პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
20 წელი ლიტერატურის ქომაგი - ჟურნალი "გზა" განახლებული ფორმატით, ლიტერატურულ ჩანართთან ერთად გამოვა
20 წელი ლიტერატურის ქომაგი - ჟურნალი "გზა" განახლებული ფორმატით, ლიტერატურულ ჩანართთან ერთად გამოვა

უკვე 20-წლი­ა­ნი ის­ტო­რი­ის მქო­ნე ჟურ­ნა­ლი გზა 18 ივ­ნი­სი­დან ლი­ტე­რა­ტუ­რულ ჩა­ნარ­თთან ერ­თად გა­მო­ი­ცე­მა. ჟურ­ნა­ლი ამ­დე­ნი­ვე წე­ლია, რაც აქ­ტი­უ­რად ქო­მა­გობს ლი­ტე­რა­ტუ­რას და მკი­თხველს სხვა­დას­ხვა ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სა­კი­თხა­ვე­ბი­თა და წიგ­ნე­ბით ანე­ბივ­რებს.

სწო­რედ ჟურ­ნალ „გზას“ მიყ­ვე­ბო­და ისე­თი სე­რი­უ­ლი პრო­ექ­ტე­ბი, რო­გო­რი­ცაა ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის სე­რია „ჩემი რჩე­უ­ლი“ და მსოფ­ლიო პრო­ზის სა­გან­ძუ­რი - „ჩემი რჩე­უ­ლი მსოფ­ლიო“, ასე­ვე „იკი­თხე ქარ­თუ­ლი“, „მსოფ­ლი­ოს ხალ­ხთა ზღაპ­რე­ბი“ და სხვა.

ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას­თან და ჟურ­ნა­ლის ის­ტო­რი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით რე­დაქ­ტორს, ზუ­რაბ აბა­ში­ძეს ვე­სა­უბ­რეთ:

- ცოტა ხნის წინ "გზა" 20 წლის გახ­და. ეს თა­რი­ღი კო­რო­ნა­ვირუ­სის შე­მო­ტე­ვას და­ემ­თხვა და გან­სა­ზღვრუ­ლი ჩა­ნა­ფიქ­რე­ბი გა­დაგ­ვა­დე­ბი­ნა. სა­მა­გი­ე­როდ, თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის პე­რი­ოდ­ში თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე გაზ­რდილ­მა მო­თხოვ­ნამ და მკი­თხვე­ლე­ბის წე­რი­ლებ­მა ამ­ჟა­მად არ­სე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ჩა­ნარ­თის მო­ცუ­ლო­ბის გაზ­რდა­სა და გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა­ზე დაგ­ვა­ფიქ­რა.

შე­ვი­მუ­შა­ვეთ ახა­ლი პრო­ექ­ტი, სა­ხელ­წო­დე­ბით - "ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გზა", სა­დაც მკი­თხველს სხვა­დას­ხვა ჟან­რის ნა­წარ­მო­ე­ბებს შევ­თა­ვა­ზებთ, ანუ ეს იქ­ნე­ბა "ჟურ­ნა­ლი ჟურ­ნალ­ში", სა­გან­გე­ბოდ მხატ­ვრუ­ლი სი­ტყვის მოყ­ვა­რულ­თათ­ვის.

ჩვე­ნი, ერ­თობ ხან­გრძლი­ვი ის­ტო­რი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, არა­ერ­თხელ შეგ­ვი­თა­ვა­ზე­ბია სი­ახ­ლე, რო­მელ­საც მკი­თხვე­ლი გვი­წო­ნებ­და და ინ­ტე­რე­სით ეგე­ბე­ბო­და, რად­გან ხე­დავ­და, რომ გა­მუდ­მე­ბით გან­ვი­თა­რე­ბა­სა და მას­თან მე­ტად და­ახ­ლო­ე­ბა­ზე ზრუნ­ვით იყო ნა­კარ­ნა­ხე­ვი. ეს სი­ახ­ლე­ე­ბი არა მარ­ტო ჟურ­ნა­ლის შიგ­თავსს - ახალ რუბ­რი­კებს, ამ­ბე­ბის მი­წო­დე­ბის ხერ­ხებს შე­ხე­ბია, არა­მედ მის ფარ­გლებ­საც გას­ცდა: "გზა" პირ­ვე­ლი ჟურ­ნა­ლი იყო, რო­მელ­მაც მკი­თხველს ერ­თი­ან შე­ფუთ­ვა­ში, ხელ­მი­საწ­ვდომ ფა­სად, წიგ­ნე­ბი შეს­თა­ვა­ზა.

თუმ­ცა, თან­დარ­თულ წიგ­ნე­ბამ­დეც ვი­ცით, რომ ჟურ­ნა­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვან ად­გილს უთ­მობ­და მხატ­ვრუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის პო­პუ­ლა­რი­ზე­ბას... ასეა, ჟურ­ნალ­ში მა­ნამ­დეც იყო მხატ­ვრუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა, აქ­ტი­უ­რად ქვეყ­ნდე­ბო­და სხვა­დას­ხვა ნა­წარ­მო­ე­ბი, იწე­რე­ბო­და მწერ­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა-შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე...

