პოლიტიკა
მოზაიკა

18

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე, მთვარე მორიელში იქნება 04:19-დან დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
11 ივნისს, ჟურნალ "გზასთან" ერთად, "მოპარული სიყვარული" გამოვა
11 ივნისს, ჟურნალ "გზასთან" ერთად, "მოპარული სიყვარული" გამოვა

"წიგ­ნის­თვის ფრა­ზებს ყველ­გან ვე­ძებ­დი, ვე­სა­უბ­რე­ბო­დი ადა­მი­ა­ნებს და თან ამ ფრა­ზებს ფურ­ცლებ­ზე ვი­ნიშ­ნავ­დი. ასე გა­მო­ი­ცა "მო­პა­რუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი", რო­მე­ლიც მა­შინ­ვე გა­ყიდ­ვა­დი წიგ­ნე­ბის ათე­ულ­ში მოხ­ვდა"

გრძელ­დე­ბა პრო­ექ­ტი, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით მკი­თხვე­ლი ჟურ­ნალ "გზას­თან" ერ­თად სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად პო­პუ­ლა­რუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სის "გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბის წიგ­ნებს მი­ი­ღებს. ეს პრო­ექ­ტი კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ის დროს და­ი­წყო. გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-ის მარ­კე­ტინ­გი­სა და პი­ა­რის ხელ­მძღვა­ნე­ლის ანა­ნო თავ­ხე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში წიგ­ნის შე­ძე­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­და, არა­და, მკი­თხვე­ლი წიგ­ნებს ითხოვ­და, გა­მომ­ცემ­ლო­ბამ გა­და­წყვი­ტა წიგ­ნი მკი­თხვე­ლის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი გა­ე­ხა­და. ამის­თვის კი გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L" და პრეს­ტი­ჟუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სის "გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი შე­იკ­რიბ­ნენ და მკი­თხვე­ლის­თვის ჟურ­ნალ "გზას­თან" ერ­თად გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ბესტსე­ლე­რე­ბის მი­წო­დე­ბა გა­და­წყვი­ტეს. ამ­ჯე­რად მკი­თხვე­ლი ჟურ­ნალ "გზას­თან" ერ­თად წა­ი­კი­თხავს თი­ნა­თინ ბე­რი­ძის სა­ინ­ტე­რე­სო და სულ­მო­უთ­ქმე­ლად სა­კი­თხავ რო­მანს "მო­პა­რუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი".

რო­დე­საც მა­ღალმთი­ან აჭა­რა­ში მცხოვ­რებ­მა მწე­რალ­მა კონ­კურ­სში "გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი" გა­ი­მარ­ჯვა, ჟი­უ­რის წევ­რე­ბი წერ­დნენ: "მის წიგნ­ში არის ყვე­ლა­ფე­რი, რაც მას სა­კი­თხა­ვად აქ­ცევს: ინ­ტრი­გა, ამ­ბის დი­ნა­მი­კა, თხრო­ბის სი­სა­და­ვე და სი­უ­ჟე­ტის სიმ­სუ­ბუ­ქე. ავ­ტორს არც სი­თა­მა­მე აკ­ლია, არც გო­ნე­ბა­მახ­ვი­ლო­ბა და არც კე­თილ­გო­ნი­ე­რე­ბა, რათა იყოს და­მა­ჯე­რე­ბე­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო... ჩვენ თვალ­წინ თა­მაშ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ტი­კუ­ლი მე­ლოდ­რა­მა. ვირ­ტუ­ა­ლუ­რი სივ­რცე მტვერ­სას­რუ­ტი­ვით ის­რუ­ტავს ობი­ექ­ტუ­რი რე­ა­ლო­ბის ნამ­სხვრე­ვებს და შემ­დეგ ეს ვირ­ტუ­ა­ლუ­რი სივ­რცე ობი­ექ­ტურ რე­ა­ლო­ბად გა­და­იქ­ცე­ვა. და ბო­ლოს: და­სა­წყის­ში იყო სი­ტყვა! სამი სი­ტყვა, რო­მელ­მაც შეც­ვა­ლა გმი­რე­ბის ცხოვ­რე­ბა!"

ეს კი მარ­თლაც ასე იყო: ყვე­ლა­ფე­რი, რო­გორც ამ სა­ინ­ტე­რე­სო წიგ­ნის ავ­ტო­რი ამ­ბობს, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში "ნა­პოვ­ნი" სი­ტყვე­ბით და­ი­წყო!

