პოლიტიკა
სამართალი

15

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გავერთიანდეთ! გავაკეთოთ ერთიანი დიდი სია..." - სააკაშვილი ოპოზიციას მიმართავს
"გავერთიანდეთ! გავაკეთოთ ერთიანი დიდი სია..." - სააკაშვილი ოპოზიციას მიმართავს

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებს ერ­თი­ა­ნი სა­არ­ჩევ­ნო სიის შექ­მნის­კენ მო­უ­წო­დებს.

„მინ­და ჩემი პო­ზი­ცია გა­მოვ­თქვა მო­ახ­ლო­ე­ბულ არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­დაც ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გა­მარ­ჯვე­ბას ამ ყა­ჩა­ღე­ბის ბან­და­ზე და მთა­ვარ ყა­ჩაღ­ზე ალ­ტერ­ნა­ტი­ვა უბ­რა­ლოდ არ გა­აჩ­ნია. გა­მოწ­ვე­ვა არის ძა­ლი­ან დიდი და რა თქმა უნდა, ივა­ნიშ­ვი­ლი თა­ვი­სით არა­ფერს არ დათ­მობს. ამი­ტომ, მი­ვე­სალ­მე­ბი ნე­ბის­მი­ერ ნა­ბიჯს, რო­მე­ლიც კო­ორ­დი­ნა­ცი­ას უწევს ოპო­ზი­ცი­ის ჯგუ­ფე­ბის მოქ­მე­დე­ბას. ვი­ნა­ი­დან, ასე­თი რე­ჟი­მე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ძა­ლე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის გა­რე­შე ძნე­ლია მოქ­მე­დე­ბა.

მი­ვე­სალ­მე­ბი იმ ნა­ბი­ჯებს, რო­მე­ლიც გა­და­იდ­გა მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კუ­თხით კო­ორ­დი­ნა­ცი­ის... მაგ­რამ მე მინ­და ვთქვა, რომ ახლა არის სი­ტუ­ა­ცია, რო­დე­საც ყვე­ლამ უნდა გა­დავ­დოთ ამ­ბი­ცი­ე­ბი გვერ­დზე და გა­ვა­ერ­თი­ა­ნოთ მთლი­ა­ნად ყვე­ლა ოპო­ზი­ცი­უ­რი ჯგუ­ფი ერ­თი­ან სი­ა­ში - ეს არის ერ­თი­ა­ნო­ბის ყვე­ლა­ზე ზუს­ტი და სწო­რი ფორ­მა! ასე­თია სა­ქარ­თვე­ლოს წინა გა­მოც­დი­ლე­ბაც და ასე­თია მსოფ­ლი­ოს გა­მოც­დი­ლე­ბაც.

გა­ვერ­თი­ან­დეთ! გა­ვა­კე­თოთ ერ­თი­ა­ნი დიდი სია... ად­გი­ლე­ბი გა­და­ნა­წილ­დეს ეს ჩემ­თვის სუ­ლერ­თია, მაგ­რამ ალ­ბათ, პარ­ტი­ე­ბის რე­ი­ტინ­გე­ბით და მხარ­და­ჭე­რის მი­ხედ­ვით და ეს ად­ვი­ლი და­სად­გე­ნია და შემ­დეგ ერ­თი­ა­ნი ფრონ­ტით შე­ვუ­ტი­ოთ ივა­ნიშ­ვილს! ჩვენ ყვე­ლამ ერ­თად უნდა გა­ვი­მარ­ჯვოთ! ჩვენ ყვე­ლამ ერ­თად უნდა გა­დავ­ლა­ხოთ ეს უბე­დუ­რე­ბა რაც ახლა ხდე­ბა...

სა­ქარ­თვე­ლომ უნდა გა­აგ­რძე­ლოს გან­ვი­თა­რე­ბა! ერ­თი­ა­ნი სია, ერ­თი­ა­ნი ძალა და გა­მარ­ჯვე­ბა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­თვის! მე მზად ვარ, გან­ვი­ხი­ლო ყვე­ლა­ნა­ი­რი წი­ნა­და­დე­ბე­ბი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით და იმე­დია, დის­კუ­სია გა­იხ­სნე­ბა და რა­ღაც შე­დე­გე­ბამ­დე აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვალთ”, - აცხა­დებს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 71 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
dima
98

შენზე დიდი ყაჩაღი საქართველოს ისტორიას არ ახსოვს!ვინ არის ყაჩაღი,კაცი რომელმაც უცხოეთში ნაშოვნი 3 მილიარდი დოლარი საქართველოს შეალია,თუ შენ და შენი კრიმინალები,რომლებმაც 5 მილიარდზე მეტი საქართველოდან მოიპარეთ და 8 წლის შემდეგაც განცხრომით ცხოვრობთ?!

