სამართალი

15

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 21:07-ზე, მთვარე სასწორშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„გახდი ბესტსელერის ავტორი 2020“-ის სამი  გამარჯვებული უკვე დასახელდა
„გახდი ბესტსელერის ავტორი 2020“-ის სამი  გამარჯვებული უკვე დასახელდა

„გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2020“-ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი უკვე ცნო­ბი­ლია. ხალ­ხმა და ჟი­უ­რიმ არ­ჩე­ვა­ნი 16 ფი­ნა­ლისტს შო­რის გა­ა­კე­თა.

კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი არი­ან:

  • ჟი­უ­რის რჩე­უ­ლი - ნი­კო­ლოზ ცის­კა­რიშ­ვი­ლი - „ცე­ცხლის­წამ­კი­დე­ბე­ლი“;
  • ხალ­ხი­სა და ჟი­უ­რის ერ­თობ­ლი­ვი არ­ჩე­ვა­ნი - ქარ­და ქარ­დუ­ხი - „ჰერ­მე­სის დახ­ლი­და­რე­ბი“;
  • ხალ­ხის რჩე­უ­ლი - და­ვით ჩო­მა­ხი­ძე - „დე­ტექ­ტი­ვო­ბა­ნა“.

„გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2020“-ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა ნა­მუ­შევ­რის პირ­ვე­ლად წარ­დგე­ნი­დან გა­მარ­ჯვე­ბამ­დე საკ­მა­ოდ რთუ­ლი კონ­კუ­რენ­ცია გა­მო­ი­ა­რეს. გა­მოც­დი­ლი და კომ­პე­ტენ­ტუ­რი ჟი­უ­რის­თვი­საც საკ­მა­ოდ რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა ამ ათო­ბით გან­სხვა­ვე­ბულ ნა­მუ­შე­ვარ­ში სა­უ­კე­თე­სო­ე­ბის ამორ­ჩე­ვა.

რო­გორც მწე­რალ­მა და­ვით გა­ბუ­ნი­ამ ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნა,

„კონ­კურ­სის ძა­ლი­ან დიდი სირ­თუ­ლე არის ის, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი ტექ­სტია წარ­მოდ­გე­ნი­ლი. პირ­ველ ტურ­ში იყო ტექ­სტე­ბი, რო­მე­ლიც წარ­მოდ­გე­ნილ 21 გვერ­დში ძა­ლი­ან კარგ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებ­და, მაგ­რამ მე­ო­რე ტურ­ში გაგ­რძე­ლე­ბა სამ­წუ­ხა­როდ, ისე­თი­ვე კარ­გი აღარ იყო. მკი­თხვე­ლი­სა და ჟი­უ­რის აზრი მხო­ლოდ ერთ ტექ­სტზე და­ემ­თხვა ერ­თმა­ნეთს და ეს არის ქარ­და ქარ­დუ­ხის „ჰერ­მე­სის დახ­ლი­და­რე­ბი“. ეს ტექ­სტი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ გა­მოც­დი­ლი ლი­ტე­რა­ტო­რის ხელი ეტყო­ბა, რაც შე­უმ­ჩნე­ვე­ლი არ დაგ­ვრჩა. რაც შე­ე­ხე­ბა ჟი­უ­რის რჩე­ულს, ნი­კო­ლოზ ცის­კა­რიშ­ვი­ლის „ცეც­ლის­წამ­კი­დე­ბელს“, ესეც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ტექ­სტია, ავ­ტო­რიც ახალ­გაზ­რდაა. მისი ნა­მუ­შე­ვა­რი სა­ინ­ტე­რე­სო იყო იმ კუ­თხით, რომ ავ­ტო­რი ცდი­ლობ­და შე­ექ­მნა ჟან­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი და აღ­წე­რა­შიც თვი­თონ ასე უთი­თებს, მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში მგო­ნი ჟან­რუ­ლი კი არა, სა­ბო­ლო­ოდ, იმა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი გა­მო­უ­ვა, ვიდ­რე ავ­ტორს ჰგო­ნია“, - აღ­ნიშ­ნავს და­ვით გა­ბუ­ნია.

