პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არავის უხსენებია, რომ სპორტის მასწავლებელი სოფის დასახმარებლად წყალში გადახტა" - ტრაგიკულად გარდაცვლილი მოსწავლის კლასელები განცხადებას ავრცელებენ
"არავის უხსენებია, რომ სპორტის მასწავლებელი სოფის დასახმარებლად წყალში გადახტა" - ტრაგიკულად გარდაცვლილი მოსწავლის კლასელები განცხადებას ავრცელებენ

ლა­გო­დე­ხის ნაკ­რძალ­ში ტრა­გი­კუ­ლად და­ღუ­პუ­ლი სოფი ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლის კლა­სე­ლე­ბი "ფე­ის­ბუქ­ზე" გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლე­ბენ და მომ­ხდა­რის გამო პე­და­გო­გე­ბის გულ­გრი­ლო­ბა­ში და­და­ნა­შა­უ­ლე­ბას ეხ­მი­ა­ნე­ბი­ან.

სკო­ლა "ალ­ბი­ო­ნის" XI კლა­სე­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"მო­გე­სალ­მე­ბით სკო­ლა "ალ­ბი­ო­ნის" XI (I) კლა­სის სა­ხე­ლით.ბოლო დღე­ებ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ­მა მოვ­ლე­ნებ­მა დაგ­ვა­ნა­ხა, რომ ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია ჩვე­ნი პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბა სოფი ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა­სა და ჩვე­ნი სკო­ლის ორი მას­წავ­ლებ­ლის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. პირ­ველ რიგ­ში, გე­ტყვით, რომ მთელ­მა კლას­მა გან­ვი­ცა­დეთ ის უბე­დუ­რე­ბა, რო­მე­ლიც შარ­შან, 26 მა­ისს დატ­რი­ალ­და. ყვე­ლა ასე თუ ისე ვიც­ნობ­დით სო­ფის, მუ­დამ ვხე­დავ­დით მო­ცი­ნარს და მომ­ღი­მარს და ჩვენ­თვის ძნე­ლად და­სა­ჯე­რე­ბე­ლი იყო ის, რაც მოხ­და…

კი­დევ ერთხელ ვუ­სამ­ძიმ­რებთ სო­ფის ოჯახს და ახ­ლობ­ლებს. გვეს­მის თქვე­ნი, რომ ცდი­ლობთ, სა­მარ­თლის მიღ­წე­ვას და გინ­დათ, რომ დამ­ნა­შა­ვე და­ი­სა­ჯოს. თუმ­ცა ჩვენ, რო­გორც ალ­ბი­ო­ნე­ლე­ბი, რო­გორც სო­ფის ნაც­ნო­ბე­ბი, რო­გორც რი­გი­თი მოს­წავ­ლე­ე­ბი და სო­ფის თა­ნა­ტო­ლე­ბი, ვფიქ­რობთ, რომ პე­და­გო­გე­ბის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა სუ­ლაც არაა სა­მარ­თლი­ა­ნი.

ბრალ­დე­ბის ფორ­მუ­ლი­რე­ბა: "გულ­გრი­ლო­ბა" სა­ერ­თოდ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ჩვენ­თვის ამ ორ ადა­მი­ან­ზე, ჩვენ­თვის საყ­ვა­რელ პე­და­გო­გებ­ზე. არც ერთ ადა­მი­ანს არ უხ­სე­ნე­ბია ის, რომ სპორ­ტის მას­წავ­ლე­ბე­ლი სო­ფის და­სახ­მა­რებ­ლად წყალ­ში გა­დახ­ტა, თუმ­ცა იმის შემ­დეგ, რაც მისი სი­ცო­ცხლეც საფრ­თხის ქვეშ ჩა­ვარ­და, თო­კით ამო­იყ­ვა­ნეს.

