პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ვაკონტროლოთ სისხლძარღვების ჯანმრთელობა - ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია
როგორ ვაკონტროლოთ სისხლძარღვების ჯანმრთელობა - ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია

გულ-სის­ხლძარ­ღვო­ვა­ნი სის­ტე­მის პა­თო­ლო­გი­ე­ბი მსოფ­ლი­ო­ში პირ­ველ ად­გილ­ზეა სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის სა­ერ­თო მო­ნა­ცე­მებ­ში, ხოლო თა­ვის ტვი­ნის სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის მოშ­ლა მყა­რი ინ­ვა­ლი­დო­ბის გა­მომ­წვე­ვი მთა­ვა­რი მი­ზე­ზია მსოფ­ლიო სტა­ტის­ტი­კა­ში.

ამი­ტომ, რო­გორც ჩვე­ნი დღე­ვან­დე­ლი რეს­პონ­დენ­ტი, აკად. ფრი­დონ თო­დუ­ას სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის ექი­მი-რა­დი­ო­ლო­გი, მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი დუ­და­ნა გა­ჩე­ჩი­ლა­ძე აღ­ნიშ­ნავს, გულ-სის­ხლძარ­ღვო­ვა­ნი სის­ტე­მის პა­თო­ლო­გი­ე­ბი უდი­დე­სი მე­დი­კო-სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მაა მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით. მით უფრო იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ სხვა­დას­ხვა სა­ხის პა­თო­ლო­გი­ე­ბი შე­საძ­ლოა, ასიმპტო­მუ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს.

მა­ინც, რა უნდა ვი­ცო­დეთ სის­ხლძარ­ღვო­ვან პა­თო­ლო­გი­ებ­ზე და რო­გორ ავი­რი­დოთ თა­ვი­დან გარ­თუ­ლე­ბე­ბი?

- რა და­ა­ვა­დე­ბებს იწ­ვევს სის­ხლძარ­ღვო­ვა­ნი პა­თო­ლო­გი­ე­ბი?

- გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სის­ხლძარ­ღვო­ვა­ნი პა­თო­ლო­გი­ე­ბი უმ­თავ­რე­სად ვე­ნე­ბი­სა და არ­ტე­რი­ე­ბის და­ა­ვა­დე­ბე­ბად იყო­ფა.

არ­ტე­რი­ე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზით შე­იძ­ლე­ბა იყოს გა­მოწ­ვე­უ­ლი, რა­საც სა­ბო­ლო­ოდ სის­ხლძარ­ღვის სა­ნა­თუ­რის შე­ვიწ­რო­ე­ბამ­დე (სტე­ნო­ზამ­დე) ან სრულ დახ­შო­ბამ­დე (ოკ­ლუ­ზი­ამ­დე) მივ­ყა­ვართ. და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი სის­ხლძარ­ღვის აუ­ზის მი­ხედ­ვით ხდე­ბა იმ ორ­გა­ნოს სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის მოშ­ლა, იშე­მია, რო­მელ­საც მო­ცე­მუ­ლი არ­ტე­რია კვე­ბავს;

სა­ძი­ლე და ვერ­ტებ­რუ­ლი არ­ტე­რი­ე­ბის, თა­ვის ტვი­ნის სის­ხლძარ­ღვე­ბის შე­ვიწ­რო­ე­ბი­სას შე­საძ­ლოა, გან­ვი­თარ­დეს თა­ვის ტვი­ნის სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის მწვა­ვე, ან ქრო­ნი­კუ­ლი მოშ­ლა, იშე­მი­ის მცი­რე გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბი­დან ისეთ მძი­მე პა­თო­ლო­გი­ამ­დე, რო­გო­რიც ინ­სულ­ტია;

თირკმლის არ­ტე­რი­ის სტე­ნო­ზის შემ­თხვე­ვა­ში ვი­თარ­დე­ბა მყა­რი ჰი­პერ­ტენ­ზია, რო­მე­ლიც ძნე­ლად ემორ­ჩი­ლე­ბა ან არ ემორ­ჩი­ლე­ბა მე­დი­კა­მენ­ტო­ზურ მკურ­ნა­ლო­ბას;

ზემო კი­დუ­რე­ბის არ­ტე­რი­ე­ბის შე­ვიწ­რო­ე­ბი­სას - რე­ი­ნოს და­ა­ვა­დე­ბა, კი­დუ­რის იშე­მია.

ქვე­მო კი­დუ­რე­ბის არ­ტე­რი­ე­ბის შე­ვიწ­რო­ე­ბი­სას - ხან­გა­მოშ­ვე­ბი­თი კოჭ­ლო­ბა (დაღ­ლა/ტკი­ვი­ლი დატ­ვირ­თვი­სას, რო­მე­ლიც გა­ივ­ლის მოს­ვე­ნე­ბის პი­რო­ბებ­ში), კი­დუ­რის იშე­მია, გან­გრე­ნა და ა.შ.

აორ­ტი­სა და მსხვი­ლი არ­ტე­რი­ე­ბი­სა პა­თო­ლო­გი­უ­რი გა­ფარ­თო­ე­ბა - ანევ­რიზ­მა, რო­მე­ლიც ურ­თუ­ლე­სი პრობ­ლე­მაა მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, რად­გან სი­ცო­ცხლის­თვის სა­შიშ პა­თო­ლო­გი­ას მი­ე­კუთ­ვნე­ბა და შე­ნე­ლე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბის ნაღ­მია ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში.

