მოზაიკა
საზოგადოება
სამართალი

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
პოლიტიკა
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქალი, რომელმაც ყოფილ სტუდენტზე იქორწინა და დღეს ოფიციალურად მილიონერი დეპუტატია - ნატო ჩხეიძის უცნობი ცხოვრება
ქალი, რომელმაც ყოფილ სტუდენტზე იქორწინა და დღეს ოფიციალურად მილიონერი დეპუტატია - ნატო ჩხეიძის უცნობი ცხოვრება

პარ­ლა­მენ­ტა­რი ნატო ჩხე­ი­ძე ერთ-ერ­თია იმ დე­პუ­ტა­ტებს შო­რის, რო­მელ­თაც ოფი­ცი­ა­ლუ­რად აქვთ მი­ლი­ო­ნე­რის სტა­ტუ­სი. მო­ნი­ტო­რინ­გის ცენ­ტრ "მე­დი­ა­ტო­რის" კვლე­ვის თა­ნახ­მად, დე­პუ­ტა­ტი ქა­ლის დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი ქო­ნე­ბა 50 მი­ლი­ონ ლარს აჭარ­ბებს.

მწე­რალ ოთარ ჩხე­ი­ძის ქა­ლიშ­ვი­ლი მე­ცხრე მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტში მოხ­ვდა პარ­ტი­უ­ლი სიით სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კი­დან - "და­ვით თარ­ხან-მო­უ­რა­ვი, ირმა ინაშ­ვი­ლი - სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცია". ჩხე­ი­ძის­თვის ეს პირ­ვე­ლი დე­პუ­ტა­ტო­ბა არ ყო­ფი­ლა, მა­ნამ­დე, მე­ხუ­თე მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი იყო (1999-2004 წლებ­ში) "სა­ქარ­თვე­ლოს აღორ­ძი­ნე­ბის" პარ­ტი­უ­ლი სიით.

2018 წელს ნატო ჩხე­ი­ძემ "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი" და­ტო­ვა და და­მო­უ­კი­დე­ბელ დე­პუ­ტა­ტად პო­ზი­ცი­ო­ნი­რებ­და პარ­ლა­მენ­ტში. ცოტა ხნის წინ კი ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ნიკა მა­ჭუ­ტა­ძის პარ­ტი­ის "მოძ­რა­ო­ბა სა­ხელ­მწი­ფო ხალ­ხის­თვის" თავ­ჯდო­მა­რედ აირ­ჩი­ეს.

ნატო ჩხე­ი­ძე პრო­ფე­სი­ით ექი­მია. და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუ­ტი, სამ­კურ­ნა­ლო ფა­კულ­ტე­ტი. თით­ქმის ყვე­ლა ინ­ტერ­ვი­უ­ში, სა­დაც პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე ეკი­თხე­ბი­ან, ყვე­ბა, რომ არა ზაზა ოქუ­აშ­ვი­ლი, ალ­ბათ გა­სა­თხო­ვა­რი დარ­ჩე­ბო­და.

მე­უღ­ლეს­თან და მე­გობ­რებ­თან ერ­თად

"ერ­თმა­ნე­თი სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუ­ტში გა­ვი­ცა­ნით, ზაზა სამი წლით ჩემ­ზე უმ­ცრო­სია, ჩემი სტუ­დენ­ტი იყო. მის მი­მართ საკ­მა­ოდ მომ­თხოვ­ნი ვი­ყა­ვი, მა­ღალ ნიშ­ნებს არ ვუ­წერ­დი, მა­შინ ძა­ლი­ან ობი­ექ­ტუ­რი ვი­ყა­ვი. მერე კი გავ­ხდი სუ­ბი­ექ­ტუ­რი, როცა ზაზა ჩემი სტუ­დენ­ტი აღარ იყო - ცხოვ­რე­ბა­ში, ძი­რი­თა­დად ხუ­თე­ბის და­წე­რა მი­წევ­და" - ამ­ბობ­და წლე­ბის წინ "თბი­ლი­სე­ლებ­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში.

რო­დე­საც ზაზა ოქუ­აშ­ვილ­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რად იქორ­წი­ნა, ნატო ჩხე­ი­ძე პა­თა­ნა­ტო­მი­ის კა­თედ­რა­ზე ექი­მად მუ­შა­ობ­და. წყვი­ლი ქა­ლის მშობ­ლე­ბის ნა­ჩუ­ქარ ბი­ნა­ში ცხოვ­რობ­და.

