პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დონალდ ტრამპს ძმისშვილი უპირისპირდება - რა წერია სკანდალურ წიგნში, რომლის გამოც პრეზიდენტი სასამართლოს მიმართავს
დონალდ ტრამპს ძმისშვილი უპირისპირდება - რა წერია სკანდალურ წიგნში, რომლის გამოც პრეზიდენტი სასამართლოს მიმართავს

აშშ-ის პრე­ზი­დენტს, დო­ნალდ ტრამპს გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბის დღი­დან­ვე სკან­და­ლე­ბი არ აკ­ლდე­ბა. ერთ-ერთი ბოლო სკან­და­ლი კი დო­ნალ­დსა და მის ძმის შვილს, მერი ელ ტრამპს შო­რის და­ძა­ბულ ურ­თი­ერ­თო­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

საქ­მე ისაა, რომ ტრამ­პის ძმის შვი­ლი მერი ტრამ­პი ბი­ძა­მი­სის შე­სა­ხებ წიგ­ნის გა­მო­ცე­მას აპი­რებს. რო­გორც ცნო­ბი­ლია, წიგ­ნი უკვე მზა­დაა და კომ­პა­ნია Simon & Schuster 28 ივ­ლი­სის­თვის გა­მო­უშ­ვებს. წიგ­ნის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბამ­დე უკვე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ის აშშ-ის მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტის მან­კი­ერ მხა­რე­ებ­ზე მოგ­ვი­თხრობს და კრი­ტი­კით იქ­ნე­ბა სავ­სე.

რო­გორც გა­მო­ცე­მა Daily Beast წერს, დო­ნალდ ტრამ­პი აპი­რებს უჩივ­ლოს ძმის შვილს, კა­ნო­ნის ძა­ლით შე­ა­ჩე­როს და წიგ­ნის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის უფ­ლე­ბა არ მის­ცეს. გა­მო­ცე­მა წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, რომ პრე­ზი­დენ­ტმა თა­ვის ახ­ლო­ბელ ადა­მი­ა­ნებს უთხრა, რომ მისი ად­ვო­კა­ტე­ბი ეძე­ბენ გზებს თუ რისი გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლი­ათ, რომ კა­ნო­ნის ძა­ლით შე­უ­შა­ლონ ხელი წიგ­ნის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას.

ერთ-ერთი წყა­როს ცნო­ბით, მე­რის ხელი აქვს მო­წე­რი­ლი შე­თან­ხმე­ბა­ზე, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, მას შიდა სამ­ზა­რე­უ­ლოს დე­ტა­ლე­ბის გამ­ჟღავ­ნე­ბა ეკ­რძა­ლე­ბა. შე­თან­ხმე­ბას ხელი ჯერ კი­დევ 2001 წელს მო­ე­წე­რა.

  • რა­ტომ უპი­რის­პირ­დე­ბა მერი ტრამ­პი ბი­ძას?

მერი და დო­ნალდ ტრამ­პებს შო­რის უთან­ხმო­ე­ბა წლე­ბის წინ და­ი­წყო და კონ­ფლიქ­ტის დე­ტა­ლე­ბი თავ­და­პირ­ვე­ლად New York Daily News-მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

მერი დო­ნალდ ტრამ­პის უფ­რო­სი ძმის, ფრედ ტრამ­პის ქა­ლიშ­ვი­ლია. ფრე­დი 1981 წელს 42 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა ალ­კოჰოლ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გამო. მე­რი­სა და მის ძმას დო­ნალდთან ქო­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრე­ტენ­ზი­ე­ბი აქვთ. და-ძმა ამ­ბობს, რომ მათ არ მი­უ­ღი­ათ კუთ­ვნი­ლი ქო­ნე­ბა, რო­მე­ლიც დო­ნალ­დის ძმას მა­მის­გან ეკუთ­ვნო­და. დო­ნალ­დის მამა 1999 წელს გარ­და­იც­ვა­ლა და მისი ქო­ნე­ბა გა­ი­ნა­წი­ლეს მის­მა ცო­ცხალ­მა შვი­ლებ­მა, ხოლო გარ­დაც­ვლი­ლი შვი­ლის შთა­მო­მავ­ლებს არა­ფე­რი ერ­გოთ.