ვე­ნუ­რი პა­თო­ლო­გი­ე­ბი - ქვე­მო კი­დუ­რე­ბის ვე­ნა­თა ვა­რი­კო­ზუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა, რო­მელ­მაც შე­საძ­ლოა, ქრო­ნი­კუ­ლი ვე­ნუ­რი უკ­მა­რი­სო­ბის, ტრო­ფი­კუ­ლი წყლუ­ლე­ბი­სა და ლიმ­ფე­დე­მის გან­ვი­თა­რე­ბამ­დე მიგ­ვიყ­ვა­ნოს.

ღრმა ვე­ნე­ბის თრომ­ბო­ზი - უაღ­რე­სად სა­ყუ­რა­დღე­ბო პა­თო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც უმე­ტეს­წი­ლად ქვე­მო კი­დუ­რე­ბის ღრმა ვე­ნებ­ში თრომ­ბე­ბის წარ­მოქ­მნით ხა­სი­ათ­დე­ბა. ექი­მის კონ­ტრო­ლის გა­რე­შე თრომ­ბო­ზი შე­საძ­ლოა, სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი გახ­დეს, ფილ­ტვის არ­ტე­რი­ის თრომ­ბო­ემ­ბო­ლი­ის გამო.

- რო­გორ ხდე­ბა სის­ხლძარ­ღვე­ბის კვლე­ვა და პა­თო­ლო­გი­ა­თა დი­აგ­ნოს­ტი­კა?

- სის­ხლძარ­ღვე­ბის კვლე­ვის ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და მი­ღე­ბუ­ლი მე­თო­დია ულტრაბ­გე­რი­თი დუპ­ლექს-სკა­ნი­რე­ბა, რო­მე­ლიც კვლე­ვის ორ­მა­გი მე­თო­დის: ექოს­კო­პია/ულტრა­სო­ნოგ­რა­ფია და დოპ­ლე­როგ­რა­ფი­უ­ლი კვლე­ვის კომ­ბი­ნა­ცია.

სის­ხლძარ­ღვე­ბის დუპ­ლექს-სკა­ნი­რე­ბა კვლე­ვის მა­ღა­ლინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი, უსაფრ­თხო, არა­ინ­ვა­ზი­უ­რი მე­თო­დია.

მისი სა­შუ­ა­ლე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია მა­ღა­ლი სი­ზუს­ტით შე­ფას­დეს: სის­ხლძარ­ღვის ტო­პოგ­რა­ფია, გა­რე­მომ­ცვე­ლი ქსო­ვი­ლე­ბი; მისი სა­ნა­თუ­რი, კედ­ლე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, პა­თო­ლო­გი­უ­რი უბ­ნის, თრომ­ბუ­ლი მა­სის, ათე­როსკლე­რო­ზუ­ლი ფო­ლა­ქის ლო­კა­ლი­ზა­ცია და ტიპი, სტრუქ­ტუ­რა, და­ზი­ა­ნე­ბის ხა­რის­ხი; ასე­ვე - პა­თო­ლო­გი­ის ჰე­მო­დი­ნა­მი­კუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა სის­ხლის ნა­კა­დის ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, კო­ლა­ტე­რა­ლუ­რი სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის ეფექ­ტუ­რო­ბა. ვე­ნუ­რი სის­ტე­მის კვლე­ვი­სას გა­ნი­სა­ზღვრე­ბა მისი გა­მავ­ლო­ბა, თრომ­ბო­ზის არ­სე­ბო­ბა, ფას­დე­ბა სარ­ქვლო­ვა­ნი აპა­რა­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა.

დოპ­ლე­როგ­რა­ფი­უ­ლი კვლე­ვის ხა­რის­ხი და­მო­კი­დე­ბუ­ლია ორ ძი­რი­თად კომ­პო­ნენტზე: ულტრაბ­გე­რი­თი აპა­რა­ტის შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­სა და მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის სპე­ცი­ა­ლისტზე. გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის მა­ღა­ლი ხა­რის­ხის მქო­ნე, თა­ნა­მედ­რო­ვე პროგ­რა­მე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი აპა­რა­ტუ­რა, რო­მე­ლიც უმ­ცი­რე­სი სტრუქ­ტუ­რე­ბის ნა­ტი­ფი ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად აქ­ტუ­ა­ლუ­რია სის­ხლძარ­ღვე­ბის კვლე­ვა­ში.

- რა ხან­გრძლი­ვო­ბი­საა დუპ­ლექს-სკა­ნი­რე­ბის პრო­ცე­სი და მო­ი­თხოვს თუ არა პა­ცი­ენ­ტის წი­ნას­წარ მომ­ზა­დე­ბას?

- სხვა­დას­ხვა სის­ტე­მის (კი­სე­რი, თა­ვის ტვი­ნი, მუ­ცე­ლი, ზემო, ქვე­მო კი­დუ­რე­ბი) სის­ხლძარ­ღვე­ბის დუპ­ლექს-სკა­ნი­რე­ბა, გა­მომ­დი­ნა­რე კვლე­ვის მიზ­ნე­ბი­დან, გან­სხვავ­დე­ბა მას­ზე და­ხარ­ჯუ­ლი დრო­ით. შე­სა­ბა­მი­სად, კვლე­ვა მო­ი­ცავს 20-40 წუთს.

პა­ცი­ენ­ტის გა­მოკ­ვლე­ვა უმ­ჯო­ბე­სია მშვიდ, მოს­ვე­ნე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ სის­ხლძარ­ღვე­ბის დუპ­ლექს-სკა­ნი­რე­ბი­სას ვიკ­ვლევთ არა მარ­ტო ანა­ტო­მი­ურ მო­ნა­ცე­მებს, არა­მედ ვა­ფა­სებთ ფუნ­ქცი­ურ, ჰე­მო­დი­ნა­მი­კურ პა­რა­მეტ­რებს.

