პოლიტიკა
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს დეტალი ძალიან მაგონებს ხორავას საქმეს..." - რა ხარვეზებს ხედავენ სპეციალისტები შაქარაშვილის საქმის გამოძიებაში
"ეს დეტალი ძალიან მაგონებს ხორავას საქმეს..." - რა ხარვეზებს ხედავენ სპეციალისტები შაქარაშვილის საქმის გამოძიებაში

გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის სა­ეჭ­ვო ვი­თა­რე­ბა­ში გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე, უკვე იქცა ბოლო დრო­ის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბულ და­ნა­შა­უ­ლად. გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბი­დან თით­ქმის სამი კვი­რის შემ­დეგ, საქ­მე­ში პა­სუ­ხებ­ზე მეტი კი­თხვე­ბია, რო­გორც სა­გა­მო­ძი­ე­ბო პრო­ცე­სე­ბის მი­უ­კერ­ძო­ებ­ლო­ბას­თან, ისე სა­მარ­თალ­დამ­ცველ­თა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მთან და­კავ­ში­რე­ბით.

  • შეც­ვლი­ლი ჩვე­ნე­ბე­ბი

გან­სა­კუთ­რე­ბულ კი­თხვის ნიშ­ნებს აჩენს ფაქ­ტი, რომ საქ­მის მთა­ვარ­მა მოწ­მე­ებ­მა ჩვე­ნე­ბე­ბი არა­ერ­თხელ შეც­ვა­ლეს, თა­ნაც ისე, რომ ყო­ვე­ლი ახა­ლი ჩვე­ნე­ბა, წი­ნა­აღ­დე­გო­ბა­ში მო­დის მათ წინა ჩვე­ნე­ბას­თან და კი­დევ უფრო სა­ყუ­რა­დღე­ბოა, რომ შეც­ვლი­ლი ჩვე­ნე­ბე­ბი ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ მუ­შა­ობს.

ასე მა­გა­ლი­თად, გარ­დაც­ვლი­ლის უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი, გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც წვე­უ­ლე­ბა­ზე გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და, თავ­და­პირ­ველ ჩვე­ნე­ბა­ში აღ­წერს, რომ თავ­დამ­სხმე­ლებ­მა იგი ძა­ლა­დო­ბის შე­დე­გად ჩა­ის­ვეს ავ­ტო­მო­ბილ­ში და თბი­ლის­ში წა­იყ­ვა­ნეს. შეც­ვლილ ჩვე­ნე­ბა­ში კი უარ­ყოფს ძა­ლა­დო­ბის ფაქტს და ამ­ბობს, რომ იძუ­ლე­ბის გა­რე­შე ჩაჯ­და თავ­დამ­სხმე­ლე­ბის მან­ქა­ნა­ში.

საქ­მის კი­დევ ერთი მთა­ვა­რი მოწ­მე ვახო ახვლე­დი­ა­ნი, რო­მე­ლიც თავ­დას­ხმამ­დე ცოტა ხნით ადრე მცხე­თის გზატ­კე­ცილ­ზე შა­ქა­რაშ­ვილ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და, თავ­და­პირ­ველ ჩვე­ნე­ბა­ში აღ­წერ­და, თუ რო­გორ და­ესხნენ თავს ავ­ტო­მო­ბი­ლი­დან გად­მო­სუ­ლი პი­რე­ბი და შემ­დეგ რო­გორ და­ე­დევ­ნენ გი­ნე­ბი­თა და მუ­ქა­რით სა­მა­ლა­ვის­კენ გაქ­ცე­უ­ლებს.

7 ივ­ლისს კი, გავ­რცელ­და ახვლე­დი­ა­ნის სრუ­ლი­ად სა­პი­რის­პი­რო ჩვე­ნე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც მოწ­მემ გა­ნა­ცხა­და, რომ "თბი­ლი­სი­დან ჩა­მო­სუ­ლებს ჩხუ­ბი არ სურ­დათ" (შე­ნიშ­ვნა: მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ახვლე­დი­ა­ნის ოჯახ­მა და ად­ვო­კატ­მა ჩვე­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბა გა­არ­ცე­ლეს).

ერ­თმა­ნეთ­თან შე­უ­სა­ბა­მო­ბა­შია ფო­ტოგ­რაფ ია­კობ ბრეგ­ვა­ძის მიერ მი­ცე­მუ­ლი ჩვე­ნე­ბე­ბიც. მან სულ სამ­ჯერ მის­ცა ჩვე­ნე­ბა გა­მო­ძი­ე­ბას და იდენ­ტუ­რი არ­ცერ­თი არ არის.

