სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ასეთი უმწეობა 90-იანებში არ გვახსოვს... სამჯერ მოიმატა პროდუქტის ფასმა" - აფხაზეთი შიმშილისა და უიმედობის პირისპირ
"ასეთი უმწეობა 90-იანებში არ გვახსოვს... სამჯერ მოიმატა პროდუქტის ფასმა" - აფხაზეთი შიმშილისა და უიმედობის პირისპირ

რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. სა­ბი­უ­ჯე­ტო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში და­საქ­მე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა და ე.წ. სო­ცი­ა­ლურ დახ­მა­რე­ბებ­სა და პენ­სი­ებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ხელ­ფა­სებ­სა და შე­სა­ბა­მის ფუ­ლად დახ­მა­რე­ბებს დღემ­დე უშე­დე­გოდ ელო­დე­ბი­ან. ასე­ვე, არ არ­სე­ბობს პა­სუ­ხი, რო­დის­თვის უნდა ელო­დონ თან­ხას.

ამას­თან, ე.წ. მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი და სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი პირ­და­პირ აცხა­დე­ბენ, რომ წლე­ვან­დე­ლი წელი რე­გი­ო­ნის­თვის ბევ­რად მძი­მე იქ­ნე­ბა, ვიდ­რე ოდეს­მე იყო, რად­გან რუ­სეთთნ ჩა­კე­ტი­ლია სა­ზღვა­რი, არ ჰყავთ ტუ­რის­ტე­ბი. ამის კვალ­დაკ­ვალ არ მუ­შა­ობს არ­ცერ­თი ის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ტუ­რიზ­მზე იყო მიბ­მუ­ლი, ეს ეხე­ბა კვე­ბის ობი­ექ­ტებს, კაფე-ბა­რებს, სა­ო­ჯა­ხო და დიდ სას­ტუმ­რო­ებს, სა­სურ­სა­თო მა­ღა­ზი­ებ­სა და რეს­ტორ­ნებს.

abkhaz-auto.ru-ს ცნო­ბით, უმ­ძი­მეს დღე­შია მო­სახ­ლე­ო­ბის ის ნა­წი­ლი, რო­მელ­საც სა­ბან­კო კრე­დი­ტი ჰქონ­დათ აღე­ბუ­ლი და ასე­თი ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის 75 %-ია. ეს კი ნიშ­ნავს, რომ სა­ბან­კო სექ­ტო­რიც მძი­მე დღე­შია, რად­გან ბან­კის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ უკვე და­ი­წყო სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ თუ ფუ­ლის ბრუნ­ვა არ იქ­ნე­ბა, ხელ­ფა­სებ­საც ვერ გას­ცე­მენ...

ცნო­ბის­თვის, ად­გი­ლობ­რი­ვი ბან­კე­ბი, სა­დაც, ცხა­დია, ფული, ძი­რი­თა­დად რუსი და სო­მე­ხი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის მიერ არის და­ბან­დე­ბუ­ლი, კრე­დიტს 36 %-ში იძ­ლე­ვა, თუმ­ცა არას­ტა­ბი­ლუ­რი გა­რე­მოს გამო, კრე­დი­ტის გა­ცე­მა საკ­მა­ოდ რთუ­ლად ხდე­ბა.

ახლა რგი­ონ­ში ორი მთა­ვა­რი კი­თხვა ტრი­ა­ლებს - და­ეხ­მა­რე­ბა თუ არა რუ­სე­თი ფი­ნან­სუ­რად მათ ხელ­ფა­სე­ბი­სა და პენ­სი­ე­ბის და­რი­გე­ბა­ში და მე­ო­რე - გა­იხ­სნე­ბა თუ არა ფსო­უს სა­ზღვა­რი თუნ­დაც 2 ივ­ლისს და იქ­ნე­ბა თუ არა აფხა­ზე­თი იმ ქვეყ­ნე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში, რო­მელ­თა­ნაც რუ­სე­თი მი­მოს­ვლას აღად­გენს?

თუმ­ცა, და­მა­ი­მე­დე­ბელ პროგ­ნოზს ვერც აფხა­ზეთ­ში რუ­სე­თის ე.წ. ელჩი ალექ­სეი დვი­ნი­ა­ნი იძ­ლე­ვა. მისი თქმით, ეს სა­კი­თხი ჯერ­ჯე­რო­ბით დღის წეს­რიგ­ში არ დგას.