წი­ნას­წა­რი მომ­ზა­დე­ბა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია მუც­ლის ღრუ­სა და მენ­ჯის სის­ხლძარ­ღვე­ბის კვლე­ვი­სას; ში­ნა­გა­ნი ორ­გა­ნო­ე­ბი­სა და სის­ხლძარ­ღვე­ბის ადეკ­ვა­ტუ­რი ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცი­ის­თვის პა­ცი­ენ­ტი სა­სურ­ვე­ლია, იყოს უზ­მოდ, გა­ზე­ბის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი.

- რა პა­თო­ლო­გი­ე­ბის გა­მოვ­ლე­ნა შე­უძ­ლია დუპ­ლექს-სკა­ნი­რე­ბას?

- დუპ­ლექ-სკა­ნი­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ხდე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლად მთე­ლი სხე­უ­ლის მსხვი­ლი სის­ხლძარ­ღვე­ბის - კის­რის, თა­ვის ტვი­ნის, ზედა და ქვე­და კი­დუ­რე­ბის არ­ტე­რი­ე­ბი­სა და ვე­ნე­ბის, მუც­ლის ღრუ­სა და მენ­ჯის სის­ხლძარ­ღვე­ბის პა­თო­ლო­გი­ა­თა დი­აგ­ნოს­ტი­კა.

ჩვენს კლი­ნი­კა­ში არ­სე­ბუ­ლი ექ­სპერ­ტუ­ლი კა­ტე­გო­რი­ის ულტრაბ­გე­რი­თი აპა­რა­ტუ­რა მა­ღა­ლი სი­ზუს­ტით (>95%) იძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბას, გა­მოვ­ლინ­დეს და შე­ფას­დეს რო­გორც არ­ტე­რი­უ­ლი, ისე ვე­ნუ­რი პა­თო­ლო­გი­ე­ბი; გა­მოვ­ლინ­დეს არ­ტე­რი­ის შე­ვიწ­რო­ე­ბა ათე­როსკლე­რო­ზუ­ლი ფო­ლა­ქი­თა და თრომ­ბუ­ლი მა­სე­ბით, დე­ფორ­მა­ცია, გა­ფარ­თო­ე­ბა/ანევ­რიზ­მა.

მოხ­დეს სტე­ნო­ზი­რე­ბის ჰე­მო­დი­ნა­მი­კუ­რი ხა­რის­ხის შეს­წავ­ლა; შე­ფას­დეს ათე­როსკლე­რო­ზუ­ლი ფო­ლა­ქის სტრუქ­ტუ­რა, რა­საც 2000-იანი წლე­ბი­დან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა მი­ო­კარ­დი­უ­მის ინ­ფარ­ქტი­სა და იშე­მი­უ­რი ინ­სულ­ტის პა­თო­გე­ნეზ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რო­ლის გამო.

დუპ­ლექს-სკა­ნი­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია ზე­და­პი­რუ­ლი ვე­ნე­ბის სარ­ქვლო­ვა­ნი ნაკ­ლო­ვა­ნე­ბის, ვა­რი­კო­ზუ­ლი ვე­ნე­ბის შეს­წავ­ლა. ასე­ვე, ღრმა ვე­ნე­ბის თრომ­ბის გა­მოვ­ლე­ნა და თრომ­ბის ხა­სი­ა­თის, ემ­ბო­ლო­გე­ნუ­რო­ბის შე­ფა­სე­ბა, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში გარ­თუ­ლე­ბა - ფილ­ტვის არ­ტე­რი­ის (პულ­მო­ნა­რუ­ლი) თრომ­ბო­ემ­ბო­ლია.

- რო­გო­რი ჩი­ვი­ლე­ბით აკი­თხავს ადა­მი­ა­ნი ექიმ-რა­დი­ო­ლოგს? პა­ცი­ენტს შე­უძ­ლია, თქვენ­თან სა­კუ­თა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვით - მკურ­ნა­ლი ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბის გა­რე­შე მო­ვი­დეს?

- დუპ­ლექს-სკა­ნი­რე­ბის კვლე­ვის ჩვე­ნე­ბაა ისე­თი ჩი­ვი­ლე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა: თავ­ბრუს­ხვე­ვა, კო­ორ­დი­ნა­ცი­ის დარ­ღვე­ვა სი­ა­რუ­ლის დროს, მხედ­ვე­ლო­ბის წა­მი­ე­რი და­კარ­გვა ან მხედ­ვე­ლო­ბის ვე­ლის ამო­ვარ­დნა, მე­ტყვე­ლე­ბის გაძ­ნე­ლე­ბა, ყუ­რებ­ში შუ­ი­ლი, შავი ან კაშ­კა­შა წერ­ტი­ლე­ბის წარ­მოქ­მნა მხედ­ვე­ლო­ბის არე­ში, მეხ­სი­ე­რე­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბა, ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბა, პულ­სა­ცი­ის შეგ­რძნე­ბა მუც­ლის არე­ში, კი­დუ­რე­ბის და­ბუ­ჟე­ბა, და­სუს­ტე­ბა, ხე­ლის ან ფე­ხის თი­თე­ბის გა­ცი­ე­ბა, ფე­რის შეც­ვლა, ხან­გა­მოშ­ვე­ბი­თი კოჭ­ლო­ბა (ტკი­ვი­ლი ქვე­მო კი­დუ­რებ­ში სი­ა­რუ­ლი­სას, რო­მე­ლიც ქრე­ბა მოს­ვე­ნე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში), სიმ­ძი­მის, სიმ­ხურ­ვა­ლის, და­ჭი­მუ­ლო­ბის, დაღ­ლი­ლო­ბის შეგ­რძნე­ბა ქვე­და კი­დუ­რებ­ში; ქვე­და კი­დუ­რე­ბის შე­შუ­პე­ბა, რო­მე­ლიც უფრო მე­ტად დღის ბო­ლოს იჩენს თავს და დი­ლით, დას­ვე­ნე­ბის შემ­დეგ, ცხრე­ბა; კან­ქვე­შა ვე­ნე­ბის ვა­რი­კო­ზუ­ლი გა­გა­ნი­ე­რე­ბა;

