სამართალი

15

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 21:07-ზე, მთვარე სასწორშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბავშვთა ინკლუზიური განათლების პროცესში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ჩასართავად BTU და Save the Children ერთობლივ პროექტს იწყებენ
ბავშვთა ინკლუზიური განათლების პროცესში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ჩასართავად BTU და Save the Children ერთობლივ პროექტს იწყებენ

იზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია Save The Children-ის ინი­ცი­ა­ტი­ვით, მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პრო­ექ­ტი ბავ­შვთა ინ­კლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში სტარტს იღებს. პრო­ექ­ტი გუ­ლის­ხმობს მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის და­ნერგვას სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ბავ­შვე­ბის გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში, ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის პლატ­ფორ­მა­ზე და­შე­ნე­ბუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი მა­სა­ლის შექ­მნას, ექ­სპერტთა სე­სი­ებს მსოფ­ლი­ო­ში წამ­ყვა­ნი გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი აპ­ლი­კა­ცი­ე­ბის ქარ­თუ­ლად ადაპ­ტი­რე­ბის­თვის, სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის მქო­ნე ბავ­შვე­ბის­თვის Deeptech ჰა­კა­თო­ნის გა­მარ­თვა­სა და სხვა მრა­ვალ აქ­ტი­ვო­ბას.

ინ­კლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა ყვე­ლა მოს­წავ­ლის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბას და სწავ­ლის ხე­ლის­შემ­შლე­ლი ბა­რი­ე­რე­ბის აღ­მო­ფხვრას გუ­ლის­ხმობს. აღ­ნიშ­ნუ­ლის­თვის კი სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის და­ნერგვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. სწო­რად შერ­ჩე­უ­ლი დამ­ხმა­რე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ფლო­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დას­წავ­ლის სირ­თუ­ლის მქო­ნე მოს­წავ­ლის­თვის, რად­გან ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი ეხ­მა­რე­ბა მას ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა­სა და და­მუ­შა­ვე­ბა­ში, ზრდის მის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას, მო­ტი­ვა­ცი­ას და ჩარ­თუ­ლო­ბას სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში.

პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პლატ­ფორ­მის ამოქ­მე­დე­ბის და გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი აპ­ლი­კა­ცი­ე­ბის შექ­მნის მი­ზა­ნია დას­წავ­ლის სხვა­დას­ხვა ტი­პის სირ­თუ­ლის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ინო­ვა­ცი­ურ მე­თო­დე­ბის და­ნერგვა და მათ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის გაზ­რდა. პრო­ექ­ტი გან­კუთ­ვნი­ლია სკო­ლის ასა­კის (6-18 წელი) სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლის­თვის, მათი მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და მშობ­ლე­ბის­თვის.

სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია Save the Children (გა­და­ვარ­ჩი­ნოთ ბავ­შვე­ბი) სა­ქარ­თვე­ლოს­თან 1993 წლი­დან თა­ნამ­შრომ­ლობს. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მი­ზა­ნია ხელი შე­უ­წყოს ისე­თი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ფორ­მი­რე­ბას სა­დაც ყვე­ლა ბავ­შვს აქვს გა­დარ­ჩე­ნის, დაც­ვის, გა­ნათ­ლე­ბის და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის უფ­ლე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია Save the Children ზუს­ტად 100 წლის წინ და­არ­სდა და მას შემ­დეგ მსოფ­ლი­ოს 120 ქვეყ­ნის მას­შტა­ბით საქ­მი­ა­ნობს ბავ­შვე­ბის, მათი ოჯა­ხე­ბი­სა და ად­გი­ლობ­რი­ვი სა­ზო­გა­დო­ე­ბის უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად და მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით მი­ლი­ო­ნო­ბით ბავ­შვის კე­თილ­დღე­ო­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ქ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტი­სა და Save The Children-ის პარტნი­ო­რო­ბის ფარ­გლებ­ში 2020 წლის შე­მოდ­გო­მი­დან და­ი­წყე­ბა.

ავტორი:

ბავშვთა ინკლუზიური განათლების პროცესში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ჩასართავად BTU და Save the Children ერთობლივ პროექტს იწყებენ

ბავშვთა ინკლუზიური განათლების პროცესში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ჩასართავად BTU და Save the Children ერთობლივ პროექტს იწყებენ

იზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის და საერთაშორისო ორგანიზაცია Save The Children-ის ინიციატივით, მაღალტექნოლოგიური პროექტი ბავშვთა ინკლუზიური განათლებისა და განვითარებისთვის საქართველოში სტარტს იღებს. პროექტი გულისხმობს მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დანერგვას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების განათლების სფეროში, ხელოვნური ინტელექტის პლატფორმაზე დაშენებული საგანმანათლებლო და განმავითარებელი მასალის შექმნას, ექსპერტთა სესიებს მსოფლიოში წამყვანი განმავითარებელი აპლიკაციების ქართულად ადაპტირებისთვის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის Deeptech ჰაკათონის გამართვასა და სხვა მრავალ აქტივობას.

ინკლუზიური განათლება ყველა მოსწავლის ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროებების გათვალისწინებას და სწავლის ხელისშემშლელი ბარიერების აღმოფხვრას გულისხმობს. აღნიშნულისთვის კი სასწავლო პროცესში მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დანერგვა მნიშვნელოვანია. სწორად შერჩეული დამხმარე ტექნოლოგიების ფლობა მნიშვნელოვანია დასწავლის სირთულის მქონე მოსწავლისთვის, რადგან ტექნოლოგიები ეხმარება მას ინფორმაციის მიღებასა და დამუშავებაში, ზრდის მის დამოუკიდებლობას, მოტივაციას და ჩართულობას სასწავლო პროცესში.

პროექტის ფარგლებში მაღალტექნოლოგიური პლატფორმის ამოქმედების და განმავითარებელი აპლიკაციების შექმნის მიზანია დასწავლის სხვადასხვა ტიპის სირთულის მქონე მოსწავლეებისთვის სწავლა-სწავლების ინოვაციურ მეთოდების დანერგვა და მათზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. პროექტი განკუთვნილია სკოლის ასაკის (6-18 წელი) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის, მათი მასწავლებლებისა და მშობლებისთვის.

საერთაშორისო ორგანიზაცია Save the Children (გადავარჩინოთ ბავშვები) საქართველოსთან 1993 წლიდან თანამშრომლობს. ორგანიზაციის მიზანია ხელი შეუწყოს ისეთი საზოგადოების ფორმირებას სადაც ყველა ბავშვს აქვს გადარჩენის, დაცვის, განათლების და საზოგადოებაში ინტეგრაციის უფლება. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ორგანიზაცია Save the Children ზუსტად 100 წლის წინ დაარსდა და მას შემდეგ მსოფლიოს 120 ქვეყნის მასშტაბით საქმიანობს ბავშვების, მათი ოჯახებისა და ადგილობრივი საზოგადოების უფლებების დასაცავად და მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ბავშვის კეთილდღეობას უზრუნველყოფს.

აღნიშნული პროქტის განხორციელება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და Save The Children-ის პარტნიორობის ფარგლებში 2020 წლის შემოდგომიდან დაიწყება.