სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაიცანით კონკურსანტი, რომელმაც "მასტერშეფის" ჟიურის შოკოლადიანი ხახვი აჭამა
გაიცანით კონკურსანტი, რომელმაც "მასტერშეფის" ჟიურის შოკოლადიანი ხახვი აჭამა

„მას­ტერ­შე­ფის“ მე­ო­რე სა­კონ­კურ­სო დღე ბევ­რი მი­ზე­ზის გამო იყო და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი. ჟი­უ­რის წევ­რებს ალ­ბათ დიდ ხანს ემახ­სოვ­რე­ბათ შო­კო­ლა­დი­ა­ნი ხახ­ვის გემო, რო­მე­ლიც მათ­თვის ზურა ხო­კე­რაშ­ვილ­მა მო­ამ­ზა­და.

რო­გორც მიხ­ვდით, დღეს კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი პრო­ექ­ტის ერთ-ერთ გა­მორ­ჩე­ულ მო­ნა­წი­ლეს, ზურა ხო­კე­რაშ­ვილს უფრო ახ­ლოს გა­გაც­ნობთ. იგი სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში არ­ქი­ტექ­ტუ­რის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობს, მა­მა­მი­სი კი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი შეფმ­ზა­რე­უ­ლია. ზურა ხო­კე­რაშ­ვი­ლი მოგ­ვიყ­ვე­ბა, რო­გორ „გა­უ­ჩა­ლი­ჩა“ სა­კუ­თარ თავს და რა სირ­თუ­ლე­ებს წა­ა­წყდა პრო­ექ­ტის გან­მავ­ლო­ბა­ში.

- ერ­თა­დერ­თი ხართ, ვინც ჟი­უ­რის შო­კო­ლა­დი­ა­ნი ხახ­ვი გა­ა­სინ­ჯა.

- ჟი­უ­რის წევ­რებ­მა და­ვა­ლე­ბა რომ მოგ­ვცეს, გა­დავ­წყვი­ტე 4 სა­ში­ნე­ლი პრო­დუქ­ტი შე­მერ­ჩია. მგო­ნია, რომ ჟი­უ­რის გან­ზრახ­ვას ბევ­რი მიხ­ვდა, მე კი ჩემ თავს „გა­ვუ­ჩა­ლი­ჩე“. ხახ­ვი რომ მოვ­თუ­შე, ცუდი გემო არ ჰქონ­და. დი­ზა­ი­ნის დროს არ მო­მე­წო­ნა, რის­კზე წას­ვლა გა­დავ­წყვი­ტე, თით­ქმის უმი ხახ­ვი ავი­ღე და შო­კო­ლა­დი მო­ვას­ხი, მა­გის გა­სინ­ჯვა არც მე მინ­დო­და.

- მე­ო­რე და­ვა­ლე­ბაც საკ­მა­ოდ რთუ­ლი იყო. რო­გორ მო­გე­წო­ნათ გუნ­დუ­რად მუ­შა­ო­ბა?

- დი­დად ვერ მო­ვი­ხიბ­ლე, რად­გან არ მიყ­ვარს, როცა ვი­ღაც მი­თი­თე­ბებს მაძ­ლევს. ია­ნას ჩემი მან­გოს სო­უ­სი არ მო­ე­წო­ნა და მან­გოს დაბ­ლენ­დერე­ბა და­ი­წყო. რა თქმა უნდა, ეს ჟი­უ­რის არ გა­მოჰ­პარ­ვია, თუმ­ცა მან­გოს დაბ­ლენ­დერე­ბა იმას არ ნიშ­ნავს, რომ ეს დე­სერ­ტი მე არ მო­მიმ­ზა­დე­ბია.

- არც რჩე­ვე­ბის მი­ღე­ბა გიყ­ვართ?