და­ა­ვა­დე­ბის სიმპტო­მა­ტი­კის მი­ხედ­ვით სა­ვა­რა­უ­დო სის­ხლძარ­ღვო­ვან პა­თო­ლო­გი­ა­ზე ეჭ­ვის მი­ტა­ნა და შე­სა­ბა­მი­სი სის­ტე­მის დუპ­ლექს-სკა­ნი­რე­ბა­ზე გაგ­ზავ­ნა, რა თქმა უნდა, მკურ­ნა­ლი ექი­მის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თუმ­ცა, სის­ხლძარ­ღვო­ვა­ნი პა­თო­ლო­გი­ე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დუპ­ლექს-სკა­ნი­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბის ჩვე­ნე­ბა საკ­მა­ოდ ფარ­თოა და სის­ხლძარ­ღვთა კვლე­ვის სპე­ცი­ა­ლის­ტთან პა­ცი­ენ­ტი შე­საძ­ლოა, თვით­დი­ნე­ბი­თაც მოხ­ვდეს.

- პრო­ფი­ლაქ­ტი­კის­თვის თუ არის მი­ზან­შე­წო­ნი­ლი დოპ­ლე­რით გა­მოკ­ვლე­ვა?

- რა თქმა უნდა, არა მხო­ლოდ მი­ზან­შე­წო­ნი­ლი, არა­მედ რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია. სის­ხლძარ­ღვე­ბის დუპ­ლექს-სკა­ნი­რე­ბა ფე­რა­დი და ენერ­გე­ტი­კუ­ლი დოპ­ლე­რის რე­ჟიმ­ში, და­ა­ვა­დე­ბის ად­რე­ულ ეტაპ­ზე გა­მოვ­ლე­ნის მა­ღა­ლე­ფექ­ტურ სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო სა­შუ­ა­ლე­ბად არის მიჩ­ნე­უ­ლი.

სის­ხლძარ­ღვო­ვა­ნი სის­ტე­მის და­ა­ვა­დე­ბე­ბის ად­რე­ულ სტა­დი­ა­ზე გა­მოვ­ლე­ნა კი სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს, ავი­ცი­ლოთ და­ა­ვა­დე­ბის პროგ­რე­სი­რე­ბა, მძი­მე, შე­უქ­ცე­ვა­დი გარ­თუ­ლე­ბე­ბი.

თა­ნა­მედ­რო­ვე, უახ­ლე­სი პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფით აღ­ჭურ­ვი­ლი ულტრაბ­გე­რი­თი აპა­რა­ტუ­რა სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, ძა­ლი­ან მა­ღა­ლი სი­ზუს­ტით მოხ­დეს ძი­რი­თა­დი სის­ხლძარ­ღვო­ვა­ნი პა­თო­ლო­გი­ე­ბის არა მარ­ტო სკრი­ნინ­გი/გა­მოვ­ლე­ნა, არა­მედ მათი ხა­რის­ხის, გავ­რცე­ლე­ბის, ჰე­მო­დი­ნა­მი­კუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბის თვი­სობ­რი­ვი და რა­ო­დე­ნობ­რი­ვი შე­ფა­სე­ბა, რა­საც, სხვა ფაქ­ტო­რებ­თან ერ­თად, გა­დამ­წყვე­ტი როლი ენი­ჭე­ბა მკურ­ნა­ლო­ბის ტაქ­ტი­კის და­გეგ­მვი­სა და და­ა­ვა­დე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის პროგ­ნო­ზი­რე­ბის­თვის.

- არ­სე­ბობს თუ არა კრი­ტი­კუ­ლი ასა­კი ან სხვა რისკ-ფაქ­ტო­რე­ბი, როცა აუ­ცი­ლე­ბე­ლი ხდე­ბა სის­ხლძარ­ღვე­ბის სის­ტე­მა­ტუ­რი შე­მოწ­მე­ბა?

- სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რის­კი და­მო­კი­დე­ბუ­ლია აღ­ნიშ­ნულ და­ა­ვა­დე­ბა­თა გან­ვი­თა­რე­ბას­თან ასო­ცი­რე­ბულ ფაქ­ტო­რებ­ზე, რო­მელ­თა ერთი ნა­წი­ლის შეც­ვლა, კონ­ტრო­ლი შე­უძ­ლე­ბე­ლია, ხოლო და­ნარ­ჩე­ნე­ბი კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დია.

ფაქ­ტო­რე­ბი, რო­მელ­თა კონ­ტრო­ლიც შე­უძ­ლე­ბე­ლია, არის ასა­კი, სქე­სი (მე­ნო­პა­უ­ზის შემ­დეგ ქა­ლე­ბის რის­კი უთა­ნაბრდე­ბა და უს­წრებს მა­მა­კა­ცე­ბი­სას), მემ­კვიდ­რუ­ლი ფაქ­ტო­რე­ბი;

მაგ­რამ არ­სე­ბობს ფაქ­ტო­რე­ბი, რო­მელ­თა კონ­ტრო­ლიც ჩვენს ხელ­შია: ლი­პი­დუ­რი ცვლის მოშ­ლა, ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა, თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბა, ჭარ­ბი წონა, არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვა, ჰი­პერ­კო­ა­გუ­ლა­ცია, შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი.