ჟი­უ­რის კი­დევ ერთი წევ­რის გუ­რამ ოდი­შა­რი­ას შე­ფა­სე­ბით, „პა­ლიტ­რა L”-ის ეს პრო­ექ­ტი და ავ­ტორ­თა მხარ­დამ­ჭე­რი სხვა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი არის ის, რაც ლი­ტე­რა­ტუ­რას აცო­ცხლებს.

„რაც შე­ე­ხე­ბა კონ­კურსს, ჩვენ სა­უ­კე­თე­სოს შერ­ჩე­ვა გაგ­ვი­ჭირ­და, რად­გან ძა­ლი­ან ბევ­რი ახა­ლი ხედ­ვით და­ნა­ხუ­ლი მათი სამ­ყა­რო სა­ინ­ტე­რე­სო იყო ჩვენ­თვის. რა თქმა უნდა, გარ­კვე­უ­ლი ხარ­ვე­ზე­ბი აქვთ, მაგ­რამ ეს პრო­ცე­სი მათ სა­მო­მავ­ლოდ ძა­ლი­ან წა­ად­გე­ბათ და „პა­ლიტ­რა L”-ს თა­ვი­ანთ სა­უ­კე­თე­სო მო­გო­ნე­ბებ­ში ყო­ველ­თვის გა­იხ­სე­ნე­ბენ“, - გან­მარ­ტა მან.

ლი­ტე­რა­ტორ პა­ა­ტა ჩხე­ი­ძის გან­მარ­ტე­ბით, კონ­კურ­სის ფარ­გლებ­ში ჟი­უ­რი ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო ტექსტს გა­ეც­ნო და ობი­ექ­ტუ­რად შე­არ­ჩია გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი.

„კონ­კურ­სში იყო რამ­დე­ნი­მე ძა­ლი­ან კარ­გი ნა­წარ­მო­ე­ბი. შე­ვა­ფა­სეთ ობი­ექ­ტუ­რად, მოგ­ვე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ სა­უ­კე­თე­სო გა­მოგ­ვერ­ჩია და თა­ვი­სუფ­ლად გვე­მუ­შა­ვა და ვინც ჟი­უ­რის რჩე­უ­ლე­ბად და­სა­ხელ­და, ვფიქ­რობ, ისი­ნი ობი­ექ­ტუ­რად იმ­სა­ხუ­რებ­დნენ გა­მარ­ჯვე­ბას“, - აღ­ნიშ­ნა პა­ა­ტა ჩხე­ი­ძემ.

გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L”-ის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სი „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი“ მე-4 წე­ლია ტარ­დე­ბა. პრო­ექ­ტმა არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო დამ­წყე­ბი და უკვე შემ­დგა­რი ავ­ტო­რი აღ­მო­ა­ჩი­ნა, რო­მელ­თა ნა­მუ­შევ­რე­ბიც გა­ყიდ­ვე­ბით ტოპ წიგ­ნე­ბის სი­ა­ში მოხ­ვდა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

„გახდი ბესტსელერის ავტორი 2020“-ის სამი  გამარჯვებული უკვე დასახელდა

„გახდი ბესტსელერის ავტორი 2020“-ის სამი  გამარჯვებული უკვე დასახელდა

„გახდი ბესტსელერის ავტორი 2020“-ის გამარჯვებულები უკვე ცნობილია. ხალხმა და ჟიურიმ არჩევანი 16 ფინალისტს შორის გააკეთა.

კონკურსის გამარჯვებულები არიან:

  • ჟიურის რჩეული - ნიკოლოზ ცისკარიშვილი - „ცეცხლისწამკიდებელი“;
  • ხალხისა და ჟიურის ერთობლივი არჩევანი - ქარდა ქარდუხი - „ჰერმესის დახლიდარები“;
  • ხალხის რჩეული - დავით ჩომახიძე - „დეტექტივობანა“.

„გახდი ბესტსელერის ავტორი 2020“-ის მონაწილეებმა ნამუშევრის პირველად წარდგენიდან გამარჯვებამდე საკმაოდ რთული კონკურენცია გამოიარეს. გამოცდილი და კომპეტენტური ჟიურისთვისაც საკმაოდ რთული აღმოჩნდა ამ ათობით განსხვავებულ ნამუშევარში საუკეთესოების ამორჩევა.