სიმართლე
99

როცა გაერთიანდი მაშინ ხომ ძალიან დიდი პატივი ეცი ქართველ ერს! პრეზიდენტი ფახდი თუ არა პირველ რიგში ქრისტიანულ მართლმადიდებლობაზე, ეკლესიაზე მიიტანე იერიში, მერე ხალხს დაერიე და ქართველი ერის გადაჯიშებით, საკუთარი სიამოვნებით, ფულის დაგროვებით იყავი დაკავებული! შენ გგონია ქართველ ერს დაავიწყდა ის ყველაფერი, მარტო გზების დაგება, პოლიცია და შუქი არ გიშველის რადგან, ქართველ ერს ჯერ საკუთარი ისტორია-ტრადიციები, ქრისტიანული მართლმადიდებლობა, ქართველობა ჭირდება და მერე სხვა დანარჩენი, მეორე ხარისხოვანია! ეს კარგად შეიგნე!

ავტორი:

"გავერთიანდეთ! გავაკეთოთ ერთიანი დიდი სია..." - სააკაშვილი ოპოზიციას მიმართავს

"გავერთიანდეთ! გავაკეთოთ ერთიანი დიდი სია..." - სააკაშვილი ოპოზიციას მიმართავს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციურ პარტიებს ერთიანი საარჩევნო სიის შექმნისკენ მოუწოდებს.

„მინდა ჩემი პოზიცია გამოვთქვა მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით, სადაც ქართველი ხალხის გამარჯვებას ამ ყაჩაღების ბანდაზე და მთავარ ყაჩაღზე ალტერნატივა უბრალოდ არ გააჩნია. გამოწვევა არის ძალიან დიდი და რა თქმა უნდა, ივანიშვილი თავისით არაფერს არ დათმობს. ამიტომ, მივესალმები ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც კოორდინაციას უწევს ოპოზიციის ჯგუფების მოქმედებას. ვინაიდან, ასეთი რეჟიმების წინააღმდეგ ძალების გაერთიანების გარეშე ძნელია მოქმედება.

მივესალმები იმ ნაბიჯებს, რომელიც გადაიდგა მაჟორიტარობის კუთხით კოორდინაციის... მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ ახლა არის სიტუაცია, როდესაც ყველამ უნდა გადავდოთ ამბიციები გვერდზე და გავაერთიანოთ მთლიანად ყველა ოპოზიციური ჯგუფი ერთიან სიაში - ეს არის ერთიანობის ყველაზე ზუსტი და სწორი ფორმა! ასეთია საქართველოს წინა გამოცდილებაც და ასეთია მსოფლიოს გამოცდილებაც.

გავერთიანდეთ! გავაკეთოთ ერთიანი დიდი სია... ადგილები გადანაწილდეს ეს ჩემთვის სულერთია, მაგრამ ალბათ, პარტიების რეიტინგებით და მხარდაჭერის მიხედვით და ეს ადვილი დასადგენია და შემდეგ ერთიანი ფრონტით შევუტიოთ ივანიშვილს! ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ! ჩვენ ყველამ ერთად უნდა გადავლახოთ ეს უბედურება რაც ახლა ხდება...

საქართველომ უნდა გააგრძელოს განვითარება! ერთიანი სია, ერთიანი ძალა და გამარჯვება ქართველი ხალხისთვის! მე მზად ვარ, განვიხილო ყველანაირი წინადადებები ამ მიმართულებით და იმედია, დისკუსია გაიხსნება და რაღაც შედეგებამდე აუცილებლად მივალთ”, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

"პოლიტიკური ელიტა გადამწიფებული თინეიჯერია, რაც აწყობს იმას იჯერებს, რაც არ აწყობს, ტყუილია" - ხუხაშვილი NDI-ს ანგარიშზე გაკეთებულ განცხადებებზე

"საერთოდ გინდათ გამარჯვება?“ - ჩარკვიანი ოქრუაშვილის საბურთალოს მაჟორიტარად დასახელებას აპროტესტებს

მიხეილ სააკაშვილმა თეა წულუკიანს "მახინჯი" უწოდა - ექსპრეზიდენტს სოციალურ ქსელში მწვავედ აკრიტიკებენ