პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

11

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 13:51-ზე, მთვარე ტყუპშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრეებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ცუდი დღეა ქორწინებისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
BTU-ს სტუდენტების ახალი პროექტი მონასტრებში ნაწარმ პროდუქციას ერთ ონლაინმაღაზიაში გააერთიანებს
BTU-ს სტუდენტების ახალი პროექტი მონასტრებში ნაწარმ პროდუქციას ერთ ონლაინმაღაზიაში გააერთიანებს

Monastery.ge ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბის მიერ შექ­მნი­ლი ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მაა, რო­მე­ლიც მომ­ხმა­რე­ბელს სთა­ვა­ზობს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ნას­ტრებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, ფო­ტო­ებს, ფაქ­ტებს და ამავდრო­უ­ლად, ეს არის ონ­ლა­ინ მა­ღა­ზია, სა­დაც სახ­ლი­დან გა­უს­ვლე­ლად შე­ი­ძენთ მო­ნას­ტერ­ში დამ­ზა­დე­ბულ პრო­დუქ­ცი­ას.

პლატ­ფორ­მის შექ­მნის იდეა მე­წარ­მე­ო­ბის ლექ­ტორს თორ­ნი­კე ჯო­ბა­ვას ეკუთ­ვნის, მისი მენ­ტო­რო­ბით კი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტებ­მა შეძ­ლეს.

„მე ბევ­რს ვმოგ­ზა­უ­რობ და ხში­რად ვხვდე­ბი ად­გი­ლობ­რივ ფერ­მე­რებს, მათ შო­რის ბერ-მო­ნაზვნებს, რომ­ლე­ბიც საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო და ჯან­საღ პრო­დუქტს აწარ­მო­ე­ბენ. მათი ძი­რი­თა­დი გა­სა­ღე­ბის არხი კი უმე­ტეს­წი­ლად ად­გი­ლობ­რი­ვი მო­ნას­ტრე­ბია. ამას­თა­ნა­ვე, არ არ­სე­ბობს ერ­თი­ა­ნი სივ­რცე, რო­მე­ლიც ყვე­ლა მო­ნას­ტერს და მათ მიერ წარ­მო­ე­ბულ პრო­დუქტს აერ­თი­ა­ნებს. ამი­ტომ ამ იდე­ა­ზე რამ­დე­ნი­მე წე­ლია ვფიქ­რობ. მსურ­და შე­მექ­ნა პლატ­ფორ­მა, რო­მე­ლიც ერთი მხრივ და­ეხ­მა­რე­ბო­და ქარ­თულ მო­ნას­ტრებს, მე­ო­რე მხრივ კი ქარ­თველ მომ­ხმა­რებ­ლებს შეხ­ვედ­როდ­ნენ ერ­თმა­ნეთს,“ – გან­მარ­ტავს თორ­ნი­კე ჯო­ბა­ვა.

გა­სულ წელს მან ეს იდეა გა­უ­ზი­ა­რა ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტებს, რომ­ლებ­საც მე­წარ­მე­ო­ბას ას­წავ­ლი­და.

"სტუ­დენ­ტებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­საგ­რძე­ლებ­ლად მათ ამ იდე­ა­ზე მუ­შა­ო­ბა შევ­თა­ვა­ზე. მსურ­და, პრაქ­ტი­კა­ში ენა­ხათ და გა­მო­ე­ცა­დათ ის ყვე­ლა­ფე­რი, რა­ზეც უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვსა­უბ­რობ­დით. ძა­ლი­ან მა­გა­რი ბი­ჭე­ბი არი­ან და მჯე­რა რომ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წე­ვენ,“ – და­ა­მა­ტა მან.

ჯგუ­ფი მა­ლე­ვე შე­იკ­რა და სტუ­დენ­ტებ­მა საქ­მე მარ­ტი­ვად გა­და­ი­ნა­წი­ლეს მათი შე­სა­ძებ­ლო­ბე­ბი­სა და სურ­ვი­ლე­ბის გათ­ვა­ლი­წი­ნე­ბით.

„ჩვე­ნი გუნ­დი, რო­გორც ერთი მე­ქა­ნიზ­მი, ისე მუ­შა­ობს. რა თქმა უნდა, ყვე­ლას გან­სხვა­ვე­ბუ­ლი უნა­რი და მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი აქვს, მაგ­რამ არის საქ­მე, რომ­ლებ­საც ერ­თად ვგეგ­მავთ და ვას­რუ­ლებთ. ვცდი­ლობთ, ერ­თმა­ნეთ ყვე­ლა­ფერ­ში მხა­რი და­ვუ­ჭი­როთ და კე­თი­ლი საქ­მე ვა­კე­თოთ. სწო­რედ გუნ­დის ერ­თი­ა­ნო­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თუ რამ­დე­ნად წარ­მა­ტე­ბუ­ლია ნე­ბის­მი­ე­რი საქ­მი­ა­ნო­ბა,“ – აღ­ნიშ­ნავს გუნ­დის ერთ–ერთი წევ­რი და­ვით მნა­თო­ბიშ­ვი­ლი.

