პოლიტიკა
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბოლო ზარის პერანგი ქურდული სიმბოლიკით - "ეს არის არასრულწლოვანი, რომელმაც მცხეთაში იჩხუბა, შემდეგ კი კრიმინალური გარჩევა დაგეგმა"
ბოლო ზარის პერანგი ქურდული სიმბოლიკით - "ეს არის არასრულწლოვანი, რომელმაც მცხეთაში იჩხუბა, შემდეგ კი კრიმინალური გარჩევა დაგეგმა"

"რუს­თა­ვი 2"-ის ჟურ­ნა­ლის­ტი თე­ო­ნა ცხო­მე­ლი­ძე "ფე­ის­ბუქ­ზე" ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც აღ­ბეჭ­დი­ლია მოს­წავ­ლე ბოლო ზა­რის პე­რან­გით. მას­ზე ქურ­დუ­ლი სიმ­ბო­ლი­კაა გა­მო­სა­ხუ­ლი და რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტი ამ­ბობს, აღ­ნიშ­ნუ­ლი პე­რან­გი იმ არას­რულ­წლო­ვანს ეკუთ­ვნის, რო­მე­ლის ნა­რეკ­ვა­ვის და­პი­რის­პი­რე­ბა­ში ფი­გუ­რი­რებს.

"ეს ფოტო გა­და­ღე­ბუ­ლია წელს, მა­ის­ში, თბი­ლის­ში. ბოლო ზარ­ზე - 17 წლის ბავ­შვი სკო­ლას ამ­თავ­რებს და პე­რანგზე რა ახა­ტია? ქურ­დუ­ლი სიმ­ბო­ლი­კა

ეს გა­ა­ტა­რა მშო­ბელ­მა, მას­წავ­ლე­ბელ­მა, სხვა ბავ­შვებ­მა, დი­რექ­ტორ­მა, მან­და­ტურ­მა, ყვე­ლამ. ნორ­მად მი­ი­ღეს.

ესაა არას­რულ­წლო­ვა­ნი, რო­მელ­მაც მცხე­თა­ში იჩხუ­ბა, შემ­დეგ კი და­გეგ­მა კრი­მი­ნა­ლუ­რი გარ­ჩე­ვა, რო­მელ­საც გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი შე­ე­წი­რა.

ხვდე­ბით ხომ სა­დაა პრობ­ლე­მა?" - წერს თე­ო­ნა ცხო­მე­ლი­ძე.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 19 ივ­ნისს, და­ახ­ლო­ე­ბით 11:00 სა­ათ­ზე, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის და­კარ­გვის შე­სა­ხებ ოჯახ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მი­მარ­თა. პო­ლი­ცი­ამ, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­თან ერ­თად, შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყო სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

4-დღი­ა­ნი სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად, მყვინ­თა­ვებ­მა ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი წყალ­ში იპო­ვეს. მომ­ხდარ­ზე და­კა­ვე­ბუ­ლია 17 პირი, მათ შო­რის არი­ან მო­რაგ­ბე­ე­ბი, ძი­უ­დო­ის­ტი და ფეხ­ბურ­თე­ლი. ყვე­ლა და­კა­ვე­ბულს მცხე­თის სა­სა­მარ­თლომ წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

გუ­შინ გახ­და ცნო­ბი­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა, რომ­ლის მი­ხედ­ვით გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი ას­ფიქ­სია გახ­და. ამავდრო­უ­ლად, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­დარ­ზე აღი­ნიშ­ნე­ბა სიკ­ვდი­ლის წინა ახლო პე­რი­ოდ­ში მკვრი­ვი-ბლაგ­ვი საგ­ნის მოქ­მე­დე­ბით მი­ყე­ნე­ბუ­ლი, სი­ცო­ცხლის­დრო­ინ­დე­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი შუბ­ლის/თა­ვის, ორი­ვე თვალ­ბუ­დის, ზედა და ქვე­და ტუ­ჩის მი­და­მო­ებ­ში, მარ­ჯვე­ნა იდაყ­ვის სახ­სრი­სა და მარ­ჯვე­ნა წი­ნამ­ხრის მი­და­მო­ებ­ში, აგ­რეთ­ვე მუც­ლის, სა­ზარ­დუ­ლის, ბოქ­ვე­ნის, წე­ლი­სა და ორი­ვე დუნ­დუ­ლოს მი­და­მო­ებ­ში.

ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნი­სა და საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ერ­თობ­ლი­ვი ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის უკვე არ­სე­ბულ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას და­ე­მა­ტა და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჯგუ­ფუ­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა, და­ნა­შა­უ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ე“ ქვე­პუნ­ქტით და გა­მო­ძი­ე­ბა გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ნა­წილ­ში წა­რი­მარ­თე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ით.

მკითხველის კომენტარები / 80 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giorgi sixarulidze
803

თეონა ცხომელიძე და მისნაირები წლების მანძილზე იღებდნენ ჰალსტუხჭამიას მიერ საქართველოში ნაქურდალ ფულს და მემგონი ეს თეონასგან ცოტათი უხერხულია ! 

ეხლა რაც შეეხება ამ არასრულწლოვანს ! ყველა უნდა დაისაჯოს უმკაცრესად ვინც მონაწილეა ამ მკვლელობაში ! 

g.
9

თვითონ იუბილარია დასასჯელი რომ მაგ მენტალობის ხალხი შეყარა და როგორვც დასრულდა კი ვნახეთ ყველამ. სანამ ეგ ვარსკვლავები ყველასათვის სასაცილო არ გახდება მანადე არაფერი არ გვეშველება

ავტორი:

ბოლო ზარის პერანგი ქურდული სიმბოლიკით - "ეს არის არასრულწლოვანი, რომელმაც მცხეთაში იჩხუბა, შემდეგ კი კრიმინალური გარჩევა დაგეგმა"

ბოლო ზარის პერანგი ქურდული სიმბოლიკით - "ეს არის არასრულწლოვანი, რომელმაც მცხეთაში იჩხუბა, შემდეგ კი კრიმინალური გარჩევა დაგეგმა"

"რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე "ფეისბუქზე" ფოტოს აქვეყნებს, სადაც აღბეჭდილია მოსწავლე ბოლო ზარის პერანგით. მასზე ქურდული სიმბოლიკაა გამოსახული და როგორც ჟურნალისტი ამბობს, აღნიშნული პერანგი იმ არასრულწლოვანს ეკუთვნის, რომელის ნარეკვავის დაპირისპირებაში ფიგურირებს.

"ეს ფოტო გადაღებულია წელს, მაისში, თბილისში. ბოლო ზარზე - 17 წლის ბავშვი სკოლას ამთავრებს და პერანგზე რა ახატია? ქურდული სიმბოლიკა

ეს გაატარა მშობელმა, მასწავლებელმა, სხვა ბავშვებმა, დირექტორმა, მანდატურმა, ყველამ. ნორმად მიიღეს.

ესაა არასრულწლოვანი, რომელმაც მცხეთაში იჩხუბა, შემდეგ კი დაგეგმა კრიმინალური გარჩევა, რომელსაც გიორგი შაქარაშვილი შეეწირა.

ხვდებით ხომ სადაა პრობლემა?" - წერს თეონა ცხომელიძე.

შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. მომხდარზე დაკავებულია 17 პირი, მათ შორის არიან მორაგბეები, ძიუდოისტი და ფეხბურთელი. ყველა დაკავებულს მცხეთის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

გუშინ გახდა ცნობილი ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით გიორგი შაქარაშვილი გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა. ამავდროულად, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში.

ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით.

"შიმშილობას რაც შეეხება, ისეთივე აბსურდული და დადგმული მგონია, როგორებიც თქვენ ხართ” - რას წერს გიორგი შაქარაშვილის და?

"ვერ უძლებენ ასაკოვანი დედები აქაურ ურთულეს სამუშაოს... კეთილი ინებეთ, ახალგაზრდებო და თქვენ წამოდით" -  რას წერს რომში მოღვაწე არქიმანდრიტი

"ჩემი მრავალწლიანი ქრონიკული ბრონქიტი სვანეთის ჰაერმა 5 დღეში განკურნა" - რას წერს ცნობილი ექიმი, რომელიც მესტიაში კარანტინში იმყოფება