე­ა­მოწ­მოს, რამ­დენ ენა­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ეს სი­ტყვე­ბი და რამ­დენ ენა­შია მათ შე­სა­ტყვი­სად ეროვ­ნუ­ლი სი­ტყვა. ნი­კო­ლა­ძე­ე­ბის ლექ­სი­კონ­ში კონ­ვერტს - სახ­ვე ეწო­დე­ბა (შე­ვა­და­როთ ინგლ. The envelope). სა­ბო­ლო­ოდ, ჩვენ ავირ­ჩი­ეთ რუ­სულ­ში ნა­სეს­ხე­ბი უცხო (ძი­რი­თა­დად, ფრან­გუ­ლი­დან ნა­სეს­ხე­ბი) სი­ტყვე­ბი, რომ­ლებ­საც სა­ერ­თა­შო­რი­სო ვუ­წო­დეთ. ლექ­სი­კონ­საც ყვე­ლა ენა­ში ეროვ­ნუ­ლი სა­ხე­ლი ჰქვია, მაგ­რამ ნი­კო­ლა­ძე­ე­ბის მიერ შექ­მნი­ლი ქარ­თუ­ლი შე­სა­ტყვი­სი - სი­ტყვა­რი - მი­უ­ღე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა საბ­ჭო­თა ეპო­ქა­ში.

სამ­წუ­ხა­როდ, სწო­რედ ამის გამო დავ­კარ­გეთ ნი­კო­ლა­ძე­ე­ბი­სა და მათი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბის მიერ შექ­მნი­ლი მრა­ვა­ლი ქარ­თუ­ლი შე­სა­ტყვი­სი და, შე­სა­ბა­მი­სად, მათ ნაც­ვლად დღეს ენას მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი ასო­ე­ბით ჩა­წე­რი­ლი ტერ­მი­ნე­ბი შე­მორ­ჩა, მა­გა­ლი­თად: კო­ორ­დი­ნა­ტი, ინ­სტრუქ­ცია, კონ­ტაქ­ტი, ცე­მენ­ტი, კონ­ტრო­ლი­ო­რი, ოპ­ტი­კუ­რი მინა, ფოს­ფო­რენ­ცენ­ცია, ფრუ­რეს­ცენ­ცია, ლუ­მი­ნის­ცენ­ცია, ფო­ტო­მეტ­რი, მა­ნო­მეტ­რი, ბა­რო­მეტ­რი, პიკ­ნო­მეტ­რი, ჰიგ­რო­მეტ­რი, ელექტრო­მეტ­რი, პრო­ჟექ­ტო­რი, აბ­სორ­ბე­რი, აბ­სორბცია (ბგე­რის აბ­სორბცია, შუ­ქის აბ­სორბცია), ლავა, მაგ­მა, პრო­პორ­ცი­უ­ლი, სუბ­ლი­მა­ცია, დე­ნო­ტა­ცია, დე­ტო­ნა­ტო­რი, სის­ტე­მა და, შე­საძ­ლოა, დღეს გვქო­ნო­და: თან­გე­ზი, და­რი­გე­ბა, თან­ხე­ბა, მჭი­და, მე­წეს­თვა­ლე, ჭვირ­მი­ნა, თვით­ნა­თო­ბა, მნა­თო­ბა, თა­ნა­ნა­თო­ბა, შუქ­ზო­მი, წნე­ზო­მი, ჰა­ერწნე­ზო­მი, სიმ­კვრივ­ზო­მი, ნესტზო­მი, ელ­ზო­მი, შუქთმტყორ­ცნი, შთან­თქმი, შთან­თქმა, წი­აღ­ვა­რი, წი­ა­ღა, ტოლ­ფარ­და, რთვილ­ვა, აჭე­ქა, ამ­ჭე­ქი, თან­წყო­ბა და სხვ.

- რო­გორც ცნო­ბი­ლია, ქარ­თულ­ში მა­ინც დამ­კვიდ­რდა მათ მიერ შექ­მნი­ლი არა­ერ­თი ქარ­თუ­ლი სი­ტყვა.