იმა­ზე, რომ ჩვე­ნე­ბებ­ში სა­ეჭ­ვო წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბია, 7 ივ­ლისს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე, შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ, ვლა­დი­მერ ბორ­ცვა­ძე­მაც ისა­უბ­რა. მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის თქმით, თუკი და­დას­ტურ­და, რომ რო­მე­ლი­მე მოწ­მემ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის­თვის ხე­ლის შეშ­ლის მიზ­ნით არას­წო­რი ჩვე­ნე­ბა მის­ცა, ამის შე­სა­ხებ იმ­სჯე­ლე­ბენ.

რა­ტომ იც­ვლე­ბა ჩვე­ნე­ბე­ბი და რაზე მი­უ­თი­თებს ეს ფაქ­ტი? - AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში "ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრის" ად­ვო­კა­ტი ნეს­ტან ლონ­და­რი­ძე, რო­მე­ლიც ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მოკ­ლუ­ლი და­თუ­ნა სა­რა­ლი­ძის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტია, ამ­ბობს, რომ მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბის არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რად ხში­რი ცვლი­ლე­ბა ან საქ­მის გა­ყალ­ბე­ბის მცედ­ლო­ბა­ზე მი­უ­თი­თებს, ან გა­მომ­ძი­ე­ბელ­თა არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მზე.

"აშ­კა­რაა, რომ საქ­მის არას­წო­რი წარ­მარ­თვა ხდე­ბა. ჩვენ ვხე­დავთ რო­გორ დღი­თი­დღე იც­ვლე­ბა ჩვე­ნე­ბე­ბი. ჩვე­ნე­ბის შეც­ვლა, ცხა­დია, შე­საძ­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ და­სა­ზუს­ტებ­ლად და არა ში­ნა­არ­სის სა­პი­რის­პი­როდ შე­საც­ვლე­ლად. აქ და­ზუს­ტე­ბას­თან არ გვაქვს საქ­მე. რაზე მი­უ­თი­თებს ეს? თუ არა ამომ­წუ­რა­ვად დას­მუ­ლი გა­მომ­ძი­ებ­ლის კი­თხვე­ბი, რაც თა­ვი­დან აგ­ვა­ცი­ლებ­და ხე­ლა­ხალ გა­მო­კი­თხვებს.

ერთი პი­რის 4-5-ჯერ და­კი­თხვა მი­უ­თი­თებს ორ რა­მე­ზე: ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს გა­მომ­ძი­ებ­ლის არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი და მე­ო­რეს მხრივ, საქ­მე გვქონ­დეს სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ე­ბის მიერ მოწ­მე­ებ­ზე ირიბ მი­თი­თე­ბას­თან, რომ შეც­ვა­ლონ ჩვე­ნე­ბე­ბი. ვი­მე­ო­რებ, გან­მე­ო­რე­ბით და­კი­თხვა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პრაქ­ტი­კაა, მაგ­რამ ყო­ვე­ლი შემ­დე­გი და­კი­თხვა უნდა ხდე­ბო­დეს და­სა­ზუს­ტებ­ლად და არა ჩვე­ნე­ბის ში­ნა­არ­სის არ­სობ­რი­ვად შე­საც­ვლე­ლად. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ყო­ველ­დღი­უ­რად იკი­თხე­ბოდ­ნენ მოწ­მე­ე­ბი და ყო­ველ­დღე იც­ვლე­ბო­დეს ჩვე­ნე­ბე­ბი. ამას სა­ზო­გა­დო­ე­ბა ადევ­ნებს თვალ­ყურს და ნდო­ბის ფაქ­ტო­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბე­ბის მი­მართ ქრე­ბა" - გვე­უბ­ნე­ბა ად­ვო­კა­ტი.

  • და­უც­ვე­ლი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი

ად­ვო­კა­ტი ნეს­ტან ლონ­და­რი­ძე, რო­მე­ლიც ხო­რა­ვას საქ­მე­ში ზაზა სა­რა­ლი­ძის ინ­ტე­რე­სებს იცავ­და, ამ ორ საქ­მე­ში არა­ერთ მსგავ­სე­ბას ხე­დავს. უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი პა­რა­ლელს ავ­ლებს შემ­თხვე­ვის ად­გილ­თან მი­მარ­თე­ბა­შიც. მისი თქმით, სა­გა­მო­ძი­ე­ბო სტრუქ­ტუ­რებ­მა შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის დაც­ვა ვერ­ცერთ საქ­მე­ში ვერ შეძ­ლეს.

