პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უნდა ვიცოდეთ ონკო-გინეკოლოგიურ დაავადებებზე?
რა უნდა ვიცოდეთ ონკო-გინეკოლოგიურ დაავადებებზე?

მსოფ­ლი­ოს ონკო-გი­ნე­კო­ლო­გი­ურ და­ა­ვა­დე­ბებ­ში მძი­მე სტა­ტის­ტი­კა აქვს: ყო­ველ­წლი­უ­რად 1 მლნ-ზე მეტი შემ­თხვე­ვა რე­გის­ტრირ­დე­ბა და ქა­ლე­ბის 60%, იმა­ვე მსოფ­ლიო სტა­ტის­ტი­კით, რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი ასა­კი­საა. კი­ბოს­თან ბრძო­ლა გო­ნე­ბა­ში იწყე­ბა. ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა, დრო­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კის კულ­ტუ­რა ად­რე­ულ ასაკ­ში­ვე უნდა და­ი­ნერ­გოს, რათა თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ ონ­კო­ლო­გი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, - ამ­ბობს ონკო-გი­ნე­კო­ლო­გი, აკად. ფრი­დონ თო­დუ­ას სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის ქი­რურ­გი­უ­ლი გი­ნე­კო­ლო­გი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი ნინო ჩო­გო­ვა­ძე, რო­მელ­საც ონკო-გი­ნე­კო­ლო­გი­ურ პა­თო­ლო­გი­ებ­ზე სა­სა­უბ­როდ ვეწ­ვი­ეთ. აქვე აღ­ვნიშ­ნავთ, რომ პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში თო­დუ­ას ცენ­ტრს არ­ცერ­თი დღით არ შე­უ­წყვე­ტია ონ­კო­პა­ცი­ენ­ტე­ბის მი­ღე­ბა და მათი მკურ­ნა­ლო­ბა.

- ქალ­ბა­ტო­ნო ნინო, რო­მე­ლია ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ონკო-გი­ნე­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში?

- ქა­ლის ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი­დან, გავ­რცე­ლე­ბის სიხ­ში­რის მი­ხედ­ვით, ძუ­ძუს კი­ბოს შემ­დეგ, მო­დის საშ­ვი­ლოს­ნოს ყე­ლის ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე, რო­მე­ლიც ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, ყო­ველ­წლი­უ­რად 270 000 ქა­ლის სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი ხდე­ბა; საკ­ვერ­ცხე­ე­ბის ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე, ენ­დო­მეტ­რი­უ­მის, ანუ საშ­ვი­ლოს­ნოს შიდა ლორ­წო­ვა­ნი გარ­სის, ე.წ. საშ­ვი­ლოს­ნოს ტა­ნის სიმ­სივ­ნე, გა­რე­თა სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნო­ე­ბის კიბო (ვულ­ვის კიბო). ასე­თი სუ­რა­თია რო­გორც მსოფ­ლიო პო­პუ­ლა­ცი­ა­ში, ისე სა­ქარ­თვე­ლო­ში.

- რა სიმპტო­მე­ბი ახა­სი­ა­თებს ონკო-გი­ნე­კო­ლო­გი­ურ და­ა­ვა­დე­ბებს?

- ხშირ შემ­თხვე­ვა­ში შე­საძ­ლოა, სიმპტო­მე­ბი მკა­ფი­ოდ გა­მო­ხა­ტუ­ლი არ იყოს და სხვა, ნაკ­ლე­ბად სე­რი­ო­ზულ მდგო­მა­რე­ო­ბებს მი­ე­წე­როს. სწო­რედ ეს წარ­მო­ად­გენს სა­შიშ­რო­ე­ბას, რად­გან პა­ცი­ენ­ტი მხო­ლოდ კი­ბოს შორსწა­სულ, დაგ­ვი­ა­ნე­ბულ სტა­დი­ა­ზე დი­აგ­ნოს­ტირ­დე­ბა.