- დიახ, მი­უ­ხე­და­ვად კრი­ტი­კი­სა, ნი­კო­ლა­ძე­ე­ბის ლექ­სი­კო­ნი ქარ­თუ­ლი ტექ­ნი­კუ­რი ტერ­მი­ნო­ლო­გი­ის სა­ფუძ­ვლად იქცა. ვუ­კოლ ბე­რი­ძის შე­ფა­სე­ბით, „ქარ­თუ­ლი ტექ­ნი­კუ­რი სი­ტყვა ით­ქვა“, მათ მიერ შექ­მნი­ლი მრა­ვა­ლი ქარ­თუ­ლი ტერ­მი­ნი ენის ბუ­ნებ­რივ ნა­წი­ლად იქცა: ბუ­დო­ბი, მდგრა­დი, ბრჯე­ნი, წნე­ვა, დენი, ელ­დე­ნი, ძრა­ვა, სა­დე­ნი, ხსნა­რი, წნე­ხი, ჯე­რა­დი, წი­ნა­ღო­ბა, კუთ­რი წონა, ფარ­დო­ბა, ხრახ­ნი, აირი, დენ­თი, ძა­ლო­სა­ნი, მძლე­ო­სა­ნი, ფეხ­ბურ­თი... რთულ სი­ტყვებ­ში სით­ბოს ნაც­ვლად თბო შე­მო­ი­ღეს: თბო­სად­გუ­რი, თბო­ტე­ვა­დო­ბა და სხვ. ხე­ლოვ­ნუ­რი ტერ­მი­ნი რა­ტომ­ღაც აში­ნებს ქარ­თველს, თუმ­ცა ტერ­მინთშე­მოქ­მე­დე­ბა, ზო­გა­დად, ხე­ლოვ­ნუ­რია, ამის მა­გა­ლი­თია თუნ­დაც თა­ნა­მედ­რო­ვე ინ­გლი­სუ­რი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტერ­მი­ნო­ლო­გია. ქარ­თველ სა­ზო­გა­დო­ე­ბას კი, რო­გო­რი გა­საკ­ვი­რიც არ უნდა იყოს, ქარ­თუ­ლი ტერ­მი­ნი ეუ­ცხო­ე­ბა და, რაც კი­დევ უფრო გა­უ­გე­ბა­რია, დას­ცი­ნის კი­დეც. რა არის ამის მი­ზე­ზი, ჩემი აზ­რით, ეს სხვა კვლე­ვის სა­გა­ნია.

- რას იტყვით თა­ნა­მედ­რო­ვე მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე?

- არა­ერ­თხელ გვით­ქვამს და ისე­დაც ყვე­ლას­თვის ნა­თე­ლია, რომ XX სა­უ­კუ­ნის ქარ­თულ სა­მეც­ნი­ე­რო ენა­ში ლა­თი­ნუ­რი სი­ტყვე­ბი ჭარ­ბობს. ლა­თი­ნურ­მა ტერ­მი­ნებ­მა ისე­ვე ჩა­ა­ნაც­ვლა ქარ­თუ­ლი ძი­რე­ბი, რო­გორც თა­ვის დრო­ზე აღ­მო­სავ­ლუ­რი ენე­ბი­დან შე­მოჭ­რილ­მა ლექ­სი­კამ. ქარ­თუ­ლი ენის თა­ნა­მედ­რო­ვე მდგო­მა­რე­ო­ბას უდა­ვოდ მივ­ყა­ვართ ერთ დას­კვნამ­დე: "ქარ­თვე­ლი პუ­რის­ტე­ბის" ტერ­მინთშე­მოქ­მე­დე­ბა ქარ­თუ­ლი სი­ტყვე­ბი­სა და ძი­რე­ბის გა­დარ­ჩე­ნას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და.

თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმას, რომ ე.წ. სა­ერ­თა­შო­რი­სო სი­ტყვე­ბი სუ­ლაც არ აღ­მოჩ­ნდა სა­ყო­ველ­თაო, „სა­ყო­ველ­ქვეყ­ნო“, ამას­თა­ნა­ვე, თა­ნა­მედ­რო­ვე ევ­რო­პი­სა თუ აღ­მო­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბის ტერ­მი­ნო­ლო­გი­ურ მუ­შა­ო­ბა­საც გა­ვეც­ნო­ბით, სხვაგ­ვა­რად გა­ვი­აზ­რებთ სა­უ­კუ­ნის წინ და­გეგ­მი­ლი ქარ­თუ­ლი ტერ­მი­ნო­ლო­გი­უ­რი მუ­შა­ო­ბის არსს და ნამ­დვი­ლად დავ­რწმუნ­დე­ბით იმა­ში, რომ ნი­კო­ლა­ძე­ე­ბი­სა და მათი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბის მიდ­გო­მა ეროვ­ნუ­ლიც იყო და ევ­რო­პუ­ლიც. ნე­ბის­მი­ე­რი ენა და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, თუ რას ამ­კვიდ­რებს წინა თა­ო­ბა. „ზედ­მე­ტად ქარ­თუ­ლი“ ტერ­მინთშე­მოქ­მე­დე­ბა უფრო მავ­ნე­ბე­ლია ენის­თვის თუ ბერ­ძნუ­ლი­დან, არა­ბუ­ლი­დან, თურ­ქუ­ლი­დან, სპარ­სუ­ლი­დან, რუ­სუ­ლი­დან, ფრან­გუ­ლი­დან, ინ­გლი­სუ­რი­დან სი­ტყვე­ბის უც­ვლე­ლად გად­მო­ტა­ნა - ამ კი­თხვა­ზე პა­სუხს ქარ­თუ­ლი ენის ის­ტო­რია გვაძ­ლევს.

სწო­რედ ამ ის­ტო­რი­ის შეს­წავ­ლის გამო გა­დავ­წყვი­ტეთ საბ­ჭო­თა ეპო­ქა­ში უარ­ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი ტექ­ნი­კუ­რი ტერ­მი­ნო­ლო­გი­უ­რი ლექ­სი­კო­ნის გან­მე­ო­რე­ბი­თი გა­მო­ცე­მაც. წლის ბო­ლომ­დე იგეგ­მე­ბა სი­ტყვა­რის და­ბეჭდ­ვა გა­მოკ­ვლე­ვი­თა და გან­მარ­ტე­ბე­ბით.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მზია
0

მხოლოდ ლათინური წარმოშობის სიტყვებზე რომ ამახვილებთ ყურადღებას, უამრავი არაბული, სპარსული, თურქული სიტყვაა დამკვიდრებული ქართულ ენაში... ამას რა ვუყოთ...

 

გეთანხმებით
0

ტელევიზიაში " ჟურნალისტების" მიერ წარმოთქმული: მოლოდინები,ხალხები,ხედვები,აზრის ან სიტყვის გაჟღერება(რა ლითონია?),უცხო სიტყვების ბრახუნი,ლიტერატურის მოღვაწეები ქართველოლოგები ინდა ჩაერთონ,ქართული სახელი არაფერს არ ქვია უკვე სასტუმროებს,მაღაზიებს,წვრილო საწაროებს,დაწესებულებებს,წარწერები უცხოურად მერე სადღაც კიდეში ქართულად...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კვირის შეჯამება ნიუსრუმიდან და პალიტრა მედიის ახალი პროექტები
ავტორი:

"ქართული ტერმინები გვეუცხოება და დავცინით..." - ვინ იყვნენ პურისტები და რატომ ეწინააღმდეგებოდნენ ქართულ ენაში უცხო სიტყვებს

"ქართული ტერმინები გვეუცხოება და დავცინით..." - ვინ იყვნენ პურისტები და რატომ ეწინააღმდეგებოდნენ ქართულ ენაში უცხო სიტყვებს

შესაძლოა, ბევრმა არ იცის, რომ არაერთი ქართული სიტყვა, რომელიც XX საუკუნის ქართულში დამკვიდრდა, პურისტებად წოდებულმა ქართველმა ტერმინოლოგებმა შექმნეს და 1920 წელს გამოაქვეყნეს ქართული ტექნიკური ტერმინოლოგიის პირველ ლექსიკონში, ანუ სიტყვარში.

ამ ლექსიკონის შექმნიდან 100 წელი გავიდა და ამ თარიღის აღსანიშნად, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი მის განმეორებით გამოცემას გეგმავს. AMBEBI.GE ამ თემასთან დაკავშირებით ინსტიტუტის თარგმნითი ლექსიკონებისა და სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელს - ლია ქაროსანიძეს ესაუბრა.

- რას გვეტყვით ამ ლექსიკონის, მისი ავტორებისა და ტერმინების შესახებ, რომლებსაც დღემდე ვიყენებთ.