"ახლა გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს იმის და­სად­გე­ნა­დაც, ხე­ლოვ­ნუ­რად დაწ­ვეს თუ შემ­თხვე­ვით გა­და­იწ­ვა ის ად­გი­ლი, სა­დაც ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი იმა­ლე­ბო­და. ეს დე­ტა­ლი ძა­ლი­ან მა­გო­ნებს ხო­რა­ვას საქ­მეს, იქაც გა­ნად­გურ­და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი გა­მო­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე. ფარ­დუ­ლი, რო­მელ­შიც ჩხუ­ბი მოხ­და, ისე და­ან­გრი­ეს, რომ ზო­მე­ბიც კი არ ჰქონ­დათ აღე­ბუ­ლი. სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ებს არ გა­უ­ტა­რე­ბი­ათ არა­ნა­ი­რი ღო­ნის­ძი­ე­ბა, რომ შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი ყო­ფი­ლი­ყო და­ცუ­ლი" - გვე­უბ­ნე­ბა უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი.

და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტის ზაზა ალ­თუ­ნიშ­ვი­ლის თქმით, ის რომ შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ში შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი და­ცუ­ლი არ იყო, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­ა­ფერ­ხებს სა­გა­მო­ძი­ე­ბო პრო­ცე­სე­ბის დრო­ულ და ეფექ­ტურ წარ­მარ­თვას.

"შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი არ იყო და­ცუ­ლი. იქ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ირე­ო­და. წე­სით უნდა და­ცუ­ლი­ყო თა­ვი­დან­ვე ეს ად­გი­ლი და მხო­ლოდ სა­გა­მო­ძი­ე­ბო პრო­ცეს­ში ჩარ­თულ პი­რებს ჰქო­ნო­დათ იქ გა­და­ად­გი­ლე­ბის უფ­ლე­ბა. როცა ამ­დე­ნი ხალ­ხი ირე­ვა, უკვე გარ­თუ­ლე­ბუ­ლია ად­გი­ლის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა და იმ ნივთმტკი­ცე­ბე­ბის ამო­ღე­ბა, რაც საქ­მის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ჩვენ არ ვი­ცით, რა ნივ­თე­ბია ამო­ღე­ბუ­ლი და არის თუ არა ისი­ნი კავ­შირ­ში გა­მო­ძი­ე­ბას­თან.

ყო­ველ­დღი­უ­რად ახალ-ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცია ჩნდე­ბა ნივთმტკი­ცე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ამი­ტომ ძნე­ლია გა­დაჭ­რით რა­ი­მეს თქმა. მაგ­რამ ის ფაქ­ტი, რომ შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი და­ცუ­ლი არ იყო და იქ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ირე­ო­და, გა­არ­თუ­ლებს საგ­ნე­ბის შე­საძ­ლე­ბელ გა­ი­გი­ვე­ბას სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვე­ებ­თან" - აცხა­დებს AMBEBI.GE-სთან ექ­სპერ­ტი.

  • ზარი 112-ში - სა­მო­ხე­ლეო და­ნა­შა­უ­ლი?!

შსს-მ, 7 ივ­ლისს გა­ავ­რცე­ლა აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი, სა­დაც ის­მის, რო­გორ ატყო­ბი­ნებს ფო­ტოგ­რა­ფი ია­კობ ბრეგ­ვა­ძე 112-ს და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ და რა­ტომ გა­უჩ­ნდა მას გა­მო­ძა­ხე­ბის გა­უქ­მე­ბის სურ­ვი­ლი.

ბრეგ­ვა­ძე ოპე­რა­ტორს უხ­სნის, რომ მცხე­თა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა, თავს და­ეს­ხათ და­ახ­ლო­ე­ბით 10 პირი, აზუს­ტებს მის ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბას და ითხოვს, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი ად­გილ­ზე დრო­უ­ლად მი­ვიდ­ნენ. ჩა­ნა­წე­რი­დან ირ­კვე­ვა, რომ პატ­რულ­მა ფო­ტოგ­რა­ფის ად­გილ­სამ­ყო­ფელს ვერ მი­აკ­ვლია და შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე დრო­უ­ლად მის­ვლა ვერ მო­ა­ხერ­ხა, რის გა­მოც ფო­ტოგ­რა­ფი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მოთ­ქვამს და გა­მო­ძა­ხე­ბას აუქ­მებს.

ჩა­ნა­წე­რის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში უამ­რა­ვი კი­თხვა გაჩ­ნდა - და­წყე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რის ნამ­დვი­ლო­ბი­დან, დას­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მარ­თალ­მდაც­ველ­თა რე­ა­გი­რე­ბით.

იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ჩა­ნა­წე­რის ავ­თენ­ტუ­რო­ბა დად­გინ­დე­ბა, ნეს­ტან ლონ­და­რი­ძე სა­მარ­თალ­დამ­ცავ­თა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხის და­ყე­ნე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე აკე­თებს აქ­ცენტს. ად­ვო­კა­ტის თქმით, გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ უნდა გას­ცეს პა­სუ­ხი კი­თხვას, ხომ არ იკ­ვე­თე­ბა სა­მო­ხე­ლეო და­ნა­შა­უ­ლი.

"სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ებს თუ ეგო­ნათ, ამ ჩა­ნა­წე­რის გა­სა­ჯა­რო­ე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დაგ­რო­ვილ კი­თხვებს გას­ცემ­დნენ პა­სუხს, შეც­დნენ - პი­რი­ქით მოხ­და. გაჩ­ნდა უამ­რა­ვი კი­თხვა, რომ­ლებ­ზეც პა­სუ­ხი ჯერ არ ჩანს. რაზე მე­ტყვე­ლებს ეს ჩა­ნა­წე­რი? სა­მარ­თალ­დამ­ცველ­თა არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მზე თუ და­ნა­შა­უ­ლის შეგ­ნე­ბულ და­ფარ­ვა­ზე?!

ის ტონი, რა ტო­ნი­თაც ფო­ტოგ­რა­ფი ითხოვს გა­მო­ძა­ხე­ბის შე­წყვე­ტას, აშ­კა­რად მი­უ­თი­თებს უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა­ზე, რაც პო­ლი­ცი­ის დაგ­ვი­ა­ნე­ბით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი. ჩემ­თვის ეს ტონი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და ვვა­რა­უ­დობ, რომ დაგ­ვი­ა­ნე­ბის შუ­ა­ლე­დი იმ­დე­ნად დიდი იყო, გა­მო­ძა­ხე­ბას აზრი და­ე­კარ­გა. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი აკე­თებს შე­ტყო­ბი­ნე­ბას და ამ­ბობს, რომ 10 პი­რია ჩხუბ­ში ჩარ­თუ­ლი, რომ შე­საძ­ლოა იყ­ვნენ და­შა­ვე­ბუ­ლე­ბიც, პო­ლი­ცია რას აკე­თებს? ამ­დე­ნი ხანი ად­გილს ვერ აგ­ნებს?

აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ე­წო­დოს ინ­ფორ­მა­ცია, დრო­ის რა მო­ნაკ­ვე­თი გა­დის პირ­ველ ზარ­სა და მე­ო­რე ზარს შო­რის. დრო­ის რა მო­ნაკ­ვეთ­ში გა­დის ადილ­ზე პო­ლი­ცია.

ფაქ­ტია, რომ სა­ხელ­მწი­ფოს ჰქონ­და ამ ზა­რით საკ­მა­რი­სი ინ­ფორ­მა­ცია, რომ ფეხ­ზე დამ­დგა­რი­ყო სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბე­ბი და ად­გილ­ზე დრო­უ­ლად და­წყე­ბუ­ლი­ყო სა­გა­მო­ძი­ე­ბო ქმე­დე­ბე­ბი. ამ და სხვა გა­რე­მო­ე­ბე­ბის გამო, დღი­თი­დღე გვიმ­ძაფ­რდე­ბა ეჭვი, რომ საქ­მე გა­ყალ­ბე­ბუ­ლია" - აცხა­დებს ნეს­ტან ლონ­და­რი­ძე.

  • საქ­მის კვა­ლი­ფი­კა­ცია

19 წლის ფეხ­ბურ­თე­ლის, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე, გა­მო­ძი­ე­ბა სამი მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს: თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ აღ­კვე­თა, ძა­ლა­დო­ბა და ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა. საქ­მე­ზე 17 პირს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი.

დღემ­დე საქ­მე არ აღ­ძრუ­ლა უშუ­ა­ლოდ ახალ­გაზ­რდა ფეხ­ბურ­თე­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტზე. რამ გა­მო­იწ­ვია 19 წლის ბი­ჭის სიკ­ვდი­ლი, რო­მელ­საც წინ უძღო­და ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბა - არც ერთი კვა­ლი­ფი­კა­ცია, რაც ამ დრო­ის­თვის არის გან­სა­ზღვრუ­ლი, ამ სა­კი­თხის გარ­კვე­ვას არ ისა­ხავს მიზ­ნად.

თბი­ლი­სის ყო­ფი­ლი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი მაია მწა­რი­აშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ გა­მო­ძი­ე­ბა გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მეს უყუ­რებს, რო­გორც უბე­დურ შე­თხვე­ვას, რაც, მისი შე­ფა­სე­ბით, საქ­მის არას­წორ დაკ­ვა­ლი­ფი­ცი­რე­ბა­ში გა­მო­ი­ხა­ტა.