კი­ბოს­გან გა­დარ­ჩე­ნის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი კი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად იც­ვლე­ბა კი­ბოს დაგ­ნოს­ტი­რე­ბი­სას მისი სტა­დი­ის შე­სა­ბა­მი­სად და სწო­რედ ამი­ტომ არის სა­ჭი­რო რე­გუ­ლა­რუ­ლი მო­ნი­ტო­რინ­გი. გარ­და ამი­სა, ქალ­მა ნე­ბის­მი­ე­რი დის­კომ­ფორ­ტის შემ­თხვე­ვა­ში, იქ­ნე­ბა ეს საშ­ვი­ლოს­ნო­დან პა­თო­ლო­გი­უ­რი გა­მო­ნა­დე­ნი, მენსტრუ­ა­ლუ­რი ციკ­ლის დარ­ღვე­ვა, წვა, ქა­ვი­ლი და ა.შ., აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­მარ­თოს გი­ნე­კო­ლოგს.

- მოკ­ლედ რომ გან­ვი­ხი­ლოთ თემა: ქა­ლის ასა­კი და ონკო-გი­ნე­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი. არ­სე­ბობს თუ არა ასა­კის მი­ხედ­ვით სა­ყუ­რა­დღე­ბო მო­მენ­ტე­ბი?

- რა თქმა უნდა, არ­სე­ბობს. ქა­ლის ორ­გა­ნიზ­მი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე პუ­ბერ­ტა­ტი­დან მე­ნო­პა­უ­ზამ­დე სხვა­დას­ხვა ეტაპს გა­დის და თი­თო­ე­უ­ლი ეტა­პი გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას მო­ი­თხოვს.კერ­ძოდ კი, ეს ეტა­პე­ბია:|

პუ­ბერ­ტა­ტი, ანუ სქე­სობ­რი­ვი მომ­წი­ფე­ბა. მისი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი გო­გო­ნებ­თან არის მე­ნარ­ქე (პირ­ვე­ლი მენსტრუ­ა­ცია). ეს, და­ახ­ლო­ე­ბით, 10 წლის ასაკ­ში იწყე­ბა.

პირ­ვე­ლი გა­მოკლვე­ვა სა­სურ­ვე­ლია პირ­ვე­ლი მენსტრუ­ა­ცი­ის შემ­დეგ, რათა შე­ფას­დეს რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი სის­ტე­მის ანა­ტო­მი­ურ-ფუნ­ქცი­უ­რი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი.

11-12 წლის ასაკ­ში გო­გო­ნებს უნდა ჩა­უ­ტარ­დეთ პა­პი­ლო­მა ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცია. პა­პი­ლო­მა არის ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცია, რო­მე­ლიც სქე­სობ­რი­ვი გზით გა­და­დის და სა­ყუ­რა­დღე­ბოა იმის გამო, რომ მას შე­უძ­ლია, საშ­ვი­ლოს­ნოს ყე­ლის კიბო გა­მო­იწ­ვი­ოს. ეს კი, რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, ქა­ლებ­ში კი­ბოს­თან ასო­ცი­რე­ბუ­ლი სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მი­ზე­ზებს შო­რის მე­ო­რეა და ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის გლო­ბა­ლურ პრობ­ლე­მად არის მიჩ­ნე­უ­ლი.11-14 წლის პე­რი­ოდ­ში ულტრაბ­გე­რი­თი კვლე­ვა უკვე შე­საძ­ლე­ბე­ლია, ხოლო სქე­სობ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის და­წყე­ბი­დან 1 წე­ლი­წად­ში პაპ ტეს­ტის ყო­ველ­წლი­უ­რად გა­კე­თე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი ასა­კი, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს, პი­რო­ბი­თად, 15-49 წელს და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მა­ღა­ლი რისკ-ჯგუ­ფია.

ამ ასაკ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა ექ­ცე­ვა რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი ორ­გა­ნო­ე­ბის კი­ბოს წი­ნა­რე და­ა­ვა­დე­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნას.

