პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ენტონი ფაუჩი ჯანმო-ს წინააღმდეგ - "ის, რომ უსიმპტომო პაციენტებისგან COVID-19 იშვიათად ვრცელდება, არასწორია"
ენტონი ფაუჩი ჯანმო-ს წინააღმდეგ - "ის, რომ უსიმპტომო პაციენტებისგან COVID-19 იშვიათად ვრცელდება, არასწორია"

აშშ-ის მთა­ვა­რი ეპი­დე­მი­ო­ლო­გის, ენ­ტო­ნი ფა­უ­ჩის თქმით, ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ COVID-19 უსიმპტო­მო პა­ცი­ენ­ტე­ბის­გან იშ­ვი­ა­თად ვრცელ­დე­ბა, სწო­რი არ არის.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ალერ­გი­ი­სა და ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის ეროვ­ნუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა ABC-ის ეთერ­ში ისა­უბ­რა.

"მო­ნა­ცე­მე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ ინ­ფი­ცი­რე­ბულ პა­ცი­ენ­ტთა 25-დან 40 პრო­ცენ­ტამ­დე უსიმპტო­მოა. ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­ურ­მა კვლე­ვებ­მა კი ცხა­დი გა­ხა­და, რომ ვირუ­სი შე­იძ­ლე­ბა გავ­რცელ­დეს უსიმპტო­მო პა­ცი­ენ­ტე­ბის­გა­ნაც“, - ამ­ბობს ფა­უ­ჩი.

მი­სი­ვე თქმით, ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა "არ იყო სწო­რი“.

  • რა გა­ნა­ცხა­და ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ უსიმპტო­მო პა­ცი­ენ­ტე­ბის­გან ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით?

აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე ჯან­მოს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, ექიმ­მა მა­რია ვან კერ­ხოვ­მა ჟე­ნე­ვა­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ისა­უბ­რა. მისი თქმით, უსიმპტო­მო პა­ცი­ენ­ტე­ბის­გან COVID-19-ის გავ­რცე­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი "ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თია."

“მო­ნა­ცე­მებ­ში, რო­მე­ლიც ჩვენ გვაქვს, ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თია უსიმპტო­მო პა­ცი­ენ­ტის­გან ვირუ­სის გა­და­დე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი. გვაქვს ან­გა­რი­შე­ბი ქვეყ­ნე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც დე­ტა­ლუ­რად იკ­ვლე­ვენ კონ­ტაქ­ტებს, ისი­ნი ვერ პო­უ­ლო­ბენ უსიმპტო­მო პა­ცი­ენ­ტე­ბის­გან გა­და­დე­ბის შემ­თხვე­ვებს, ან ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად პო­უ­ლო­ბენ“, - ამ­ბობს მა­რია ვან კერ­ხო­ვი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას გან­მარ­ტე­ბის გა­კე­თე­ბა მო­უხ­და. მათი გან­მარ­ტე­ბის მი­ხედ­ვით, "უსიმპტო­მო პა­ცი­ენ­ტე­ბის­გან ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბა მა­ინც შე­საძ­ლე­ბე­ლია." ენ­ტო­ნი ფა­უ­ჩის თქმით, ჯან­მოს მხრი­დან და­მა­ტე­ბით გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბა აჩ­ვე­ნებს,რომ ორ­გა­ნი­ზი­ამ უკან და­ი­ხია, რად­გა­ნაც მათ არ აქვთ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი.

  • ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სკან­და­ლი

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას აშშ კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი საფრ­თხი­სა და სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით რე­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის და­მალ­ვა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

პრე­ზი­დენ­ტი დო­ნალდ ტრამ­პი აცხა­დებს, რომ ჯან­მო ჩი­ნეთ­თან თა­ნამ­შრომ­ლობ­და და მათ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ყალ­ბე­ბა­ში და­ეხ­მა­რა. ტრამ­პა ასე­ვე ისიც გა­ნა­ცხა­და, რომ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას წყვეტს.

კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შტა­მი COVID-19 ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით 2019 წლის დე­კემ­ბერ­ში ჩი­ნე­თის ქა­ლაქ უხან­ში გა­მოვ­ლინ­და, სა­ი­და­ნაც მალე მთელ მსოფ­ლი­ო­ში გავ­რცელ­და. კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მია ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ 11 მარტს გა­მო­ა­ცხა­და.

ამ დრო­ის­თვის ვირუ­სი მსოფ­ლი­ოს 213 ქვე­ყა­ნა­სა და ტე­რი­ტო­რი­ულ ერ­თე­ულ­ზეა გა­მოვ­ლე­ნი­ლი. სა­ერ­თო ჯამ­ში, გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით COVID-19-ით 7,4 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და, 419 048 პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 3,7 მი­ლი­ონს შე­ად­გენს.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
უტვინო ფაუჩი.
18

 ეს ნაგავი ფაუჩი. ეს წურბელა და არაფრის მცოდნე. ნაცნობობით შეძვრა ამერიკელი 

მასონ პოლიტიკოსების ბუნაგში. თრამპი მალე ამოსცხობს უკანალში.

