პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართული "აუტო ბილდის" ორიგინალური პროექტი, რომელმაც გერმანელების აღფრთოვანება დაიმსახურა
ქართული "აუტო ბილდის" ორიგინალური პროექტი, რომელმაც გერმანელების აღფრთოვანება დაიმსახურა

გერ­მა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა AUTO BILD, რო­მე­ლიც ავ­ტო­მო­ბი­ლებ­სა და მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ თე­მა­ტი­კას ეძღვნე­ბა, მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი და პო­პუ­ლა­რუ­ლი ჟურ­ნა­ლია. AUTO BILD-ის პირ­ვე­ლი ნო­მე­რი 1986 წლი­დან გა­მო­ვი­და და დღემ­დე მსოფ­ლი­ოს 30-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში გა­მო­ი­ცე­მა.

მისი ქარ­თუ­ლი ანა­ლო­გი პირ­ვე­ლად 2008 წელს გა­მო­ვი­და და უკვე 12 წე­ლია პო­პუ­ლა­რო­ბას ინარ­ჩუ­ნებს ავ­ტო­მოყ­ვა­რუ­ლებს შო­რის. ერთი წე­ლია, რაც ქარ­თულ­მა გა­მო­ცე­მამ, "AUTO BILD სა­ქარ­თვე­ლომ" ორი­გი­ნა­ლუ­რი პრო­ექ­ტი და­ი­წყო - "შე­აგ­რო­ვე ფერ­ა­რის ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­დე­ლე­ბის კო­ლექ­ცია".

პრო­ექ­ტმა ორ­ჯერ გა­ზარ­და გა­მო­ცე­მის ტი­რა­ჟი - კო­ლექ­ცი­ის შეგ­რო­ვე­ბის მსურ­ვე­ლე­ბი გა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე ყი­დუ­ლობ­დნენ ჟურ­ნა­ლის ახალ ნომ­რებს.

ქარ­თუ­ლი რე­დაქ­ცი­ის ინი­ცი­ა­ტი­ვამ გერ­მა­ნე­ლე­ბის იმ­დე­ნად დიდი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა, რომ ქარ­თუ­ლი მარ­კე­ტინ­გუ­ლი მო­დე­ლის წარ­მა­ტე­ბის გან­ხილ­ვა­სა და გა­მოც­დი­ლე­ბე­ბის გა­ზი­ა­რე­ბას მი­ე­ძღვნე­ბა წლე­ვან­დე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცია, რო­მე­ლიც ივ­ლის­ში, დის­ტან­ცი­უ­რად გა­ი­მარ­თე­ბა.

ქარ­თუ­ლი AUTO BILD-ის წარ­მა­ტე­ბის შე­სა­ხებ AMBEBI.GE ჟურ­ნა­ლის მთა­ვარ რე­დაქ­ტორს შალ­ვა ბუ­ა­ჩი­ძეს ესა­უბ­რა.

- ეს აღი­ა­რე­ბა მარ­თლაც დიდი მიღ­წე­ვა და წარ­მა­ტე­ბაა. მა­შინ რო­დე­საც ბეჭ­დუ­რი მე­დი­ის პო­პუ­ლა­რო­ბა წლი­დან წლამ­დე იკ­ლებს, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ჟურ­ნა­ლი AUTO BILD თა­ვის გავ­ლე­ნას და პო­პუ­ლა­რო­ბას ინარ­ჩუ­ნებს.