აუ­ცი­ლე­ბე­ლია რე­გუ­ლა­რუ­ლი სკრი­ნინ­გი: Pap ტეს­ტი, რო­მე­ლიც საშ­ვი­ლოს­ნოს ყე­ლის ნა­ცხის გა­მოკ­ვლე­ვას გუ­ლის­ხმობს; კოლ­პოს­კო­პია, ანუ საშ­ვი­ლოს­ნოს ყე­ლის მიკ­როს­კო­პით დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა; მცი­რე მენ­ჯის ორ­გა­ნო­ე­ბის ულტრაბ­გე­რი­თი კვლე­ვა.

საშ­ვი­ლოს­ნოს ყე­ლის სკრი­ნინ­გუ­ლი გა­მოკ­ვლე­ვა პა­ცი­ენ­ტმა უნდა ჩა­ი­ტა­როს 21 წლის ასა­კი­დან 65 წლამ­დე ან სქე­სობ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის და­წყე­ბი­დან 6 თვე­ში. შემ­დეგ კი ექი­მის რე­კო­მენ­და­ცი­ის მი­ხედ­ვით.

გა­მოკ­ვლე­ვა ტარ­დე­ბა ჩი­ვი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, რად­გან ჩი­ვი­ლე­ბი, სამ­წუ­ხა­როდ, მხო­ლოდ კი­ბოს გვი­ან სტა­დი­ებ­ზე ვლინ­დე­ბა.

მე­ნო­პა­უ­ზის, ანუ მენსტრუ­ა­ცი­ის სრუ­ლად შე­წყვე­ტის შემ­დეგ ქა­ლის ორ­გა­ნიზ­მი გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას მო­ი­თხოვს.ამ ასაკ­ში მა­ტუ­ლობს საკ­ვერ­ცხი­სა და საშ­ვი­ლოს­ნოს ტა­ნის კი­ბოს გან­ვი­თა­რე­ბის რის­კი.

რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი ჰორ­მო­ნე­ბის ბუ­ნებ­რი­ვი შემ­ცი­რე­ბა მთელ ორ­გა­ნიზ­მზე აი­სა­ხე­ბა: ამა­ზე რე­ა­გი­რებს გულ-სის­ხლძარ­ღვთა და ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მე­ბი, იც­ვლე­ბა კა­ნი­სა და ძვლის სიმ­კვრი­ვე, სა­შოს ლორ­წო­ვა­ნი და ა.შ.

მე­ნო­პა­უ­ზის პე­რი­ოდ­ში მი­ზან­შე­წო­ნი­ლია, რე­გუ­ლა­რუ­ლად ჩა­ტარ­დეს:დენ­სი­ტო­მეტ­რია - ძვლის მი­ნე­რა­ლუ­რი სიმ­კვრი­ვის გან­სა­ზღვრა, რომ­ლი­თაც მარ­ტი­ვად დგინ­დე­ბა ოს­ტე­ო­პო­რო­ზის ხა­რის­ხი; ლი­პი­დოგ­რა­მა, კო­ა­გუ­ლოგ­რა­მა, მცი­რე მენ­ჯის ექოს­კო­პია, სარ­ძე­ვე ჯირ­კვლის გა­მოკ­ვლე­ვა; კალ­ცი­უ­მის, ვი­ტა­მი­ნი D-ს, ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის ჰორ­მო­ნე­ბის შე­ფა­სე­ბა სის­ხლში.

ამ პა­რა­მეტ­რე­ბის ნორ­მის ფარ­გლებ­ში შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა ჯან­მრთე­ლი ცხოვ­რე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

- რას სთა­ვა­ზობს დღეს თო­დუ­ას სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის გი­ნე­კო­ლო­გი­უ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტი პა­ცი­ენ­ტებს სკრი­ნინ­გის, დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით?

- და­ვი­წყოთ იმით, რომ ჩვენ არ ვართ შე­ზღუ­დუ­ლი რა­ი­მე კონ­კრე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით და პა­ცი­ენტს ვთა­ვა­ზობთ გა­მოკ­ვლე­ვი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის სრულ სპექტრს.