სტუ­დენ­ტე­ბი გან­მარ­ტა­ვენ, რომ მათი მი­ზა­ნია, და­ეხ­მა­რონ სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სებს წარ­მო­ე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის რე­ა­ლი­ზა­ცი­ა­ში, ამას­თან, მყიდ­ველს მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­უ­მარ­ტი­ვონ შეს­ყიდ­ვის პრო­ცე­დუ­რა და მი­ტა­ნის სერ­ვი­სის სა­შუ­ა­ლე­ბით უმოკ­ლეს დრო­ში მი­ა­წო­დონ პრო­დუქ­ტი.

ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვი­სა და მონ­დო­მე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ სტარ­ტა­პი ძა­ლი­ან სწრა­ფად ვი­თარ­დე­ბა. სა­ი­ტი და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი უკვე მზად არის და ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს. ვებგ­ვერ­დზე უკვე შე­გიძ­ლი­ათ და­ათ­ვა­ლი­ე­როთ მო­ნას­ტრე­ბი, ნა­ხოთ მათ შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია და შე­იძ­ლი­ნოთ მო­ნას­ტრებ­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცია.

„იმ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, რო­მელ­შიც მე გა­ვი­ზარ­დე, მო­ნას­ტრებს და ქარ­თულ პრო­დუქტს დიდ პა­ტივს სცე­მენ. გარ­კვე­ულ­წი­ლად ის ჩვე­ნი ერის იდენ­ტო­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მარ­კე­რია. მე და ჩემი სტუ­დენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც უკვე ჩემი გუნ­დის წევ­რე­ბი არი­ან, ბედ­ნი­ე­რი ვიქ­ნე­ბით თუ შევ­ძლებთ ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სი­კე­თის მო­ტა­ნას. დღეს ხომ უკვე ყვე­ლა მო­ნას­ტერს აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჩვე­ნი პლატ­ფორ­მის მეშ­ვე­ო­ბით მი­ა­წო­დოს თა­ვის პრო­დუქ­ტი მთელს ქვე­ყა­ნას, რაც დღე­ვან­დე­ლი გა­მოწ­ვე­ვის პი­რო­ბებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია,“ – გან­მარ­ტავს თორ­ნი­კე ჯო­ბა­ვა.

სტარ­ტა­პი ამ­ჟა­მად თა­ნამ­შრომ­ლობს დირ­ბი­სა და წმ. კვი­რი­კე­სა და ივ­ლი­ტას დე­და­თა მო­ნას­ტრებ­თან. კი­დევ 5 მო­ნას­ტე­რია, რო­მელ­საც სურს მათ წა­მო­წყე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს და მათ­თან ამ­ჟა­მად მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. სა­იტ­ზე უკვე მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი პრო­დუქ­ცი­აა გან­თავ­სე­ბუ­ლი: აქ­სე­სუ­ა­რე­ბი, ნა­ხა­ტე­ბი, ტკბი­ლე­უ­ლი, თაფ­ლი, ძმა­რი, ღვი­ნო და სხვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თემურ ჭყონია აქციაზე დაკავებულებზე - ეს არის ჯიბრი, რომ სახელმწიფო უფრო ძლიერია, ვიდრე მოქალაქე და ამას რად უნდა დამტკიცება?
ავტორი:

BTU-ს სტუდენტების ახალი პროექტი მონასტრებში ნაწარმ პროდუქციას ერთ ონლაინმაღაზიაში გააერთიანებს

BTU-ს სტუდენტების ახალი პროექტი მონასტრებში ნაწარმ პროდუქციას ერთ ონლაინმაღაზიაში გააერთიანებს

Monastery.ge ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ შექმნილი ონლაინ პლატფორმაა, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს საქართველოს მონასტრებთან დაკავშირებულ ინფორმაციას, ფოტოებს, ფაქტებს და ამავდროულად, ეს არის ონლაინ მაღაზია, სადაც სახლიდან გაუსვლელად შეიძენთ მონასტერში დამზადებულ პროდუქციას.

პლატფორმის შექმნის იდეა მეწარმეობის ლექტორს თორნიკე ჯობავას ეკუთვნის, მისი მენტორობით კი განხორციელება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებმა შეძლეს.