როგორც მწერალმა დავით გაბუნიამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა,

„კონკურსის ძალიან დიდი სირთულე არის ის, რომ ძალიან ბევრი ტექსტია წარმოდგენილი. პირველ ტურში იყო ტექსტები, რომელიც წარმოდგენილ 21 გვერდში ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდა, მაგრამ მეორე ტურში გაგრძელება სამწუხაროდ, ისეთივე კარგი აღარ იყო. მკითხველისა და ჟიურის აზრი მხოლოდ ერთ ტექსტზე დაემთხვა ერთმანეთს და ეს არის ქარდა ქარდუხის „ჰერმესის დახლიდარები“. ეს ტექსტი ძალიან საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ გამოცდილი ლიტერატორის ხელი ეტყობა, რაც შეუმჩნეველი არ დაგვრჩა. რაც შეეხება ჟიურის რჩეულს, ნიკოლოზ ცისკარიშვილის „ცეცლისწამკიდებელს“, ესეც ძალიან საინტერესო ტექსტია, ავტორიც ახალგაზრდაა. მისი ნამუშევარი საინტერესო იყო იმ კუთხით, რომ ავტორი ცდილობდა შეექმნა ჟანრული ნაწარმოები და აღწერაშიც თვითონ ასე უთითებს, მაგრამ სინამდვილეში მგონი ჟანრული კი არა, საბოლოოდ, იმაზე სერიოზული ნაწარმოები გამოუვა, ვიდრე ავტორს ჰგონია“, - აღნიშნავს დავით გაბუნია.

ჟიურის კიდევ ერთი წევრის გურამ ოდიშარიას შეფასებით, „პალიტრა L”-ის ეს პროექტი და ავტორთა მხარდამჭერი სხვა ღონისძიებები არის ის, რაც ლიტერატურას აცოცხლებს.

„რაც შეეხება კონკურსს, ჩვენ საუკეთესოს შერჩევა გაგვიჭირდა, რადგან ძალიან ბევრი ახალი ხედვით დანახული მათი სამყარო საინტერესო იყო ჩვენთვის. რა თქმა უნდა, გარკვეული ხარვეზები აქვთ, მაგრამ ეს პროცესი მათ სამომავლოდ ძალიან წაადგებათ და „პალიტრა L”-ს თავიანთ საუკეთესო მოგონებებში ყოველთვის გაიხსენებენ“, - განმარტა მან.

ლიტერატორ პაატა ჩხეიძის განმარტებით, კონკურსის ფარგლებში ჟიური ბევრ საინტერესო ტექსტს გაეცნო და ობიექტურად შეარჩია გამარჯვებულები.

„კონკურსში იყო რამდენიმე ძალიან კარგი ნაწარმოები. შევაფასეთ ობიექტურად, მოგვეცა საშუალება, რომ საუკეთესო გამოგვერჩია და თავისუფლად გვემუშავა და ვინც ჟიურის რჩეულებად დასახელდა, ვფიქრობ, ისინი ობიექტურად იმსახურებდნენ გამარჯვებას“, - აღნიშნა პაატა ჩხეიძემ.

გამომცემლობა „პალიტრა L”-ის ლიტერატურული კონკურსი „გახდი ბესტსელერის ავტორი“ მე-4 წელია ტარდება. პროექტმა არაერთი საინტერესო დამწყები და უკვე შემდგარი ავტორი აღმოაჩინა, რომელთა ნამუშევრებიც გაყიდვებით ტოპ წიგნების სიაში მოხვდა.

მოუსმინე წიგნებს: ერიხ მარია რემარკი, "ნასესხები სიცოცხლე" (თავი პირველი)

როგორ მივიღოთ ახალი წიგნები უსარგებლო მაკულატურის სანაცვლოდ?

9 ივლისიდან, ჟურნალ "გზასთან" ერთად, მკითხველს ელის დოჯსონის "რაფლეზიას" შეძენა შეუძლია