სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამხედრო
საზოგადოება
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლეღვის ფოთლის ნახარშით დამწვარი 80 წლის პაციენტი გვყავდა, რომელიც შვილიშვილმა ბოროტად მოატყუა" - გუგა ქაშიბაძე უჩვეულო "ქართულ ფენომენზე"
"ლეღვის ფოთლის ნახარშით დამწვარი 80 წლის პაციენტი გვყავდა, რომელიც შვილიშვილმა ბოროტად მოატყუა" - გუგა ქაშიბაძე უჩვეულო "ქართულ ფენომენზე"

სა­ქარ­თვე­ლო­ში ლეღ­ვის ფოთ­ლის ნა­ხარ­შით პირ­ვე­ლი დამ­წვრო­ბა 10 წლის წინ და­ფიქ­სირ­და - 15 წლის გო­გო­ნამ რუ­ჯის მი­ღე­ბის მიზ­ნით, სხე­ულ­ზე აღ­ნიშ­ნუ­ლი ნა­ხარ­შის წას­მა სცა­და.

გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით მი­ღე­ბუ­ლი სხე­უ­ლის ეს და­ზი­ა­ნე­ბა ექი­მე­ბის­თვის უც­ნა­უ­რი აღ­მოჩ­ნდა. მას შემ­დეგ კი, ყო­ველ ზა­ფხულს ლეღ­ვის ფოთ­ლის ნა­ხარ­შით დამ­წვა­რი 6-7 პა­ცი­ენ­ტი მა­ინც ჰყავთ. წელს პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში აღარ ელოდ­ნენ, ვინ­მეს კი­დევ თუ მო­უ­ვი­დო­და თავ­ში მსგავ­სი რამ, მაგ­რამ ფაქ­ტი მა­ინც და­ფიქ­სირ­და...

ზო­გა­დად რას­თან გვაქვს საქ­მე, ამ ნა­ხარ­შით რა­ტომ იწ­ვა­ვენ ადა­მი­ა­ნე­ბი თავს და რო­გორ აფა­სებს ფაქტს დამ­წვრო­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი, პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი გუგა ქა­ში­ბა­ძე - ამის შე­სა­ხებ მან AMBEBI.GE-სთან ისა­უბ­რა:

- სა­ნამ ღეღ­ვის ფოთ­ლე­ბის ნა­ხარ­შით დამ­წვარ პა­ცი­ენტს პირ­ვე­ლად ვნა­ხავ­დი, უფ­რო­სი კო­ლე­გე­ბის­გან ვი­ცო­დი, რომ ლეღ­ვის ფოთ­ლის წვე­ნი ქი­მი­ურ დამ­წვრო­ბას იწ­ვევ­და მა­შინ, რო­დე­საც ბავ­შვე­ბი თა­მაშ-თა­მა­შით მის­გან სხე­ულ­ზე ხე­ლოვ­ნურ ტა­ტუს იკე­თებ­დნენ, ტან­ზე ის­ვამ­დნენ და წარ­წე­რებს იკე­თებ­დნენ. მაგ­რამ ვინ­მეს ფოთ­ლე­ბი რომ მო­ეკ­რი­ფა, მო­ე­ხარ­შა და მერე წვე­ნი იმის­თვის გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა, ვი­თომ გა­რუ­ჯუ­ლი­ყო, ასე­თი არა­ფე­რი მახ­სოვს...

- ეს დამ­წვრო­ბა რო­გო­რი ხა­სი­ა­თი­საა?

- გან­სხვავ­დე­ბა სხვა და­ნარ­ჩე­ნის­გან, უმე­ტე­სად ზე­და­პი­რულ და­ზი­ა­ნე­ბას იწ­ვევს და არის I-II ხა­რის­ხის. მცი­რე ფარ­თობ­ზე არ არის სა­ში­ში, მაგ­რამ თუ მთელ სხე­ულ­ზე გავ­რცელ­დე­ბა, ბუ­ნებ­რი­ვია, ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ას­თან ერ­თად, ლო­კა­ლუ­რი პრობ­ლე­მა ზო­გად პრობ­ლე­მად გა­და­იქ­ცე­ვა - მთელ ორ­გა­ნიზ­მში დამ­წვრო­ბი­თი და­ა­ვა­დე­ბა გან­ვი­თარ­დე­ბა.

