პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზურა რომ გაეშვათ, მე ჩემით წავიდოდი“ - როგორ აფასებს რამილია ალიევა "მასტერშეფში“ მონაწილეობას და აპირებს თუ არა კულინარიაში დარჩენას
"ზურა რომ გაეშვათ, მე ჩემით წავიდოდი“ - როგორ აფასებს რამილია ალიევა "მასტერშეფში“ მონაწილეობას და აპირებს თუ არა კულინარიაში დარჩენას

გა­სულ კვი­რას "მას­ტერ­შე­ფის“ სამ­ზა­რე­უ­ლო ორმა მო­ნა­წი­ლემ და­ტო­ვა - პა­ა­ტა ჭო­ნი­აშ­ვილ­მა და რა­მი­ლია ალი­ე­ვამ. რა­მი­ლი­ას აუტ­სა­ი­დე­რებ­ში დგო­მა ზურა ხო­კე­რაშ­ვილ­თან ერ­თად მო­უ­წია, ჟი­უ­რის სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით კი გა­მარ­ჯვე­ბის­თვის ბრძო­ლას გა­მო­ე­თი­შა.

რა­მი­ლია ალი­ე­ვა ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ძლი­ერ მო­ნა­წი­ლედ ით­ვლე­ბო­და, ბევ­რჯერ სა­უ­კე­თე­სო კერ­ძებ­შიც და­სა­ხელ­და და იმუ­ნი­ტე­ტიც მო­ი­პო­ვა, თუმ­ცა, რო­გორც ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნა, კვი­რას „მისი დღე არ იყო“. რო­გორ აფა­სებს პრო­ექ­ტში გა­ტა­რე­ბულ პე­რი­ოდს და რა გეგ­მე­ბი აქვს მო­მა­ვალ­ში, წა­ი­კი­თხეთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

- რო­გორ ფიქ­რობთ, რა გახ­და შოუს და­ტო­ვე­ბის მი­ზე­ზი?

- "მას­ტერ­შე­ფის“ სამ­ზა­რე­უ­ლო არ არის შენი სამ­ზა­რე­უ­ლო. იქ სულ სხვა წე­სე­ბი მოქ­მე­დებს. შე­იძ­ლე­ბა, შენს სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ძა­ლი­ან კარ­გი კერ­ძი გა­მო­გი­ვი­დეს, მაგ­რამ „მას­ტერ­შეფ­ში“ შენი დღე არ იყოს, ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა.

- რო­გორ შე­ა­ფა­სებ­დით "მას­ტერ­შეფ­ში“ გან­ვლილ პე­რი­ოდს, მი­აღ­წი­ეთ და­სა­ხულ მი­ზანს?

- კარ­გი ადა­მი­ა­ნე­ბი გა­ვი­ცა­ნი, რაც შემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ასე­ვე, ბევ­რი ახა­ლი რამ ვის­წავ­ლე, ჩემი თავი გა­მოვ­ცა­დე. კერ­ძე­ბის დიდი ნა­წი­ლი პირ­ვე­ლად მო­ვამ­ზა­დე, რაც ჩემ­თვის უდი­დე­სი გა­მოწ­ვე­ვა იყო.

ასე­ვე, მინ­დო­და, რომ ერ­თმა­ნე­თი უკეთ გაგ­ვეც­ნო, აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი კუ­ლი­ნა­რი­ის დე­ტა­ლე­ბი ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რებ­ლის­თვის მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი კი, რაც მას­ტერ­შეფ­მა მომ­ცა, ხალ­ხის მხარ­და­ჭე­რა და სიყ­ვა­რუ­ლია.

- ჟი­უ­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. ბევ­რი აღ­ნიშ­ნავ­და, რომ პრო­ექ­ტი თქვენ არ უნდა და­გე­ტო­ვე­ბი­ნათ. თა­ვად რო­გორ შე­ა­ფა­სებ­დით ჟი­უ­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას?

