პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მზარეულობა ყოველდღიურ სწავლას ნიშნავს“ - "მასტერშეფის" მონაწილე, სერგო ოვჩარენკო კონკურსსა და კულინარიაზე
"მზარეულობა ყოველდღიურ სწავლას ნიშნავს“ - "მასტერშეფის" მონაწილე, სერგო ოვჩარენკო კონკურსსა და კულინარიაზე

"მზა­რე­უ­ლო­ბა ყო­ველ­დღი­ურ სწავ­ლას ნიშ­ნავს“ - ამ­ბობს "მას­ტერ­შე­ფის“ მე­სა­მე სე­ზო­ნის მო­ნა­წი­ლე სერ­გო ოვ­ჩა­რენ­კო. სერ­გოს კერ­ძე­ბი ჟი­უ­რის მო­წო­ნე­ბას ხში­რად იმ­სა­ხუ­რებს და სა­უ­კე­თე­სო­ებს შო­რის ხში­რად სა­ხელ­დე­ბა. რო­გორც ამ­ბობს, ცდი­ლობს, ნერ­ვი­უ­ლო­ბა არ შე­იმ­ჩნი­ოს, თუმ­ცა დიდ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას გრძნობს თა­ვი­სი თა­ვის, ჟი­უ­რი­სა და მთლი­ა­ნად ქარ­თუ­ლი გას­ტრო­ნო­მი­ის წი­ნა­შე.

რო­გორ უნდა გან­ვი­თარ­დეს ქარ­თუ­ლი გას­ტრო­კულ­ტუ­რა და რა გზა უნდა გა­ი­ა­როს მზა­რე­ულ­მა, სა­ნამ აღი­ა­რე­ბას მო­ი­პო­ვებს, წა­ი­კი­თხეთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

- კუ­ლი­ნა­რი­ით რო­დის და­ინ­ტე­რეს­დით?

- კუ­ლი­ნა­რია ბავ­შვო­ბი­დან მი­ზი­დავ­და. მე­გობ­რე­ბი რომ ვიკ­რი­ბე­ბო­დით, რა­ტომ­ღაც საჭ­მელს ყო­ველ­თვის მე ვა­კე­თებ­დი და ძა­ლი­ან მსი­ა­მოვ­ნებ­და. ალ­ბათ, გე­ნე­ტი­კის ხე­ლიც ურე­ვია, დედა და ბე­ბია ძა­ლი­ან კარ­გად ამ­ზა­დებ­დნენ. 20-22 წლის ასაკ­ში პრო­ფე­სი­ა­დაც კუ­ლი­ნა­რია ავირ­ჩიე და კო­ლე­ჯში ჩა­ვა­ბა­რე - ეს უკვე კარ­გად გა­აზ­რე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო.

- ერ­თია მოგ­წონ­დეს და გსი­ა­მოვ­ნდებს მზა­დე­ბა, მე­ო­რეა - პრო­ფე­სი­ად აირ­ჩიო. მით უმე­ტეს, რომ საკ­მა­ოდ რთუ­ლი სფე­როა. მა­ინც რა­ტომ აირ­ჩი­ეთ პრო­ფე­სი­ად კუ­ლი­ნა­რია?

- უმაღ­ლეს­ში ჩა­ბა­რე­ბის იდეა არ მხიბ­ლავ­და, სკო­ლის საგ­ნე­ბი დი­დად არც მიყ­ვარ­და და არც გა­მომ­დი­ო­და. კუ­ლი­ნა­რია კი ის სფე­რო იყო, რომ­ლის მი­მარ­თაც უდი­დე­სი ინ­ტე­რე­სი მქონ­და და რაც მთა­ვა­რია, ძა­ლი­ან მონ­დო­მე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. ნამ­დვი­ლად არ არის მარ­ტი­ვად ასარ­ჩევ-სას­წავ­ლი სფე­რო, თუმ­ცა სირ­თუ­ლე ყვე­ლა პრო­ფე­სი­ას ახ­ლავს.

- რამ­დე­ნად რთუ­ლია სამ­სა­ხუ­რის და­წყე­ბა სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ?