90-იან წლებ­ში სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სი წა­მო­ი­წყეს და სა­ბურ­თა­ლო­ზე ზაზა ოქუ­აშ­ვილ­მა თონე გახ­სნა. 1991 წელს ოქუ­აშ­ვილ­მა და­ა­არ­სა "ომე­გა ჯგუ­ფი", რო­მე­ლიც მო­ი­ცავს, რო­გორც ავ­ტო­კომ­პა­ნი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბებს სა­ქარ­თვე­ლო­ში, ასე­ვე სი­გა­რე­ტე­ბის წარ­მო­ე­ბის ბიზ­ნესს. წყვილ­მა 90-იანი წლე­ბის ბო­ლოს ერ­თობ­ლი­ვად და­ა­ფუძნა ტე­ლე­კომ­პა­ნია "იბე­რია", რო­მე­ლიც პირ­ვე­ლად ეთერ­ში 2000 წელს გა­ვი­და.

ჩხე­ი­ძე და ოქუ­აშ­ვი­ლი "იბე­რი­ას" ყო­ფილ თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ერ­თად

ნატო ჩხე­ი­ძე ხში­რად იხ­სე­ნებს იმა­საც, რომ მე­უღ­ლეს სამ­ჯერ და­შორ­და და სამ­ჯერ­ვე თა­ვი­დან და­ი­წყეს ცხოვ­რე­ბა - ზაზა ოქუ­აშ­ვი­ლი მე­უღ­ლის მიერ წა­მო­წყე­ბულ არ­ცერთ გაყ­რის პრო­ცეს­ზე არ მი­სუ­ლა.

ნატო ჩხე­ი­ძე­სა და ზაზა ოქუ­აშ­ვილს და­ქორ­წი­ნე­ბი­დან 12 წელი შვი­ლი არ ჰყავ­დათ. ერთხელ, რო­დე­საც უცხო­ეთ­ში მი­დი­ოდ­ნენ სამ­კურ­ნა­ლოდ, აე­რო­პორ­ტის გზა­ზე ნატო ჩხე­ი­ძემ ქმარს უთხრა, რომ შე­საძ­ლოა შვი­ლი იმი­ტომ არ ჰყავ­დათ, ჯვა­რი არ ჰქონ­დათ და­წე­რი­ლი. ჯვრის­წე­რა იმა­ვე დღეს, სა­მე­ბის ტა­ძარ­ში შედ­გა.

ნატო ჩხე­ი­ძი­სა და ზაზა ოქუ­აშ­ვილს ორი ვაჟი - რატი და გი­ორ­გი, 1998 და 2000 წლებ­ში მო­ევ­ლი­ნენ ქვე­ყა­ნას. ბი­ჭე­ბი 15 წლის ასაკ­ში სას­წავ­ლებ­ლად ლონ­დონ­ში გა­უშ­ვეს, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლოს­თან კონ­ტაქ­ტი არ გა­უ­წყვე­ტი­ათ და ხში­რად ჩა­მო­დი­ან. 2019 წლის ივ­ნი­სის აქ­ცი­ებ­ზე დე­დას რუს­თა­ველ­ზეც ახ­ლდნენ. ჩხე­ი­ძე-ოქუ­აშ­ვი­ლის წყვი­ლი ლონ­დონ­ში 170 კვ. მ. ფარ­თო­ბის ბი­ნას ფლობს.

ძმას­თან, მწე­რალ როს­ტომ ჩხე­ი­ძეს­თან ერ­თად ივ­ნი­სის სა­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ზე

ბი­ჭებ­თან ერ­თად ცხოვ­რობს მა­მაც - ზაზა ოქუ­აშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში საქ­მეა აღ­ძრუ­ლი. ნატო ჩხე­ი­ძე კი ინ­ტერ­ნე­ტით ეკონ­ტაქ­ტე­ბა შვი­ლებს და პო­ლი­ტი­კა­ში ჩარ­თუ­ლო­ბის გამო, მათ­თან ხში­რად ჩას­ვლას ვერ ახერ­ხებს.

მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სტუდენტი გიორგი.
43

ე.ი. სტუდენტმა გამოცდა კარგად ჩააბარა. ისე ასეთი "ცხელი" ინფორმაცია დღევანდელ საზოგადოებაში, ქალბატონს ძალიან ამშვენებს.

111
56

პატრიოტებს არ ეშლებათ ხალხის შერჩევა, ბოკასას გაიყვანენ პარლამენტში, თუ შესაბამის ოდენობას დადებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?
ავტორი:

ქალი, რომელმაც ყოფილ სტუდენტზე იქორწინა და დღეს ოფიციალურად მილიონერი დეპუტატია - ნატო ჩხეიძის უცნობი ცხოვრება

ქალი, რომელმაც ყოფილ სტუდენტზე იქორწინა და დღეს ოფიციალურად მილიონერი დეპუტატია - ნატო ჩხეიძის უცნობი ცხოვრება

პარლამენტარი ნატო ჩხეიძე ერთ-ერთია იმ დეპუტატებს შორის, რომელთაც ოფიციალურად აქვთ მილიონერის სტატუსი. მონიტორინგის ცენტრ "მედიატორის" კვლევის თანახმად, დეპუტატი ქალის დეკლარირებული ქონება 50 მილიონ ლარს აჭარბებს.