ეს პა­ცი­ენტს მეტ საფრ­თხეს უქ­მნის, მა­ლა­მოს წას­მა აღარ შვე­ლის და გა­დას­ხმას, სხვაგ­ვარ მკურ­ნა­ლო­ბას სა­ჭი­რო­ე­ბენ, ამას­თან, მო­ნი­ტო­რინგს. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვე­ბი, როცა ამ დამ­წვრო­ბით რე­ა­ნი­მა­ცი­ა­შიც აღ­მო­ჩე­ნი­ლან. წე­ლი­წად­ში 3-7 ფაქ­ტი მა­ინც ფიქ­სირ­დე­ბა. ყო­ველ ჯერ­ზე, მსგავ­სი დამ­წვრო­ბით პა­ცი­ენტს აღარ ვე­ლო­დე­ბით, მაგ­რამ ასე არ ხდე­ბა...

წლე­ვან­დე­ლი ფაქ­ტი ტე­ლე­ვი­ზი­ებ­თან აღარც გაგ­ვიჟ­ღე­რე­ბია. ვე­ცა­დეთ, ეს ინ­ფორ­მა­ცია ნაკ­ლე­ბად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი­ყო, რად­გა­ნაც ვი­ფიქ­რეთ, რომ რაც უფრო ნაკ­ლე­ბად ვახ­სე­ნებთ და არ ვი­სა­უბ­რებთ მას­ზე, მო­სახ­ლე­ო­ბას და­ა­ვი­წყდე­ბა-თქო.

სა­ერ­თოდ, მგო­ნია, რომ გა­რუ­ჯვის მიზ­ნით, ლეღ­ვის ნა­ხარ­შის გა­მო­ყე­ნე­ბა იმ პირ­ვე­ლი დამ­წვრო­ბი­დან გავ­რცელ­და, რო­დე­საც 10 წლის წინ 15 წლის გო­გო­ნა პირ­ვე­ლად და­იწ­ვა... თით­ქოს ადა­მი­ა­ნებს ამის­კენ ბიძ­გი იმ სი­უ­ჟე­ტებ­მა მის­ცა. აბა, ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ამას არ­სად ამო­ი­კი­თხავ­დნენ, რად­გა­ნაც ასე­თი რამ იქ არ არ­სე­ბობს.

- ლი­ტე­რა­ტუ­რა ახ­სე­ნეთ და თქვე­ნი დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ დამ­წვრო­ბას სპე­ცი­ა­ლურ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ში ცალ­კე ქვე­თა­ვად შე­ტა­ნას ხომ არ აპი­რებთ, რო­გორც ერთ-ერთი უც­ნა­უ­რი ფაქ­ტის?

- სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო რამ­დე­ნი­მე წლის წინ ბა­ტონ­მა ბე­სიკ მა­ი­აშ­ვილ­მა გა­მოს­ცა, მო­ცუ­ლო­ბი­თი წიგ­ნია. სამ­წუ­ხა­როდ თუ სა­ბედ­ნი­ე­როდ, იქ ამ დამ­წვრო­ბას ად­გი­ლი არ ეთ­მო­ბა, რად­გა­ნაც გინ­და-არ გინ­და არა­სე­რი­ო­ზულ ფაქ­ტად აღიქ­მე­ბა...

- თა­ვად პა­ცი­ენ­ტე­ბი რას ამ­ბო­ბენ, აღი­ა­რე­ბენ თა­ვი­ანთ შეც­დო­მას?

- ამ დამ­წვრო­ბას უბე­დურ შემ­თხვე­ვას ვერ და­აბ­რა­ლებ, ეს ტრავ­მაა, რომ­ლის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბო­და, მაგ­რამ გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით მოხ­და. პა­ცი­ენ­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბა ქალ­ბა­ტო­ნია, თუმ­ცა ამ დამ­წვრო­ბით მა­მა­კა­ციც და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა. ყვე­ლა­ზე უმ­ცრო­სი პა­ცი­ენ­ტი 13 წლის იყო.

გვყავ­და 80-ს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი ქა­ლიც, მაგ­რამ ის სხვა შემ­თხვე­ვა გახ­ლდათ - შვი­ლიშ­ვილ­მა ბო­რო­ტად მო­ა­ტყუა ბე­ბი­ას, რომ პო­დაგ­რას ლეღ­ვის ფოთ­ლე­ბის ნა­ხარ­ში შვე­ლო­და, მო­ა­ხარ­ში­ნა და მო­ხუ­ცი სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდა.