"ბავ­შვის გა­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით კვა­ლი­ფი­კა­ცია არ არ­სე­ბობს. დღეს გა­მო­ძი­ე­ბა თვლის, რომ მას არ აქვს ის ცოდ­ნა და ინ­ფორ­მა­ცია, რაც მის­ცემ­და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის შეც­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბას. გვყავს 17 და­კა­ვე­ბუ­ლი, მაგ­რამ ეს 17 და­კა­ვე­ბუ­ლი, ჩემი აზ­რით, არის სპე­ცე­ფექ­ტე­ბის ნა­წი­ლი. გვი­თხრეს, რომ აი, ჩვენ 17 ადა­მა­ი­ნი და­ვა­კა­ვეთ. უნდა და­წყე­ბუ­ლი­ყო საქ­მე სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის კუ­თხით. საქ­მე თა­ვი­დან­ვე არას­წო­რი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ით და­ი­წყო, სწო­რედ ამი­ტომ, არ მაქვს მო­ლო­დი­ნი, რომ გა­ვარ­კვევთ გარ­დაც­ვა­ლე­ბა რამ გა­მო­იწ­ვია" - ამ­ბობს მწა­რი­აშ­ვი­ლი AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას.

ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუ­ხი, რო­მელ­მაც გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი უნდა და­ად­გი­ნოს, უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი. შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ, ვლა­დი­მერ ბორ­ცვა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ ამის შემ­დეგ, შე­საძ­ლოა კვა­ლი­ფი­კა­ცია შე­იც­ვა­ლოს და ბრალ­დე­ბუ­ლებს ბრა­ლი და­უმ­ძიმ­დეთ.

შსს-ს ცნო­ბით, საქ­მე­ზე უწყვეტ რე­ჟიმ­ში გრძელ­დე­ბა სა­გა­მო­ძი­ე­ბო და ოპე­რა­ტი­უ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბი, კერ­ძოდ: საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლია 450-მდე სა­გა­მო­ძი­ე­ბო და 400-მდე საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბა. მათ შო­რის: გა­მო­კი­თხუ­ლია 93 პირი; ჩა­ტა­რე­ბუ­ლია 121 ჩხრე­კა-ამო­ღე­ბა; 41 პი­რის­გან აღე­ბუ­ლია დნმ-ის და დაქ­ტი­ლოს­კო­პი­უ­რი ნი­მუ­შე­ბი; ათე­უ­ლო­ბით ობი­ექ­ტი­დან გა­მო­თხო­ვი­ლია ვი­დე­ო­სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბის, და­ახ­ლო­ე­ბით, 600 სა­ა­თამ­დე ჩა­ნა­წე­რი; ამას­თან, და­ნიშ­ნუ­ლია 8 სა­ხე­ო­ბის 57 ექ­სპერ­ტი­ზა, მათ შო­რის, სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო, ქი­მი­უ­რი, მიკ­რო­ნა­წი­ლა­კე­ბის, ბი­ო­ლო­გი­უ­რი, ნი­ა­და­გის, დაქ­ტი­ლოს­კო­პი­უ­რი, ტრა­სო­ლო­გი­უ­რი და სა­ინ­ფორ­მა­ციო-ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
joi zaza
0

 ამოიღეთ კამერების ჩანაწერები და ნახეთ რა იყო ცეცხლის გაჩენის მიზეზი. გინდ ღამით გაჩენილიყო ცეცხლი და გინდა დღისით, ორივე შემთხვევაში კამერები დააფიქსირებდნენ თუ დღისითაა გაჩენილი, რა დროს გაჩნდა კვამლი და თუ ღამით, ღამით ცეცხლი რა დროს ეკიდება ამასაც დააფიქსირებდნენ კამერები.

წესრიგა
2

ყველანი ისე მოქმედებენ, რომ მკვლელობის საქმე არ გაიხსნას, სრული კატასტროფა :(

ავტორი:

"ეს დეტალი ძალიან მაგონებს ხორავას საქმეს..." - რა ხარვეზებს ხედავენ სპეციალისტები შაქარაშვილის საქმის გამოძიებაში

"ეს დეტალი ძალიან მაგონებს ხორავას საქმეს..." - რა ხარვეზებს ხედავენ სპეციალისტები შაქარაშვილის საქმის გამოძიებაში

გიორგი შაქარაშვილის საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების საქმე, უკვე იქცა ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ დანაშაულად. გამოძიების დაწყებიდან თითქმის სამი კვირის შემდეგ, საქმეში პასუხებზე მეტი კითხვებია, როგორც საგამოძიებო პროცესების მიუკერძოებლობასთან, ისე სამართალდამცველთა პროფესიონალიზმთან დაკავშირებით.

  • შეცვლილი ჩვენებები

განსაკუთრებულ კითხვის ნიშნებს აჩენს ფაქტი, რომ საქმის მთავარმა მოწმეებმა ჩვენებები არაერთხელ შეცვალეს, თანაც ისე, რომ ყოველი ახალი ჩვენება, წინააღდეგობაში მოდის მათ წინა ჩვენებასთან და კიდევ უფრო საყურადღებოა, რომ შეცვლილი ჩვენებები ბრალდებულების სასარგებლოდ მუშაობს.