მწერალ ოთარ ჩხეიძის ქალიშვილი მეცხრე მოწვევის პარლამენტში მოხვდა პარტიული სიით საარჩევნო ბლოკიდან - "დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია". ჩხეიძისთვის ეს პირველი დეპუტატობა არ ყოფილა, მანამდე, მეხუთე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო (1999-2004 წლებში) "საქართველოს აღორძინების" პარტიული სიით.

2018 წელს ნატო ჩხეიძემ "პატრიოტთა ალიანსი" დატოვა და დამოუკიდებელ დეპუტატად პოზიციონირებდა პარლამენტში. ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ნიკა მაჭუტაძის პარტიის "მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის" თავჯდომარედ აირჩიეს.

ნატო ჩხეიძე პროფესიით ექიმია. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, სამკურნალო ფაკულტეტი. თითქმის ყველა ინტერვიუში, სადაც პირად ცხოვრებაზე ეკითხებიან, ყვება, რომ არა ზაზა ოქუაშვილი, ალბათ გასათხოვარი დარჩებოდა.

მეუღლესთან და მეგობრებთან ერთად

"ერთმანეთი სამედიცინო ინსტიტუტში გავიცანით, ზაზა სამი წლით ჩემზე უმცროსია, ჩემი სტუდენტი იყო. მის მიმართ საკმაოდ მომთხოვნი ვიყავი, მაღალ ნიშნებს არ ვუწერდი, მაშინ ძალიან ობიექტური ვიყავი. მერე კი გავხდი სუბიექტური, როცა ზაზა ჩემი სტუდენტი აღარ იყო - ცხოვრებაში, ძირითადად ხუთების დაწერა მიწევდა" - ამბობდა წლების წინ "თბილისელებთან" ინტერვიუში.

როდესაც ზაზა ოქუაშვილზე ოფიციალურად იქორწინა, ნატო ჩხეიძე პათანატომიის კათედრაზე ექიმად მუშაობდა. წყვილი ქალის მშობლების ნაჩუქარ ბინაში ცხოვრობდა.

90-იან წლებში საკუთარი ბიზნესი წამოიწყეს და საბურთალოზე ზაზა ოქუაშვილმა თონე გახსნა. 1991 წელს ოქუაშვილმა დააარსა "ომეგა ჯგუფი", რომელიც მოიცავს, როგორც ავტოკომპანიების წარმომადგენლობებს საქართველოში, ასევე სიგარეტების წარმოების ბიზნესს. წყვილმა 90-იანი წლების ბოლოს ერთობლივად დააფუძნა ტელეკომპანია "იბერია", რომელიც პირველად ეთერში 2000 წელს გავიდა.

ჩხეიძე და ოქუაშვილი "იბერიას" ყოფილ თანამშრომლებთან ერთად

ნატო ჩხეიძე ხშირად იხსენებს იმასაც, რომ მეუღლეს სამჯერ დაშორდა და სამჯერვე თავიდან დაიწყეს ცხოვრება - ზაზა ოქუაშვილი მეუღლის მიერ წამოწყებულ არცერთ გაყრის პროცესზე არ მისულა.

ნატო ჩხეიძესა და ზაზა ოქუაშვილს დაქორწინებიდან 12 წელი შვილი არ ჰყავდათ. ერთხელ, როდესაც უცხოეთში მიდიოდნენ სამკურნალოდ, აეროპორტის გზაზე ნატო ჩხეიძემ ქმარს უთხრა, რომ შესაძლოა შვილი იმიტომ არ ჰყავდათ, ჯვარი არ ჰქონდათ დაწერილი. ჯვრისწერა იმავე დღეს, სამების ტაძარში შედგა.

ნატო ჩხეიძისა და ზაზა ოქუაშვილს ორი ვაჟი - რატი და გიორგი, 1998 და 2000 წლებში მოევლინენ ქვეყანას. ბიჭები 15 წლის ასაკში სასწავლებლად ლონდონში გაუშვეს, თუმცა საქართველოსთან კონტაქტი არ გაუწყვეტიათ და ხშირად ჩამოდიან. 2019 წლის ივნისის აქციებზე დედას რუსთაველზეც ახლდნენ. ჩხეიძე-ოქუაშვილის წყვილი ლონდონში 170 კვ. მ. ფართობის ბინას ფლობს.

ძმასთან, მწერალ როსტომ ჩხეიძესთან ერთად ივნისის საროტესტო აქციებზე

ბიჭებთან ერთად ცხოვრობს მამაც - ზაზა ოქუაშვილთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურაში საქმეა აღძრული. ნატო ჩხეიძე კი ინტერნეტით ეკონტაქტება შვილებს და პოლიტიკაში ჩართულობის გამო, მათთან ხშირად ჩასვლას ვერ ახერხებს.