გარ­თუ­ლე­ბე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით, სა­სურ­ვე­ლია მცი­რე­დი სის­ხლძარ­ღვო­ვა­ნი პრობ­ლე­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნის­თა­ნა­ვე ჩა­ვი­ტა­როთ შე­სა­ბა­მი­სი კვლე­ვე­ბი; ასე­ვე სხვა­დას­ხვა სის­ხლძარ­ღვო­ვა­ნი რისკ-ფაქ­ტო­რის მქო­ნე პი­რებ­ში, 40 წლის ზე­მოთ მა­მა­კა­ცებ­სა და მე­ნო­პა­უ­ზის პე­რი­ოდ­ში მყოფ ქალ­ბა­ტო­ნებ­ში სა­სურ­ვე­ლია, დრო­გა­მოშ­ვე­ბით სის­ხლძარ­ღვე­ბის პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი გა­მოკ­ვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბა.

- თქვენ მუ­შა­ობთ ფ. თო­დუ­ას სა­ხე­ლო­ბის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში. რა მომ­სა­ხუ­რე­ბა­სა და გა­მოკ­ვლე­ვებს სთა­ვა­ზობს ცენ­ტრის რა­დი­ო­ლო­გი­უ­რი გან­ყო­ფი­ლე­ბა პა­ცი­ენ­ტებს?

- ჩვენს კლი­ნი­კა­ში სის­ხლძარ­ღვო­ვა­ნი პა­თო­ლო­გი­ე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­კის მიზ­ნით გა­მო­ი­ყე­ნე­ბა უახ­ლე­სი დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი აპა­რა­ტუ­რა, კვლე­ვის თა­ნა­მედ­რო­ვე, არა­ინ­ვა­ზი­უ­რი მე­თო­დე­ბი: სის­ხლძარ­ღვე­ბის დუპ­ლექს-სკა­ნი­რე­ბა ფე­რა­დი და ენერ­გე­ტი­კუ­ლი დოპ­ლე­რის რე­ჟიმ­ში, კომ­პი­უ­ტე­რულ-ტო­მოგ­რა­ფი­უ­ლი ან­გი­ოგ­რა­ფია, მაგ­ნი­ტურ რე­ზო­ნან­სუ­ლი ან­გი­ოგ­რა­ფია და სხვა. სის­ხლძარ­ღვე­ბის დუპ­ლექს-სკა­ნი­რე­ბა ტარ­დე­ბა ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცი­ის უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის, მიკ­რო­ცირ­კუ­ლა­ცი­ის შე­ფა­სე­ბის ინო­ვა­ცი­უ­რი მე­თო­დი­კე­ბის, სივ­რცობ­რი­ვი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის მი­ღე­ბის, ელას­ტოგ­რა­ფი­ის უახ­ლე­სი პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფით აღ­ჭურ­ვი­ლი ერ­გო­ნო­მი­უ­ლი, პრე­მი­უმ კლა­სის ულტრაბ­გე­რი­თი დი­აგ­ნოს­ტი­კის აპა­რატ­ზე: Canon-ს Aplio i800. სპე­ცი­ა­ლუ­რი ტექ­ნო­ლო­გია სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, მი­ვი­ღოთ პრაქ­ტი­კუ­ლად ნე­ბის­მი­ერ სიღ­რმე­ზე მა­ღა­ლი ხა­რის­ხის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა, რა­საც უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს რო­გორც ზო­გა­დად ყვე­ლა სა­ხის ულტრაბ­გე­რით, ისე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სის­ხლძარ­ღვო­ვა­ნი კვლე­ვე­ბის­თვის. ექ­სკლუ­ზი­უ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ის მეშ­ვე­ო­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია უწ­ვრი­ლე­სი კა­ლიბ­რის სის­ხლძარ­ღვე­ბის სა­ნა­თუ­რის ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცია, ნა­კა­დის პა­რა­მეტ­რე­ბის შეს­წავ­ლა - შე­სა­ბა­მი­სი ქსო­ვი­ლის ვას­კუ­ლა­რი­ზა­ცი­ის კრი­ტე­რი­უ­მე­ბის შე­ფა­სე­ბა.

ასე­ვე, ჩვე­ნი კლი­ნი­კა აღ­ჭურ­ვი­ლია უახ­ლე­სი თა­ო­ბის ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბის აპა­რა­ტუ­რით. სწო­რი ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია და­ა­ვა­დე­ბის დად­გე­ნა, დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა და მკურ­ნა­ლო­ბის სწო­რი ტაქ­ტი­კის შერ­ჩე­ვა.

სის­ხლძარ­ღვო­ვა­ნი პა­თო­ლო­გი­ე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­კი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის­თვის სა­ჭი­რო ყვე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბა ფ. თო­დუ­ას სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში ერთ სივ­რცე­შია თავ­მოყ­რი­ლი. გვახ­სოვ­დეს, რომ ჯან­მრთე­ლი სის­ხლძარ­ღვე­ბი მთე­ლი ორ­გა­ნიზ­მის გა­მარ­თუ­ლი მუ­შა­ო­ბის სა­წინ­და­რია და თუკი ჩვენ მიერ ზე­მო­ჩა­მოთ­ვლი­ლი ჩი­ვი­ლე­ბი ან რისკ-ფაქ­ტო­რე­ბია სა­ხე­ზე, ნუ გა­და­დებთ ექიმ­თან ვი­ზიტს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nino
1

ეს უბრალოდ თავს ირეკლამებს

ნანა
0
არ სჭირდება რეკლამა, გაჭირვება თვითონ მიგიყვანს. მე მქონდა მასთან ვიზიტი და კმაყოფილი დავრჩი.
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

როგორ ვაკონტროლოთ სისხლძარღვების ჯანმრთელობა - ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია

როგორ ვაკონტროლოთ სისხლძარღვების ჯანმრთელობა - ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია

გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის პათოლოგიები მსოფლიოში პირველ ადგილზეა სიკვდილიანობის საერთო მონაცემებში, ხოლო თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლა მყარი ინვალიდობის გამომწვევი მთავარი მიზეზია მსოფლიო სტატისტიკაში.