სა­ერ­თოდ, ისე­თი ტრავ­მის მქო­ნე­თათ­ვის, რომ­ლებ­მაც თა­ვი­დან არ აი­ცი­ლეს შემ­თხვე­ვა და გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით და­ზი­ან­დნენ, და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია გარ­კვე­უ­ლი სი­ნა­ნუ­ლის გრძნო­ბა, აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ თა­ვი­ანთ საქ­ცი­ელს, მაგ­რამ მა­ინც ეძე­ბენ პი­როვ­ნე­ბას, ვი­საც შე­იძ­ლე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­და­აბ­რა­ლონ. იმი­ტომ, რომ თვი­თონ ბო­ლომ­დე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან იმა­ში, რომ არ და­იწ­ვე­ბი­ან და ეს ტრავ­მა არ მო­უ­ვათ.

მოკ­ლედ, მიდ­გო­მა არის ასე­თი - ყო­ველ ჯა­რის­კაცს ხომ ჰგო­ნია, რომ ომში თვი­თონ არ და­იჭ­რე­ბა და ტყვია ჩა­უვ­ლის, ასეა აქაც. რო­დე­საც ამ ადა­მი­ა­ნებს ვე­სა­უბ­რე­ბით, კი­თხვებს ვუს­ვამთ, სა­უბ­რის გაგ­რძე­ლე­ბა არ უნ­დათ.

- ეს დამ­წვრო­ბა რამ­დენ ხან­ში შუშ­დე­ბა, მკურ­ნა­ლო­ბა დიდ­ხანს გრძელ­დე­ბა?

- და­ახ­ლო­ე­ბით 10 დღე. ამ დრო­ის მან­ძილ­ზე ხდე­ბა ეპი­თე­ლი­ზა­ცია და პრო­ცე­სის ალა­გე­ბა, თუმ­ცა დის­კომ­ფორ­ტი მე­რე­ცაა, რად­გა­ნაც პა­ცი­ენტს აბა­ზა­ნის მი­ღე­ბა, და­ბა­ნა კარ­გა ხანს ეკ­რძა­ლე­ბა. კანი დამ­წვრო­ბის მი­ღე­ბი­დან 4 კვი­რის შემ­დეგ აღ­დგე­ბა.

- ერთხელ ჩემ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნეთ, რომ უცხო­ელ კო­ლე­გებს ამ დამ­წვრო­ბის შე­სა­ხებ არც უყ­ვე­ბით, რად­გა­ნაც შე­საძ­ლოა, გა­უ­ჭირ­დეთ იმის გა­გე­ბა, რომ 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში ადა­მი­ა­ნი გა­სა­რუ­ჯად ლეღ­ვის ფოთ­ლის ნა­ხარშს იყე­ნებს...

- ყო­ველ­თვის მა­ინ­ტე­რე­სებს სხვა ქვე­ყა­ნა­ში რა ტი­პის დამ­წვრო­ბე­ბია და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ მსგავ­სი რამ არა­ვის­გან მსმე­ნია. არ­სად მომ­ხდა­რა, თუმ­ცა ბუ­ნე­ბა­ში არ­სე­ბობს რამ­დე­ნი­მე მცე­ნა­რე, რო­მელ­საც თუ შიშ­ვე­ლი სხე­უ­ლით შე­ვე­ხე­ბით, სხე­ულ­ზე დამ­წვრო­ბის მსგავს სი­თხით სავ­სე ბუშ­ტუ­ლა­კებს გა­მო­იწ­ვევს, ერთ-ერთი კავ­კა­სი­უ­რი დი­ყაა. აგ­რე­სი­უ­ლი მცე­ნა­რეა. ისე, უცხო­ელ კო­ლე­გებ­თან უხერ­ხუ­ლიც არის კი­თხვის დას­მა ამ დამ­წვრო­ბა­ზე რა­ი­მე სმე­ნი­ათ თუ არა.

ნა­ხარ­შის მთე­ლი "ფორ­მუ­ლე­ბია" - სხვა­დას­ხვა ბოსტნე­ულს იყე­ნე­ბენ, საჭ­მელ სა­შუ­ა­ლე­ბებს, სა­დღაც 7-8 ინ­გრე­დი­ენ­ტია, რა­საც შეგ­ნე­ბუ­ლად არ ჩა­მოვ­თვლი.