- 1918-1921 წლებში ქართველი საზოგადოება უდიდესი სახელმწოფოებრივი პასუხისმგებლობით გაერთიანდა ქართული დარგობრივი ტერმინოლოგიის შესაქმნელად. პირველი ქართული ტექნიკური ლექსიკონი სხვადასხვა დარგის სპეციალისტების შექმნილია. მათ შორის იყვნენ ნიკო ნიკოლაძის შვილები, რუსუდან და გიორგი ნიკოლაძეები, სწორედ მათი თვალსაზრისი დაედო საფუძვლად ამ ლექსიკონსა და, ზოგადად, იმდროინდელ ქართულ ტერმინთშემოქმედებას.

„არც ერთი არაქართული სიტყვა... ქართულს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ნებისმიერ ლათინურ ტერმინს შეუსატყვისოს ეროვნული სიტყვა“, - ასეთი იყო მათი ხედვა, რომლის გამოც მათ ბევრი დაუპირისპირდა. იყო კამათიც, რომელიც იმდროინდელმა გაზეთებმა შემოგვინახა, თუმცა მაშინ, ჯერ კიდევ დამოუკიდებელ საქართველოში, გაიმარჯვა ნიკოლაძეებისა და მათი თანამოაზრეების თვალსაზრისმა და ასე მივიღეთ ე.წ. პურისტული, „ზედმეტად ქართული“ პირველი ტექნიკური ლექსიკონი.

- როგორ ფიქრობთ, იყო თუ არა გამართლებული მათი თვალსაზრისი. ტერმინები ხომ, როგორც ცნობილია, მეტ-ნაკლებად საერთაშორისოა?

- დღეს ბევრს მოსწონს ე. წ. საერთაშორისო ტერმინები, თუმცა მათი არსი სწორად არ ესმის. საყოველთაო, ყველა ერისთვის, ენისთვის სავალდებულო ტერმინოლოგია არ არსებობს. ინდოევროპული ენების მსგავსება არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენც გვევალება ლათინური ძირების ენაში უცვლელად გადმოტანა. გადის დრო, ყველა ენა ვითარდება და ოდესღაც, მაგალითად, ფრანგულისთვის მისაღები სიტყვა დღეს უკვე ფრანგულშივეა მოძველებული. ასეთი სიტყვებია საერთაშორისოობის „პასპორტით“ ქართულში შემოსული კონვერტი და რემონტი.

ორივე სიტყვა პეტრესდროინდელ რუსულ ენაში ფრანგულიდანაა ნასესხები. დღეს ყველას შეუძლია შეამოწმოს, რამდენ ენაში გამოიყენება ეს სიტყვები და რამდენ ენაშია მათ შესატყვისად ეროვნული სიტყვა. ნიკოლაძეების ლექსიკონში კონვერტს - სახვე ეწოდება (შევადაროთ ინგლ. The envelope). საბოლოოდ, ჩვენ ავირჩიეთ რუსულში ნასესხები უცხო (ძირითადად, ფრანგულიდან ნასესხები) სიტყვები, რომლებსაც საერთაშორისო ვუწოდეთ. ლექსიკონსაც ყველა ენაში ეროვნული სახელი ჰქვია, მაგრამ ნიკოლაძეების მიერ შექმნილი ქართული შესატყვისი - სიტყვარი - მიუღებელი აღმოჩნდა საბჭოთა ეპოქაში.

სამწუხაროდ, სწორედ ამის გამო დავკარგეთ ნიკოლაძეებისა და მათი თანამოაზრეების მიერ შექმნილი მრავალი ქართული შესატყვისი და, შესაბამისად, მათ ნაცვლად დღეს ენას მხოლოდ ქართული ასოებით ჩაწერილი ტერმინები შემორჩა, მაგალითად: კოორდინატი, ინსტრუქცია, კონტაქტი, ცემენტი, კონტროლიორი, ოპტიკური მინა, ფოსფორენცენცია, ფრურესცენცია, ლუმინისცენცია, ფოტომეტრი, მანომეტრი, ბარომეტრი, პიკნომეტრი, ჰიგრომეტრი, ელექტრომეტრი, პროჟექტორი, აბსორბერი, აბსორბცია (ბგერის აბსორბცია, შუქის აბსორბცია), ლავა, მაგმა, პროპორციული, სუბლიმაცია, დენოტაცია, დეტონატორი, სისტემა და, შესაძლოა, დღეს გვქონოდა: თანგეზი, დარიგება, თანხება, მჭიდა, მეწესთვალე, ჭვირმინა, თვითნათობა, მნათობა, თანანათობა, შუქზომი, წნეზომი, ჰაერწნეზომი, სიმკვრივზომი, ნესტზომი, ელზომი, შუქთმტყორცნი, შთანთქმი, შთანთქმა, წიაღვარი, წიაღა, ტოლფარდა, რთვილვა, აჭექა, ამჭექი, თანწყობა და სხვ.