პრო­ექ­ტმა "შე­აგ­რო­ვე ფერ­ა­რის ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­დე­ლე­ბი" კი­დევ უფრო მეტი წარ­მა­ტე­ბა მოგ­ვი­ტა­ნა, ამ ინი­ცი­ა­ტი­ვამ გა­ა­ორ­მა­გა ჟურ­ნა­ლის ტი­რა­ჟი და გა­ზარ­და მო­თხოვ­ნა. თვი­თონ გერ­მა­ნე­ლებს, რომ­ლებ­საც ჟურ­ნა­ლის მი­ლი­ო­ნო­ბით ტი­რა­ჟი აქვთ და უდი­დეს მას­შტა­ბებ­ზე გა­დი­ან, იმ­დე­ნად მო­ე­წო­ნათ ჩვე­ნი იდეა, რომ სურთ, ის სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებს აჩ­ვე­ნონ, რო­გორც სა­უ­კე­ე­თე­სო მარ­კე­ტინ­გუ­ლი მო­დე­ლი. შე­საძ­ლოა, ეს იდეა სხვა ქვეყ­ნებ­მაც აი­ტა­ცონ და მას კი­დევ უფრო სა­ინ­ტე­რე­სო გაგ­რძე­ლე­ბა მოჰ­ყვეს.

კონ­ფე­რენ­ცია, რო­მე­ლიც ივ­ლის­ში უნდა გა­ი­მარ­თოს, არის ყო­ველ­წლი­უ­რი, სა­დაც ჟურ­ნა­ლის სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მუდ­მი­ვად გან­ვი­ხი­ლავთ ახალ იდე­ებს. წლე­ვან­დე­ლი კონ­ფე­რენ­ცია პან­დე­მი­ის გამო დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში გა­ი­მარ­თე­ბა და ძი­რი­თა­დად ჩვე­ნი ინი­ცი­ა­ტი­ვის გან­ხილ­ვას მი­ე­ძღვნე­ბა.

ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია ნე­ბის­მი­ე­რი მო­დე­ლი შე­ი­ძი­ნოს, ინ­ტერ­ნე­ტე­პო­ქაა და გა­მო­წე­რის პრობ­ლე­მა არ არის, მაგ­რამ ჩვენ მათ ვთა­ვა­ზობთ ჟურ­ნალ­სა და "ფერ­ა­რის" ოფი­ცი­ა­ლურ სა­კო­ლექ­ციო მო­დელს ერ­თად, ექ­სკლუ­ზი­ურ ფა­სად. ყო­ველ გა­მო­ცე­მას სხვა­დას­ხვა მო­დე­ლი ახ­ლავს თან და მათი ღი­რე­ბუ­ლე­ბა მხო­ლოდ 8 ლა­რია, ჟურ­ნალ­თან ერ­თად კი 11 ლარი. და ეს მა­შინ, რო­დე­საც ინ­ტერ­ნეტ­ში თითო ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­დე­ლის ფასი 30 ევ­რო­დან იწყე­ბა.

- ქარ­თუ­ლი AUTO BILD-ის წარ­მა­ტე­ბის შე­სა­ხებ გვი­ამ­ბეთ. რა გა­ნა­პი­რო­ბებს იმას, რომ ჟურ­ნა­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ინარ­ჩუ­ნებს მკი­თხვე­ლის ინ­ტე­რეს­სა და მო­წო­ნე­ბას?

- ქარ­თულ­მა გა­მო­ცე­მამ გა­უძ­ლო ძა­ლი­ან ბევრ გა­მოწ­ვე­ვას, რთულ პე­რი­ო­დებს. სა­ქარ­თვე­ლო­ში წლე­ბის მან­ძილ­ზე ძა­ლი­ან ბევ­რი ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი გა­მო­ცე­მა გა­მო­სუ­ლა და ბევ­რი და­ი­ხუ­რა. ქარ­თუ­ლი AUTO BILD 2008 წელს პირ­ვე­ლად გა­მო­ვი­და და მას შემ­დეგ ინარ­ჩუ­ნებს პო­პუ­ლა­რო­ბას და ავ­ტო­რი­ტეტს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მას რთულ პე­რი­ოდ­ში მო­უ­წია თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბა ქარ­თულ მე­დი­ა­ბა­ზარ­ზე - იყო აგ­ვის­ტოს ომი, ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სი და ა.შ. სა­კუ­თა­რი ნიშა და­ი­კა­ვა და წლე­ბია ახერ­ხებს ერ­თგუ­ლი მკი­თხვე­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას.