ამიტომ, როგორც ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი, აკად. ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის ექიმი-რადიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დუდანა გაჩეჩილაძე აღნიშნავს, გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის პათოლოგიები უდიდესი მედიკო-სოციალური პრობლემაა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ სხვადასხვა სახის პათოლოგიები შესაძლოა, ასიმპტომურად მიმდინარეობდეს.

მაინც, რა უნდა ვიცოდეთ სისხლძარღვოვან პათოლოგიებზე და როგორ ავირიდოთ თავიდან გართულებები?

- რა დაავადებებს იწვევს სისხლძარღვოვანი პათოლოგიები?

- გავრცელებული სისხლძარღვოვანი პათოლოგიები უმთავრესად ვენებისა და არტერიების დაავადებებად იყოფა.

არტერიების დაზიანება სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული, რასაც საბოლოოდ სისხლძარღვის სანათურის შევიწროებამდე (სტენოზამდე) ან სრულ დახშობამდე (ოკლუზიამდე) მივყავართ. დაზიანებული სისხლძარღვის აუზის მიხედვით ხდება იმ ორგანოს სისხლის მიმოქცევის მოშლა, იშემია, რომელსაც მოცემული არტერია კვებავს;

საძილე და ვერტებრული არტერიების, თავის ტვინის სისხლძარღვების შევიწროებისას შესაძლოა, განვითარდეს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე, ან ქრონიკული მოშლა, იშემიის მცირე გამოვლინებებიდან ისეთ მძიმე პათოლოგიამდე, როგორიც ინსულტია;

თირკმლის არტერიის სტენოზის შემთხვევაში ვითარდება მყარი ჰიპერტენზია, რომელიც ძნელად ემორჩილება ან არ ემორჩილება მედიკამენტოზურ მკურნალობას;

ზემო კიდურების არტერიების შევიწროებისას - რეინოს დაავადება, კიდურის იშემია.

ქვემო კიდურების არტერიების შევიწროებისას - ხანგამოშვებითი კოჭლობა (დაღლა/ტკივილი დატვირთვისას, რომელიც გაივლის მოსვენების პირობებში), კიდურის იშემია, განგრენა და ა.შ.

აორტისა და მსხვილი არტერიებისა პათოლოგიური გაფართოება - ანევრიზმა, რომელიც ურთულესი პრობლემაა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რადგან სიცოცხლისთვის საშიშ პათოლოგიას მიეკუთვნება და შენელებული მოქმედების ნაღმია ადამიანის ორგანიზმში.

ვენური პათოლოგიები - ქვემო კიდურების ვენათა ვარიკოზული დაავადება, რომელმაც შესაძლოა, ქრონიკული ვენური უკმარისობის, ტროფიკული წყლულებისა და ლიმფედემის განვითარებამდე მიგვიყვანოს.

ღრმა ვენების თრომბოზი - უაღრესად საყურადღებო პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც უმეტესწილად ქვემო კიდურების ღრმა ვენებში თრომბების წარმოქმნით ხასიათდება. ექიმის კონტროლის გარეშე თრომბოზი შესაძლოა, სიკვდილის მიზეზი გახდეს, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის გამო.

- როგორ ხდება სისხლძარღვების კვლევა და პათოლოგიათა დიაგნოსტიკა?

- სისხლძარღვების კვლევის ყველაზე გავრცელებული და მიღებული მეთოდია ულტრაბგერითი დუპლექს-სკანირება, რომელიც კვლევის ორმაგი მეთოდის: ექოსკოპია/ულტრასონოგრაფია და დოპლეროგრაფიული კვლევის კომბინაცია.

სისხლძარღვების დუპლექს-სკანირება კვლევის მაღალინფორმაციული, უსაფრთხო, არაინვაზიური მეთოდია.

მისი საშუალებით შესაძლებელია მაღალი სიზუსტით შეფასდეს: სისხლძარღვის ტოპოგრაფია, გარემომცველი ქსოვილები; მისი სანათური, კედლების მდგომარეობა, პათოლოგიური უბნის, თრომბული მასის, ათეროსკლეროზული ფოლაქის ლოკალიზაცია და ტიპი, სტრუქტურა, დაზიანების ხარისხი; ასევე - პათოლოგიის ჰემოდინამიკური მნიშვნელობა სისხლის ნაკადის ცვლილებების მიხედვით, კოლატერალური სისხლის მიმოქცევის ეფექტურობა. ვენური სისტემის კვლევისას განისაზღვრება მისი გამავლობა, თრომბოზის არსებობა, ფასდება სარქვლოვანი აპარატის მდგომარეობა.

დოპლეროგრაფიული კვლევის ხარისხი დამოკიდებულია ორ ძირითად კომპონენტზე: ულტრაბგერითი აპარატის შესაძლებლობებსა და მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტზე. გამოსახულების მაღალი ხარისხის მქონე, თანამედროვე პროგრამებით აღჭურვილი აპარატურა, რომელიც უმცირესი სტრუქტურების ნატიფი ვიზუალიზაციის საშუალებას იძლევა, განსაკუთრებულად აქტუალურია სისხლძარღვების კვლევაში.

- რა ხანგრძლივობისაა დუპლექს-სკანირების პროცესი და მოითხოვს თუ არა პაციენტის წინასწარ მომზადებას?