- ვფიქ­რობ, ეს სტუ­დენტზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. თუ მას გა­აზ­რე­ბუ­ლად აქვს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი და მონ­დო­მე­ბუ­ლია, სამ­სა­ხურს აუ­ცი­ლებ­ლად იპო­ვის. ხოლო თუ ოჯახ­მა ძა­ლით ჩა­ა­ბა­რე­ბი­ნა, რომ უსაქ­მუ­რად არ ყო­ფი­ლი­ყო და კუ­ლი­ნა­რია სა­ერ­თოდ არ აინ­ტე­რე­სებს, რა თქმა უნდა, მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბაც გა­უ­ჭირ­დე­ბა.

- რა სირ­თუ­ლე­ე­ბი შეგ­ხვდათ მუ­შა­ო­ბის და­სა­წყის­ში?

- ბევ­რს ჰგო­ნია, რომ შეფ-მზა­რე­უ­ლე­ბი სწრა­ფად და მარ­ტი­ვად ხდე­ბი­ან, უცებ რა­ღაც კერძს მო­ი­გო­ნე­ბენ და აღი­ა­რე­ბაც მოვა, სი­ნამ­დვი­ლე­ში მძი­მე შრო­მა გი­წევს. მზა­რე­უ­ლი მუ­შა­ო­ბას რომ იწყებს, მზა­რე­უ­ლად კი არ აღიქ­ვამს თავს, არა­მედ - მძი­მე საქ­მის მუ­შად. ყო­ველ­დღე ერთი და იმა­ვე შავი საქ­მის კე­თე­ბა, საკ­მა­ოდ რთუ­ლია და ძა­ლი­ან კარ­გი ნე­ბის­ყო­ფა უნდა გქონ­დეს, რომ ხელი არ ჩა­იქ­ნიო. მე­ო­რე მხრივ, თუ გინ­და, ნამ­დვი­ლი მზა­რე­უ­ლი და შეფი გახ­დე, ამ გზის გავ­ლა გარ­და­უ­ვა­ლია.

- სირ­თუ­ლე­ე­ბი არც "მას­ტერ­შე­ფის“ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში მო­გაკ­ლდე­ბო­დათ. გა­მარ­თლდა თქვე­ნი მო­ლო­დი­ნე­ბი პრო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით?

- რე­ა­ლუ­რად, უფრო რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა, ვიდ­რე ვე­ლო­დი. მე­გო­ნა, მი­ვი­დო­დი, კერძს მო­ვამ­ზა­დებ­დი და წა­მო­ვი­დო­დი. ახალ სამ­ზა­რე­უ­ლოს­თან, ახალ გა­რე­მოს­თან შე­გუ­ე­ბაც საკ­მა­ოდ გა­მი­ჭირ­და. შე­იძ­ლე­ბა მა­ყუ­რე­ბელს ჰგო­ნია, რომ ძა­ლი­ან მშვი­დი ვარ, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ. ვიბ­ნე­ვი, ამ­დე­ნი კა­მე­რა რომ მეხ­ვე­ვა და შე­კი­თხვებს მის­ვა­მენ. თუმ­ცა აქაც ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბა მშვე­ლის და ვცდი­ლობ, კერძზე მო­ვახ­დი­ნო კონ­ცენ­ტრა­ცია.

- თქვენს მსგავ­სად, პრო­ექ­ტში რამ­დე­ნი­მე გა­მოც­დი­ლი მზა­რე­უ­ლია, ზო­გი­ერთს თქვენ­ზე გა­ცი­ლე­ბით დიდი გა­მოც­დი­ლე­ბაც კი აქვს. რო­გორ ფიქ­რობთ, რა არის თქვე­ნი ძლი­ე­რი მხა­რე დიდი კონ­კუ­რენ­ცი­ის პი­რო­ბებ­ში?