- ისე­თი მხარ­და­ჭე­რა ვიგ­რძე­ნი, რომ ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ. ჩემს ყვე­ლა გულ­შე­მატ­კი­ვარს მად­ლო­ბას ვუხ­დი, ყვე­ლა ძა­ლი­ან მიყ­ვარს. მხო­ლოდ თქვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლის, მხარ­და­ჭე­რის გამო ღირ­და „მას­ტერ­შეფ­ში“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა შე­ფე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ვფიქ­რობ, ამ ეტაპ­ზე ზუ­რას უფრო სჭირ­დე­ბო­და პრო­ექ­ტში დარ­ჩე­ნა და მი­ხა­რია, რომ შე­ფებ­მა სწო­რედ მას მის­ცეს შან­სი. სი­მარ­თლე გი­თხრათ, პი­რი­ქით რომ მომ­ხდა­რი­ყო და ზურა გა­ეშ­ვათ, მე ჩე­მით წა­ვი­დო­დი და მას დავ­ტო­ვებ­დი, რად­გან ზუ­რას ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბა ეს პრო­ექ­ტი. მინ­და, აღარ მო­უ­წი­ოს აუტ­სა­ი­დე­რებ­ში დად­გო­მა, გა­მო­ფხიზ­ლდეს, ძლი­ე­რი იყოს და შეძ­ლოს თა­ვი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ჩვე­ნე­ბა.

რა­ღაც მთავ­რდე­ბა და რა­ღაც ახა­ლი იწყე­ბა. მინ­და, "მას­ტერ­შე­ფის“ და­სას­რუ­ლი კარ­გი სი­ახ­ლე­ე­ბის და­სა­წყი­სი იყოს.

- სი­ახ­ლე­ე­ბი კუ­ლი­ნა­რი­ა­საც ხომ არ შე­ე­ხე­ბა?

- ვნა­ხოთ. ვეც­დე­ბი, ჩემი პრო­ფე­სია და კუ­ლი­ნა­რია და­ვუ­კავ­ში­რო ერ­თმა­ნეთს. ახლო მო­მა­ვალ­ში ვლო­გის გა­კე­თე­ბის ვა­პი­რებ, სა­დაც ჩემი აღ­მო­სავ­ლუ­რი გე­მო­ე­ბის გა­ზი­ა­რე­ბას შევ­ძლებ მა­ყუ­რებ­ლის­თვის. ეს რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან დიდ დროს, ენერ­გი­ას, ძა­ლის­ხმე­ვას მო­ი­თხოვს, ამი­ტომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბამ­დე ჩემს გულ­შე­მატ­კი­ვარს გა­ვუ­ზი­ა­რებ ამ იდე­ას და ვნა­ხოთ, რამ­დე­ნად და­ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან. პირ­ვე­ლი ვი­დეო აუ­ცი­ლებ­ლად აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი ფლა­ვის შე­სა­ხებ იქ­ნე­ბა, რო­მელ­მაც ფუ­რო­რი მო­ახ­დი­ნა და უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა მთხო­ვა რე­ცეპ­ტი.

- დარ­ჩე­ნი­ლი კონ­კურ­სან­ტე­ბი­დან ვის გულ­შე­მატ­კივ­რობთ?