- სხვადასხვა სისტემის (კისერი, თავის ტვინი, მუცელი, ზემო, ქვემო კიდურები) სისხლძარღვების დუპლექს-სკანირება, გამომდინარე კვლევის მიზნებიდან, განსხვავდება მასზე დახარჯული დროით. შესაბამისად, კვლევა მოიცავს 20-40 წუთს.

პაციენტის გამოკვლევა უმჯობესია მშვიდ, მოსვენებულ მდგომარეობაში, გამომდინარე იქიდან, რომ სისხლძარღვების დუპლექს-სკანირებისას ვიკვლევთ არა მარტო ანატომიურ მონაცემებს, არამედ ვაფასებთ ფუნქციურ, ჰემოდინამიკურ პარამეტრებს.

წინასწარი მომზადება რეკომენდებულია მუცლის ღრუსა და მენჯის სისხლძარღვების კვლევისას; შინაგანი ორგანოებისა და სისხლძარღვების ადეკვატური ვიზუალიზაციისთვის პაციენტი სასურველია, იყოს უზმოდ, გაზებისგან თავისუფალი.

- რა პათოლოგიების გამოვლენა შეუძლია დუპლექს-სკანირებას?

- დუპლექ-სკანირების მეშვეობით ხდება პრაქტიკულად მთელი სხეულის მსხვილი სისხლძარღვების - კისრის, თავის ტვინის, ზედა და ქვედა კიდურების არტერიებისა და ვენების, მუცლის ღრუსა და მენჯის სისხლძარღვების პათოლოგიათა დიაგნოსტიკა.

ჩვენს კლინიკაში არსებული ექსპერტული კატეგორიის ულტრაბგერითი აპარატურა მაღალი სიზუსტით (>95%) იძლევა საშუალებას, გამოვლინდეს და შეფასდეს როგორც არტერიული, ისე ვენური პათოლოგიები; გამოვლინდეს არტერიის შევიწროება ათეროსკლეროზული ფოლაქითა და თრომბული მასებით, დეფორმაცია, გაფართოება/ანევრიზმა.

მოხდეს სტენოზირების ჰემოდინამიკური ხარისხის შესწავლა; შეფასდეს ათეროსკლეროზული ფოლაქის სტრუქტურა, რასაც 2000-იანი წლებიდან განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მიოკარდიუმის ინფარქტისა და იშემიური ინსულტის პათოგენეზში მნიშვნელოვანი როლის გამო.

დუპლექს-სკანირების მეშვეობით შესაძლებელია ზედაპირული ვენების სარქვლოვანი ნაკლოვანების, ვარიკოზული ვენების შესწავლა. ასევე, ღრმა ვენების თრომბის გამოვლენა და თრომბის ხასიათის, ემბოლოგენურობის შეფასება, რაც საშუალებას გვაძლევს, თავიდან ავიცილოთ სიცოცხლისთვის საშიში გართულება - ფილტვის არტერიის (პულმონარული) თრომბოემბოლია.

- როგორი ჩივილებით აკითხავს ადამიანი ექიმ-რადიოლოგს? პაციენტს შეუძლია, თქვენთან საკუთარი ინიციატივით - მკურნალი ექიმის დანიშნულების გარეშე მოვიდეს?

- დუპლექს-სკანირების კვლევის ჩვენებაა ისეთი ჩივილები, როგორებიცაა: თავბრუსხვევა, კოორდინაციის დარღვევა სიარულის დროს, მხედველობის წამიერი დაკარგვა ან მხედველობის ველის ამოვარდნა, მეტყველების გაძნელება, ყურებში შუილი, შავი ან კაშკაშა წერტილების წარმოქმნა მხედველობის არეში, მეხსიერების დაქვეითება, ფიზიკური აქტივობის დაქვეითება, პულსაციის შეგრძნება მუცლის არეში, კიდურების დაბუჟება, დასუსტება, ხელის ან ფეხის თითების გაციება, ფერის შეცვლა, ხანგამოშვებითი კოჭლობა (ტკივილი ქვემო კიდურებში სიარულისას, რომელიც ქრება მოსვენებულ მდგომარეობაში), სიმძიმის, სიმხურვალის, დაჭიმულობის, დაღლილობის შეგრძნება ქვედა კიდურებში; ქვედა კიდურების შეშუპება, რომელიც უფრო მეტად დღის ბოლოს იჩენს თავს და დილით, დასვენების შემდეგ, ცხრება; კანქვეშა ვენების ვარიკოზული გაგანიერება;

დაავადების სიმპტომატიკის მიხედვით სავარაუდო სისხლძარღვოვან პათოლოგიაზე ეჭვის მიტანა და შესაბამისი სისტემის დუპლექს-სკანირებაზე გაგზავნა, რა თქმა უნდა, მკურნალი ექიმის კვალიფიკაციაზეა დამოკიდებული, თუმცა, სისხლძარღვოვანი პათოლოგიების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, დუპლექს-სკანირების ჩატარების ჩვენება საკმაოდ ფართოა და სისხლძარღვთა კვლევის სპეციალისტთან პაციენტი შესაძლოა, თვითდინებითაც მოხვდეს.

- პროფილაქტიკისთვის თუ არის მიზანშეწონილი დოპლერით გამოკვლევა?

- რა თქმა უნდა, არა მხოლოდ მიზანშეწონილი, არამედ რეკომენდებულია. სისხლძარღვების დუპლექს-სკანირება ფერადი და ენერგეტიკული დოპლერის რეჟიმში, დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის მაღალეფექტურ სადიაგნოსტიკო საშუალებად არის მიჩნეული.