- ამ მხრივ ძა­ლი­ან პრინ­ცი­პუ­ლი ვარ. კა­რან­ტი­ნის დროს, რო­დე­საც დიდ­ხანს მოგ­ვი­წია სახ­ლში ყოფ­ნა, მე და მა­მა­ჩე­მი ერ­თად ვამ­ზა­დებ­დით ხოლ­მე და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი შე­ფია, მის რჩე­ვებ­საც კი ცოტა რთუ­ლად ვუდ­გე­ბო­დი, სა­ნამ ბო­ლომ­დე არ გა­ვი­აზ­რებ­დი და მის სის­წო­რე­ში დავ­რწმუნ­დე­ბო­დი.

- თქვენს კუ­ლი­ნა­რი­ულ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ში მა­მის წვლი­ლი რამ­დე­ნა­დაა?

- ხში­რად მაძ­ლევს რჩე­ვებს და მეხ­მა­რე­ბა, თუმ­ცა არ მინ­და მის ჩრდილ­ში მო­ვექ­ცე. ჰგო­ნი­ათ, რომ ყვე­ლა­ფე­რი მა­მა­ჩემ­მა მას­წავ­ლა და მოყ­ვა­რუ­ლი მზა­რე­უ­ლი მის გამო ვარ. გერ­მა­ნი­ში ოჯახ­ში სა­მუ­შა­ოდ რომ წა­ვე­დი, ქარ­თულ კერ­ძებს ხში­რად ვამ­ზა­დებ­დი, მაგ­რამ რად­გან ყვე­ლა ინ­გრე­დი­ენ­ტი იქ არ მქონ­და, სხვა რა­მით ვცვლი­დი, ექ­სპე­რი­მენ­ტებს ვა­ტა­რებ­დი. სა­ბო­ლო­ოდ, თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბი გა­მო­დი­ო­და, რომ­ლე­ბიც დიდ მო­წო­ნე­ბას იმ­სა­ხუ­რებ­და.

- ამის მი­უ­ხე­და­ვად, კუ­ლი­ნა­რია პრო­ფე­სი­ად რა­ტომ არ აირ­ჩი­ეთ?

- მა­მას ყო­ველ­თვის უნ­დო­და, რომ მზა­რე­უ­ლი გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი, მე კი არ­ქი­ტექ­ტუ­რა მა­ინ­ტე­რე­სებ­და. თა­ნაც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ვუ­ყუ­რებ, რო­გორ წვა­ლობს მა­მა­ჩე­მი, ხში­რად სა­ზღვარ­გა­რეთ უწევ­და მუ­შა­ო­ბა, გულ­დამ­შვი­დე­ბუ­ლად ვე­რა­სო­დეს ვი­ყა­ვით. მზა­რე­უ­ლო­ბა არ არის ისე­თი მარ­ტი­ვი პრო­ფე­სია, რო­გო­რიც ტე­ლე­ვი­ზორ­ში ჩანს.

არ­ქი­ტექ­ტუ­რა და კუ­ლი­ნა­რია ჰგავს ერ­თმა­ნეთს. ეს­თე­ტი­კურ მხა­რეს ორი­ვე სფე­რო­ში დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა. ამა­ვე დროს, გემო და ვი­ზუ­ა­ლი იდე­ა­ლუ­რად უნდა უკავ­შირ­დე­ბო­დეს ერ­თმა­ნეთს. ორი­ვე სფე­რო­ში გა­მოც­დი­ლე­ბამ მიჩ­ვე­ნა, რომ ყვე­ლა­ფერს აქვს სა­ზღვა­რი, მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გით უნდა დაკ­მა­ყო­ფილ­დე და მე­ტის­მე­ტი მცდე­ლო­ბით უფრო არ გა­ა­ფუ­ჭო.

- „მას­ტერ­შეფ­ში“ მთა­ვა­რი სირ­თუ­ლე რა არის?

