პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სიცოცხლის გადამრჩენელი სამეცნიერო გარღვევა" - როგორ აფასებს ჯანმო "დექსამეტაზონთან" დაკავშირებულ აღმოჩენას
"სიცოცხლის გადამრჩენელი სამეცნიერო გარღვევა" - როგორ აფასებს ჯანმო "დექსამეტაზონთან" დაკავშირებულ აღმოჩენას

ბრი­ტა­ნე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის მიგ­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, "დექ­სა­მე­ტა­ზო­ნი“ COVID-19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­მო­სა­ჯან­მრთე­ლებ­ლად ეფექ­ტუ­რი პრე­პა­რა­ტია, ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

მას­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ჯან­მო მი­ე­სალ­მე­ბა "დექ­სა­მე­ტა­ზონ­თან" და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბის შე­დეგს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც აღ­ნიშ­ნულ წა­მალს კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი პა­ცი­ენ­ტის სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნა შე­უძ­ლია.

"ეს არის პირ­ვე­ლი პრე­პა­რა­ტი, რო­მელ­მაც აჩ­ვე­ნა, რომ შე­უძ­ლია სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბა COVID-19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბულ იმ პა­ცი­ენ­ტებ­ში, რომ­ლებ­საც ფილ­ტვის ხე­ლოვ­ნუ­რი ვენ­ტი­ლა­ცია და ჟანგბა­დი ესა­ჭი­რო­ე­ბათ.

ვუ­ლო­ცავ დიდი ბრი­ტა­ნე­თის მთავ­რო­ბას, ოქსფორ­დის უნი­ვერ­სი­ტეტს და ბრი­ტა­ნელ ექი­მებს, რომ­ლებ­მაც სი­ცო­ცხლის გა­დამ­რჩე­ნელ სა­მეც­ნი­ე­რო გარ­ღვე­ვა­ში წვლი­ლი შე­ი­ტა­ნეს“, - ამ­ბობს ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ტედ­როს ად­ჰა­ნომ გებ­რე­ი­სუ­სი.

ცნო­ბის­თვის, გუ­შინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ იაფ და ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბულ პრე­პა­რატ "დექ­სა­მე­ტა­ზონს" შე­უძ­ლია კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი პა­ცი­ენ­ტე­ბის სი­ცო­ცხლე გა­და­არ­ჩი­ნოს.

BBC-ის ცნო­ბით, ბრი­ტა­ნე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ წა­მა­ლი ეფექ­ტუ­რად იბ­რძვის ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ. მეც­ნი­ე­რებ­მა შე­სა­ბა­მი­სი კვლე­ვა ჩა­ა­ტა­რეს, "დექ­სა­მე­ტა­ზონ­თან" და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ცდე­ბი კვლავ მიმ­დი­ნა­რე­ობს, თუმ­ცა მკვლე­ვა­რე­ბი უკვე სა­უბ­რო­ბენ იმა­ზე, რომ წა­მა­ლი ეფექ­ტუ­რია.

ბრი­ტა­ნელ ექ­სპერტთა თქმით, კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ "დექ­სა­მე­ტა­ზო­ნი" 1/3-ით ამ­ცი­რებს გარ­დაც­ვა­ლე­ბის რისკს ისეთ პა­ცი­ენ­ტებ­ში, რო­მელ­თაც ფილ­ტვის ხე­ლოვ­ნუ­რი ვენ­ტი­ლა­ცია სჭირ­დე­ბათ, ხოლო 1/5-ით ისეთ პა­ცი­ენ­ტებ­ში, რომ­ლებ­საც ჟანგბა­დი ესა­ჭი­რო­ე­ბათ.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის თქმით, დიდ ბრი­ტა­ნეთს ეს პრე­პა­რა­ტი პან­დე­მი­ის და­სა­წყი­სი­დან­ვე რომ გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა, შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და და­ახ­ლო­ე­ბით 5 000 პა­ცი­ენ­ტის სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნა.

BBC წერს, რომ ეს აღ­მო­ჩე­ნა შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლო იყოს ღა­რი­ბი ქვეყ­ნე­ბის­თვის, სა­დაც ვირუ­სით ინ­ფიც­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ძა­ლი­ან დი­დია.

კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შტა­მი, COVID-19 ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სი­ით, ჩი­ნე­თის ქა­ლაქ უხა­ნი­დან გავ­რცელ­და. ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ 11 მარტს პან­დე­მია გა­მო­ა­ცხა­და. ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბამ, მსოფ­ლიო მას­შტა­ბით, 8 მი­ლი­ონს გა­და­ა­ჭარ­ბა, გარ­და­იც­ვა­ლა 446,180 პა­ცი­ენ­ტი, ხოლო გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბულ­თა რი­ცხვი 4.3 მი­ლი­ო­ნია.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარი
6

ამ ადამიანის აღარაფერი მჯერა...დედამიწას პატრონი რომ ჰყავდეს, ამას პასუხი უნდა აგებინონ.

