პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზიდანების ოჯახის მთავარი ქალი - 4 შვილის დედა, 48 წლის ვერონიკა, რომლის იდეალური ფორმები აღფრთოვანებას იწვევს (+ფოტოები)
ზიდანების ოჯახის მთავარი ქალი - 4 შვილის დედა, 48 წლის ვერონიკა, რომლის იდეალური ფორმები აღფრთოვანებას იწვევს (+ფოტოები)

ალ­ჟი­რუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის ფრან­გი ფეხ­ბურ­თე­ლი ზი­ნე­დინ ზი­და­ნი ფეხ­ბურ­თის ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე კაშ­კა­შა ვარ­სკვლა­ვია. 48 წლის ზი­ზუს 4 ვაჟი ჰყავს. ფეხ­ბურ­თე­ლის და ახლა უკვე წარ­მა­ტე­ბუ­ლი მწვრთნე­ლის ოჯახს ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მყარ ოჯა­ხად მი­იჩ­ნე­ვენ.

ბოლო დროს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს ზი­და­ნის ცოლი, ვე­რო­ნი­კა ფერ­ნან­დე­სი. ვე­რო­ნი­კა ეს­პა­ნე­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მო­ცეკ­ვა­ვეა. წყვილ­მა ერ­თმა­ნე­თი 1989 წელს კან­ში გა­იც­ნო. მა­შინ ორი­ვე 16 წლის იყო. გაც­ნო­ბი­დან 5 წლის შემ­დეგ, 1994 წელს და­ქორ­წინ­დნენ და ქორ­წი­ლი ბორ­დო­ში გა­და­ი­ხა­დეს. მას შემ­დეგ წყვი­ლი ერ­თა­დაა და თუ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებს და­ვუ­ჯე­რებთ, იდე­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ.

ფოტო ზი­ზუს ქორ­წი­ლი­დან

ზი­დან­სა და ვე­რო­ნი­კას 4 ვაჟი ჰყავთ და ოთხი­ვე მა­მის კვალს გაჰ­ყვა. წყვილს პირ­ვე­ლი ვაჟი, ენცო ზი­და­ნი 1995 წელს შე­ე­ძი­ნა. ის ამ­ჟა­მად სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ ლუ­ზა­ნა­ში თა­მა­შობს, მე­ო­რე ვაჟი ლუკა, 1998 წელ­საა და­ბა­დე­ბუ­ლი და მად­რი­დის "რე­ა­ლის" სა­თა­და­რი­გო მე­კა­რეა.

მე­სა­მე ვაჟი, ტეო, 2002 წელ­საა და­ბა­დე­ბუ­ლი და ოჯა­ხის სხვა წევ­რე­ბის მსგავ­სად, ისიც ფეხ­ბურ­თე­ლია, Cadete A-ში ნა­ხე­ვარმცვე­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე თა­მა­შობს, ოჯა­ხის უმ­ცრო­სი წევ­რი, მე­ო­თხე ვაჟი, ელი­ა­სი 2005 წელ­საა და­ბა­დე­ბუ­ლი და მად­რი­დის "რე­ა­ლის“ სა­ფეხ­ბურ­თო აკა­დე­მი­ა­ში ვარ­ჯი­შობს.

ზი­და­ნე­ბის ოჯა­ხი

ზი­და­ნე­ბის დიდი ოჯა­ხი სა­ოც­რად მე­გობ­რუ­ლია. ოჯა­ხი წე­ლი­წად­ში ერთხელ მა­ინც ერ­თად მი­დის და­სას­ვე­ნებ­ლად და გულ­შე­მატ­კივ­რებს ერ­თობ­ლივ ფო­ტო­ებს უზი­ა­რებს. ხში­რად მარ­თა­ვენ ოჯა­ხურ შეკ­რე­ბებს.

გან­სა­კუთ­რე­ბულ აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას იწ­ვევს ვე­რო­ნი­კას ვი­ზუ­ა­ლი, რო­მე­ლიც იდე­ა­ლურ ფორ­მა­შია. 48 წლის ვე­რო­ნი­კა ფერ­ნან­დე­სი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში არ არის აქ­ტი­უ­რი და მისი პრო­ფი­ლი "ინ­სტაგ­რამ­ზე“ მხო­ლოდ ახ­ლობ­ლე­ბის­თვი­საა ხელ­მი­საწ­ვდო­მი, თუმ­ცა ყო­ფი­ლი მო­ცეკ­ვა­ვის ფო­ტო­ებს ზი­და­ნი და ასე­ვე მათი შვი­ლე­ბი ხში­რად აქ­ვეყ­ნე­ბენ, მათ შო­რის ისე­თებ­საც, სა­დაც ვე­რო­ნი­კა სა­ცუ­რაო კოს­ტი­უმ­შია აღ­ბეჭ­დი­ლი.

