Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
9 რამ, რაც ყველას გამოგვივლია გამოცდების წინ
9 რამ, რაც ყველას გამოგვივლია გამოცდების წინ

ტექ­ნი­კის ბრენდმა „ზუ­მერ­მა“ წი­ნა­სა­გა­მოც­დოდ აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა გა­და­წყვი­ტა და ვი­დე­ორ­გოლ­ში ის მო­მენ­ტე­ბი შეკ­რი­ბა, რო­მე­ლიც ყვე­ლას გა­მოგ­ვივ­ლია გა­მოც­დე­ბის წინ და რაც ყვე­ლას ნერ­ვებს გვიშ­ლი­და, როცა აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი ვი­ყა­ვით.

გახ­სოვთ, რო­დის ინერ­ვი­უ­ლეთ ბო­ლოს მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დის წინ?გახ­სოვთ, რას გრძნობ­დით გა­მოც­დე­ბამ­დე 6 თვით, 3 თვით, 1 თვით, 1 დღით ან 1 სა­ა­თით ადრე? რა ხდე­ბო­და თქვენს თავს? თუკი მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბი დიდი ხნის წინ ჩა­ა­ბა­რე, მო­დით, გა­გახ­სე­ნებთ, მა­შინ რა იყო თქვე­ნი მთა­ვა­რი სა­ფიქ­რა­ლი და სა­ნერ­ვი­უ­ლო. მაშ, ასე:

1. მოს­ვე­ნე­ბას არ გაძ­ლევ­დნენ ნა­თე­სა­ვე­ბი

„სად აბა­რებ?“„მა­თე­მა­ტი­კის ჩა­ბა­რე­ბა გი­წევს?“„უნა­რებ­ში ვის­თან ემ­ზა­დე­ბი?“„ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის“ ყვე­ლა სა­ზე­პი­რო უკვე იცი?“ „პირ­ვე­ლი რა გი­წე­რია?“ - მსგავ­სი კი­თხვე­ბი ყვე­ლა მხრი­დან პირ­და­პირ მოფ­რი­ნავ­დნენ და ისე­დაც ანერ­ვი­უ­ლე­ბულს მოს­ვე­ნე­ბას არ გვაძ­ლევ­დნენ. ასეთ კი­თხვებს და კო­მენ­ტა­რებს ვერ­სად ვე­მა­ლე­ბო­დით და ეს ძა­ლი­ან დამ­თრგუნ­ვე­ლი იყო.

2. თუმ­ცა იყო მო­მენ­ტე­ბი, როცა სა­კუ­თარ ძა­ლებ­ში ვრწმუნ­დე­ბო­დით

ესე­თი მო­მენ­ტი გა­მოც­დე­ბამ­დე და­ახ­ლო­ე­ბით 4-6 თვით ადრე დგე­ბო­და. დღე­ე­ბის მი­ხედ­ვით გა­წე­რი­ლი სა­მე­ცა­დი­ნო პროგ­რა­მა წინ გვე­დო, წიგ­ნე­ბით და კონ­სპექ­ტე­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლებს კი გულ­წრფე­ლად გვჯე­რო­და სა­კუ­თა­რი თა­ვის, იმი­ტომ რომ არ არ­სე­ბობ­და სა­კი­თხი, რა­ზეც თუნ­დაც ბუნ­დო­ვა­ნი წარ­მოდ­გე­ნა არ გვქონ­და.

3.უკვე ჩუმ­ჩუ­მად ვოც­ნე­ბობ­დით გა­ნუ­მე­ო­რე­ბელ სტუ­დენ­ტო­ბა­ზე

ჩვენს წარ­მოდ­გე­ნა­ში სტუ­დენ­ტო­ბა თით­ქმის ყო­ველ­თვის ჰგავ­და ჰო­ლი­ვუ­დურ ფილ­მებ­ში ნა­ნახ სტუ­დენ­ტო­ბას - გამ­წვა­ნე­ბულ მინ­დვ­რებს უნი­ვერ­სი­ტე­ტის წინ; მყუდ­რო ბიბ­ლი­ო­თე­კებს და მხი­ა­რულ კამ­პუ­სებს, მი­სა­ღებ გა­მოც­დებ­ზე ნერ­ვი­უ­ლო­ბაც - წარ­სულს ჩა­ბა­რე­ბუ­ლი.