- ყო­ველ­თვის ვცი­ლობ, რომ ნო­ვა­ტო­რუ­ლი კერ­ძე­ბი მო­ვამ­ზა­დო. ძა­ლი­ან ბევ­რს ვკი­თხუ­ლობ კუ­ლი­ნა­რი­ის შე­სა­ხებ, შე­მეც­ნე­ბით გა­და­ცე­მებს ვუ­ყუ­რებ. მთე­ლი ეს ცოდ­ნა ქვეც­ნო­ბი­ერ­ში ილე­ქე­ბა და სა­ჭი­რო დროს ახ­ლე­ბუ­რი კერ­ძის შექ­მნა­ში მეხ­მა­რე­ბა. „მას­ტერ­შე­ფის“ ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზა­ნიც ხომ ეს არის - გას­ტრო­კულ­ტუ­რის შექ­მნა, რაც ბევ­რი შე­ფის­თვის შე­იძ­ლე­ბა შთა­გო­ნე­ბის წყა­რო გახ­დეს და სა­ბო­ლო­ოდ, ქარ­თუ­ლი გას­ტრო­ნო­მია გან­ვი­თარ­დეს.

რო­გორც „მას­ტერ­შე­ფის“, ასე­ვე სა­კუ­თარ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში, ვცდი­ლობ ჩემი პა­ტა­რა წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნო ქარ­თუ­ლი კუ­ლი­ნა­რი­ის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. გვაქვს ისე­თი უნი­კა­ლუ­რი პრო­დუქ­ტე­ბი, რომ­ლი­თაც უამ­რა­ვი გემ­რი­ე­ლი კერ­ძის შექ­მნა შე­იძ­ლე­ბა. სა­ჭი­როა ჩვე­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ვავ­ლი­ნოთ და ჩარ­ჩო­ე­ბი­დან გა­მო­ვი­დეთ.

- რას გუ­ლის­ხმობთ ჩარ­ჩო­ებ­ში?

- თუნ­დაც იმას, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას სი­ახ­ლის მი­ღე­ბა უჭირს, ძვე­ლი კე­ძის ახ­ლე­ბურ ვა­რი­ა­ცა­საც ეჭ­ვის თვა­ლით უყუ­რებს ხოლ­მე. ჩემი აზ­რით, ქარ­თულ სამ­ზა­რე­უ­ლო­ზე ძა­ლი­ან დიდი ლაქა და­ტო­ვა საბ­ჭო­თა სამ­ზა­რე­უ­ლომ. არ ვამ­ბობ, რომ ყვე­ლა საბ­ჭო­თა კერ­ძი ცუ­დია, მაგ­რამ მომ­ზა­დე­ბის ტექ­ნი­კა უნდა შევ­ცვა­ლოთ ხოლ­მე. ერთი და იმა­ვე ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბით და სხვა­დას­ხვა ტექ­ნი­კით უამ­რა­ვი ვა­რი­ა­ცი­ის კერ­ძის შექ­მნა შე­იძ­ლე­ბა.

ამ მხრი­ვაც "მას­ტერ­შე­ფი“ ძა­ლი­ან კარგ საქ­მეს აკე­თებს - მო­სახ­ლე­ო­ბის თვალს ახალ კერ­ძებს აჩ­ვევს და არ­წმუ­ნებს, რომ ტრა­დი­ცი­უ­ლი კერ­ძის გვერ­დით ახალ კერძსაც აქვს არ­სე­ბო­ბის უფ­ლე­ბა. ჩვენ, რო­გორც მზა­რე­უ­ლებ­მა, ქარ­თუ­ლი გას­ტრო­ნო­მი­უ­ლი კულ­ტუ­რა მა­ღალ დო­ნე­ზე უნდა ავიყ­ვა­ნოთ. ახლა ჩვე­ნი თა­ო­ბა ქმნის ქარ­თუ­ლი გას­ტრო­კულ­ტუ­რის მო­მა­ვალს!

