მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

19

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფლოიდი მის მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს საბედისწერო შემთხვევამდეც იცნობდა - საქმის ახალი, სკანდალური დეტალები
ფლოიდი მის მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს საბედისწერო შემთხვევამდეც იცნობდა - საქმის ახალი, სკანდალური დეტალები

აშშ-ში აფ­რო­ა­მე­რი­კუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის მა­მა­კა­ცის, 46 წლის ჯორჯ ფლო­ი­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ხმა­უ­რი არ წყდე­ბა. საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. მის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი, დე­რეკ შო­ვი­ნი კი და­კა­ვე­ბუ­ლია.

საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი. რო­გორც გა­მო­ცე­მა insider.com წერს, ფლო­ი­დი და შო­ვი­ნი არა მხო­ლოდ იც­ნობ­დნენ ერ­თმა­ნეთს, არა­მედ "ვერც ეწყო­ბოდ­ნენ".

გა­მო­ცე­მა ღა­მის კლუბ El Nuevo Rodeo-ს ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლის, ასე­ვე კლუ­ბის ყო­ფი­ლი მე­პატ­რო­ნის ნა­ამ­ბობ­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, რომ ფლო­ი­დი აღ­ნიშ­ნულ კლუბ­ში 2019 წლი­დან მუ­შა­ობ­და, ის დაც­ვის წევ­რი იყო და კლუ­ბის შიდა პე­რი­მეტ­რის კონ­ტრო­ლი ევა­ლე­ბო­და, ხოლო პო­ლი­ცი­ე­ლი დე­რეკ შო­ვი­ნი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში კლუ­ბის გარე პე­რი­მეტრს იცავ­და და ამით თა­ვი­სი, რო­გორც პო­ლი­ცი­ის ოფიც­რის მო­ვა­ლე­ო­ბას ას­რუ­ლებ­და.

CBS-ის ჟურ­ნა­ლის­ტი ამ­ბობს, რომ ისი­ნი კლუ­ბის დაც­ვა­ში "ერ­თად მუ­შა­ობ­დნენ".

კლუ­ბი მი­ნე­ა­პო­ლის­ში, სა­დაც ფლო­ი­დი მუ­შა­ობ­და

კლუ­ბის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი, დე­ვიდ პინი CBS-თან ამ­ბობს, რომ ორი­ვე ერ­თმა­ნეთს სა­ბე­დის­წე­რო შემ­თხვე­ვამ­დე შეხ­ვდნენ. პი­ნის თქმით, მათ შო­რის "უთან­ხმო­ე­ბა იყო."

დე­ვიდ პინი ამ­ბობს, რომ ფლო­იდ­სა და შო­ვინს შო­რის უთან­ხმო­ე­ბა იყო

კლუ­ბის ყო­ფი­ლი მე­პატ­რო­ნის, მაია სან­ტა­მა­რი­ას თქმით, დე­რეკ შო­ვი­ნი სა­სი­ა­მოვ­ნო ადა­მი­ა­ნი იყო, თუმ­ცა ხან­და­ხან გა­და­ჭარ­ბე­ბულ და ძა­ლი­ან სწრაფ რე­აქ­ცი­ებს ავ­ლენ­და. ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ შე­ნიშ­ნა, რო­გორ იც­ვლე­ბო­და ხოლ­მე დე­რე­კი კლუბ­ში "შავი თე­მი­სად­მი" გა­მარ­თუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის დროს.

"მისი სახე, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იც­ვლე­ბო­და, როცა ასეთ ღა­მე­ებს ვა­წყობ­დით", - ამ­ბობს კლუ­ბის ყო­ფი­ლი მფლო­ბე­ლი.

CBS-ის კი­თხვა­ზე, ჰქონ­და თუ არა დე­რეკს პრობ­ლე­მა შავ­კა­ნი­ა­ნე­ბის მი­მართ, სან­ტა­მა­რია ასე პა­სუ­ხობს: "ვფიქ­რობ, ის შე­ში­ნე­ბუ­ლი იყო“.

ჯორჯ ფლო­ი­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ვი­დე­ო­კად­რებ­მა მთე­ლი მსოფ­ლიო შეძ­რა. ფლო­ი­დი მას შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა, რაც პო­ლი­ცი­ის ოფი­ცერს მის ყელ­ზე მუხ­ლი ჰქონ­და მიბ­ჯე­ნი­ლი და მან სუნ­თქვა ვე­ღარ შეძ­ლო. მი­უ­ხე­და­ვად ფლო­ი­დის ხვეწ­ნი­სა, რომ გა­ეშ­ვა, რად­გა­ნაც ვერ სუნ­თქავ­და, პო­ლი­ცი­ელ­მა მისი თხოვ­ნა არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა.