სისხლძარღვოვანი სისტემის დაავადებების ადრეულ სტადიაზე გამოვლენა კი საშუალებას მოგვცემს, ავიცილოთ დაავადების პროგრესირება, მძიმე, შეუქცევადი გართულებები.

თანამედროვე, უახლესი პროგრამული უზრუნველყოფით აღჭურვილი ულტრაბგერითი აპარატურა საშუალებას იძლევა, ძალიან მაღალი სიზუსტით მოხდეს ძირითადი სისხლძარღვოვანი პათოლოგიების არა მარტო სკრინინგი/გამოვლენა, არამედ მათი ხარისხის, გავრცელების, ჰემოდინამიკური მნიშვნელობის თვისობრივი და რაოდენობრივი შეფასება, რასაც, სხვა ფაქტორებთან ერთად, გადამწყვეტი როლი ენიჭება მკურნალობის ტაქტიკის დაგეგმვისა და დაავადების მიმდინარეობის პროგნოზირებისთვის.

- არსებობს თუ არა კრიტიკული ასაკი ან სხვა რისკ-ფაქტორები, როცა აუცილებელი ხდება სისხლძარღვების სისტემატური შემოწმება?

- სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკი დამოკიდებულია აღნიშნულ დაავადებათა განვითარებასთან ასოცირებულ ფაქტორებზე, რომელთა ერთი ნაწილის შეცვლა, კონტროლი შეუძლებელია, ხოლო დანარჩენები კონტროლირებადია.

ფაქტორები, რომელთა კონტროლიც შეუძლებელია, არის ასაკი, სქესი (მენოპაუზის შემდეგ ქალების რისკი უთანაბრდება და უსწრებს მამაკაცებისას), მემკვიდრული ფაქტორები;

მაგრამ არსებობს ფაქტორები, რომელთა კონტროლიც ჩვენს ხელშია: ლიპიდური ცვლის მოშლა, ფიზიკური აქტივობა, თამბაქოს მოხმარება, ჭარბი წონა, არტერიული წნევა, ჰიპერკოაგულაცია, შაქრიანი დიაბეტი.

გართულებების თავიდან აცილების მიზნით, სასურველია მცირედი სისხლძარღვოვანი პრობლემების გამოვლენისთანავე ჩავიტაროთ შესაბამისი კვლევები; ასევე სხვადასხვა სისხლძარღვოვანი რისკ-ფაქტორის მქონე პირებში, 40 წლის ზემოთ მამაკაცებსა და მენოპაუზის პერიოდში მყოფ ქალბატონებში სასურველია, დროგამოშვებით სისხლძარღვების პროფილაქტიკური გამოკვლევების ჩატარება.

- თქვენ მუშაობთ ფ. თოდუას სახელობის სამედიცინო ცენტრში. რა მომსახურებასა და გამოკვლევებს სთავაზობს ცენტრის რადიოლოგიური განყოფილება პაციენტებს?

- ჩვენს კლინიკაში სისხლძარღვოვანი პათოლოგიების დიაგნოსტიკის მიზნით გამოიყენება უახლესი დიაგნოსტიკური აპარატურა, კვლევის თანამედროვე, არაინვაზიური მეთოდები: სისხლძარღვების დუპლექს-სკანირება ფერადი და ენერგეტიკული დოპლერის რეჟიმში, კომპიუტერულ-ტომოგრაფიული ანგიოგრაფია, მაგნიტურ რეზონანსული ანგიოგრაფია და სხვა. სისხლძარღვების დუპლექს-სკანირება ტარდება ვიზუალიზაციის უმაღლესი ხარისხის, მიკროცირკულაციის შეფასების ინოვაციური მეთოდიკების, სივრცობრივი გამოსახულების მიღების, ელასტოგრაფიის უახლესი პროგრამული უზრუნველყოფით აღჭურვილი ერგონომიული, პრემიუმ კლასის ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის აპარატზე: Canon-ს Aplio i800. სპეციალური ტექნოლოგია საშუალებას იძლევა, მივიღოთ პრაქტიკულად ნებისმიერ სიღრმეზე მაღალი ხარისხის გამოსახულება, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც ზოგადად ყველა სახის ულტრაბგერით, ისე განსაკუთრებულად სისხლძარღვოვანი კვლევებისთვის. ექსკლუზიური ტექნოლოგიის მეშვეობით შესაძლებელია უწვრილესი კალიბრის სისხლძარღვების სანათურის ვიზუალიზაცია, ნაკადის პარამეტრების შესწავლა - შესაბამისი ქსოვილის ვასკულარიზაციის კრიტერიუმების შეფასება.

ასევე, ჩვენი კლინიკა აღჭურვილია უახლესი თაობის ლაბორატორიული კვლევების აპარატურით. სწორი ლაბორატორიული კვლევების გარეშე შეუძლებელია დაავადების დადგენა, დიაგნოსტირება და მკურნალობის სწორი ტაქტიკის შერჩევა.

სისხლძარღვოვანი პათოლოგიების დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის საჭირო ყველა საშუალება ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრში ერთ სივრცეშია თავმოყრილი. გვახსოვდეს, რომ ჯანმრთელი სისხლძარღვები მთელი ორგანიზმის გამართული მუშაობის საწინდარია და თუკი ჩვენ მიერ ზემოჩამოთვლილი ჩივილები ან რისკ-ფაქტორებია სახეზე, ნუ გადადებთ ექიმთან ვიზიტს.

"კაწრო" გვარამიას ეთიკის ქარტიაში უჩივის

BTU-ს სტუდენტის მიერ შექმნილი ფრილანსერული პლატფორმა საქართველოში დასაქმების პროცესის გამარტივებას შეუწყობს ხელს

ფილტვის კიბო - დროა, თვალი გავუსწოროთ ყველაზე სერიოზულ პრობლემას ონკოლოგიაში