- და­ბო­ლოს, რა რე­კო­მენ­და­ცი­ებს გას­ცემ­დით ზა­ფხუ­ლის სე­ზო­ნის­თვის, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა მზის­გან დამ­წვრო­ბა არ მი­ი­ღონ?

- თუ მზე­ზე გას­ვლა გვინ­და, პირ­ვე­ლი გას­ვლა ხან­მოკ­ლე - 10-15 წუ­თი­ა­ნი უნდა იყოს, მზის გულ­ზე ხში­რად უნდა ვიტ­რი­ა­ლოთ, მხო­ლოდ ერთი მხრი­დან ნუ მი­ვე­ფი­ცხე­ბით. გა­მო­ვი­ყე­ნოთ მზის­გან დამ­ცა­ვი კრე­მე­ბი და არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს ამ კრე­მის ხე­ლა­ხა­ლი წას­მა, მით უფრო, როცა ვბა­ნა­ობთ, როცა ოფ­ლის გა­მო­ყო­ფა ხდე­ბა. ბევ­რი ამას ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცევს.

თავ­საც უნდა გა­ვუფრ­თხილ­დეთ და სხვებ­საც, გან­სა­კუთ­რე­ბით, პა­ტა­რებს, მო­ხუ­ცებს. მათ თხე­ლი და ნაზი კანი აქვთ. მზის დამ­წვრო­ბის გარ­და, არ­სე­ბობს მზის დაკ­ვრა და გა­და­ხუ­რე­ბა. ამი­ტომ, მზის­გან დამ­ცა­ვი კრე­მე­ბის გარ­და, თეთ­რი ფე­რის ქუდ­საც თუ გა­მო­ვი­ყე­ნებთ, კარ­გი იქ­ნე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლალუკა
1

ბავშვობაში ბებია რომელმაც 12 შვილი გაზარდა, მეჭეჭი რომ გამოუვიდოდა ხელზე ვინმეს, ლეღვის რძეს აწვეთებდა, ორ დღეში აღარ ქონდა, იმიტომ რომ წვავდა. ნაყოფი გემრიელია ბებია, მაგრამ ეშმაკის ხეაო და მიცვალებულის მოსახსენიელ საკურთხზეც არ დადებდა . ეს ისე რაც გამიგონია ბავშვობაში.

სტანგერი
6

საცემია ეხლა ეგ ბავშვი, აბა რაარი...

მაგრამ მაგი თუ სცემა მშობელმა, უეჭველი უჩივლებს და...

ეგეც შენი "ბავშვთა უფლებები"

ავტორი:

"ლეღვის ფოთლის ნახარშით დამწვარი 80 წლის პაციენტი გვყავდა, რომელიც შვილიშვილმა ბოროტად მოატყუა" - გუგა ქაშიბაძე უჩვეულო "ქართულ ფენომენზე"

"ლეღვის ფოთლის ნახარშით დამწვარი 80 წლის პაციენტი გვყავდა, რომელიც შვილიშვილმა ბოროტად მოატყუა" - გუგა ქაშიბაძე უჩვეულო "ქართულ ფენომენზე"

საქართველოში ლეღვის ფოთლის ნახარშით პირველი დამწვრობა 10 წლის წინ დაფიქსირდა - 15 წლის გოგონამ რუჯის მიღების მიზნით, სხეულზე აღნიშნული ნახარშის წასმა სცადა.

გაუფრთხილებლობით მიღებული სხეულის ეს დაზიანება ექიმებისთვის უცნაური აღმოჩნდა. მას შემდეგ კი, ყოველ ზაფხულს ლეღვის ფოთლის ნახარშით დამწვარი 6-7 პაციენტი მაინც ჰყავთ. წელს პანდემიის პირობებში აღარ ელოდნენ, ვინმეს კიდევ თუ მოუვიდოდა თავში მსგავსი რამ, მაგრამ ფაქტი მაინც დაფიქსირდა...