სერ­გო ოვ­ჩა­რენ­კოს მომ­ზა­დე­ბუ­ლი კერ­ძე­ბის რე­ცეპ­ტე­ბი იხი­ლეთ აქ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"მზარეულობა ყოველდღიურ სწავლას ნიშნავს“ - "მასტერშეფის" მონაწილე, სერგო ოვჩარენკო კონკურსსა და კულინარიაზე

"მზარეულობა ყოველდღიურ სწავლას ნიშნავს“ - "მასტერშეფის" მონაწილე, სერგო ოვჩარენკო კონკურსსა და კულინარიაზე

"მზარეულობა ყოველდღიურ სწავლას ნიშნავს“ - ამბობს "მასტერშეფის“ მესამე სეზონის მონაწილე სერგო ოვჩარენკო. სერგოს კერძები ჟიურის მოწონებას ხშირად იმსახურებს და საუკეთესოებს შორის ხშირად სახელდება. როგორც ამბობს, ცდილობს, ნერვიულობა არ შეიმჩნიოს, თუმცა დიდ პასუხისმგებლობას გრძნობს თავისი თავის, ჟიურისა და მთლიანად ქართული გასტრონომიის წინაშე.

როგორ უნდა განვითარდეს ქართული გასტროკულტურა და რა გზა უნდა გაიაროს მზარეულმა, სანამ აღიარებას მოიპოვებს, წაიკითხეთ ინტერვიუში.

- კულინარიით როდის დაინტერესდით?

- კულინარია ბავშვობიდან მიზიდავდა. მეგობრები რომ ვიკრიბებოდით, რატომღაც საჭმელს ყოველთვის მე ვაკეთებდი და ძალიან მსიამოვნებდა. ალბათ, გენეტიკის ხელიც ურევია, დედა და ბებია ძალიან კარგად ამზადებდნენ. 20-22 წლის ასაკში პროფესიადაც კულინარია ავირჩიე და კოლეჯში ჩავაბარე - ეს უკვე კარგად გააზრებული გადაწყვეტილება იყო.

- ერთია მოგწონდეს და გსიამოვნდებს მზადება, მეორეა - პროფესიად აირჩიო. მით უმეტეს, რომ საკმაოდ რთული სფეროა. მაინც რატომ აირჩიეთ პროფესიად კულინარია?

- უმაღლესში ჩაბარების იდეა არ მხიბლავდა, სკოლის საგნები დიდად არც მიყვარდა და არც გამომდიოდა. კულინარია კი ის სფერო იყო, რომლის მიმართაც უდიდესი ინტერესი მქონდა და რაც მთავარია, ძალიან მონდომებული ვიყავი. ნამდვილად არ არის მარტივად ასარჩევ-სასწავლი სფერო, თუმცა სირთულე ყველა პროფესიას ახლავს.

- რამდენად რთულია სამსახურის დაწყება სწავლის დასრულების შემდეგ?

- ვფიქრობ, ეს სტუდენტზეა დამოკიდებული. თუ მას გააზრებულად აქვს გადაწყვეტილება მიღებული და მონდომებულია, სამსახურს აუცილებლად იპოვის. ხოლო თუ ოჯახმა ძალით ჩააბარებინა, რომ უსაქმურად არ ყოფილიყო და კულინარია საერთოდ არ აინტერესებს, რა თქმა უნდა, მუშაობის დაწყებაც გაუჭირდება.

- რა სირთულეები შეგხვდათ მუშაობის დასაწყისში?

- ბევრს ჰგონია, რომ შეფ-მზარეულები სწრაფად და მარტივად ხდებიან, უცებ რაღაც კერძს მოიგონებენ და აღიარებაც მოვა, სინამდვილეში მძიმე შრომა გიწევს. მზარეული მუშაობას რომ იწყებს, მზარეულად კი არ აღიქვამს თავს, არამედ - მძიმე საქმის მუშად. ყოველდღე ერთი და იმავე შავი საქმის კეთება, საკმაოდ რთულია და ძალიან კარგი ნებისყოფა უნდა გქონდეს, რომ ხელი არ ჩაიქნიო. მეორე მხრივ, თუ გინდა, ნამდვილი მზარეული და შეფი გახდე, ამ გზის გავლა გარდაუვალია.

- სირთულეები არც "მასტერშეფის“ სამზარეულოში მოგაკლდებოდათ. გამართლდა თქვენი მოლოდინები პროექტთან დაკავშირებით?