ჩვენს გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ტარ­დე­ბა საშ­ვი­ლოს­ნოს ყე­ლის ისე­თი აუ­ცი­ლე­ბე­ლი გა­მოკ­ვლე­ვე­ბი, რო­გო­რიც არის კოლ­პოს­კო­პია და PAP ტეს­ტი, რომ­ლებ­ზეც ზე­მოთ ვი­სა­უბ­რეთ; ასე­ვე, ტარ­დე­ბა ულტრაბ­გე­რი­თი გა­მოკ­ვლე­ვა, რო­მე­ლიც ასე­ვე სკრი­ნინ­გულ მე­თო­დად მი­იჩ­ნე­ვა დღეს გი­ნე­კო­ლო­გი­ა­ში, რათა და­ა­ვა­დე­ბე­ბი სა­წყის ეტაპ­ზე გა­მო­ვავ­ლი­ნოთ. თუ უფრო რთულ შემ­თხვე­ვებ­თან გვაქვს საქ­მე, მა­შინ მცი­რე მენ­ჯის მაგ­ნი­ტო-რე­ზო­ნან­სულ ტო­მოგ­რა­ფი­ას ვი­ყე­ნებთ.

კლი­ნი­კა­ში გვაქვს უახ­ლე­სი თა­ო­ბის, 6 ერ­თე­უ­ლი მაგ­ნი­ტურ-რე­ზო­ნან­სუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი, 5 კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი, ასე­ვე, ვა­ტა­რებთ პო­ზიტ­რო­ნულ-ემი­სი­ურ ტო­მოგ­რა­ფი­ას, ე.წ. PET/CT-ს, რო­მე­ლიც ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბას გვიჩ­ვე­ნებს.

ჩვენს ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე მორ­ფო­ლო­გი­ურ ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია ყვე­ლა­ნა­ი­რი კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა, რა­საც დიდი როლი აქვს გი­ნე­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნა­სა და მკურ­ნა­ლო­ბა­ში.

ვხელ­მძღვა­ნე­ლობთ სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­იდ­ლა­ი­ნე­ბით და მკურ­ნა­ლო­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა ქი­რურ­გი­ას, ოპე­რა­ცი­უ­ლი გი­ნე­კო­ლო­გის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ვა­ტა­რებთ ყვე­ლა სა­ხის გი­ნე­კო­ლო­გი­ურ ოპე­რა­ცი­ას.პა­თო­ლო­გი­ე­ბის ქი­რურ­გი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის­თვის ვი­ყე­ნებთ ქი­რურ­გი­უ­ლი მიდ­გო­მის სრულ სპექტრს - ვა­გი­ნა­ლურ ქი­რურ­გი­ას, მუ­ცელკ­ვე­თას, ანუ ლა­პა­რო­ტო­მი­ას და ლა­პა­როს­კო­პი­უ­ლი მე­თოდს.

დიდი სი­ა­მა­ყით მინ­და ვთქვა, რომ თო­დუ­ას კლი­ნი­კა­ში გვაქვს ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ო­პე­რა­ციო, რო­მე­ლიც აღ­ჭურ­ვი­ლია უახ­ლე­სი აპა­რა­ტუ­რით და ქი­რურ­გი­უ­ლი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბით. მათ შო­რის გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­სა­ნიშ­ნა­ვია 3D ლა­პა­როს­კო­პია, რო­მე­ლიც გა­ნა­პი­რო­ბებს სა­ო­პე­რა­ციო ვე­ლის სა­უ­კე­თე­სო სივ­რცობ­რივ ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცი­ას და ქი­რურ­გი­უ­ლი მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის სი­ზუს­ტეს.

რად­გან დღეს ონკო-გი­ნე­კო­ლო­გი­ურ და­ა­ვა­დე­ბებ­ზე ვსა­უბ­რობთ, მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ჩვენ ვა­ტა­რებთ ონკო-გი­ნე­კო­ლო­გი­ურ ოპე­რა­ცი­ებს რო­გორც ღია ქი­რურ­გი­ით, ისე ლა­პა­როს­კო­პი­უ­ლი მიდ­გო­მით. ლა­პა­როს­კო­პი­უ­ლი ქი­რურ­გია ნაკ­ლე­ბად ტრავ­მუ­ლი მე­თო­დია, რაც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად აჩ­ქა­რებს პა­ცი­ენ­ტის პოს­ტო­პე­რა­ცი­ულ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას. პა­ცი­ენ­ტის კმა­ყო­ფი­ლე­ბა კი ჩვენ­თვის ყვე­ლა­ზე დიდი ჯილ­დოა.

NS

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tata
0

გამოკვლევები ვიცით,რომ უნდა გავიკეთოთ და აუცილებელია,მაგრამ ვის აქვს დღეს მაგდენი შესაძლებლობა,მართო ექიმთან ვიზიტი ღირს სულ ცოტა 50 ლარი,საყოველთაო ჯანდაცვა ბევრ კვლევებს არ ანაზღაურებს,იყოს გამართული ჯანდაცვის სისტემა და ყველა ივლის კვლევებზე.

rusa
0

es gogo sascaulad gavs julia robertss!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

რა უნდა ვიცოდეთ ონკო-გინეკოლოგიურ დაავადებებზე?

რა უნდა ვიცოდეთ ონკო-გინეკოლოგიურ დაავადებებზე?

მსოფლიოს ონკო-გინეკოლოგიურ დაავადებებში მძიმე სტატისტიკა აქვს: ყოველწლიურად 1 მლნ-ზე მეტი შემთხვევა რეგისტრირდება და ქალების 60%, იმავე მსოფლიო სტატისტიკით, რეპროდუქციული ასაკისაა. კიბოსთან ბრძოლა გონებაში იწყება. ცნობიერების ამაღლება, დროული დიაგნოსტიკის კულტურა ადრეულ ასაკშივე უნდა დაინერგოს, რათა თავიდან ავიცილოთ ონკოლოგიური პათოლოგიის ჩამოყალიბება, - ამბობს ონკო-გინეკოლოგი, აკად. ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის ქირურგიული გინეკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი ნინო ჩოგოვაძე, რომელსაც ონკო-გინეკოლოგიურ პათოლოგიებზე სასაუბროდ ვეწვიეთ. აქვე აღვნიშნავთ, რომ პანდემიის პერიოდში თოდუას ცენტრს არცერთი დღით არ შეუწყვეტია ონკოპაციენტების მიღება და მათი მკურნალობა.

- ქალბატონო ნინო, რომელია ყველაზე გავრცელებული ონკო-გინეკოლოგიური დაავადებები საქართველოში?

- ქალის ონკოლოგიური დაავადებებიდან, გავრცელების სიხშირის მიხედვით, ძუძუს კიბოს შემდეგ, მოდის საშვილოსნოს ყელის ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, ყოველწლიურად 270 000 ქალის სიკვდილის მიზეზი ხდება; საკვერცხეების ავთვისებიანი სიმსივნე, ენდომეტრიუმის, ანუ საშვილოსნოს შიდა ლორწოვანი გარსის, ე.წ. საშვილოსნოს ტანის სიმსივნე, გარეთა სასქესო ორგანოების კიბო (ვულვის კიბო). ასეთი სურათია როგორც მსოფლიო პოპულაციაში, ისე საქართველოში.

- რა სიმპტომები ახასიათებს ონკო-გინეკოლოგიურ დაავადებებს?

- ხშირ შემთხვევაში შესაძლოა, სიმპტომები მკაფიოდ გამოხატული არ იყოს და სხვა, ნაკლებად სერიოზულ მდგომარეობებს მიეწეროს. სწორედ ეს წარმოადგენს საშიშროებას, რადგან პაციენტი მხოლოდ კიბოს შორსწასულ, დაგვიანებულ სტადიაზე დიაგნოსტირდება.

კიბოსგან გადარჩენის მაჩვენებლები კი მნიშვნელოვნად იცვლება კიბოს დაგნოსტირებისას მისი სტადიის შესაბამისად და სწორედ ამიტომ არის საჭირო რეგულარული მონიტორინგი. გარდა ამისა, ქალმა ნებისმიერი დისკომფორტის შემთხვევაში, იქნება ეს საშვილოსნოდან პათოლოგიური გამონადენი, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, წვა, ქავილი და ა.შ., აუცილებლად უნდა მიმართოს გინეკოლოგს.

- მოკლედ რომ განვიხილოთ თემა: ქალის ასაკი და ონკო-გინეკოლოგიური დაავადებები. არსებობს თუ არა ასაკის მიხედვით საყურადღებო მომენტები?

- რა თქმა უნდა, არსებობს. ქალის ორგანიზმი ცხოვრების მანძილზე პუბერტატიდან მენოპაუზამდე სხვადასხვა ეტაპს გადის და თითოეული ეტაპი განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს.კერძოდ კი, ეს ეტაპებია:|

პუბერტატი, ანუ სქესობრივი მომწიფება. მისი მაჩვენებელი გოგონებთან არის მენარქე (პირველი მენსტრუაცია). ეს, დაახლოებით, 10 წლის ასაკში იწყება.

პირველი გამოკლვევა სასურველია პირველი მენსტრუაციის შემდეგ, რათა შეფასდეს რეპროდუქციული სისტემის ანატომიურ-ფუნქციური თავისებურებები.

11-12 წლის ასაკში გოგონებს უნდა ჩაუტარდეთ პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. პაპილომა არის ვირუსული ინფექცია, რომელიც სქესობრივი გზით გადადის და საყურადღებოა იმის გამო, რომ მას შეუძლია, საშვილოსნოს ყელის კიბო გამოიწვიოს. ეს კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქალებში კიბოსთან ასოცირებული სიკვდილიანობის მიზეზებს შორის მეორეა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ საზოგადოებრივი ჯანდაცვის გლობალურ პრობლემად არის მიჩნეული.11-14 წლის პერიოდში ულტრაბგერითი კვლევა უკვე შესაძლებელია, ხოლო სქესობრივი ცხოვრების დაწყებიდან 1 წელიწადში პაპ ტესტის ყოველწლიურად გაკეთება აუცილებელია.

რეპროდუქციული ასაკი, რომელიც მოიცავს, პირობითად, 15-49 წელს და განსაკუთრებულად მაღალი რისკ-ჯგუფია.

ამ ასაკში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა რეპროდუქციული ორგანოების კიბოს წინარე დაავადებების გამოვლენას.

აუცილებელია რეგულარული სკრინინგი: Pap ტესტი, რომელიც საშვილოსნოს ყელის ნაცხის გამოკვლევას გულისხმობს; კოლპოსკოპია, ანუ საშვილოსნოს ყელის მიკროსკოპით დათვალიერება; მცირე მენჯის ორგანოების ულტრაბგერითი კვლევა.

საშვილოსნოს ყელის სკრინინგული გამოკვლევა პაციენტმა უნდა ჩაიტაროს 21 წლის ასაკიდან 65 წლამდე ან სქესობრივი ცხოვრების დაწყებიდან 6 თვეში. შემდეგ კი ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.

გამოკვლევა ტარდება ჩივილების მიუხედავად, რადგან ჩივილები, სამწუხაროდ, მხოლოდ კიბოს გვიან სტადიებზე ვლინდება.

მენოპაუზის, ანუ მენსტრუაციის სრულად შეწყვეტის შემდეგ ქალის ორგანიზმი განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს.ამ ასაკში მატულობს საკვერცხისა და საშვილოსნოს ტანის კიბოს განვითარების რისკი.

რეპროდუქციული ჰორმონების ბუნებრივი შემცირება მთელ ორგანიზმზე აისახება: ამაზე რეაგირებს გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემები, იცვლება კანისა და ძვლის სიმკვრივე, საშოს ლორწოვანი და ა.შ.