4. თუმ­ცა ამის ნაც­ვლად, მუ­დამ გა­მო­უ­ძი­ნებ­ლე­ბი ვი­ყა­ვით

ახა­ლი წლის შემ­დეგ გა­მოც­დე­ბი უკვე კა­ტას­ტრო­ფუ­ლად მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლი გვეჩ­ვე­ნე­ბო­და და ვხვდე­ბო­დით, რომ მე­ცა­დი­ნე­ო­ბის ტემპს თუ არ მო­ვუ­მა­ტებ­დით, ისე არა­ფე­რი გა­მო­ვი­დო­და. დი­ლის 6 სა­ა­თი­დან სა­ღა­მოს 12 სა­ა­თამ­დე მე­ცა­დი­ნე­ო­ბა უკვე ცხოვ­რე­ბის ჩვე­უ­ლი რიტ­მი იყო; ძილ­ზეც ვერ ვი­ტყო­დით, რომ კარ­გად გვე­ძი­ნა.

5. სკო­ლა-რე­პე­ტი­ტო­რე­ბი - სახ­ლი

ესაა წელი, როცა ცხოვ­რე­ბა ზა­ზუ­ნას დღე­ებს ჰგავს; როცა არა­ფე­რი ხდე­ბა და­უ­გეგ­მა­ვად. დი­ლით სკო­ლა, შუ­ა­დღი­სას - მას­წავ­ლებ­ლე­ბი; სა­ღა­მოს კი - მე­ცა­დი­ნე­ო­ბა. მე­გობ­რებ­თან შეხ­ვედ­რაც კი ერთი და იმა­ვე თე­მით იწყე­ბა და მთავ­რდე­ბა: იმის გარ­კვე­ვა, თუ ვინ რო­გორ მე­ცა­დი­ნე­ობს.

6. ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე, მუ­დამ უკ­მა­ყო­ფი­ლო მშობ­ლე­ბი

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, თუ რამ­დენს მე­ცა­დი­ნე­ობ, დე­დას­თვის არა­სო­დე­საა საკ­მა­რი­სი შენი მე­ცა­დი­ნე­ო­ბის ხა­რის­ხი. შენ­ზე უკეთ ყო­ველ­თვის იმე­ცა­დი­ნებს ვი­ღაც შენი მე­ზობ­ლის ან შო­რე­უ­ლი ნა­თე­სა­ვის შვი­ლი.

7. კონ­სპექ­ტე­ბი VS ფე­რა­დი სტი­კე­რე­ბი

გავ­სე­ბუ­ლი და­კონ­სპექ­ტე­ბუ­ლი რვე­უ­ლე­ბის სი­დი­დე გან­ვლილ მა­სა­ლა­ზე მი­უ­თი­თებს, ფე­რად სტი­კე­რებ­ზე ჩა­მო­წე­რი­ლი მი­ნიშ­ნე­ბე­ბი კი გა­სა­კე­თე­ბელ საქ­მე­ებს. და მა­ინც, რაც არ უნდა იზ­რდე­ბო­დეს კონ­სპექ­ტე­ბი, თით­ქოს, არა­სო­დეს სრულ­დე­ბა გა­სა­კე­თე­ბე­ლი საქ­მე­ე­ბის სია...