ოჯა­ხის სხვა წევ­რე­ბის მსგავ­სად, ისიც რე­გუ­ლა­რუ­ლად ვარ­ჯი­შობს, აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბის წესი აქვს და ამ­ბობს, რომ სწო­რედ ეს არის მისი ფორ­მე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდუ­ლი იე­რის მთა­ვა­რი სა­ი­დუმ­ლო.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
100%
9

მაგარია!!!

Georgia
15

კაცი ეგეთი უნდა. ზიზუს ყოველთვის ეტყობოდა დასტოინი რომ იყო. ყველაფერზე ეტყობოდა ... საუცხოოდ და დასტოინად ითამაშა ფეხბურთიც და ეგრეც წავიდა. ზოგმა გაუმტყუნა მისი ბოლო საქციელი, მე ერთი წუთითაც არა. ყველა თავმოყვარე ისე მოიქცეოდა, როგოც ის მოიქცა ... კაცი ყოველთვის, ყველგან და ყველაფერში კაცურად უნდა მოიქცეს ... საღოლ ზიზუ!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

ზიდანების ოჯახის მთავარი ქალი - 4 შვილის დედა, 48 წლის ვერონიკა, რომლის იდეალური ფორმები აღფრთოვანებას იწვევს (+ფოტოები)

ზიდანების ოჯახის მთავარი ქალი - 4 შვილის დედა, 48 წლის ვერონიკა, რომლის იდეალური ფორმები აღფრთოვანებას იწვევს (+ფოტოები)

ალჟირული წარმომავლობის ფრანგი ფეხბურთელი ზინედინ ზიდანი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია. 48 წლის ზიზუს 4 ვაჟი ჰყავს. ფეხბურთელის და ახლა უკვე წარმატებული მწვრთნელის ოჯახს ერთ-ერთ ყველაზე მყარ ოჯახად მიიჩნევენ.

ბოლო დროს განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ზიდანის ცოლი, ვერონიკა ფერნანდესი. ვერონიკა ესპანელი პროფესიონალი მოცეკვავეა. წყვილმა ერთმანეთი 1989 წელს კანში გაიცნო. მაშინ ორივე 16 წლის იყო. გაცნობიდან 5 წლის შემდეგ, 1994 წელს დაქორწინდნენ და ქორწილი ბორდოში გადაიხადეს. მას შემდეგ წყვილი ერთადაა და თუ სოციალურ ქსელებს დავუჯერებთ, იდეალური ურთიერთობა აქვთ.

ფოტო ზიზუს ქორწილიდან

ზიდანსა და ვერონიკას 4 ვაჟი ჰყავთ და ოთხივე მამის კვალს გაჰყვა. წყვილს პირველი ვაჟი, ენცო ზიდანი 1995 წელს შეეძინა. ის ამჟამად საფეხბურთო კლუბ ლუზანაში თამაშობს, მეორე ვაჟი ლუკა, 1998 წელსაა დაბადებული და მადრიდის "რეალის" სათადარიგო მეკარეა.

მესამე ვაჟი, ტეო, 2002 წელსაა დაბადებული და ოჯახის სხვა წევრების მსგავსად, ისიც ფეხბურთელია, Cadete A-ში ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს, ოჯახის უმცროსი წევრი, მეოთხე ვაჟი, ელიასი 2005 წელსაა დაბადებული და მადრიდის "რეალის“ საფეხბურთო აკადემიაში ვარჯიშობს.

ზიდანების ოჯახი

ზიდანების დიდი ოჯახი საოცრად მეგობრულია. ოჯახი წელიწადში ერთხელ მაინც ერთად მიდის დასასვენებლად და გულშემატკივრებს ერთობლივ ფოტოებს უზიარებს. ხშირად მართავენ ოჯახურ შეკრებებს.

განსაკუთრებულ აღფრთოვანებას იწვევს ვერონიკას ვიზუალი, რომელიც იდეალურ ფორმაშია. 48 წლის ვერონიკა ფერნანდესი სოციალურ ქსელებში არ არის აქტიური და მისი პროფილი "ინსტაგრამზე“ მხოლოდ ახლობლებისთვისაა ხელმისაწვდომი, თუმცა ყოფილი მოცეკვავის ფოტოებს ზიდანი და ასევე მათი შვილები ხშირად აქვეყნებენ, მათ შორის ისეთებსაც, სადაც ვერონიკა საცურაო კოსტიუმშია აღბეჭდილი.

ოჯახის სხვა წევრების მსგავსად, ისიც რეგულარულად ვარჯიშობს, აქტიური ცხოვრების წესი აქვს და ამბობს, რომ სწორედ ეს არის მისი ფორმებისა და ახალგაზრდული იერის მთავარი საიდუმლო.