დო­ნალდ ტრამ­პი მა­მას­თან ერ­თად

გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე აღ­მოჩ­ნდა ქო­ნე­ბის გა­რე­შე დარ­ჩე­ნა მე­რის ძმის­თვის, ფრედ უმ­ცრო­სის­თვის, რო­მელ­საც ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე შვი­ლი ჰყავს და მკურ­ნა­ლო­ბას დიდი თან­ხა სჭირ­დე­ბა.

"მას უნდა რცხვე­ნო­დეს სა­კუ­თა­რი თა­ვის“, - ამ­ბობს მერი ტრამ­პი თა­ვის ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

  • რა ვი­ცით მერი ტრამ­პის წიგ­ნის შე­სა­ხებ?

მერი ელ ტრამ­პის წიგნს ჰქვია - "ძა­ლი­ან ბევ­რი და არას­დროს საკ­მა­რი­სი: რო­გორ შექ­მნა ჩემ­მა ოჯახ­მა მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე სა­ხი­ფა­თო კაცი.“

წიგ­ნის აღ­წე­რა Simon & Schuster-ის ვებ-გვერ­დზე გა­სულ ორ­შა­ბათს გა­მოქ­ვეყ­ნდა. აღ­წე­რა­ში ბევრ მნიშ­ვნე­ლო­ვან დე­ტალ­ზეა სა­უ­ბა­რი. მათ შო­რის იმა­ზე, თუ რო­გორ დას­ცი­ნო­და დო­ნალდ ტრამ­პი მო­ხუც მა­მას, რო­დე­საც ამ უკა­ნას­კნელს ალ­ცჰა­ი­მე­რის და­ა­ვა­დე­ბა და­ე­მარ­თა.

რო­გორც "ბიზ­ნეს ინ­სა­ი­დე­რი" წერს, ტრამ­პის­თვის უცხო არ არის "დაბ­ლო­კოს“, ან ჰქონ­დეს მცდე­ლო­ბა შე­ა­ჩე­როს მას­ზე და­წე­რი­ლი კრი­ტი­კუ­ლი წიგ­ნე­ბი. მა­გა­ლი­თად, ბო­ლოს ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში ყო­ფილ მრჩე­ველს, ჯონ ბოლ­ტონს უჩივ­ლა, რათა მან შე­ა­ჩე­როს წიგ­ნის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა, რო­მელ­შიც, რო­გორც წი­ნას­წარ­ვეა ცნო­ბი­ლი, ტრამ­პის თეთ­რი სახ­ლის მან­კი­ე­რე­ბებ­ზე სა­უბ­რობს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტოტო
6

ერთმანეთთან უთანხმოება ყოველთვის ქონების გამო ხდება.ასე იყო,ასე არის და ასე იქნება.

Giorgi V.
3

ეგ ქალი არის დემოკრატიული პარტიის დაქოქილი მატყუარა იმიტომ რომ 1999 წელს ტრამპი უკვე მსოფლიოში ცნობილი მილიარდელიი იყო, მთელი თავის დიდი სანათესაო კისერზე აჯდა და პირიქით ტვითონ ინახავდა ყველას მამიან-პაპიან-ძმა-ძმიშვილიანად.

ავტორი:

დონალდ ტრამპს ძმისშვილი უპირისპირდება - რა წერია სკანდალურ წიგნში, რომლის გამოც პრეზიდენტი სასამართლოს მიმართავს

დონალდ ტრამპს ძმისშვილი უპირისპირდება - რა წერია სკანდალურ წიგნში, რომლის გამოც პრეზიდენტი სასამართლოს მიმართავს

აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს გაპრეზიდენტების დღიდანვე სკანდალები არ აკლდება. ერთ-ერთი ბოლო სკანდალი კი დონალდსა და მის ძმის შვილს, მერი ელ ტრამპს შორის დაძაბულ ურთიერთობას უკავშირდება.

საქმე ისაა, რომ ტრამპის ძმის შვილი მერი ტრამპი ბიძამისის შესახებ წიგნის გამოცემას აპირებს. როგორც ცნობილია, წიგნი უკვე მზადაა და კომპანია Simon & Schuster 28 ივლისისთვის გამოუშვებს. წიგნის გამოქვეყნებამდე უკვე ცნობილი გახდა, რომ ის აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის მანკიერ მხარეებზე მოგვითხრობს და კრიტიკით იქნება სავსე.