ტუ­რის­ტე­ბის გარ­და, ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის თქმით, სა­ზღვრის ჩა­კეტვის კი­დევ ერთი დიდი მი­ნუ­სი ის არის, რომ რუ­სეთ­ში და­საქ­მე­ბუ­ლი აფხა­ზე­ბის ნა­წი­ლი, ვინც დაბ­რუ­ნე­ბა მო­ა­ხერ­ხა, რე­გი­ონ­ში ჩა­ი­კე­ტა და შე­მო­სავ­ლის გა­რე­შე დარ­ჩა, ნა­წი­ლი კი დღემ­დე რუ­სეთ­შია, ოღონდ უმუ­შე­ვა­რი.

აფხა­ზი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­სა და კო­მე­ნატ­რებ­ში წე­რენ, რომ უი­მე­დო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან...

"ამ მძი­მე სი­ტუ­ა­ცი­ა­ში უამ­რა­ვი ქვეყ­ნის ლი­დერ­მა თავი შე­ი­კა­ვა რუ­სეთ­ში ჩას­ვლის­გან, სა­დაც ვირუ­სი მძვინ­ვა­რებს. ჩვე­ნი პრე­ზი­დენ­ტი კი უყოყ­მა­ნოდ ჩა­ვი­და საკ­მა­ოდ ხალ­ხმრა­ვალ დე­ლე­გა­ცი­ას­თან ერ­თად. არა­და, მკურ­ნა­ლო­ბა კი არა, სა­კა­რან­ტი­ნო სივ­რცის მო­წყო­ბა­საც კი ვერ ვა­ხერ­ხებთ... ისიც მეს­მის, რომ არ წა­სუ­ლი­ყო, ვი­თა­რე­ბა რო­გორ გამ­წვავ­დე­ბო­და. რა ცუდ დღე­ში ვართ ყვე­ლაფ­რით რუ­სეთ­ზე მიბ­მუ­ლი, ანუ თუ ისი­ნი და­ი­ღუ­პე­ბი­ან, ჩვენც გა­დაგ­ვა­ყო­ლე­ბენ ან ჩვე­ნით უნდა გა­დავ­ყვეთ", - წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი მი­რი­ან ჯო­პუა.

"ზუს­ტად ერთ კვი­რა­ში სამ­ჯერ მო­ი­მა­ტა პრო­დუქ­ტის ფას­მა. თუ არ გინ­და, არ იყი­დოო, გვე­უბ­ნე­ბი­ან. სო­ფელ­ში მა­ინც ვცხოვ­რობ­დეთ, ვა­ლით ავი­ღებ­დით პრო­დუქტს და ოდეს­მე გა­ვის­ტუმ­რებ­დით ან ად­გი­ლობ­რივ პრო­დუქტზე გა­და­ვუც­ვლი­დით, მეშ­ვი­დე სარ­თულ­ზე ვცხოვ­რობ, რა გა­ვა­კე­თო, რით ვი­არ­სე­ბოთ მე და ჩემ­მა მე­ზობ­ლებ­მა, რომ­ლე­ბიც ჩემ­სა­ვით უმუ­შევ­რე­ბი არი­ან?!. სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს ვა­მე­ცა­დი­ნებ­დით, არა­ვინ მო­დის, ყვე­ლას ეში­ნია, მეც მე­ში­ნია... ასე­თი უმ­წე­ო­ბა 90-იან წლებ­შიც არ მახ­სოვს", - წერს ირი­ნა შა­რია.

“ჰოდა, რომ მი­ა­დე­ქით ახლა რაულ ხა­ჯიმ­ბას კლა­ნის წევ­რებს, ჯო­პუ­ებს, ბა­სა­რი­ებ­სა და მელ­კო­ნი­ა­ნებს, ვინც პირ­და­პირ იჯდა ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ცი­ის ბიზ­ნე­სის წილ­ში და არც ხა­ჯიმ­ბას ტო­ვებ­და უყუ­რა­დღე­ბოდ, მო­ა­ტა­ნი­ნონ ახლა ის ადა­მი­ა­ნე­ბის ხოც­ვი­თა და უბე­დუ­რე­ბით ნა­შოვ­ნი, წლო­ბით ნაგ­რო­ვე­ბი ფული და ხალ­ხი ორ­მა­გად ამო­ი­სუნ­თქებს, მაგ­რამ რო­გორ? რო­დე­საც ხა­ჯიმ­ბა და ან­ქვა­ბი ყვე­ლა­ზე შეძ­ლე­ბულ­თა სი­ა­ში გვერ­დიგ­ვერდ ად­გი­ლებს იკა­ვე­ბენ?!" - კი­თხუ­ლობს ელ­მი­რა ბგან­ბა.