8. პა­ნი­კა გა­მოც­დამ­დე 1 კვი­რით ადრე

გა­მოც­დე­ბის და­წყე­ბამ­დე და­ახ­ლო­ე­ბით ადრე პა­ნი­კა გე­წყე­ბა - თით­ქოს აღა­რა­ფე­რი გახ­სოვს. არც კი იცი ამის შე­სა­ხებ ვის გა­მო­უ­ტყდე: „ხომ გე­უბ­ნე­ბო­დი“ - გე­ტყვის მას­წავ­ლე­ბე­ლი; დედა - საყ­ვე­დუ­რე­ბით აგავ­სებს, ბებო - უფრო მეტი ნახ­შირ­წყლე­ბით გა­მოგ­ტე­ნის. არა, ნახ­შირ­წყლე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო არა­ფე­რი გაქვს, მაგ­რამ ახლა ეს ვერ გიშ­ვე­ლის.

9. და­ბო­ლოს, გა­მოც­დამ­დე 30 წუ­თით ადრე

გა­მოც­დამ­დე ბოლო ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი ყვე­ლა­ზე რთუ­ლი იქ­ნე­ბა შენს ცხოვ­რე­ბა­ში. მით უმე­ტეს, რომ წლე­ვან­დე­ლი წელს აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­მა გა­მოც­დე­ბი პირ­ბა­დით უნდა წე­რონ. მათი წა­ხა­ლი­სე­ბა კი, „ზუ­მე­რის“ გარ­და, იმა­თი ვა­ლი­ცაა, ვინც ეს გან­ცდე­ბი უკვე გა­მო­ი­ა­რა, ან ჩვენ­მა სტა­ტი­ამ ის პე­რი­ო­დი გა­ახ­სე­ნა.

NS

ავტორი:

9 რამ, რაც ყველას გამოგვივლია გამოცდების წინ

9 რამ, რაც ყველას გამოგვივლია გამოცდების წინ

ტექნიკის ბრენდმა „ზუმერმა“ წინასაგამოცდოდ აბიტურიენტების წახალისება გადაწყვიტა და ვიდეორგოლში ის მომენტები შეკრიბა, რომელიც ყველას გამოგვივლია გამოცდების წინ და რაც ყველას ნერვებს გვიშლიდა, როცა აბიტურიენტები ვიყავით.

გახსოვთ, როდის ინერვიულეთ ბოლოს მისაღები გამოცდის წინ?გახსოვთ, რას გრძნობდით გამოცდებამდე 6 თვით, 3 თვით, 1 თვით, 1 დღით ან 1 საათით ადრე? რა ხდებოდა თქვენს თავს? თუკი მისაღები გამოცდები დიდი ხნის წინ ჩააბარე, მოდით, გაგახსენებთ, მაშინ რა იყო თქვენი მთავარი საფიქრალი და სანერვიულო. მაშ, ასე:

1. მოსვენებას არ გაძლევდნენ ნათესავები

„სად აბარებ?“„მათემატიკის ჩაბარება გიწევს?“„უნარებში ვისთან ემზადები?“„ვეფხისტყაოსნის“ ყველა საზეპირო უკვე იცი?“ „პირველი რა გიწერია?“ - მსგავსი კითხვები ყველა მხრიდან პირდაპირ მოფრინავდნენ და ისედაც ანერვიულებულს მოსვენებას არ გვაძლევდნენ. ასეთ კითხვებს და კომენტარებს ვერსად ვემალებოდით და ეს ძალიან დამთრგუნველი იყო.

2. თუმცა იყო მომენტები, როცა საკუთარ ძალებში ვრწმუნდებოდით

ესეთი მომენტი გამოცდებამდე დაახლოებით 4-6 თვით ადრე დგებოდა. დღეების მიხედვით გაწერილი სამეცადინო პროგრამა წინ გვედო, წიგნებით და კონსპექტებით შეიარაღებულებს კი გულწრფელად გვჯეროდა საკუთარი თავის, იმიტომ რომ არ არსებობდა საკითხი, რაზეც თუნდაც ბუნდოვანი წარმოდგენა არ გვქონდა.

3.უკვე ჩუმჩუმად ვოცნებობდით განუმეორებელ სტუდენტობაზე

ჩვენს წარმოდგენაში სტუდენტობა თითქმის ყოველთვის ჰგავდა ჰოლივუდურ ფილმებში ნანახ სტუდენტობას - გამწვანებულ მინდვრებს უნივერსიტეტის წინ; მყუდრო ბიბლიოთეკებს და მხიარულ კამპუსებს, მისაღებ გამოცდებზე ნერვიულობაც - წარსულს ჩაბარებული.

4. თუმცა ამის ნაცვლად, მუდამ გამოუძინებლები ვიყავით

ახალი წლის შემდეგ გამოცდები უკვე კატასტროფულად მოახლოებული გვეჩვენებოდა და ვხვდებოდით, რომ მეცადინეობის ტემპს თუ არ მოვუმატებდით, ისე არაფერი გამოვიდოდა. დილის 6 საათიდან საღამოს 12 საათამდე მეცადინეობა უკვე ცხოვრების ჩვეული რიტმი იყო; ძილზეც ვერ ვიტყოდით, რომ კარგად გვეძინა.

5. სკოლა-რეპეტიტორები - სახლი

ესაა წელი, როცა ცხოვრება ზაზუნას დღეებს ჰგავს; როცა არაფერი ხდება დაუგეგმავად. დილით სკოლა, შუადღისას - მასწავლებლები; საღამოს კი - მეცადინეობა. მეგობრებთან შეხვედრაც კი ერთი და იმავე თემით იწყება და მთავრდება: იმის გარკვევა, თუ ვინ როგორ მეცადინეობს.

6. ამ ყველაფრის ფონზე, მუდამ უკმაყოფილო მშობლები

მიუხედავად იმისა, თუ რამდენს მეცადინეობ, დედასთვის არასოდესაა საკმარისი შენი მეცადინეობის ხარისხი. შენზე უკეთ ყოველთვის იმეცადინებს ვიღაც შენი მეზობლის ან შორეული ნათესავის შვილი.

7. კონსპექტები VS ფერადი სტიკერები

გავსებული დაკონსპექტებული რვეულების სიდიდე განვლილ მასალაზე მიუთითებს, ფერად სტიკერებზე ჩამოწერილი მინიშნებები კი გასაკეთებელ საქმეებს. და მაინც, რაც არ უნდა იზრდებოდეს კონსპექტები, თითქოს, არასოდეს სრულდება გასაკეთებელი საქმეების სია...

8. პანიკა გამოცდამდე 1 კვირით ადრე

გამოცდების დაწყებამდე დაახლოებით ადრე პანიკა გეწყება - თითქოს აღარაფერი გახსოვს. არც კი იცი ამის შესახებ ვის გამოუტყდე: „ხომ გეუბნებოდი“ - გეტყვის მასწავლებელი; დედა - საყვედურებით აგავსებს, ბებო - უფრო მეტი ნახშირწყლებით გამოგტენის. არა, ნახშირწყლების საწინააღმდეგო არაფერი გაქვს, მაგრამ ახლა ეს ვერ გიშველის.

9. დაბოლოს, გამოცდამდე 30 წუთით ადრე

გამოცდამდე ბოლო ნახევარი საათი ყველაზე რთული იქნება შენს ცხოვრებაში. მით უმეტეს, რომ წლევანდელი წელს აბიტურიენტებმა გამოცდები პირბადით უნდა წერონ. მათი წახალისება კი, „ზუმერის“ გარდა, იმათი ვალიცაა, ვინც ეს განცდები უკვე გამოიარა, ან ჩვენმა სტატიამ ის პერიოდი გაახსენა.

NS

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაღალი ტემპერატურის გამო 2 აბიტურიენტი არ დაუშვეს

ქუთაისში დაკარგულ ახალგაზრდა მამაკაცს მდინარე რიონში ეძებენ

კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა და 2 გამოჯანმრთელებული - უახლესი მონაცემები stopcov.ge-დან