- დრო­ის ფაქ­ტო­რი. ჩვენ­თვის გან­კუთ­ვნილ 1 სა­ათ­ში არა მხო­ლოდ იდე­ა­ლუ­რი კერ­ძის მომ­ზა­დე­ბა უნდა მო­ვას­წროთ, არა­მედ მა­ნამ­დე პრო­დუქ­ტე­ბიც უნდა მო­ვი­მა­რა­გოთ. ამას გარ­და, თავ­ზე კა­მე­რე­ბი გეხ­ვე­ვი­ან და ამ დროს მო­ბი­ლი­ზე­ბა რთუ­ლია. ჟი­უ­რის წევ­რე­ბის ჩა­მოვ­ლაც სტრე­სულ გა­რე­მოს ქმნის, არ იცი, რას გე­ტყვი­ან. სა­მი­ვე მათ­განს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გე­მოვ­ნე­ბა აქვს. სხვა­დას­ხვა მხრი­დან უყუ­რე­ბენ შენს კერძს და ვე­რა­ფერს ვერ გა­მო­ა­პა­რებ.

- პრო­ექ­ტში რა მიზ­ნით მიხ­ვე­დით?

- „მას­ტერ­შე­ფი“ მოყ­ვა­რუ­ლი მზა­რე­უ­ლე­ბის პრო­ექ­ტია. მინ­და, ხალ­ხს და­ვუმ­ტკი­ცო, რომ აქ გა­მარ­ჯვე­ბა მოყ­ვა­რულ მზა­რე­ულ­საც შე­უძ­ლია და ამის­თვის მა­ინც და მა­ინც აკა­დე­მი­ის დამ­თავ­რე­ბა არ არის სა­ჭი­რო.

daviti
0

ასე თუ გააგრძელა ღადაობა, მალე გავარდება. არაა კულინარია ამ კაცის საქმე, უბრალოდ მამიდან გამომდინარე რაღაცეები სხვებზე მეტი იცის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

გაიცანით კონკურსანტი, რომელმაც "მასტერშეფის" ჟიურის შოკოლადიანი ხახვი აჭამა

გაიცანით კონკურსანტი, რომელმაც "მასტერშეფის" ჟიურის შოკოლადიანი ხახვი აჭამა

„მასტერშეფის“ მეორე საკონკურსო დღე ბევრი მიზეზის გამო იყო დასამახსოვრებელი. ჟიურის წევრებს ალბათ დიდ ხანს ემახსოვრებათ შოკოლადიანი ხახვის გემო, რომელიც მათთვის ზურა ხოკერაშვილმა მოამზადა.

როგორც მიხვდით, დღეს კულინარიული პროექტის ერთ-ერთ გამორჩეულ მონაწილეს, ზურა ხოკერაშვილს უფრო ახლოს გაგაცნობთ. იგი სამხატვრო აკადემიაში არქიტექტურის ფაკულტეტზე სწავლობს, მამამისი კი პროფესიონალი შეფმზარეულია. ზურა ხოკერაშვილი მოგვიყვება, როგორ „გაუჩალიჩა“ საკუთარ თავს და რა სირთულეებს წააწყდა პროექტის განმავლობაში.

- ერთადერთი ხართ, ვინც ჟიურის შოკოლადიანი ხახვი გაასინჯა.

- ჟიურის წევრებმა დავალება რომ მოგვცეს, გადავწყვიტე 4 საშინელი პროდუქტი შემერჩია. მგონია, რომ ჟიურის განზრახვას ბევრი მიხვდა, მე კი ჩემ თავს „გავუჩალიჩე“. ხახვი რომ მოვთუშე, ცუდი გემო არ ჰქონდა. დიზაინის დროს არ მომეწონა, რისკზე წასვლა გადავწყვიტე, თითქმის უმი ხახვი ავიღე და შოკოლადი მოვასხი, მაგის გასინჯვა არც მე მინდოდა.

- მეორე დავალებაც საკმაოდ რთული იყო. როგორ მოგეწონათ გუნდურად მუშაობა?

- დიდად ვერ მოვიხიბლე, რადგან არ მიყვარს, როცა ვიღაც მითითებებს მაძლევს. იანას ჩემი მანგოს სოუსი არ მოეწონა და მანგოს დაბლენდერება დაიწყო. რა თქმა უნდა, ეს ჟიურის არ გამოჰპარვია, თუმცა მანგოს დაბლენდერება იმას არ ნიშნავს, რომ ეს დესერტი მე არ მომიმზადებია.