აღ­ნიშ­ნუ­ლის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გავ­რცელ­და და მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ან­ტი­რა­სის­ტუ­ლი აქ­ცი­ე­ბი მოჰ­ყვა. აქ­ცი­ე­ბი ამ დრომ­დე გრძელ­დე­ბა აშშ-ში. თავ­და­პირ­ვე­ლად დე­მონ­სტრა­ცი­ე­ბი მშვი­დო­ბი­ა­ნი იყო, თუმ­ცა მა­ლე­ვე ყო­ვე­ლი­ვე პო­ლი­ცი­ე­ლებ­სა და პრო­ტეს­ტან­ტებს შო­რის ფიზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და. ამე­რი­კის ზო­გი­ერთ შტატ­ში სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბი, წი­წა­კის სპრეი და ცრემლსა­დე­ნი აირი გა­მო­ი­ყე­ნეს.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gocha
30

ერთით ნაკლები ზანგია რას ბაქი ბუქობენ ყველაზე დიდი რასისტები თვითონ ზანგები არიან

ტოტო
49

მსოფლიოში ე.წ. ლიბერტიანული პოლიტიკა,ადამიანებს ჰყოფს მონათმფლობელებად და მონებად.არის კიდევ საშუალო მოსამსახურეთა ფენა.

ძველ დროში მონებს აჭმევდნენ,ახლა გინდა მშიერი მოკვდეს ზედ არავინ უყურებს.ევროპამ გაძარცვა აფრიკა,ინდოეთი...ასევე ამერიკამ აფრიკა,ინდიელები,რუსეთმა კავკასია,შუა აზია.ვითომ ქრისტიანი ქვეყნები ანადგურებდნენ მილიონობით ადამიანებს და ძარცვავდნენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?
ავტორი:

ფლოიდი მის მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს საბედისწერო შემთხვევამდეც იცნობდა - საქმის ახალი, სკანდალური დეტალები

ფლოიდი მის მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს საბედისწერო შემთხვევამდეც იცნობდა - საქმის ახალი, სკანდალური დეტალები

აშშ-ში აფროამერიკული წარმომავლობის მამაკაცის, 46 წლის ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ხმაური არ წყდება. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. მის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი, დერეკ შოვინი კი დაკავებულია.

საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც გამოცემა insider.com წერს, ფლოიდი და შოვინი არა მხოლოდ იცნობდნენ ერთმანეთს, არამედ "ვერც ეწყობოდნენ".

გამოცემა ღამის კლუბ El Nuevo Rodeo-ს ყოფილი თანამშრომლის, ასევე კლუბის ყოფილი მეპატრონის ნაამბობზე დაყრდნობით წერს, რომ ფლოიდი აღნიშნულ კლუბში 2019 წლიდან მუშაობდა, ის დაცვის წევრი იყო და კლუბის შიდა პერიმეტრის კონტროლი ევალებოდა, ხოლო პოლიციელი დერეკ შოვინი წლების განმავლობაში კლუბის გარე პერიმეტრს იცავდა და ამით თავისი, როგორც პოლიციის ოფიცრის მოვალეობას ასრულებდა.

CBS-ის ჟურნალისტი ამბობს, რომ ისინი კლუბის დაცვაში "ერთად მუშაობდნენ".

კლუბი მინეაპოლისში, სადაც ფლოიდი მუშაობდა

კლუბის ყოფილი თანამშრომელი, დევიდ პინი CBS-თან ამბობს, რომ ორივე ერთმანეთს საბედისწერო შემთხვევამდე შეხვდნენ. პინის თქმით, მათ შორის "უთანხმოება იყო."

დევიდ პინი ამბობს, რომ ფლოიდსა და შოვინს შორის უთანხმოება იყო

კლუბის ყოფილი მეპატრონის, მაია სანტამარიას თქმით, დერეკ შოვინი სასიამოვნო ადამიანი იყო, თუმცა ხანდახან გადაჭარბებულ და ძალიან სწრაფ რეაქციებს ავლენდა. ასევე აღნიშნავს, რომ შენიშნა, როგორ იცვლებოდა ხოლმე დერეკი კლუბში "შავი თემისადმი" გამართული ღონისძიებების დროს.

"მისი სახე, დამოკიდებულება იცვლებოდა, როცა ასეთ ღამეებს ვაწყობდით", - ამბობს კლუბის ყოფილი მფლობელი.

CBS-ის კითხვაზე, ჰქონდა თუ არა დერეკს პრობლემა შავკანიანების მიმართ, სანტამარია ასე პასუხობს: "ვფიქრობ, ის შეშინებული იყო“.

ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების ვიდეოკადრებმა მთელი მსოფლიო შეძრა. ფლოიდი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც პოლიციის ოფიცერს მის ყელზე მუხლი ჰქონდა მიბჯენილი და მან სუნთქვა ვეღარ შეძლო. მიუხედავად ფლოიდის ხვეწნისა, რომ გაეშვა, რადგანაც ვერ სუნთქავდა, პოლიციელმა მისი თხოვნა არ გაითვალისწინა.

აღნიშნულის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით ანტირასისტული აქციები მოჰყვა. აქციები ამ დრომდე გრძელდება აშშ-ში. თავდაპირველად დემონსტრაციები მშვიდობიანი იყო, თუმცა მალევე ყოველივე პოლიციელებსა და პროტესტანტებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ამერიკის ზოგიერთ შტატში სამართალდამცველებმა რეზინის ტყვიები, წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი აირი გამოიყენეს.

ბაიდენი ვირტუალურ დებატებზე თანახმაა, კორონავირუსით ინფიცირებული ტრამპი - არა - "არ ვაპირებ დრო დავკარგო დებატებზე, კომპიუტერის მიღმა, სულელურად"

სომხური მედია - აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში სომხურ ტაძარზე დარტყმა განახორციელა

რუსეთის პატრიარქი თვითიზოლაციაში გადავიდა