ზოგადად რასთან გვაქვს საქმე, ამ ნახარშით რატომ იწვავენ ადამიანები თავს და როგორ აფასებს ფაქტს დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი, პლასტიკური ქირურგი გუგა ქაშიბაძე - ამის შესახებ მან AMBEBI.GE-სთან ისაუბრა:

- სანამ ღეღვის ფოთლების ნახარშით დამწვარ პაციენტს პირველად ვნახავდი, უფროსი კოლეგებისგან ვიცოდი, რომ ლეღვის ფოთლის წვენი ქიმიურ დამწვრობას იწვევდა მაშინ, როდესაც ბავშვები თამაშ-თამაშით მისგან სხეულზე ხელოვნურ ტატუს იკეთებდნენ, ტანზე ისვამდნენ და წარწერებს იკეთებდნენ. მაგრამ ვინმეს ფოთლები რომ მოეკრიფა, მოეხარშა და მერე წვენი იმისთვის გამოეყენებინა, ვითომ გარუჯულიყო, ასეთი არაფერი მახსოვს...

- ეს დამწვრობა როგორი ხასიათისაა?

- განსხვავდება სხვა დანარჩენისგან, უმეტესად ზედაპირულ დაზიანებას იწვევს და არის I-II ხარისხის. მცირე ფართობზე არ არის საშიში, მაგრამ თუ მთელ სხეულზე გავრცელდება, ბუნებრივია, ინტოქსიკაციასთან ერთად, ლოკალური პრობლემა ზოგად პრობლემად გადაიქცევა - მთელ ორგანიზმში დამწვრობითი დაავადება განვითარდება.

ეს პაციენტს მეტ საფრთხეს უქმნის, მალამოს წასმა აღარ შველის და გადასხმას, სხვაგვარ მკურნალობას საჭიროებენ, ამასთან, მონიტორინგს. ყოფილა შემთხვევები, როცა ამ დამწვრობით რეანიმაციაშიც აღმოჩენილან. წელიწადში 3-7 ფაქტი მაინც ფიქსირდება. ყოველ ჯერზე, მსგავსი დამწვრობით პაციენტს აღარ ველოდებით, მაგრამ ასე არ ხდება...

წლევანდელი ფაქტი ტელევიზიებთან აღარც გაგვიჟღერებია. ვეცადეთ, ეს ინფორმაცია ნაკლებად გავრცელებულიყო, რადგანაც ვიფიქრეთ, რომ რაც უფრო ნაკლებად ვახსენებთ და არ ვისაუბრებთ მასზე, მოსახლეობას დაავიწყდება-თქო.

საერთოდ, მგონია, რომ გარუჯვის მიზნით, ლეღვის ნახარშის გამოყენება იმ პირველი დამწვრობიდან გავრცელდა, როდესაც 10 წლის წინ 15 წლის გოგონა პირველად დაიწვა... თითქოს ადამიანებს ამისკენ ბიძგი იმ სიუჟეტებმა მისცა. აბა, ლიტერატურაში ამას არსად ამოიკითხავდნენ, რადგანაც ასეთი რამ იქ არ არსებობს.

- ლიტერატურა ახსენეთ და თქვენი დარგის სპეციალისტები ამ დამწვრობას სპეციალურ სახელმძღვანელოში ცალკე ქვეთავად შეტანას ხომ არ აპირებთ, როგორც ერთ-ერთი უცნაური ფაქტის?

- სახელმძღვანელო რამდენიმე წლის წინ ბატონმა ბესიკ მაიაშვილმა გამოსცა, მოცულობითი წიგნია. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, იქ ამ დამწვრობას ადგილი არ ეთმობა, რადგანაც გინდა-არ გინდა არასერიოზულ ფაქტად აღიქმება...

- თავად პაციენტები რას ამბობენ, აღიარებენ თავიანთ შეცდომას?

- ამ დამწვრობას უბედურ შემთხვევას ვერ დააბრალებ, ეს ტრავმაა, რომლის თავიდან აცილება შეიძლებოდა, მაგრამ გაუფრთხილებლობით მოხდა. პაციენტების უმეტესობა ქალბატონია, თუმცა ამ დამწვრობით მამაკაციც დაფიქსირებულა. ყველაზე უმცროსი პაციენტი 13 წლის იყო.

გვყავდა 80-ს გადაცილებული ქალიც, მაგრამ ის სხვა შემთხვევა გახლდათ - შვილიშვილმა ბოროტად მოატყუა ბებიას, რომ პოდაგრას ლეღვის ფოთლების ნახარში შველოდა, მოახარშინა და მოხუცი სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა.