როგორც გამოცემა Daily Beast წერს, დონალდ ტრამპი აპირებს უჩივლოს ძმის შვილს, კანონის ძალით შეაჩეროს და წიგნის გამოქვეყნების უფლება არ მისცეს. გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ პრეზიდენტმა თავის ახლობელ ადამიანებს უთხრა, რომ მისი ადვოკატები ეძებენ გზებს თუ რისი გაკეთება შეუძლიათ, რომ კანონის ძალით შეუშალონ ხელი წიგნის გამოქვეყნებას.

ერთ-ერთი წყაროს ცნობით, მერის ხელი აქვს მოწერილი შეთანხმებაზე, რომლის თანახმადაც, მას შიდა სამზარეულოს დეტალების გამჟღავნება ეკრძალება. შეთანხმებას ხელი ჯერ კიდევ 2001 წელს მოეწერა.

  • რატომ უპირისპირდება მერი ტრამპი ბიძას?

მერი და დონალდ ტრამპებს შორის უთანხმოება წლების წინ დაიწყო და კონფლიქტის დეტალები თავდაპირველად New York Daily News-მა გამოაქვეყნა.

მერი დონალდ ტრამპის უფროსი ძმის, ფრედ ტრამპის ქალიშვილია. ფრედი 1981 წელს 42 წლის ასაკში გარდაიცვალა ალკოჰოლზე დამოკიდებულების გამო. მერისა და მის ძმას დონალდთან ქონებასთან დაკავშირებული პრეტენზიები აქვთ. და-ძმა ამბობს, რომ მათ არ მიუღიათ კუთვნილი ქონება, რომელიც დონალდის ძმას მამისგან ეკუთვნოდა. დონალდის მამა 1999 წელს გარდაიცვალა და მისი ქონება გაინაწილეს მისმა ცოცხალმა შვილებმა, ხოლო გარდაცვლილი შვილის შთამომავლებს არაფერი ერგოთ.

დონალდ ტრამპი მამასთან ერთად

განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა ქონების გარეშე დარჩენა მერის ძმისთვის, ფრედ უმცროსისთვის, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემების მქონე შვილი ჰყავს და მკურნალობას დიდი თანხა სჭირდება.

"მას უნდა რცხვენოდეს საკუთარი თავის“, - ამბობს მერი ტრამპი თავის ერთ-ერთ ინტერვიუში.

  • რა ვიცით მერი ტრამპის წიგნის შესახებ?

მერი ელ ტრამპის წიგნს ჰქვია - "ძალიან ბევრი და არასდროს საკმარისი: როგორ შექმნა ჩემმა ოჯახმა მსოფლიოს ყველაზე სახიფათო კაცი.“

წიგნის აღწერა Simon & Schuster-ის ვებ-გვერდზე გასულ ორშაბათს გამოქვეყნდა. აღწერაში ბევრ მნიშვნელოვან დეტალზეა საუბარი. მათ შორის იმაზე, თუ როგორ დასცინოდა დონალდ ტრამპი მოხუც მამას, როდესაც ამ უკანასკნელს ალცჰაიმერის დაავადება დაემართა.

როგორც "ბიზნეს ინსაიდერი" წერს, ტრამპისთვის უცხო არ არის "დაბლოკოს“, ან ჰქონდეს მცდელობა შეაჩეროს მასზე დაწერილი კრიტიკული წიგნები. მაგალითად, ბოლოს ტრამპის ადმინისტრაციამ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ყოფილ მრჩეველს, ჯონ ბოლტონს უჩივლა, რათა მან შეაჩეროს წიგნის გამოქვეყნება, რომელშიც, როგორც წინასწარვეა ცნობილი, ტრამპის თეთრი სახლის მანკიერებებზე საუბრობს.

სომხური მედიის ინფორმაციით მთიან ყარაბაღში ორი ფრანგი ჟურნალისტი დაჭრეს

ცოლობაზე ხუთჯერ ნათქვამი უარი და ჯონ და ჯილ ბაიდენების რომანტიკული სიყვარულის ამბავი - ვინ არის ქალი, რომელიც შესაძლოა, აშშ-ის პირველი ლედი გახდეს

ომი ყარაბაღში და პუტინისა და მაკრონის სატელეფონო საუბარი - რაზე შეთანხმდნენ ლიდერები და რა ხდება ამ დროისთვის კონფლიქტის ზონაში