- როგორც ცნობილია, ქართულში მაინც დამკვიდრდა მათ მიერ შექმნილი არაერთი ქართული სიტყვა.

- დიახ, მიუხედავად კრიტიკისა, ნიკოლაძეების ლექსიკონი ქართული ტექნიკური ტერმინოლოგიის საფუძვლად იქცა. ვუკოლ ბერიძის შეფასებით, „ქართული ტექნიკური სიტყვა ითქვა“, მათ მიერ შექმნილი მრავალი ქართული ტერმინი ენის ბუნებრივ ნაწილად იქცა: ბუდობი, მდგრადი, ბრჯენი, წნევა, დენი, ელდენი, ძრავა, სადენი, ხსნარი, წნეხი, ჯერადი, წინაღობა, კუთრი წონა, ფარდობა, ხრახნი, აირი, დენთი, ძალოსანი, მძლეოსანი, ფეხბურთი... რთულ სიტყვებში სითბოს ნაცვლად თბო შემოიღეს: თბოსადგური, თბოტევადობა და სხვ. ხელოვნური ტერმინი რატომღაც აშინებს ქართველს, თუმცა ტერმინთშემოქმედება, ზოგადად, ხელოვნურია, ამის მაგალითია თუნდაც თანამედროვე ინგლისური კომპიუტერული ტერმინოლოგია. ქართველ საზოგადოებას კი, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ქართული ტერმინი ეუცხოება და, რაც კიდევ უფრო გაუგებარია, დასცინის კიდეც. რა არის ამის მიზეზი, ჩემი აზრით, ეს სხვა კვლევის საგანია.

- რას იტყვით თანამედროვე მდგომარეობაზე?

- არაერთხელ გვითქვამს და ისედაც ყველასთვის ნათელია, რომ XX საუკუნის ქართულ სამეცნიერო ენაში ლათინური სიტყვები ჭარბობს. ლათინურმა ტერმინებმა ისევე ჩაანაცვლა ქართული ძირები, როგორც თავის დროზე აღმოსავლური ენებიდან შემოჭრილმა ლექსიკამ. ქართული ენის თანამედროვე მდგომარეობას უდავოდ მივყავართ ერთ დასკვნამდე: "ქართველი პურისტების" ტერმინთშემოქმედება ქართული სიტყვებისა და ძირების გადარჩენას ემსახურებოდა.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ე.წ. საერთაშორისო სიტყვები სულაც არ აღმოჩნდა საყოველთაო, „საყოველქვეყნო“, ამასთანავე, თანამედროვე ევროპისა თუ აღმოსავლეთის ქვეყნების ტერმინოლოგიურ მუშაობასაც გავეცნობით, სხვაგვარად გავიაზრებთ საუკუნის წინ დაგეგმილი ქართული ტერმინოლოგიური მუშაობის არსს და ნამდვილად დავრწმუნდებით იმაში, რომ ნიკოლაძეებისა და მათი თანამოაზრეების მიდგომა ეროვნულიც იყო და ევროპულიც. ნებისმიერი ენა დამოკიდებულია იმაზე, თუ რას ამკვიდრებს წინა თაობა. „ზედმეტად ქართული“ ტერმინთშემოქმედება უფრო მავნებელია ენისთვის თუ ბერძნულიდან, არაბულიდან, თურქულიდან, სპარსულიდან, რუსულიდან, ფრანგულიდან, ინგლისურიდან სიტყვების უცვლელად გადმოტანა - ამ კითხვაზე პასუხს ქართული ენის ისტორია გვაძლევს.

სწორედ ამ ისტორიის შესწავლის გამო გადავწყვიტეთ საბჭოთა ეპოქაში უარყოფილი პირველი ქართული ტექნიკური ტერმინოლოგიური ლექსიკონის განმეორებითი გამოცემაც. წლის ბოლომდე იგეგმება სიტყვარის დაბეჭდვა გამოკვლევითა და განმარტებებით.