ასე მაგალითად, გარდაცვლილის უახლოესი მეგობარი, გურამ ამირხანაშვილი, რომელიც წვეულებაზე გიორგი შაქარაშვილთან ერთად იმყოფებოდა, თავდაპირველ ჩვენებაში აღწერს, რომ თავდამსხმელებმა იგი ძალადობის შედეგად ჩაისვეს ავტომობილში და თბილისში წაიყვანეს. შეცვლილ ჩვენებაში კი უარყოფს ძალადობის ფაქტს და ამბობს, რომ იძულების გარეშე ჩაჯდა თავდამსხმელების მანქანაში.

საქმის კიდევ ერთი მთავარი მოწმე ვახო ახვლედიანი, რომელიც თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე მცხეთის გზატკეცილზე შაქარაშვილთან ერთად იმყოფებოდა, თავდაპირველ ჩვენებაში აღწერდა, თუ როგორ დაესხნენ თავს ავტომობილიდან გადმოსული პირები და შემდეგ როგორ დაედევნენ გინებითა და მუქარით სამალავისკენ გაქცეულებს.

7 ივლისს კი, გავრცელდა ახვლედიანის სრულიად საპირისპირო ჩვენება, რომლის თანახმადაც მოწმემ განაცხადა, რომ "თბილისიდან ჩამოსულებს ჩხუბი არ სურდათ" (შენიშვნა: მოგვიანებით, ახვლედიანის ოჯახმა და ადვოკატმა ჩვენებასთან დაკავშირებით განცხადება გაარცელეს).

ერთმანეთთან შეუსაბამობაშია ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის მიერ მიცემული ჩვენებებიც. მან სულ სამჯერ მისცა ჩვენება გამოძიებას და იდენტური არცერთი არ არის.

იმაზე, რომ ჩვენებებში საეჭვო წინააღმდეგობებია, 7 ივლისს გამართულ ბრიფინგზე, შს მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემაც ისაუბრა. მინისტრის მოადგილის თქმით, თუკი დადასტურდა, რომ რომელიმე მოწმემ მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით არასწორი ჩვენება მისცა, ამის შესახებ იმსჯელებენ.

რატომ იცვლება ჩვენებები და რაზე მიუთითებს ეს ფაქტი? - AMBEBI.GE-სთან საუბარში "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ადვოკატი ნესტან ლონდარიძე, რომელიც ხორავას ქუჩაზე მოკლული დათუნა სარალიძის ოჯახის ადვოკატია, ამბობს, რომ მოწმეთა ჩვენებების არაადეკვატურად ხშირი ცვლილება ან საქმის გაყალბების მცედლობაზე მიუთითებს, ან გამომძიებელთა არაპროფესიონალიზმზე.

"აშკარაა, რომ საქმის არასწორი წარმართვა ხდება. ჩვენ ვხედავთ როგორ დღითიდღე იცვლება ჩვენებები. ჩვენების შეცვლა, ცხადია, შესაძლებელია, მაგრამ დასაზუსტებლად და არა შინაარსის საპირისპიროდ შესაცვლელად. აქ დაზუსტებასთან არ გვაქვს საქმე. რაზე მიუთითებს ეს? თუ არა ამომწურავად დასმული გამომძიებლის კითხვები, რაც თავიდან აგვაცილებდა ხელახალ გამოკითხვებს.

ერთი პირის 4-5-ჯერ დაკითხვა მიუთითებს ორ რამეზე: ეს შეიძლება იყოს გამომძიებლის არაპროფესიონალიზმი და მეორეს მხრივ, საქმე გვქონდეს საგამოძიებო ორგანოების მიერ მოწმეებზე ირიბ მითითებასთან, რომ შეცვალონ ჩვენებები. ვიმეორებ, განმეორებით დაკითხვა ჩვეულებრივი პრაქტიკაა, მაგრამ ყოველი შემდეგი დაკითხვა უნდა ხდებოდეს დასაზუსტებლად და არა ჩვენების შინაარსის არსობრივად შესაცვლელად. წარმოუდგენელია ყოველდღიურად იკითხებოდნენ მოწმეები და ყოველდღე იცვლებოდეს ჩვენებები. ამას საზოგადოება ადევნებს თვალყურს და ნდობის ფაქტორი საგამოძიებო უწყებების მიმართ ქრება" - გვეუბნება ადვოკატი.

  • დაუცველი შემთხვევის ადგილი

ადვოკატი ნესტან ლონდარიძე, რომელიც ხორავას საქმეში ზაზა სარალიძის ინტერესებს იცავდა, ამ ორ საქმეში არაერთ მსგავსებას ხედავს. უფლებადამცველი პარალელს ავლებს შემთხვევის ადგილთან მიმართებაშიც. მისი თქმით, საგამოძიებო სტრუქტურებმა შემთხვევის ადგილის დაცვა ვერცერთ საქმეში ვერ შეძლეს.