ამის მი­ზე­ზი ალ­ბათ ის არის, რომ ეს ჟურ­ნა­ლი მხო­ლოდ ავ­ტო­მოყ­ვა­რუ­ლებ­ზე არ არის გათ­ვლი­ლი. ეს არის ჟურ­ნა­ლი ყვე­ლას­თვის, ვი­საც ჰყო­ლია, ჰყავს ან ეყო­ლე­ბა ავ­ტო­მო­ბი­ლი. აქ თქვენ წა­ი­კი­თხავთ ყვე­ლა­ფერს ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის შე­სა­ხებ, გა­ეც­ნო­ბით ექ­სკლუ­ზი­ურ რე­პორ­ტა­ჟებს, თა­ნა­მედ­რო­ვე ტენ­დენ­ცი­ებს და მი­ი­ღებთ სა­სარ­გებ­ლო რჩე­ვებს. ალ­ბათ, ხა­რისხთან ერ­თად ეს ში­ნა­არ­სობ­რი­ვი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბაც გა­ნა­პი­რო­ბებს AUTO BILD-ის პო­პუ­ლა­რო­ბას.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზაზაზა
7

არაფერი აქ დიდად საამაყო არ არის. რა გამოდის, მოდელის გამო იყიდება თორე ცალკე ჟურნალი არავის არაფრად ჭირდება.

 

dato
1

ა,,,საცაა გაიხსენება ქუთაისის ელექრომობილების ქარხანა და მერე ნახეთ...(თუმცა ჯერ ქუთაისის აეროპორტის რკინგზა უნდა გაიხსნას,ხომ გვითრეს 2016-ში იქნებაო,,,ველოდებით...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

ქართული "აუტო ბილდის" ორიგინალური პროექტი, რომელმაც გერმანელების აღფრთოვანება დაიმსახურა

ქართული "აუტო ბილდის" ორიგინალური პროექტი, რომელმაც გერმანელების აღფრთოვანება დაიმსახურა

გერმანული გამოცემა AUTO BILD, რომელიც ავტომობილებსა და მასთან დაკავშირებულ თემატიკას ეძღვნება, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პოპულარული ჟურნალია. AUTO BILD-ის პირველი ნომერი 1986 წლიდან გამოვიდა და დღემდე მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში გამოიცემა.

მისი ქართული ანალოგი პირველად 2008 წელს გამოვიდა და უკვე 12 წელია პოპულარობას ინარჩუნებს ავტომოყვარულებს შორის. ერთი წელია, რაც ქართულმა გამოცემამ, "AUTO BILD საქართველომ" ორიგინალური პროექტი დაიწყო - "შეაგროვე ფერარის ოფიციალური მოდელების კოლექცია".

პროექტმა ორჯერ გაზარდა გამოცემის ტირაჟი - კოლექციის შეგროვების მსურველები გამოსვლისთანავე ყიდულობდნენ ჟურნალის ახალ ნომრებს.

ქართული რედაქციის ინიციატივამ გერმანელების იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა, რომ ქართული მარკეტინგული მოდელის წარმატების განხილვასა და გამოცდილებების გაზიარებას მიეძღვნება წლევანდელი საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ივლისში, დისტანციურად გაიმართება.

ქართული AUTO BILD-ის წარმატების შესახებ AMBEBI.GE ჟურნალის მთავარ რედაქტორს შალვა ბუაჩიძეს ესაუბრა.

- ეს აღიარება მართლაც დიდი მიღწევა და წარმატებაა. მაშინ როდესაც ბეჭდური მედიის პოპულარობა წლიდან წლამდე იკლებს, მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალი AUTO BILD თავის გავლენას და პოპულარობას ინარჩუნებს.