ერთ-ერთი ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რის სახ­ლი აფხა­ზეთ­ში - ფოტო: და­ვით ჟვა­ნია

არი­ან ისე­თე­ბი, ვინც მი­იჩ­ნევს, რომ აფხა­ზე­თი სუბტ­რო­პი­კუ­ლი რე­გი­ო­ნია, სა­დაც უამ­რა­ვი რამ ხა­რობს და შიმ­ში­ლით არ და­ი­ხო­ცე­ბი­ან, თუმ­ცა, მათ ოპ­ტი­მიზმს აგ­რე­სია მოჰ­ყვა...

"ამ ზღაპ­რებს, თით­ქოს მან­და­რი­ნით და ხი­ლით თავს გა­ვი­ტანთ, ის ცი­ნი­კო­სე­ბი წე­რენ, რო­მელ­თაც სახ­ლში და­ლა­გე­ბუ­ლი ფული აქვთ და სარ­დაფ­ში რამ­დე­ნი­მე წლის მა­რა­გი უდევთ".

მკითხველის კომენტარები / 38 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
keti
2

apxazetshi macxovreblebi es apxazia tukartveli unda moemzadon male sabrdzolvelad tu undat rom momavali kondet sheeshvan rusets sakartveloshi mcovreblebi arian da kartul micaze rusi ver gaixarebs verc verapers moicevs kargs ase rom sabrdzolvelad mszad ikavit da agarc sahmel sasmeli geknebat sapikrebeli isedac ar gtovebt dgemde sakartvelos xelisupleba mainc igebt bevr daxmarebas tundac samedicino gzit tkven cveni sisxli da xorcni xart ar migatovebt tkven dgesac ki shekceuli zurgit dgaxart imedi gkondat ruseti cixe koshkebs aagigebdat da sachmelic ki moganatrat 

tsiko
2

ვაჭრული სული...თქვენი ხმა არ გავიგოთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"ასეთი უმწეობა 90-იანებში არ გვახსოვს... სამჯერ მოიმატა პროდუქტის ფასმა" - აფხაზეთი შიმშილისა და უიმედობის პირისპირ

"ასეთი უმწეობა 90-იანებში არ გვახსოვს... სამჯერ მოიმატა პროდუქტის ფასმა" - აფხაზეთი შიმშილისა და უიმედობის პირისპირ

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული მოსახლეობა და ე.წ. სოციალურ დახმარებებსა და პენსიებზე დამოკიდებული ადამიანები ხელფასებსა და შესაბამის ფულად დახმარებებს დღემდე უშედეგოდ ელოდებიან. ასევე, არ არსებობს პასუხი, როდისთვის უნდა ელოდონ თანხას.

ამასთან, ე.წ. მაღალჩინოსნები და სპეციალისტები პირდაპირ აცხადებენ, რომ წლევანდელი წელი რეგიონისთვის ბევრად მძიმე იქნება, ვიდრე ოდესმე იყო, რადგან რუსეთთნ ჩაკეტილია საზღვარი, არ ჰყავთ ტურისტები. ამის კვალდაკვალ არ მუშაობს არცერთი ის დაწესებულება, რომელიც ტურიზმზე იყო მიბმული, ეს ეხება კვების ობიექტებს, კაფე-ბარებს, საოჯახო და დიდ სასტუმროებს, სასურსათო მაღაზიებსა და რესტორნებს.

abkhaz-auto.ru-ს ცნობით, უმძიმეს დღეშია მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც საბანკო კრედიტი ჰქონდათ აღებული და ასეთი ადგილობრივი მოსახლეობის 75 %-ია. ეს კი ნიშნავს, რომ საბანკო სექტორიც მძიმე დღეშია, რადგან ბანკის ხელმძღვანელობამ უკვე დაიწყო საუბარი იმაზე, რომ თუ ფულის ბრუნვა არ იქნება, ხელფასებსაც ვერ გასცემენ...

ცნობისთვის, ადგილობრივი ბანკები, სადაც, ცხადია, ფული, ძირითადად რუსი და სომეხი ბიზნესმენების მიერ არის დაბანდებული, კრედიტს 36 %-ში იძლევა, თუმცა არასტაბილური გარემოს გამო, კრედიტის გაცემა საკმაოდ რთულად ხდება.

ახლა რგიონში ორი მთავარი კითხვა ტრიალებს - დაეხმარება თუ არა რუსეთი ფინანსურად მათ ხელფასებისა და პენსიების დარიგებაში და მეორე - გაიხსნება თუ არა ფსოუს საზღვარი თუნდაც 2 ივლისს და იქნება თუ არა აფხაზეთი იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომელთანაც რუსეთი მიმოსვლას აღადგენს?