კარ­გად გვახ­სოვს, რო­გორ კოჭ­ლობ­და რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში. რაც შე­ე­ხე­ბა ნელი მას­წავ­ლე­ბელს, ის ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო. იმ დღის ყვე­ლა დე­ტა­ლი სო­ფის კლა­სე­ლებ­მა და­წე­რეს და გა­მო­აქ­ვეყ­ნეს, რათა სა­ზო­გა­დო­ე­ბას სი­მარ­თლე გა­ე­გო. რაც შე­ე­ხე­ბა ჩვენს (შე­საძ­ლოა, სუ­ბი­ექ­ტურ) მო­საზ­რე­ბას, ვფიქ­რობთ, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა შეც­დო­მა­ში შე­ვი­და. ვფიქ­რობთ, არც ერთი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც შე­ხე­ბა ჰქონ­და ამ ორ მას­წავ­ლე­ბელ­თან, ვერ იტყვის იმას, რომ ბრალ­დე­ბა სა­მარ­თლი­ა­ნია და ისი­ნი მარ­თლაც გულ­გრი­ლად შეხ­ვდნენ სო­ფის ამ­ბავს.

ჩვენ ბო­ლომ­დე გვჯე­რა იმის, რომ გა­მო­ძი­ე­ბა არაა სა­მარ­თლი­ა­ნი და დამ­ნა­შა­ვე ადა­მი­ა­ნე­ბი სი­ნამ­დვი­ლე­ში სხვა­გან უნდა ვე­ძი­ოთ. ჩვენ ვიც­ნობთ ორი­ვე მას­წავ­ლე­ბელს და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, რომ ისი­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან ასეთ შე­უ­რა­ცხმყო­ფელ სი­ტყვებს არ იმ­სა­ხუ­რე­ბენ! პა­ტი­ვის­ცე­მით, სკო­ლა "ალ­ბი­ო­ნის" მე-11 კლა­სი", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2019 წლის 26 მა­ისს, სკო­ლის დი­რექ­ტო­რის მიერ გა­მო­ცე­მუ­ლი ბრძა­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სკო­ლა „ალ­ბი­ო­ნის” XI კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი, აღ­მზრდე­ლის ნ.ს-ს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით და სხვა პე­და­გო­გე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბით, სკო­ლის კუთ­ვნი­ლი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სით გა­ე­მარ­თნენ ლა­გო­დე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ გურ­გე­ნი­ან­ში მდე­ბა­რე ნაკ­რძალ­ში, "ნი­ნოს­ხე­ვის ჩანჩქე­რის" მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად. სკო­ლის დი­რექ­ტო­რის ბრძა­ნე­ბის მი­ხედ­ვით, ექ­სკურ­სი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბა და მას­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­ე­ვა­ლა ნ.ს-ს.

და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გილ­ზე ჩას­ვლი­სას, პე­და­გო­გე­ბის­თვის, მათ შო­რის ნ.ს-სთვის და ვ.ქ.-სთვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პი­რო­ბე­ბის გამო მდი­ნა­რე იყო ადი­დე­ბუ­ლი, სწრა­ფი დი­ნე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და და ჩანჩქერ­ზე არ­სე­ბობ­და სა­ხი­ფა­თო მდგო­მა­რე­ო­ბა. პე­და­გო­გე­ბის­თვის ასე­ვე ცნო­ბი­ლი იყო, რომ მოს­წავ­ლე სო­ფიო ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლი აპი­რებ­და სა­ბა­ნა­ოდ ჩანჩქერ­ში შეს­ვლას. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ნ.ს. მხო­ლოდ სი­ტყვი­ე­რი გაფრ­თხი­ლე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლა, გა­მო­ი­ჩი­ნა გულ­გრი­ლო­ბა და მოს­წავ­ლე­ებს ნება დარ­თო სვლა გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნათ "ნი­ნოს­ხე­ვის“ ჩანჩქე­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით, თა­ვად კი ჩანჩქერ­ზე არ ავი­და, ხოლო პე­და­გოგ­მა ვ.ქ.-მ ნაკ­რძა­ლის რე­ინ­ჯე­რის უშუ­ა­ლო გაფრ­თხი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, რომ საფრ­თხე არ­სე­ბობ­და, იმ სა­ფუძ­ვლით, რომ კარ­გად იც­ნობ­და მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ას და არა­ერ­თხელ იყო ნამ­ყო­ფი, თა­ვად აიღო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გა­ძღო­ლო­და მოს­წავ­ლე­თა ჯგუფს და აეყ­ვა­ნა ჩანჩქერ­ზე.

ჩანჩქერ­ზე ას­ვლის შემ­დეგ, პე­და­გო­გე­ბის მიერ გა­მო­ჩე­ნი­ლი გულ­გრი­ლო­ბის და წინ­და­ხე­დუ­ლო­ბის ნორ­მე­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფის შე­დე­გად უმეთ­ვალ­ყუ­რე­ოდ დარ­ჩე­ნი­ლი სო­ფიო ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლი ჩანჩქე­რის სწრაფ დი­ნე­ბა­ში შე­ვი­და და ვე­ღარ მო­ა­ხერ­ხა ნა­პირ­ზე დაბ­რუ­ნე­ბა, რა­მაც მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია.

გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ მო­ზარ­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბუ­ლი ორი პე­და­გო­გის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე იმ­სჯე­ლა. სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე ბრალ­დე­ბის მხა­რე 5000 ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს შე­ფარ­დე­ბას ითხოვ­და, თუმ­ცა მო­სა­მარ­თლე იო­სებ აბ­რა­მი­ძემ პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა და პე­და­გო­გე­ბი აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­რე­შე და­ტო­ვა.

მკითხველის კომენტარები / 39 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზ. ვ.
20
ყოჩაღ ბავშვებო, რომ მიუხედავად დიდი ტკივილისა, სიმართლე თქვით!
ჰა?
3

ვერ გავიგე, რა განაჩენი გამოიტანა სასამართლომ. წინა სტატიაზე სულ სხვანაირად წერდნენ. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"არავის უხსენებია, რომ სპორტის მასწავლებელი სოფის დასახმარებლად წყალში გადახტა" - ტრაგიკულად გარდაცვლილი მოსწავლის კლასელები განცხადებას ავრცელებენ

"არავის უხსენებია, რომ სპორტის მასწავლებელი სოფის დასახმარებლად წყალში გადახტა" - ტრაგიკულად გარდაცვლილი მოსწავლის კლასელები განცხადებას ავრცელებენ

ლაგოდეხის ნაკრძალში ტრაგიკულად დაღუპული სოფი ნიკოლეიშვილის კლასელები "ფეისბუქზე" განცხადებას ავრცელებენ და მომხდარის გამო პედაგოგების გულგრილობაში დადანაშაულებას ეხმიანებიან.

სკოლა "ალბიონის" XI კლასელების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"მოგესალმებით სკოლა "ალბიონის" XI (I) კლასის სახელით.ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახა, რომ ამ სიტუაციაში აუცილებელია ჩვენი პოზიციის დაფიქსირება სოფი ნიკოლეიშვილის გარდაცვალებასა და ჩვენი სკოლის ორი მასწავლებლის დადანაშაულებასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, გეტყვით, რომ მთელმა კლასმა განვიცადეთ ის უბედურება, რომელიც შარშან, 26 მაისს დატრიალდა. ყველა ასე თუ ისე ვიცნობდით სოფის, მუდამ ვხედავდით მოცინარს და მომღიმარს და ჩვენთვის ძნელად დასაჯერებელი იყო ის, რაც მოხდა…

კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ სოფის ოჯახს და ახლობლებს. გვესმის თქვენი, რომ ცდილობთ, სამართლის მიღწევას და გინდათ, რომ დამნაშავე დაისაჯოს. თუმცა ჩვენ, როგორც ალბიონელები, როგორც სოფის ნაცნობები, როგორც რიგითი მოსწავლეები და სოფის თანატოლები, ვფიქრობთ, რომ პედაგოგების დადანაშაულება სულაც არაა სამართლიანი.

ბრალდების ფორმულირება: "გულგრილობა" საერთოდ წარმოუდგენელია ჩვენთვის ამ ორ ადამიანზე, ჩვენთვის საყვარელ პედაგოგებზე. არც ერთ ადამიანს არ უხსენებია ის, რომ სპორტის მასწავლებელი სოფის დასახმარებლად წყალში გადახტა, თუმცა იმის შემდეგ, რაც მისი სიცოცხლეც საფრთხის ქვეშ ჩავარდა, თოკით ამოიყვანეს.

კარგად გვახსოვს, როგორ კოჭლობდა რამდენიმე თვის განმავლობაში. რაც შეეხება ნელი მასწავლებელს, ის ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. იმ დღის ყველა დეტალი სოფის კლასელებმა დაწერეს და გამოაქვეყნეს, რათა საზოგადოებას სიმართლე გაეგო. რაც შეეხება ჩვენს (შესაძლოა, სუბიექტურ) მოსაზრებას, ვფიქრობთ, რომ პროკურატურა შეცდომაში შევიდა. ვფიქრობთ, არც ერთი ადამიანი, რომელსაც შეხება ჰქონდა ამ ორ მასწავლებელთან, ვერ იტყვის იმას, რომ ბრალდება სამართლიანია და ისინი მართლაც გულგრილად შეხვდნენ სოფის ამბავს.

ჩვენ ბოლომდე გვჯერა იმის, რომ გამოძიება არაა სამართლიანი და დამნაშავე ადამიანები სინამდვილეში სხვაგან უნდა ვეძიოთ. ჩვენ ვიცნობთ ორივე მასწავლებელს და დარწმუნებული ვართ, რომ ისინი საზოგადოებისგან ასეთ შეურაცხმყოფელ სიტყვებს არ იმსახურებენ! პატივისცემით, სკოლა "ალბიონის" მე-11 კლასი", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 26 მაისს, სკოლის დირექტორის მიერ გამოცემული ბრძანების საფუძველზე, სკოლა „ალბიონის” XI კლასის მოსწავლეები, აღმზრდელის ნ.ს-ს ხელმძღვანელობით და სხვა პედაგოგების შემადგენლობით, სკოლის კუთვნილი მიკროავტობუსით გაემართნენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურგენიანში მდებარე ნაკრძალში, "ნინოსხევის ჩანჩქერის" მოსანახულებლად. სკოლის დირექტორის ბრძანების მიხედვით, ექსკურსიის ორგანიზება და მასზე პასუხისმგებლობა დაევალა ნ.ს-ს.

დანიშნულების ადგილზე ჩასვლისას, პედაგოგებისთვის, მათ შორის ნ.ს-სთვის და ვ.ქ.-სთვის ცნობილი გახდა, რომ მეტეოროლოგიური პირობების გამო მდინარე იყო ადიდებული, სწრაფი დინებით გამოირჩეოდა და ჩანჩქერზე არსებობდა სახიფათო მდგომარეობა. პედაგოგებისთვის ასევე ცნობილი იყო, რომ მოსწავლე სოფიო ნიკოლეიშვილი აპირებდა საბანაოდ ჩანჩქერში შესვლას. მიუხედავად ამისა, ნ.ს. მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა, გამოიჩინა გულგრილობა და მოსწავლეებს ნება დართო სვლა გაეგრძელებინათ "ნინოსხევის“ ჩანჩქერის მიმართულებით, თავად კი ჩანჩქერზე არ ავიდა, ხოლო პედაგოგმა ვ.ქ.-მ ნაკრძალის რეინჯერის უშუალო გაფრთხილების მიუხედავად, რომ საფრთხე არსებობდა, იმ საფუძვლით, რომ კარგად იცნობდა მიმდებარე ტერიტორიას და არაერთხელ იყო ნამყოფი, თავად აიღო პასუხისმგებლობა გაძღოლოდა მოსწავლეთა ჯგუფს და აეყვანა ჩანჩქერზე.

ჩანჩქერზე ასვლის შემდეგ, პედაგოგების მიერ გამოჩენილი გულგრილობის და წინდახედულობის ნორმების უგულებელყოფის შედეგად უმეთვალყურეოდ დარჩენილი სოფიო ნიკოლეიშვილი ჩანჩქერის სწრაფ დინებაში შევიდა და ვეღარ მოახერხა ნაპირზე დაბრუნება, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ მოზარდის გარდაცვალების ფაქტზე ბრალდებული ორი პედაგოგისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელა. სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე 5000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლე იოსებ აბრამიძემ პროკურატურის შუამდგომლობა არ გაითვალისწინა და პედაგოგები აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვა.

"ზვიადის სახელის ხსენებას ვუკრძალავ "ნაციონალურ მოძრაობას", კრიმინალების თავშესაფარ პოლიტიკურ ძალას" - რას წერს გიორგი გამსახურდია?

"ორივე მასწავლებელი ცდილობს თავი დაიძვრინოს... ისეთი გულისამრევი საყურებელია! როგორ არ გეშინიათ ან არ გრცხვენიათ" - სალომე ბარკერი გარდაცვლილი დის საქმის ახალ დეტალებზე

"ვლადიმირ პოზნერი, პუტინის მონა, ხვალ მობრძანდება საქართველოში საკუთარ დაბადების დღეზე "საგულაოდ" - რას წერს ელენე ხოშტარია