"ახლა გამოძიება მიმდინარეობს იმის დასადგენადაც, ხელოვნურად დაწვეს თუ შემთხვევით გადაიწვა ის ადგილი, სადაც ამირხანაშვილი იმალებოდა. ეს დეტალი ძალიან მაგონებს ხორავას საქმეს, იქაც განადგურდა შემთხვევის ადგილი გამოძიების დასრულებამდე. ფარდული, რომელშიც ჩხუბი მოხდა, ისე დაანგრიეს, რომ ზომებიც კი არ ჰქონდათ აღებული. საგამოძიებო ორგანოებს არ გაუტარებიათ არანაირი ღონისძიება, რომ შემთხვევის ადგილი ყოფილიყო დაცული" - გვეუბნება უფლებადამცველი.

დამოუკიდებელი ექსპერტის ზაზა ალთუნიშვილის თქმით, ის რომ შაქარაშვილის საქმეში შემთხვევის ადგილი დაცული არ იყო, მნიშვნელოვნად შეაფერხებს საგამოძიებო პროცესების დროულ და ეფექტურ წარმართვას.

"შემთხვევის ადგილი არ იყო დაცული. იქ უამრავი ადამიანი ირეოდა. წესით უნდა დაცულიყო თავიდანვე ეს ადგილი და მხოლოდ საგამოძიებო პროცესში ჩართულ პირებს ჰქონოდათ იქ გადაადგილების უფლება. როცა ამდენი ხალხი ირევა, უკვე გართულებულია ადგილის დათვალიერება და იმ ნივთმტკიცებების ამოღება, რაც საქმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ არ ვიცით, რა ნივთებია ამოღებული და არის თუ არა ისინი კავშირში გამოძიებასთან.

ყოველდღიურად ახალ-ახალი ინფორმაცია ჩნდება ნივთმტკიცებებთან დაკავშირებით. ამიტომ ძნელია გადაჭრით რაიმეს თქმა. მაგრამ ის ფაქტი, რომ შემთხვევის ადგილი დაცული არ იყო და იქ უამრავი ადამიანი ირეოდა, გაართულებს საგნების შესაძლებელ გაიგივებას სავარაუდო დამნაშავეებთან" - აცხადებს AMBEBI.GE-სთან ექსპერტი.

  • ზარი 112-ში - სამოხელეო დანაშაული?!

შსს-მ, 7 ივლისს გაავრცელა აუდიოჩანაწერი, სადაც ისმის, როგორ ატყობინებს ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე 112-ს დანაშაულის შესახებ და რატომ გაუჩნდა მას გამოძახების გაუქმების სურვილი.

ბრეგვაძე ოპერატორს უხსნის, რომ მცხეთაში მიმდინარეობს ფიზიკური დაპირისპირება, თავს დაესხათ დაახლოებით 10 პირი, აზუსტებს მის ადგილმდებარეობას და ითხოვს, სამართალდამცველები ადგილზე დროულად მივიდნენ. ჩანაწერიდან ირკვევა, რომ პატრულმა ფოტოგრაფის ადგილსამყოფელს ვერ მიაკვლია და შემთხვევის ადგილზე დროულად მისვლა ვერ მოახერხა, რის გამოც ფოტოგრაფი უკმაყოფილებას გამოთქვამს და გამოძახებას აუქმებს.

ჩანაწერის გავრცელების შემდეგ საზოგადოებაში უამრავი კითხვა გაჩნდა - დაწყებული ჩანაწერის ნამდვილობიდან, დასრულებული სამართალმდაცველთა რეაგირებით.

იმ შემთხვევაში თუ ჩანაწერის ავთენტურობა დადგინდება, ნესტან ლონდარიძე სამართალდამცავთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების საჭიროებაზე აკეთებს აქცენტს. ადვოკატის თქმით, გენერალურმა პროკურატურამ უნდა გასცეს პასუხი კითხვას, ხომ არ იკვეთება სამოხელეო დანაშაული.

"საგამოძიებო ორგანოებს თუ ეგონათ, ამ ჩანაწერის გასაჯაროებით საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებს გასცემდნენ პასუხს, შეცდნენ - პირიქით მოხდა. გაჩნდა უამრავი კითხვა, რომლებზეც პასუხი ჯერ არ ჩანს. რაზე მეტყველებს ეს ჩანაწერი? სამართალდამცველთა არაპროფესიონალიზმზე თუ დანაშაულის შეგნებულ დაფარვაზე?!