თუმცა, დამაიმედებელ პროგნოზს ვერც აფხაზეთში რუსეთის ე.წ. ელჩი ალექსეი დვინიანი იძლევა. მისი თქმით, ეს საკითხი ჯერჯერობით დღის წესრიგში არ დგას.

ტურისტების გარდა, ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, საზღვრის ჩაკეტვის კიდევ ერთი დიდი მინუსი ის არის, რომ რუსეთში დასაქმებული აფხაზების ნაწილი, ვინც დაბრუნება მოახერხა, რეგიონში ჩაიკეტა და შემოსავლის გარეშე დარჩა, ნაწილი კი დღემდე რუსეთშია, ოღონდ უმუშევარი.

აფხაზი ინტერნეტმომხმარებლები სოციალურ ქსელებსა და კომენატრებში წერენ, რომ უიმედო მდგომარეობაში არიან...

"ამ მძიმე სიტუაციაში უამრავი ქვეყნის ლიდერმა თავი შეიკავა რუსეთში ჩასვლისგან, სადაც ვირუსი მძვინვარებს. ჩვენი პრეზიდენტი კი უყოყმანოდ ჩავიდა საკმაოდ ხალხმრავალ დელეგაციასთან ერთად. არადა, მკურნალობა კი არა, საკარანტინო სივრცის მოწყობასაც კი ვერ ვახერხებთ... ისიც მესმის, რომ არ წასულიყო, ვითარება როგორ გამწვავდებოდა. რა ცუდ დღეში ვართ ყველაფრით რუსეთზე მიბმული, ანუ თუ ისინი დაიღუპებიან, ჩვენც გადაგვაყოლებენ ან ჩვენით უნდა გადავყვეთ", - წერს ინტერნეტმომხმარებელი მირიან ჯოპუა.

"ზუსტად ერთ კვირაში სამჯერ მოიმატა პროდუქტის ფასმა. თუ არ გინდა, არ იყიდოო, გვეუბნებიან. სოფელში მაინც ვცხოვრობდეთ, ვალით ავიღებდით პროდუქტს და ოდესმე გავისტუმრებდით ან ადგილობრივ პროდუქტზე გადავუცვლიდით, მეშვიდე სართულზე ვცხოვრობ, რა გავაკეთო, რით ვიარსებოთ მე და ჩემმა მეზობლებმა, რომლებიც ჩემსავით უმუშევრები არიან?!. სკოლის მოსწავლეებს ვამეცადინებდით, არავინ მოდის, ყველას ეშინია, მეც მეშინია... ასეთი უმწეობა 90-იან წლებშიც არ მახსოვს", - წერს ირინა შარია.

“ჰოდა, რომ მიადექით ახლა რაულ ხაჯიმბას კლანის წევრებს, ჯოპუებს, ბასარიებსა და მელკონიანებს, ვინც პირდაპირ იჯდა ნარკორეალიზაციის ბიზნესის წილში და არც ხაჯიმბას ტოვებდა უყურადღებოდ, მოატანინონ ახლა ის ადამიანების ხოცვითა და უბედურებით ნაშოვნი, წლობით ნაგროვები ფული და ხალხი ორმაგად ამოისუნთქებს, მაგრამ როგორ? როდესაც ხაჯიმბა და ანქვაბი ყველაზე შეძლებულთა სიაში გვერდიგვერდ ადგილებს იკავებენ?!" - კითხულობს ელმირა ბგანბა.

ერთ-ერთი ნარკორეალიზატორის სახლი აფხაზეთში - ფოტო: დავით ჟვანია

არიან ისეთები, ვინც მიიჩნევს, რომ აფხაზეთი სუბტროპიკული რეგიონია, სადაც უამრავი რამ ხარობს და შიმშილით არ დაიხოცებიან, თუმცა, მათ ოპტიმიზმს აგრესია მოჰყვა...

"ამ ზღაპრებს, თითქოს მანდარინით და ხილით თავს გავიტანთ, ის ცინიკოსები წერენ, რომელთაც სახლში დალაგებული ფული აქვთ და სარდაფში რამდენიმე წლის მარაგი უდევთ".

"აფხაზეთში ერთ-ერთი სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეები და მასწავლებლები კარანტინში გადაიყვანეს" - რას წერს ადგილობრივი მედია

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 56 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

"პრეზიდენტად 500 კაცს არ ავურჩევივარ, მუშაობას მომავალ არჩევნებამდე გავაგრძელებ" - ანატოლი ბიბილოვი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს