პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"4000 კვადრატამდე სასაწყობე ჯიხურია დამწვარი" - რას ამბობს სახანძროს უფროსი ვარკეთილის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის მიზეზებზე
"4000 კვადრატამდე სასაწყობე ჯიხურია დამწვარი" - რას ამბობს სახანძროს უფროსი ვარკეთილის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის მიზეზებზე

ვარ­კე­თი­ლის ბაზ­რო­ბა­ზე გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძა­რი ამ დრო­ის­თვის სრუ­ლად ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლია. ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს თბი­ლი­სის სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს­მა ოთარ კე­რე­სე­ლი­ძემ გა­ნუ­ცხა­და. მისი თქმით, ხან­ძრის შე­დე­გად და­ახ­ლო­ე­ბით 4000 კვ-მდე სა­სა­წყო­ბე ჯი­ხუ­რე­ბია დამ­წვა­რი.

„ამ დრო­ი­სათ­ვის ხან­ძა­რი სრუ­ლად ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლია. დამ­წვა­რია და­ახ­ლო­ე­ბით 4000 კვად­რა­ტამ­დე სა­სა­წყო­ბე ჯი­ხუ­რე­ბი. უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით ად­გილ­ზე რჩე­ბა კი­დევ სამი სა­ხან­ძრო მან­ქა­ნა. მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლებს მო­უ­წი­ათ ად­გილ­ზე მუ­შა­ო­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა და­შა­ვე­ბუ­ლებს, ამ დრომ­დე ინ­ფორ­მა­ცია და­შა­ვე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ არ გვაქვს“, - გა­ნა­ცხა­და ოთარ კე­რე­სე­ლი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა ხან­ძრის გა­მომ­წვევ მი­ზე­ზებს, ოთარ კე­რე­სე­ლი­ძის თქმით, ად­გილ­ზე მუ­შა­ო­ბენ შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი.

„პირ­ვე­ლა­დი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბით ჯერ ვერ მო­გახ­სე­ნებთ თუ რამ გა­მო­იწ­ვია ხან­ძა­რი. ად­გილ­ზე არი­ან შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც და­ად­გე­ნენ ხან­ძრის გა­მომ­წვე­ვევ მი­ზე­ზებს. ხან­ძა­რი, სა­ვა­რა­უ­დოდ, გაჩ­ნდა შუა ნა­წილ­ში. გვქონ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ასე­ვე ინა­ხე­ბო­და აა­ლე­ბა­დი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, გვერ­დით არის ბენ­ზინ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რი და ასე­ვე, გვქონ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ინა­ხე­ბო­და ფო­ი­ერ­ვერ­კე­ბი. ხან­ძრის რამ­დე­ნი­მე კერა იყო “, - გა­ნა­ცხა­და ოთარ კე­რე­სე­ლი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გუ­შინ ღა­მით ვარ­კე­თი­ლის შე­რე­ულ ბა­ზარ­ში ხან­ძა­რი გაჩ­ნდა. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მომ­ხდარ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 187-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით და­ი­წყო, რაც ცე­ცხლის წა­კი­დე­ბით ნივ­თის და­ზი­ა­ნე­ბას ან გა­ნად­გუ­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარი
0

რა სულ ბაზრობები იწვის? საწყალი მოვაჭრეები, დაკარგეს ლუკმა პური...

dresa
6

ამ ადგილზე აშენდება ახლა კორპუსები..ან კარფური..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"4000 კვადრატამდე სასაწყობე ჯიხურია დამწვარი" - რას ამბობს სახანძროს უფროსი ვარკეთილის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის მიზეზებზე

"4000 კვადრატამდე სასაწყობე ჯიხურია დამწვარი" - რას ამბობს სახანძროს უფროსი ვარკეთილის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის მიზეზებზე

ვარკეთილის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის სრულად ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის სახანძრო-სამაშველო სამმართველოს უფროსმა ოთარ კერესელიძემ განუცხადა. მისი თქმით, ხანძრის შედეგად დაახლოებით 4000 კვ-მდე სასაწყობე ჯიხურებია დამწვარი.

„ამ დროისათვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. დამწვარია დაახლოებით 4000 კვადრატამდე სასაწყობე ჯიხურები. უსაფრთხოების მიზნით ადგილზე რჩება კიდევ სამი სახანძრო მანქანა. მთელი ღამის განმავლობაში მეხანძრე-მაშველებს მოუწიათ ადგილზე მუშაობა. რაც შეეხება დაშავებულებს, ამ დრომდე ინფორმაცია დაშავებულების შესახებ არ გვაქვს“, - განაცხადა ოთარ კერესელიძემ.

რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზებს, ოთარ კერესელიძის თქმით, ადგილზე მუშაობენ შესაბამისი სამსახურები.

„პირველადი დათვალიერებით ჯერ ვერ მოგახსენებთ თუ რამ გამოიწვია ხანძარი. ადგილზე არიან შესაბამისი სამსახურები, რომლებიც დაადგენენ ხანძრის გამომწვევევ მიზეზებს. ხანძარი, სავარაუდოდ, გაჩნდა შუა ნაწილში. გვქონდა ინფორმაცია, რომ ასევე ინახებოდა აალებადი ნივთიერებები, მოგეხსენებათ, გვერდით არის ბენზინგასამართი სადგური და ასევე, გვქონდა ინფორმაცია, რომ ინახებოდა ფოიერვერკები. ხანძრის რამდენიმე კერა იყო “, - განაცხადა ოთარ კერესელიძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ღამით ვარკეთილის შერეულ ბაზარში ხანძარი გაჩნდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ერთ-ერთი მთავარი მოწმე, ფოტოგრაფი პირველ კომენტარს აკეთებს

"თბილისიდან ჩამოსულები რკინებით იყვნენ შეიარაღებული..." - გიორგი შაქარაშვილის მეგობარი საბედისწერო წვეულების ახალ დეტალებს ყვება

"როცა მანქანამ დაამუხრუჭა, მაგისტრალზე 4 პირი გაიქცა, მათ შორისაა ფოტოგრაფი" - რას ამბობს ადვოკატი საქმის კიდევ ერთ მთავარ მოწმეზე