- ია­ნა­სა და სერ­გოს, რად­გან ორი­ვე არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მზა­რე­უ­ლია. იანა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია, რომ­ლის­გა­ნაც ძა­ლი­ან ბევ­რი რა­მის სწავ­ლაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ის ჩემ­თვის უკვე ცხოვ­რე­ბის მე­გო­ბა­რია. სერ­გო არა მხო­ლოდ კარ­გი მზა­რე­უ­ლი, არა­მედ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნია, ძა­ლი­ან სა­მარ­თლი­ა­ნი და პა­ტი­ო­სა­ნი. აუ­ცი­ლებ­ლად წა­ვალ იმ რეს­ტო­რან­ში, სა­დაც სერ­გო იქ­ნე­ბა შეფი, რად­გან დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ყვე­ლა­ფე­რი უგემ­რი­ე­ლე­სი იქ­ნე­ბა. სხვა­თა შო­რის, სერ­გოს მიერ მეს­ხურ ტურ­ში მომ­ზა­დე­ბუ­ლი ქადა ბა­ტის ხორ­ცით და ია­ნას მომ­ზა­დე­ბუ­ლი ვა­რე­ნი­კე­ბი არის ყვე­ლა­ზე გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბი, რაც კი ოდეს­მე გა­მი­სინ­ჯავს. ასე რომ, ორი­ვეს ვგულ­შე­მატ­კივ­რობ და ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­დე­ბა რო­მე­ლი­მეს გა­მარ­ჯვე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
kaxa
8

ყარაულის თოფივით ერთს გაისვრის ხოლმე ზურა, (მასე ხანდახან მეც გავაკეთებ რამე გემრიელს), მთელი დანარჩენი სეზონი ფორთხავს, სულ აუტსაიდერებშია, რამილა სულ ლიდერებში იყო და ერთი შეცდომა არ აპატიეს. ძალიან უნამუსო ხალხია ამ ჟიურიში

თაკო
0

რა კარგი გოგოა,ხალისიანი პოზიტიური და იუმორით სავსე.გული დამწყდა რომ გააგდეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

"ზურა რომ გაეშვათ, მე ჩემით წავიდოდი“ - როგორ აფასებს რამილია ალიევა "მასტერშეფში“ მონაწილეობას და აპირებს თუ არა კულინარიაში დარჩენას

"ზურა რომ გაეშვათ, მე ჩემით წავიდოდი“ - როგორ აფასებს რამილია ალიევა "მასტერშეფში“ მონაწილეობას და აპირებს თუ არა კულინარიაში დარჩენას

გასულ კვირას "მასტერშეფის“ სამზარეულო ორმა მონაწილემ დატოვა - პაატა ჭონიაშვილმა და რამილია ალიევამ. რამილიას აუტსაიდერებში დგომა ზურა ხოკერაშვილთან ერთად მოუწია, ჟიურის საბოლოო გადაწყვეტილებით კი გამარჯვებისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

რამილია ალიევა ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მონაწილედ ითვლებოდა, ბევრჯერ საუკეთესო კერძებშიც დასახელდა და იმუნიტეტიც მოიპოვა, თუმცა, როგორც ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნა, კვირას „მისი დღე არ იყო“. როგორ აფასებს პროექტში გატარებულ პერიოდს და რა გეგმები აქვს მომავალში, წაიკითხეთ ინტერვიუში.

- როგორ ფიქრობთ, რა გახდა შოუს დატოვების მიზეზი?

- "მასტერშეფის“ სამზარეულო არ არის შენი სამზარეულო. იქ სულ სხვა წესები მოქმედებს. შეიძლება, შენს სამზარეულოში ძალიან კარგი კერძი გამოგივიდეს, მაგრამ „მასტერშეფში“ შენი დღე არ იყოს, ყველაფერი ხდება.

- როგორ შეაფასებდით "მასტერშეფში“ განვლილ პერიოდს, მიაღწიეთ დასახულ მიზანს?

- კარგი ადამიანები გავიცანი, რაც შემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, ბევრი ახალი რამ ვისწავლე, ჩემი თავი გამოვცადე. კერძების დიდი ნაწილი პირველად მოვამზადე, რაც ჩემთვის უდიდესი გამოწვევა იყო.

ასევე, მინდოდა, რომ ერთმანეთი უკეთ გაგვეცნო, აზერბაიჯანული კულინარიის დეტალები ქართველი მაყურებლისთვის მეჩვენებინა. ყველაზე მთავარი კი, რაც მასტერშეფმა მომცა, ხალხის მხარდაჭერა და სიყვარულია.