„მე ბევრს ვმოგზაურობ და ხშირად ვხვდები ადგილობრივ ფერმერებს, მათ შორის ბერ-მონაზვნებს, რომლებიც საკმაოდ საინტერესო და ჯანსაღ პროდუქტს აწარმოებენ. მათი ძირითადი გასაღების არხი კი უმეტესწილად ადგილობრივი მონასტრებია. ამასთანავე, არ არსებობს ერთიანი სივრცე, რომელიც ყველა მონასტერს და მათ მიერ წარმოებულ პროდუქტს აერთიანებს. ამიტომ ამ იდეაზე რამდენიმე წელია ვფიქრობ. მსურდა შემექნა პლატფორმა, რომელიც ერთი მხრივ დაეხმარებოდა ქართულ მონასტრებს, მეორე მხრივ კი ქართველ მომხმარებლებს შეხვედროდნენ ერთმანეთს,“ – განმარტავს თორნიკე ჯობავა.

გასულ წელს მან ეს იდეა გაუზიარა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებსაც მეწარმეობას ასწავლიდა.

"სტუდენტებთან ურთიერთობის გასაგრძელებლად მათ ამ იდეაზე მუშაობა შევთავაზე. მსურდა, პრაქტიკაში ენახათ და გამოეცადათ ის ყველაფერი, რაზეც უნივერსიტეტში ვსაუბრობდით. ძალიან მაგარი ბიჭები არიან და მჯერა რომ წარმატებას მიაღწევენ,“ – დაამატა მან.

ჯგუფი მალევე შეიკრა და სტუდენტებმა საქმე მარტივად გადაინაწილეს მათი შესაძებლობებისა და სურვილების გათვალიწინებით.

„ჩვენი გუნდი, როგორც ერთი მექანიზმი, ისე მუშაობს. რა თქმა უნდა, ყველას განსხვავებული უნარი და მოვალეობები აქვს, მაგრამ არის საქმე, რომლებსაც ერთად ვგეგმავთ და ვასრულებთ. ვცდილობთ, ერთმანეთ ყველაფერში მხარი დავუჭიროთ და კეთილი საქმე ვაკეთოთ. სწორედ გუნდის ერთიანობაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად წარმატებულია ნებისმიერი საქმიანობა,“ – აღნიშნავს გუნდის ერთ–ერთი წევრი დავით მნათობიშვილი.

სტუდენტები განმარტავენ, რომ მათი მიზანია, დაეხმარონ სამონასტრო კომპლექსებს წარმოებული პროდუქციის რეალიზაციაში, ამასთან, მყიდველს მაქსიმალურად გაუმარტივონ შესყიდვის პროცედურა და მიტანის სერვისის საშუალებით უმოკლეს დროში მიაწოდონ პროდუქტი.

ერთობლივი ძალისხმევისა და მონდომების დამსახურებაა, რომ სტარტაპი ძალიან სწრაფად ვითარდება. საიტი და სოციალური ქსელები უკვე მზად არის და ფუნქციონირებს. ვებგვერდზე უკვე შეგიძლიათ დაათვალიეროთ მონასტრები, ნახოთ მათ შესახებ ინფორმაცია და შეიძლინოთ მონასტრებში წარმოებული პროდუქცია.

„იმ საზოგადოებაში, რომელშიც მე გავიზარდე, მონასტრებს და ქართულ პროდუქტს დიდ პატივს სცემენ. გარკვეულწილად ის ჩვენი ერის იდენტობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მარკერია. მე და ჩემი სტუდენტები, რომლებიც უკვე ჩემი გუნდის წევრები არიან, ბედნიერი ვიქნებით თუ შევძლებთ ამ საზოგადოებისთვის სიკეთის მოტანას. დღეს ხომ უკვე ყველა მონასტერს აქვს შესაძლებლობა ჩვენი პლატფორმის მეშვეობით მიაწოდოს თავის პროდუქტი მთელს ქვეყანას, რაც დღევანდელი გამოწვევის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია,“ – განმარტავს თორნიკე ჯობავა.

სტარტაპი ამჟამად თანამშრომლობს დირბისა და წმ. კვირიკესა და ივლიტას დედათა მონასტრებთან. კიდევ 5 მონასტერია, რომელსაც სურს მათ წამოწყებაში მონაწილეობა მიიღოს და მათთან ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს. საიტზე უკვე მრავალფეროვანი პროდუქციაა განთავსებული: აქსესუარები, ნახატები, ტკბილეული, თაფლი, ძმარი, ღვინო და სხვა.