- რო­მე­ლი იყო პირ­ვე­ლი სე­რი­უ­ლი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ჟურ­ნალს გაყ­ვა?

- თან­დარ­თულ­მა სე­რი­ამ - "ქარ­თუ­ლი პრო­ზის სა­გან­ძუ­რი", სი­ტყვი­ე­რე­ბას­თან მის უფრო მჭიდ­რო კავ­შირს და­უ­დო სა­თა­ვე. ამ პრო­ექტს მოჰ­ყვა კლა­სი­კუ­რი და თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი მწერ­ლო­ბის სე­რია - "ჩემი რჩე­უ­ლი", რომ­ლი­თაც 32 ავ­ტო­რის 115 წიგ­ნი გა­მო­ი­ცა, შემ­დგომ კი უცხო­უ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის სე­რია "ჩემი რჩე­უ­ლი მსოფ­ლიო" - 43 ავ­ტო­რის 280 წიგ­ნით.

გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-თან ერ­თად მომ­ზა­დე­ბულ­მა ამ სე­რი­ებ­მა დი­დად შე­უ­წყო ხელი წიგ­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას, ის მკი­თხველ­თა ფარ­თო წრის­თვის უფრო ხელ­მი­საწ­ვდო­მი გა­ხა­და, რად­გან, ფაქ­ტობ­რი­ვად, სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტიც გახ­ლდათ - ჟურ­ნალ­თან ერ­თად, გა­ცი­ლე­ბით და­ბალ ფა­სად სთა­ვა­ზობ­და წიგ­ნებს ლი­ტე­რა­ტუ­რის მოყ­ვა­რულთ.

- რას შეს­თა­ვა­ზებს "გზა" მკი­თხველს ახალ ლი­ტე­რა­ტუ­რულ ჩა­ნარ­თში?

- ლი­ტე­რა­ტუ­რულ ჩა­ნარ­თში წიგ­ნის "გურ­მა­ნე­ბის­თვის" ბევრ "საკბი­ლოს" შე­მოგ­თა­ვა­ზებთ. უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა - თქვენ­თვის ჯერ კი­დევ უც­ნობ, გა­მორ­ჩე­ულ ნა­წარ­მო­ე­ბებს: რო­გორც ქარ­თულს, ასე­ვე უცხო­უ­რი პრო­ზი­სა და პო­ე­ზი­ის ახალ ნი­მუ­შებს, გა­ვიხ­სე­ნებთ აგ­რეთ­ვე, მო­ნატ­რე­ბულ კლა­სი­კო­სებს, ჩა­ნარ­თის ერთი "ფან­ჯა­რა" კი უც­ვლე­ლად და­ეთ­მო­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ბესტსე­ლერ­თა რი­გი­დან არ­ჩე­ულ რო­მანს, რო­მე­ლიც ყვე­ლა კა­ტე­გო­რი­ის მკი­თხველს უდი­დეს სი­ა­მოვ­ნე­ბას მი­ა­ნი­ჭებს.

ამ­ჯე­რად ეს რო­მა­ნია ბრი­ტა­ნე­ლი კრის­ტო­ფერ პრის­ტის "პრეს­ტი­ჟი", რომ­ლის პო­პუ­ლა­რო­ბაც ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის ფილ­მის დიდი წარ­მა­ტე­ბის სა­ფუძ­ვლა­დაც იქცა.

მაშ, ასე, ვი­წყებთ ახალ პრო­ექტს - "ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გზა", რო­მე­ლიც ჟურ­ნალ "გზის" მკი­თხვე­ლის­თვის იქ­ნე­ბა გზა ნამ­დვილ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

20 წელი ლიტერატურის ქომაგი - ჟურნალი "გზა" განახლებული ფორმატით, ლიტერატურულ ჩანართთან ერთად გამოვა

20 წელი ლიტერატურის ქომაგი - ჟურნალი "გზა" განახლებული ფორმატით, ლიტერატურულ ჩანართთან ერთად გამოვა

უკვე 20-წლიანი ისტორიის მქონე ჟურნალი გზა 18 ივნისიდან ლიტერატურულ ჩანართთან ერთად გამოიცემა. ჟურნალი ამდენივე წელია, რაც აქტიურად ქომაგობს ლიტერატურას და მკითხველს სხვადასხვა ლიტერატურული საკითხავებითა და წიგნებით ანებივრებს.

სწორედ ჟურნალ „გზას“ მიყვებოდა ისეთი სერიული პროექტები, როგორიცაა ქართული ლიტერატურის სერია „ჩემი რჩეული“ და მსოფლიო პროზის საგანძური - „ჩემი რჩეული მსოფლიო“, ასევე „იკითხე ქართული“, „მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები“ და სხვა.

ამ გადაწყვეტილებასთან და ჟურნალის ისტორიასთან დაკავშირებით რედაქტორს, ზურაბ აბაშიძეს ვესაუბრეთ:

- ცოტა ხნის წინ "გზა" 20 წლის გახდა. ეს თარიღი კორონავირუსის შემოტევას დაემთხვა და განსაზღვრული ჩანაფიქრები გადაგვადებინა. სამაგიეროდ, თვითიზოლაციის პერიოდში თანამედროვე ლიტერატურაზე გაზრდილმა მოთხოვნამ და მკითხველების წერილებმა ამჟამად არსებული ლიტერატურული ჩანართის მოცულობის გაზრდასა და გამრავალფეროვნებაზე დაგვაფიქრა.

შევიმუშავეთ ახალი პროექტი, სახელწოდებით - "ლიტერატურული გზა", სადაც მკითხველს სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებებს შევთავაზებთ, ანუ ეს იქნება "ჟურნალი ჟურნალში", საგანგებოდ მხატვრული სიტყვის მოყვარულთათვის.

ჩვენი, ერთობ ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში, არაერთხელ შეგვითავაზებია სიახლე, რომელსაც მკითხველი გვიწონებდა და ინტერესით ეგებებოდა, რადგან ხედავდა, რომ გამუდმებით განვითარებასა და მასთან მეტად დაახლოებაზე ზრუნვით იყო ნაკარნახევი. ეს სიახლეები არა მარტო ჟურნალის შიგთავსს - ახალ რუბრიკებს, ამბების მიწოდების ხერხებს შეხებია, არამედ მის ფარგლებსაც გასცდა: "გზა" პირველი ჟურნალი იყო, რომელმაც მკითხველს ერთიან შეფუთვაში, ხელმისაწვდომ ფასად, წიგნები შესთავაზა.

თუმცა, თანდართულ წიგნებამდეც ვიცით, რომ ჟურნალი მნიშვნელოვან ადგილს უთმობდა მხატვრული ლიტერატურის პოპულარიზებას... ასეა, ჟურნალში მანამდეც იყო მხატვრული ლიტერატურა, აქტიურად ქვეყნდებოდა სხვადასხვა ნაწარმოები, იწერებოდა მწერლების ცხოვრება-შემოქმედებაზე...

- რომელი იყო პირველი სერიული პროექტი, რომელიც ჟურნალს გაყვა?

- თანდართულმა სერიამ - "ქართული პროზის საგანძური", სიტყვიერებასთან მის უფრო მჭიდრო კავშირს დაუდო სათავე. ამ პროექტს მოჰყვა კლასიკური და თანამედროვე ქართული მწერლობის სერია - "ჩემი რჩეული", რომლითაც 32 ავტორის 115 წიგნი გამოიცა, შემდგომ კი უცხოური ლიტერატურის სერია "ჩემი რჩეული მსოფლიო" - 43 ავტორის 280 წიგნით.

გამომცემლობა "პალიტრა L"-თან ერთად მომზადებულმა ამ სერიებმა დიდად შეუწყო ხელი წიგნის პოპულარიზაციას, ის მკითხველთა ფართო წრისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახადა, რადგან, ფაქტობრივად, სოციალური პროექტიც გახლდათ - ჟურნალთან ერთად, გაცილებით დაბალ ფასად სთავაზობდა წიგნებს ლიტერატურის მოყვარულთ.

- რას შესთავაზებს "გზა" მკითხველს ახალ ლიტერატურულ ჩანართში?

- ლიტერატურულ ჩანართში წიგნის "გურმანებისთვის" ბევრ "საკბილოს" შემოგთავაზებთ. უპირველეს ყოვლისა - თქვენთვის ჯერ კიდევ უცნობ, გამორჩეულ ნაწარმოებებს: როგორც ქართულს, ასევე უცხოური პროზისა და პოეზიის ახალ ნიმუშებს, გავიხსენებთ აგრეთვე, მონატრებულ კლასიკოსებს, ჩანართის ერთი "ფანჯარა" კი უცვლელად დაეთმობა საერთაშორისო ბესტსელერთა რიგიდან არჩეულ რომანს, რომელიც ყველა კატეგორიის მკითხველს უდიდეს სიამოვნებას მიანიჭებს.

ამჯერად ეს რომანია ბრიტანელი კრისტოფერ პრისტის "პრესტიჟი", რომლის პოპულარობაც ამავე სახელწოდების ფილმის დიდი წარმატების საფუძვლადაც იქცა.

მაშ, ასე, ვიწყებთ ახალ პროექტს - "ლიტერატურული გზა", რომელიც ჟურნალ "გზის" მკითხველისთვის იქნება გზა ნამდვილ ლიტერატურაში!

ომები და არმიები - მაღალპოლიგრაფიული გამოცემა სამხედრო ისტორიაზე

„ჰოლანდ პარკში იმ ჩემს სკამზე ვიჯექი და მერლინ მონროს ველოდებოდი“ –აკა მორჩილაძის ნაწარმოებები „იკითხე ქართულის“ სერიაში გამოიცა

აუდიოწიგნების პლატფორმა gudabooks.ge-ზე „ლიბერთინსის“ კვირეული დაიწყო