პროექტმა "შეაგროვე ფერარის ოფიციალური მოდელები" კიდევ უფრო მეტი წარმატება მოგვიტანა, ამ ინიციატივამ გააორმაგა ჟურნალის ტირაჟი და გაზარდა მოთხოვნა. თვითონ გერმანელებს, რომლებსაც ჟურნალის მილიონობით ტირაჟი აქვთ და უდიდეს მასშტაბებზე გადიან, იმდენად მოეწონათ ჩვენი იდეა, რომ სურთ, ის სხვადასხვა ქვეყნებს აჩვენონ, როგორც საუკეეთესო მარკეტინგული მოდელი. შესაძლოა, ეს იდეა სხვა ქვეყნებმაც აიტაცონ და მას კიდევ უფრო საინტერესო გაგრძელება მოჰყვეს.

კონფერენცია, რომელიც ივლისში უნდა გაიმართოს, არის ყოველწლიური, სადაც ჟურნალის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები მუდმივად განვიხილავთ ახალ იდეებს. წლევანდელი კონფერენცია პანდემიის გამო დისტანციურ რეჟიმში გაიმართება და ძირითადად ჩვენი ინიციატივის განხილვას მიეძღვნება.

ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნებისმიერი მოდელი შეიძინოს, ინტერნეტეპოქაა და გამოწერის პრობლემა არ არის, მაგრამ ჩვენ მათ ვთავაზობთ ჟურნალსა და "ფერარის" ოფიციალურ საკოლექციო მოდელს ერთად, ექსკლუზიურ ფასად. ყოველ გამოცემას სხვადასხვა მოდელი ახლავს თან და მათი ღირებულება მხოლოდ 8 ლარია, ჟურნალთან ერთად კი 11 ლარი. და ეს მაშინ, როდესაც ინტერნეტში თითო ოფიციალური მოდელის ფასი 30 ევროდან იწყება.

- ქართული AUTO BILD-ის წარმატების შესახებ გვიამბეთ. რა განაპირობებს იმას, რომ ჟურნალი წლების განმავლობაში ინარჩუნებს მკითხველის ინტერესსა და მოწონებას?

- ქართულმა გამოცემამ გაუძლო ძალიან ბევრ გამოწვევას, რთულ პერიოდებს. საქართველოში წლების მანძილზე ძალიან ბევრი ლიცენზირებული გამოცემა გამოსულა და ბევრი დაიხურა. ქართული AUTO BILD 2008 წელს პირველად გამოვიდა და მას შემდეგ ინარჩუნებს პოპულარობას და ავტორიტეტს. მიუხედავად იმისა, რომ მას რთულ პერიოდში მოუწია თავის დამკვიდრება ქართულ მედიაბაზარზე - იყო აგვისტოს ომი, ეკონომიკური კრიზისი და ა.შ. საკუთარი ნიშა დაიკავა და წლებია ახერხებს ერთგული მკითხველის ინტერესების დაკმაყოფილებას.

ამის მიზეზი ალბათ ის არის, რომ ეს ჟურნალი მხოლოდ ავტომოყვარულებზე არ არის გათვლილი. ეს არის ჟურნალი ყველასთვის, ვისაც ჰყოლია, ჰყავს ან ეყოლება ავტომობილი. აქ თქვენ წაიკითხავთ ყველაფერს ავტომობილების შესახებ, გაეცნობით ექსკლუზიურ რეპორტაჟებს, თანამედროვე ტენდენციებს და მიიღებთ სასარგებლო რჩევებს. ალბათ, ხარისხთან ერთად ეს შინაარსობრივი მრავალფეროვნებაც განაპირობებს AUTO BILD-ის პოპულარობას.

დიეტის დაცვის 15 მთავარი წესი მანანა მგალობლიშვილისგან, რომელიც ექიმმა პირადი გამოცდილებით შეიმუშავა

ქართველი პროგრამისტი გოგონა, რომელიც კანადაში სრული დაფინანსებით ისწავლის - "სქესის გამო, ცოტა სტრესის ქვეშ ვიყავი"

როგორ გამოვიყენოთ სწორად პირბადე, რომელიც უახლოესი თვეების განმავლობაში ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იქნება