ის ტონი, რა ტონითაც ფოტოგრაფი ითხოვს გამოძახების შეწყვეტას, აშკარად მიუთითებს უკმაყოფილებაზე, რაც პოლიციის დაგვიანებით არის გამოწვეული. ჩემთვის ეს ტონი ძალიან მნიშვნელოვანია და ვვარაუდობ, რომ დაგვიანების შუალედი იმდენად დიდი იყო, გამოძახებას აზრი დაეკარგა. როდესაც ადამიანი აკეთებს შეტყობინებას და ამბობს, რომ 10 პირია ჩხუბში ჩართული, რომ შესაძლოა იყვნენ დაშავებულებიც, პოლიცია რას აკეთებს? ამდენი ხანი ადგილს ვერ აგნებს?

აუცილებელია საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია, დროის რა მონაკვეთი გადის პირველ ზარსა და მეორე ზარს შორის. დროის რა მონაკვეთში გადის ადილზე პოლიცია.

ფაქტია, რომ სახელმწიფოს ჰქონდა ამ ზარით საკმარისი ინფორმაცია, რომ ფეხზე დამდგარიყო საგამოძიებო უწყებები და ადგილზე დროულად დაწყებულიყო საგამოძიებო ქმედებები. ამ და სხვა გარემოებების გამო, დღითიდღე გვიმძაფრდება ეჭვი, რომ საქმე გაყალბებულია" - აცხადებს ნესტან ლონდარიძე.

  • საქმის კვალიფიკაცია

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა, ძალადობა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზება. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

დღემდე საქმე არ აღძრულა უშუალოდ ახალგაზრდა ფეხბურთელის გარდაცვალების ფაქტზე. რამ გამოიწვია 19 წლის ბიჭის სიკვდილი, რომელსაც წინ უძღოდა ჯგუფური ძალადობა - არც ერთი კვალიფიკაცია, რაც ამ დროისთვის არის განსაზღვრული, ამ საკითხის გარკვევას არ ისახავს მიზნად.

თბილისის ყოფილი მთავარი პროკურორი მაია მწარიაშვილი მიიჩნევს, რომ გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეს უყურებს, როგორც უბედურ შეთხვევას, რაც, მისი შეფასებით, საქმის არასწორ დაკვალიფიცირებაში გამოიხატა.

"ბავშვის გადაცვალებასთან დაკავშირებით კვალიფიკაცია არ არსებობს. დღეს გამოძიება თვლის, რომ მას არ აქვს ის ცოდნა და ინფორმაცია, რაც მისცემდა კვალიფიკაციის შეცვლის საშუალებას. გვყავს 17 დაკავებული, მაგრამ ეს 17 დაკავებული, ჩემი აზრით, არის სპეცეფექტების ნაწილი. გვითხრეს, რომ აი, ჩვენ 17 ადამაინი დავაკავეთ. უნდა დაწყებულიყო საქმე სიცოცხლის მოსპობის კუთხით. საქმე თავიდანვე არასწორი კვალიფიკაციით დაიწყო, სწორედ ამიტომ, არ მაქვს მოლოდინი, რომ გავარკვევთ გარდაცვალება რამ გამოიწვია" - ამბობს მწარიაშვილი AMBEBI.GE-სთან საუბრისას.

ექსპერტიზის პასუხი, რომელმაც გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი უნდა დაადგინოს, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. შს მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა, რომ ამის შემდეგ, შესაძლოა კვალიფიკაცია შეიცვალოს და ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდეთ.

შსს-ს ცნობით, საქმეზე უწყვეტ რეჟიმში გრძელდება საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებები, კერძოდ: საქმეზე ჩატარებულია 450-მდე საგამოძიებო და 400-მდე საპროცესო მოქმედება. მათ შორის: გამოკითხულია 93 პირი; ჩატარებულია 121 ჩხრეკა-ამოღება; 41 პირისგან აღებულია დნმ-ის და დაქტილოსკოპიური ნიმუშები; ათეულობით ობიექტიდან გამოთხოვილია ვიდეოსათვალთვალო კამერების, დაახლოებით, 600 საათამდე ჩანაწერი; ამასთან, დანიშნულია 8 სახეობის 57 ექსპერტიზა, მათ შორის, სასამართლო-სამედიცინო, ქიმიური, მიკრონაწილაკების, ბიოლოგიური, ნიადაგის, დაქტილოსკოპიური, ტრასოლოგიური და საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზები.

დაპირისპირება დიღომში - დაჭრილია მამაკაცი

"იმ ადგილზე საბურთალოს ჯგუფიდან 3 მანქანა მოვიდა...  არის ინფორმაცია, რომ ეს პირები ეძებდნენ გიორგი შაქარაშვილს" - ადვოკატი

გვარამია პოლიციაში შაქარაშვილის საქმეზე სკანდალური განცხადებების გამო დაიბარეს?