- რეალურად, უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი. მეგონა, მივიდოდი, კერძს მოვამზადებდი და წამოვიდოდი. ახალ სამზარეულოსთან, ახალ გარემოსთან შეგუებაც საკმაოდ გამიჭირდა. შეიძლება მაყურებელს ჰგონია, რომ ძალიან მშვიდი ვარ, მაგრამ რეალურად ძალიან ვნერვიულობ. ვიბნევი, ამდენი კამერა რომ მეხვევა და შეკითხვებს მისვამენ. თუმცა აქაც ჩემი გამოცდილება მშველის და ვცდილობ, კერძზე მოვახდინო კონცენტრაცია.

- თქვენს მსგავსად, პროექტში რამდენიმე გამოცდილი მზარეულია, ზოგიერთს თქვენზე გაცილებით დიდი გამოცდილებაც კი აქვს. როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენი ძლიერი მხარე დიდი კონკურენციის პირობებში?

- ყოველთვის ვცილობ, რომ ნოვატორული კერძები მოვამზადო. ძალიან ბევრს ვკითხულობ კულინარიის შესახებ, შემეცნებით გადაცემებს ვუყურებ. მთელი ეს ცოდნა ქვეცნობიერში ილექება და საჭირო დროს ახლებური კერძის შექმნაში მეხმარება. „მასტერშეფის“ ერთ-ერთი მთავარი მიზანიც ხომ ეს არის - გასტროკულტურის შექმნა, რაც ბევრი შეფისთვის შეიძლება შთაგონების წყარო გახდეს და საბოლოოდ, ქართული გასტრონომია განვითარდეს.

როგორც „მასტერშეფის“, ასევე საკუთარ სამზარეულოში, ვცდილობ ჩემი პატარა წვლილი შევიტანო ქართული კულინარიის განვითარებაში. გვაქვს ისეთი უნიკალური პროდუქტები, რომლითაც უამრავი გემრიელი კერძის შექმნა შეიძლება. საჭიროა ჩვენი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვავლინოთ და ჩარჩოებიდან გამოვიდეთ.

- რას გულისხმობთ ჩარჩოებში?

- თუნდაც იმას, რომ საზოგადოებას სიახლის მიღება უჭირს, ძველი კეძის ახლებურ ვარიაცასაც ეჭვის თვალით უყურებს ხოლმე. ჩემი აზრით, ქართულ სამზარეულოზე ძალიან დიდი ლაქა დატოვა საბჭოთა სამზარეულომ. არ ვამბობ, რომ ყველა საბჭოთა კერძი ცუდია, მაგრამ მომზადების ტექნიკა უნდა შევცვალოთ ხოლმე. ერთი და იმავე ინგრედიენტებით და სხვადასხვა ტექნიკით უამრავი ვარიაციის კერძის შექმნა შეიძლება.

ამ მხრივაც "მასტერშეფი“ ძალიან კარგ საქმეს აკეთებს - მოსახლეობის თვალს ახალ კერძებს აჩვევს და არწმუნებს, რომ ტრადიციული კერძის გვერდით ახალ კერძსაც აქვს არსებობის უფლება. ჩვენ, როგორც მზარეულებმა, ქართული გასტრონომიული კულტურა მაღალ დონეზე უნდა ავიყვანოთ. ახლა ჩვენი თაობა ქმნის ქართული გასტროკულტურის მომავალს!

სერგო ოვჩარენკოს მომზადებული კერძების რეცეპტები იხილეთ აქ.

"გარეგნობაზე ნაკლებად ვზრუნავ... როგორც ვგრძნობ, ისე ვიცვამ და ისე გამოვიყურები" - "დიდი სცენის"  კონკურსანტი, რომლის ვიდეომ ნახვების რეკორდი მოხსნა

89 წლის მილიარდერს 44 წლის ცოლმა შვილი გაუჩინა

ანუკი არეშიძემ დაბადების დღე წყნეთის აგარაკზე ოჯახის და მეგობრების გარემოცვაში აღნიშნა - ფოტოები წვეულებიდან