- ჟიურის გადაწყვეტილებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბევრი აღნიშნავდა, რომ პროექტი თქვენ არ უნდა დაგეტოვებინათ. თავად როგორ შეაფასებდით ჟიურის გადაწყვეტილებას?

- ისეთი მხარდაჭერა ვიგრძენი, რომ ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემს ყველა გულშემატკივარს მადლობას ვუხდი, ყველა ძალიან მიყვარს. მხოლოდ თქვენი სიყვარულის, მხარდაჭერის გამო ღირდა „მასტერშეფში“ მონაწილეობა.

რაც შეეხება შეფების გადაწყვეტილებას, ვფიქრობ, ამ ეტაპზე ზურას უფრო სჭირდებოდა პროექტში დარჩენა და მიხარია, რომ შეფებმა სწორედ მას მისცეს შანსი. სიმართლე გითხრათ, პირიქით რომ მომხდარიყო და ზურა გაეშვათ, მე ჩემით წავიდოდი და მას დავტოვებდი, რადგან ზურას ძალიან სჭირდება ეს პროექტი. მინდა, აღარ მოუწიოს აუტსაიდერებში დადგომა, გამოფხიზლდეს, ძლიერი იყოს და შეძლოს თავისი შესაძლებლობების ჩვენება.

რაღაც მთავრდება და რაღაც ახალი იწყება. მინდა, "მასტერშეფის“ დასასრული კარგი სიახლეების დასაწყისი იყოს.

- სიახლეები კულინარიასაც ხომ არ შეეხება?

- ვნახოთ. ვეცდები, ჩემი პროფესია და კულინარია დავუკავშირო ერთმანეთს. ახლო მომავალში ვლოგის გაკეთების ვაპირებ, სადაც ჩემი აღმოსავლური გემოების გაზიარებას შევძლებ მაყურებლისთვის. ეს რა თქმა უნდა, ძალიან დიდ დროს, ენერგიას, ძალისხმევას მოითხოვს, ამიტომ გადაწყვეტილების მიღებამდე ჩემს გულშემატკივარს გავუზიარებ ამ იდეას და ვნახოთ, რამდენად დაინტერესდებიან. პირველი ვიდეო აუცილებლად აზერბაიჯანული ფლავის შესახებ იქნება, რომელმაც ფურორი მოახდინა და უამრავმა ადამიანმა მთხოვა რეცეპტი.

- დარჩენილი კონკურსანტებიდან ვის გულშემატკივრობთ?

- იანასა და სერგოს, რადგან ორივე არაჩვეულებრივი მზარეულია. იანა პროფესიონალია, რომლისგანაც ძალიან ბევრი რამის სწავლაა შესაძლებელი. ის ჩემთვის უკვე ცხოვრების მეგობარია. სერგო არა მხოლოდ კარგი მზარეული, არამედ არაჩვეულებრივი ადამიანია, ძალიან სამართლიანი და პატიოსანი. აუცილებლად წავალ იმ რესტორანში, სადაც სერგო იქნება შეფი, რადგან დარწმუნებული ვარ, ყველაფერი უგემრიელესი იქნება. სხვათა შორის, სერგოს მიერ მესხურ ტურში მომზადებული ქადა ბატის ხორცით და იანას მომზადებული ვარენიკები არის ყველაზე გემრიელი კერძები, რაც კი ოდესმე გამისინჯავს. ასე რომ, ორივეს ვგულშემატკივრობ და ძალიან გამიხარდება რომელიმეს გამარჯვება.

გენეტიკა, თუ პლასტიკური ქირურგიის ძალა - როგორ გამოიყურებიან ულამაზესი ცნობილი ქალების დედები

ნუცა ბუზალაძემ კარანტინი შეყვარებულთან ერთად გაატარა - "ასაკი ნამდვილად არ მიშლის ხელს ოჯახის შექმნაში"

როგორ სახლში ცხოვრობს ბაია დვალიშვილი - "მიყვარს, როცა სახლი ჰგავს პატრონს და არ არის სტანდარტული"