- არც რჩევების მიღება გიყვართ?

- ამ მხრივ ძალიან პრინციპული ვარ. კარანტინის დროს, როდესაც დიდხანს მოგვიწია სახლში ყოფნა, მე და მამაჩემი ერთად ვამზადებდით ხოლმე და მიუხედავად იმისა, რომ პროფესიონალი შეფია, მის რჩევებსაც კი ცოტა რთულად ვუდგებოდი, სანამ ბოლომდე არ გავიაზრებდი და მის სისწორეში დავრწმუნდებოდი.

- თქვენს კულინარიულ შესაძლებლობებში მამის წვლილი რამდენადაა?

- ხშირად მაძლევს რჩევებს და მეხმარება, თუმცა არ მინდა მის ჩრდილში მოვექცე. ჰგონიათ, რომ ყველაფერი მამაჩემმა მასწავლა და მოყვარული მზარეული მის გამო ვარ. გერმანიში ოჯახში სამუშაოდ რომ წავედი, ქართულ კერძებს ხშირად ვამზადებდი, მაგრამ რადგან ყველა ინგრედიენტი იქ არ მქონდა, სხვა რამით ვცვლიდი, ექსპერიმენტებს ვატარებდი. საბოლოოდ, თანამედროვე ქართული კერძები გამოდიოდა, რომლებიც დიდ მოწონებას იმსახურებდა.

- ამის მიუხედავად, კულინარია პროფესიად რატომ არ აირჩიეთ?

- მამას ყოველთვის უნდოდა, რომ მზარეული გამოვსულიყავი, მე კი არქიტექტურა მაინტერესებდა. თანაც მთელი ცხოვრება ვუყურებ, როგორ წვალობს მამაჩემი, ხშირად საზღვარგარეთ უწევდა მუშაობა, გულდამშვიდებულად ვერასოდეს ვიყავით. მზარეულობა არ არის ისეთი მარტივი პროფესია, როგორიც ტელევიზორში ჩანს.

არქიტექტურა და კულინარია ჰგავს ერთმანეთს. ესთეტიკურ მხარეს ორივე სფეროში დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ამავე დროს, გემო და ვიზუალი იდეალურად უნდა უკავშირდებოდეს ერთმანეთს. ორივე სფეროში გამოცდილებამ მიჩვენა, რომ ყველაფერს აქვს საზღვარი, მიღებული შედეგით უნდა დაკმაყოფილდე და მეტისმეტი მცდელობით უფრო არ გააფუჭო.

- „მასტერშეფში“ მთავარი სირთულე რა არის?

- დროის ფაქტორი. ჩვენთვის განკუთვნილ 1 საათში არა მხოლოდ იდეალური კერძის მომზადება უნდა მოვასწროთ, არამედ მანამდე პროდუქტებიც უნდა მოვიმარაგოთ. ამას გარდა, თავზე კამერები გეხვევიან და ამ დროს მობილიზება რთულია. ჟიურის წევრების ჩამოვლაც სტრესულ გარემოს ქმნის, არ იცი, რას გეტყვიან. სამივე მათგანს განსხვავებული გემოვნება აქვს. სხვადასხვა მხრიდან უყურებენ შენს კერძს და ვერაფერს ვერ გამოაპარებ.

- პროექტში რა მიზნით მიხვედით?

- „მასტერშეფი“ მოყვარული მზარეულების პროექტია. მინდა, ხალხს დავუმტკიცო, რომ აქ გამარჯვება მოყვარულ მზარეულსაც შეუძლია და ამისთვის მაინც და მაინც აკადემიის დამთავრება არ არის საჭირო.

ივლისის ფინანსური და სასიყვარულო ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - რა პროგნოზებს აკეთებენ ასტროლოგები

როგორ გადაიღო ცნობილმა რუსმა ფოტოგრაფმა დავით ყიფიანის გენიალური კადრი - "5 წლის შემდეგ, იმ დღეს პირველად დადგა მოედანზე ფეხი..."

დღის ფოტო: ბათუმში მილიონ ყვავილს რგავენ