მენოპაუზის პერიოდში მიზანშეწონილია, რეგულარულად ჩატარდეს:დენსიტომეტრია - ძვლის მინერალური სიმკვრივის განსაზღვრა, რომლითაც მარტივად დგინდება ოსტეოპოროზის ხარისხი; ლიპიდოგრამა, კოაგულოგრამა, მცირე მენჯის ექოსკოპია, სარძევე ჯირკვლის გამოკვლევა; კალციუმის, ვიტამინი D-ს, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების შეფასება სისხლში.

ამ პარამეტრების ნორმის ფარგლებში შენარჩუნება ჯანმრთელი ცხოვრებისთვის აუცილებელია.

- რას სთავაზობს დღეს თოდუას სამედიცინო ცენტრის გინეკოლოგიური დეპარტამენტი პაციენტებს სკრინინგის, დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მიმართულებით?

- დავიწყოთ იმით, რომ ჩვენ არ ვართ შეზღუდული რაიმე კონკრეტული მიმართულებით და პაციენტს ვთავაზობთ გამოკვლევისა და მკურნალობის სრულ სპექტრს.

ჩვენს განყოფილებაში ტარდება საშვილოსნოს ყელის ისეთი აუცილებელი გამოკვლევები, როგორიც არის კოლპოსკოპია და PAP ტესტი, რომლებზეც ზემოთ ვისაუბრეთ; ასევე, ტარდება ულტრაბგერითი გამოკვლევა, რომელიც ასევე სკრინინგულ მეთოდად მიიჩნევა დღეს გინეკოლოგიაში, რათა დაავადებები საწყის ეტაპზე გამოვავლინოთ. თუ უფრო რთულ შემთხვევებთან გვაქვს საქმე, მაშინ მცირე მენჯის მაგნიტო-რეზონანსულ ტომოგრაფიას ვიყენებთ.

კლინიკაში გვაქვს უახლესი თაობის, 6 ერთეული მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი, 5 კომპიუტერული ტომოგრაფი, ასევე, ვატარებთ პოზიტრონულ-ემისიურ ტომოგრაფიას, ე.წ. PET/CT-ს, რომელიც ონკოლოგიური დაავადების გავრცელებას გვიჩვენებს.

ჩვენს ულტრათანამედროვე მორფოლოგიურ ლაბორატორიაში შესაძლებელია ყველანაირი კვლევის ჩატარება, რასაც დიდი როლი აქვს გინეკოლოგიური დაავადებების გამოვლენასა და მკურნალობაში.

ვხელმძღვანელობთ საერთაშორისო გაიდლაინებით და მკურნალობა ინდივიდუალურია ყველა შემთხვევაში.

რაც შეეხება ქირურგიას, ოპერაციული გინეკოლოგის განყოფილებაში ვატარებთ ყველა სახის გინეკოლოგიურ ოპერაციას.პათოლოგიების ქირურგიული მკურნალობისთვის ვიყენებთ ქირურგიული მიდგომის სრულ სპექტრს - ვაგინალურ ქირურგიას, მუცელკვეთას, ანუ ლაპაროტომიას და ლაპაროსკოპიული მეთოდს.

დიდი სიამაყით მინდა ვთქვა, რომ თოდუას კლინიკაში გვაქვს ულტრათანამედროვე საოპერაციო, რომელიც აღჭურვილია უახლესი აპარატურით და ქირურგიული ინსტრუმენტებით. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია 3D ლაპაროსკოპია, რომელიც განაპირობებს საოპერაციო ველის საუკეთესო სივრცობრივ ვიზუალიზაციას და ქირურგიული მანიპულაციის სიზუსტეს.

რადგან დღეს ონკო-გინეკოლოგიურ დაავადებებზე ვსაუბრობთ, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვატარებთ ონკო-გინეკოლოგიურ ოპერაციებს როგორც ღია ქირურგიით, ისე ლაპაროსკოპიული მიდგომით. ლაპაროსკოპიული ქირურგია ნაკლებად ტრავმული მეთოდია, რაც მნიშვნელოვნად აჩქარებს პაციენტის პოსტოპერაციულ რეაბილიტაციას. პაციენტის კმაყოფილება კი ჩვენთვის ყველაზე დიდი ჯილდოა.

NS