თამარი
19

ფაუჩი არის ქამელეონი, ცხვრის ტყავში გახვეული მგელი, იუდაზე უფრო საძაგელი.

ყველა მთავრობშ მორგებული და უცოდინარი დიახ უცოდინარი მართალია უნივერსიტეტი დაამთავრა მდიდარი მამიკოს ფულებით მაგრამ მაინც უცოდინარია ამ თანამდებობაზე კი ნაცნობობით არის უკვე წლებია . ეს და ბილ გეითი შეთახმებულად მოქმედებენ. იმედი ჩვრამპი მალე მიუხვდება ამ ტურას და მოისვრის.

ავტორი:

ენტონი ფაუჩი ჯანმო-ს წინააღმდეგ - "ის, რომ უსიმპტომო პაციენტებისგან COVID-19 იშვიათად ვრცელდება, არასწორია"

ენტონი ფაუჩი ჯანმო-ს წინააღმდეგ - "ის, რომ უსიმპტომო პაციენტებისგან COVID-19 იშვიათად ვრცელდება, არასწორია"

აშშ-ის მთავარი ეპიდემიოლოგის, ენტონი ფაუჩის თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ COVID-19 უსიმპტომო პაციენტებისგან იშვიათად ვრცელდება, სწორი არ არის.

აღნიშნულთან დაკავშირებით შეერთებული შტატების ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ABC-ის ეთერში ისაუბრა.

"მონაცემები აჩვენებს, რომ ინფიცირებულ პაციენტთა 25-დან 40 პროცენტამდე უსიმპტომოა. ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა კი ცხადი გახადა, რომ ვირუსი შეიძლება გავრცელდეს უსიმპტომო პაციენტებისგანაც“, - ამბობს ფაუჩი.

მისივე თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაკეთებული განცხადება "არ იყო სწორი“.

  • რა განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უსიმპტომო პაციენტებისგან ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით?

აღნიშნულ საკითხზე ჯანმოს წარმომადგენელმა, ექიმმა მარია ვან კერხოვმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, უსიმპტომო პაციენტებისგან COVID-19-ის გავრცელების შემთხვევები "ძალიან იშვიათია."

“მონაცემებში, რომელიც ჩვენ გვაქვს, ძალიან იშვიათია უსიმპტომო პაციენტისგან ვირუსის გადადების შემთხვევები. გვაქვს ანგარიშები ქვეყნებიდან, რომლებიც დეტალურად იკვლევენ კონტაქტებს, ისინი ვერ პოულობენ უსიმპტომო პაციენტებისგან გადადების შემთხვევებს, ან ძალიან იშვიათად პოულობენ“, - ამბობს მარია ვან კერხოვი.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას განმარტების გაკეთება მოუხდა. მათი განმარტების მიხედვით, "უსიმპტომო პაციენტებისგან ვირუსის გავრცელება მაინც შესაძლებელია." ენტონი ფაუჩის თქმით, ჯანმოს მხრიდან დამატებით განცხადების გაკეთება აჩვენებს,რომ ორგანიზიამ უკან დაიხია, რადგანაც მათ არ აქვთ მტკიცებულებები.

  • ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან დაკავშირებული სკანდალი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აშშ კორონავირუსთან დაკავშირებული საფრთხისა და საკითხთან დაკავშირებით რეალური ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს.

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჯანმო ჩინეთთან თანამშრომლობდა და მათ ინფორმაციის გაყალბებაში დაეხმარა. ტრამპა ასევე ისიც განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ორგანიზაციასთან თანამშრომლობას წყვეტს.

კორონავირუსის ახალი შტამი COVID-19 ოფიციალური მონაცემებით 2019 წლის დეკემბერში ჩინეთის ქალაქ უხანში გამოვლინდა, საიდანაც მალე მთელ მსოფლიოში გავრცელდა. კორონავირუსის პანდემია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს გამოაცხადა.

ამ დროისთვის ვირუსი მსოფლიოს 213 ქვეყანასა და ტერიტორიულ ერთეულზეა გამოვლენილი. საერთო ჯამში, გლობალური მასშტაბით COVID-19-ით 7,4 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, 419 048 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3,7 მილიონს შეადგენს.

"დამიჯერეთ, თუ ვინმე ჩემი დავალებით მოქმედებს - გიორგი გაბუნიამ ჯობს დაიჩოქოს და ბოდიში მოიხადოს" - რას წერს კადიროვი "ტელეგრამზე"

"დექსამეტაზონს" კორონავირუსით ინფიცირებული მძიმე პაციენტების გადარჩენა შეუძლია - ბრიტანელი მეცნიერების იმედისმომცემი სიახლე

"კადიროვი ფორმაშია, რომ მბრძანებელს ასიამოვნოს..." - როგორ ეხმაურებიან რუსული მედია და ინტერნეტმომხმარებლები გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის გეგმას