აუუუუუ .... ამათა ჰყოლიათ, აი!
9

დექსამეტაზონს ჩვენი ინფექციონისტები იურული ხანიდან იყენებენ !!!

 

გარღვევაო, კაცო, გარღვევა! ამათ შარვალი და ტვინი აქვთ გარღვეული და

 

რომ უბერავთ, ვერცა გრძნობენ!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"სიცოცხლის გადამრჩენელი სამეცნიერო გარღვევა" - როგორ აფასებს ჯანმო "დექსამეტაზონთან" დაკავშირებულ აღმოჩენას

"სიცოცხლის გადამრჩენელი სამეცნიერო გარღვევა" - როგორ აფასებს ჯანმო "დექსამეტაზონთან" დაკავშირებულ აღმოჩენას

ბრიტანელი მეცნიერების მიგნებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, "დექსამეტაზონი“ COVID-19-ით ინფიცირებული ადამიანების გამოსაჯანმრთელებლად ეფექტური პრეპარატია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს.

მასში აღნიშნულია, რომ ჯანმო მიესალმება "დექსამეტაზონთან" დაკავშირებული კლინიკური კვლევების შედეგს, რომლის მიხედვითაც აღნიშნულ წამალს კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.

"ეს არის პირველი პრეპარატი, რომელმაც აჩვენა, რომ შეუძლია სიკვდილიანობის შემცირება COVID-19-ით ინფიცირებულ იმ პაციენტებში, რომლებსაც ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია და ჟანგბადი ესაჭიროებათ.

ვულოცავ დიდი ბრიტანეთის მთავრობას, ოქსფორდის უნივერსიტეტს და ბრიტანელ ექიმებს, რომლებმაც სიცოცხლის გადამრჩენელ სამეცნიერო გარღვევაში წვლილი შეიტანეს“, - ამბობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადჰანომ გებრეისუსი.

ცნობისთვის, გუშინ ცნობილი გახდა, რომ იაფ და ფართოდ გავრცელებულ პრეპარატ "დექსამეტაზონს" შეუძლია კორონავირუსით ინფიცირებული კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების სიცოცხლე გადაარჩინოს.

BBC-ის ცნობით, ბრიტანელი ექსპერტები ამბობენ, რომ წამალი ეფექტურად იბრძვის ვირუსის წინააღმდეგ. მეცნიერებმა შესაბამისი კვლევა ჩაატარეს, "დექსამეტაზონთან" დაკავშირებული ცდები კვლავ მიმდინარეობს, თუმცა მკვლევარები უკვე საუბრობენ იმაზე, რომ წამალი ეფექტურია.

ბრიტანელ ექსპერტთა თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ "დექსამეტაზონი" 1/3-ით ამცირებს გარდაცვალების რისკს ისეთ პაციენტებში, რომელთაც ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია სჭირდებათ, ხოლო 1/5-ით ისეთ პაციენტებში, რომლებსაც ჟანგბადი ესაჭიროებათ.

სპეციალისტების თქმით, დიდ ბრიტანეთს ეს პრეპარატი პანდემიის დასაწყისიდანვე რომ გამოეყენებინა, შესაძლებელი იქნებოდა დაახლოებით 5 000 პაციენტის სიცოცხლის გადარჩენა.

BBC წერს, რომ ეს აღმოჩენა შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს ღარიბი ქვეყნებისთვის, სადაც ვირუსით ინფიცრებულთა რაოდენობა ძალიან დიდია.

კორონავირუსის ახალი შტამი, COVID-19 ოფიციალური ვერსიით, ჩინეთის ქალაქ უხანიდან გავრცელდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს პანდემია გამოაცხადა. ბოლო ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ, მსოფლიო მასშტაბით, 8 მილიონს გადააჭარბა, გარდაიცვალა 446,180 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 4.3 მილიონია.

"ჩვენ არ ველოდებით ბოდიშებს, მაგრამ ვთვლით, რომ ეს სწორი ნაბიჯი იქნებოდა" - გავრილოვი 20 ივნისის მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს

"ვუყურებდი ჩემი შვილის გათეთრებულ სახეს და ვგრძნობდი, მას ვკარგავდი..." - წინადაცვეთის ტრადიციას შეწირული გოგონების საშინელი ისტორიები ჩრდილო კავკასიაში

WhatsApp-ის მუშაობაში გლობალური შეფერხებაა