საერთოდ, ისეთი ტრავმის მქონეთათვის, რომლებმაც თავიდან არ აიცილეს შემთხვევა და გაუფრთხილებლობით დაზიანდნენ, დამახასიათებელია გარკვეული სინანულის გრძნობა, აცნობიერებენ თავიანთ საქციელს, მაგრამ მაინც ეძებენ პიროვნებას, ვისაც შეიძლება ეს ყველაფერი გადააბრალონ. იმიტომ, რომ თვითონ ბოლომდე დარწმუნებულები არიან იმაში, რომ არ დაიწვებიან და ეს ტრავმა არ მოუვათ.

მოკლედ, მიდგომა არის ასეთი - ყოველ ჯარისკაცს ხომ ჰგონია, რომ ომში თვითონ არ დაიჭრება და ტყვია ჩაუვლის, ასეა აქაც. როდესაც ამ ადამიანებს ვესაუბრებით, კითხვებს ვუსვამთ, საუბრის გაგრძელება არ უნდათ.

- ეს დამწვრობა რამდენ ხანში შუშდება, მკურნალობა დიდხანს გრძელდება?

- დაახლოებით 10 დღე. ამ დროის მანძილზე ხდება ეპითელიზაცია და პროცესის ალაგება, თუმცა დისკომფორტი მერეცაა, რადგანაც პაციენტს აბაზანის მიღება, დაბანა კარგა ხანს ეკრძალება. კანი დამწვრობის მიღებიდან 4 კვირის შემდეგ აღდგება.

- ერთხელ ჩემთან ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ უცხოელ კოლეგებს ამ დამწვრობის შესახებ არც უყვებით, რადგანაც შესაძლოა, გაუჭირდეთ იმის გაგება, რომ 21-ე საუკუნეში ადამიანი გასარუჯად ლეღვის ფოთლის ნახარშს იყენებს...

- ყოველთვის მაინტერესებს სხვა ქვეყანაში რა ტიპის დამწვრობებია დაფიქსირებული, მაგრამ მსგავსი რამ არავისგან მსმენია. არსად მომხდარა, თუმცა ბუნებაში არსებობს რამდენიმე მცენარე, რომელსაც თუ შიშველი სხეულით შევეხებით, სხეულზე დამწვრობის მსგავს სითხით სავსე ბუშტულაკებს გამოიწვევს, ერთ-ერთი კავკასიური დიყაა. აგრესიული მცენარეა. ისე, უცხოელ კოლეგებთან უხერხულიც არის კითხვის დასმა ამ დამწვრობაზე რაიმე სმენიათ თუ არა.

ნახარშის მთელი "ფორმულებია" - სხვადასხვა ბოსტნეულს იყენებენ, საჭმელ საშუალებებს, სადღაც 7-8 ინგრედიენტია, რასაც შეგნებულად არ ჩამოვთვლი.

- დაბოლოს, რა რეკომენდაციებს გასცემდით ზაფხულის სეზონისთვის, რომ ადამიანებმა მზისგან დამწვრობა არ მიიღონ?

- თუ მზეზე გასვლა გვინდა, პირველი გასვლა ხანმოკლე - 10-15 წუთიანი უნდა იყოს, მზის გულზე ხშირად უნდა ვიტრიალოთ, მხოლოდ ერთი მხრიდან ნუ მივეფიცხებით. გამოვიყენოთ მზისგან დამცავი კრემები და არ უნდა დაგვავიწყდეს ამ კრემის ხელახალი წასმა, მით უფრო, როცა ვბანაობთ, როცა ოფლის გამოყოფა ხდება. ბევრი ამას ყურადღებას არ აქცევს.

თავსაც უნდა გავუფრთხილდეთ და სხვებსაც, განსაკუთრებით, პატარებს, მოხუცებს. მათ თხელი და ნაზი კანი აქვთ. მზის დამწვრობის გარდა, არსებობს მზის დაკვრა და გადახურება. ამიტომ, მზისგან დამცავი კრემების გარდა, თეთრი ფერის ქუდსაც თუ გამოვიყენებთ, კარგი იქნება.

თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში სასწავლო პროცესი 1-ელ ოქტომბრამდე გადაიდო

32 წლის ქალმა ლეღვის ფოთლის ნახარშით 35%-იანი დამწვრობა მიიღო - "წელს ეს მეოთხე შემთხვევაა"

„თეგეტა მოტორსი“ - ბათუმის ფილიალებში კოვიდ ინფიცირების შემთხვა არ დაფიქსირებულა