თი­ნა­თინ ბე­რი­ძე: - ერთ დღეს ინ­ტერ­ნეტ­ში და­მა­ინ­ტრი­გე­ბელ სტა­ტუსს წა­ვა­წყდი. სულ სამი სი­ტყვა ეწე­რა: "მე ფეხ­მძი­მედ ვარ" და მერე ასე­თი რამ: "მის­წე­რე ეს სი­ტყვე­ბი ნე­ბის­მი­ერ ტე­ლე­ფო­ნის მფლო­ბელს მე­სი­ჯად და და­ე­ლო­დე!". ჩვენ ხში­რად არ ვუ­ფიქ­რდე­ბით, რა ძალა აქვს სი­ტყვას, მე კი იმ მო­მენ­ტში იმ გან­წყო­ბა­ზე ვი­ყა­ვი, რომ დავ­ფიქ­რე­ბუ­ლი­ყა­ვი, რა გავ­ლე­ნას მო­ახ­დენ­და ეს სამი სი­ტყვა იმ ადა­მი­ა­ნებ­ზე, რომ­ლე­ბიც მას მე­სი­ჯად მი­ი­ღებ­დნენ. ასე რომ, ერთ დღეს, რო­დე­საც მე­გობ­რებ­თან ვი­ყა­ვი, სწო­რედ ეს თემა გან­ვი­ხი­ლე და უცებ ერ­თმა მე­გო­ბარ­მა მი­თხრა, მოდი, ამა­ზე და­წე­რე რა­მეო. ეს ხუმ­რო­ბით მი­თხრა, რად­გან იცო­და ჩემი ფან­ტა­ზი­ის ამ­ბა­ვი. ისე კი არა­სო­დეს არა­ფე­რი და­მი­წე­რია. არც სპე­ცი­ა­ლო­ბით ვარ მწერ­ლო­ბას­თან მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი - ფი­ნან­სე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი ვარ. მოკ­ლედ, ამ ხუმ­რო­ბამ ჩა­ი­ა­რა, მაგ­რამ ამ სი­უ­ჟეტ­მა არ მო­მას­ვე­ნა, სულ მიტ­რი­ა­ლებ­და. სწო­რედ ამ დროს გა­მოჩ­ნდა "პა­ლიტ­რა LL"-ის კონ­კურ­სი "გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი" და კონ­კურ­სის პი­რო­ბი­სა­მებრ სწო­რედ ამ ამ­ბის პირ­ვე­ლი გვერ­დე­ბი გავ­გზავ­ნე. ვერ მო­ვის­ვე­ნე, ის არ ამე­სა­ხა, რაც ჩემს გულ­ში ხდე­ბო­და, მაგ­რამ არ ვე­ლო­დი, თუ რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მოხ­დე­ბო­და.

- ამა­სო­ბა­ში ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი გახ­დი

.- ეს გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-ის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. მთე­ლი კონ­კურ­სის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩემ გვერ­დით იდ­გნენ და კი­დევ მოწ­ვე­უ­ლი ლი­ტე­რა­ტო­რე­ბი, რო­მელ­თა ყო­ვე­ლი სი­ტყვა ჩემ­თვის ხე­ლის გა­მოწ­ვდე­ნა იყო, რათა მე­წე­რა. მათ ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თეს, რომ ეს ბესტსე­ლე­რი შემ­დგა­რი­ყო. წიგ­ნის­თვის ფრა­ზებს ყველ­გან ვე­ძებ­დი, მათ შო­რის სამ­სა­ხურ­შიც - ვე­სა­უბ­რე­ბო­დი ადა­მი­ა­ნებს და თან ამ ფრა­ზებს ფურ­ცლებ­ზე ვი­ნიშ­ნავ­დი. ასე გა­მო­ი­ცა "მო­პა­რუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი", რო­მე­ლიც მა­შინ­ვე გა­ყიდ­ვა­დი წიგ­ნე­ბის ათე­ულ­ში მოხ­ვდა.

- დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მკი­თხვე­ლი ამ ბესტსე­ლე­რის წა­კი­თხვით ისი­ა­მოვ­ნებს - ჩვენს გა­უ­ხე­შე­ბულ სამ­ყა­რო­ში არც კი ელი, იმ­დე­ნად შეგძრავს წიგნ­ში აღ­წე­რი­ლი დრა­მა.

- ამ წიგ­ნის გმი­რე­ბის ის­ტო­რია ზუს­ტად იმ სა­ბე­დის­წე­რო სი­უ­ჟე­ტით იშ­ლე­ბა - იმ სამი სი­ტყვით გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სი­უ­ჟე­ტით, რა­მაც და­მა­ინ­ტრი­გა. ჩემი გმი­რი გო­გო­ნა კრეფს ამ სი­ტყვებს და სრუ­ლი­ად უც­ნობ ნო­მერ­ზე გზავ­ნის. ეს კი არა მარ­ტო მის ცხოვ­რე­ბას ცვლის, არა­მედ იმის ცხოვ­რე­ბა­საც, ვი­საც მე­სი­ჯი გა­უგ­ზავ­ნა. ჩემი წიგ­ნის გმი­რი ქალი ბა­თუ­მე­ლია, ვაჟი კი თბი­ლი­სე­ლი. ის ერთ-ერთი ის რი­გი­თია მათ შო­რის, ვინც დღე­ვან­დე­ლი დღით ცხოვ­რობს, მაგ­რამ დი­ლით ტე­ლე­ფონ­ზე მე­სიჯს წა­ი­კი­თხავს, მისი ცხოვ­რე­ბა იც­ვლე­ბა. ცვლი­ლე­ბა იმით იწყე­ბა, რომ ბა­თუმ­ში მი­დის გო­გო­ნას სა­ნა­ხა­ვად. ამის მერე მო­დის სა­ერ­თო ტკი­ვი­ლი, სა­ერ­თო სი­ხა­რუ­ლი, რაც ამ ორს კი­დევ უფრო აერ­თი­ა­ნებს. ეს სუ­ლი­ე­რი სიყ­ვა­რუ­ლია, რო­მან­ტი­კუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი, რომ­ლის დრო, ჩემი აზ­რით, კი არ დამ­თავ­რე­ბუ­ლა, ახლა მო­დის. ჩვენ ვე­ლით დროს, რო­დე­საც სწო­რედ ასე­თი სიყ­ვა­რუ­ლი იქ­ნე­ბა აქ­ტუ­ა­ლუ­რი, რო­მე­ლიც რო­მან­ტიზ­მი­თა და სუ­ლი­ე­რე­ბით არის სავ­სე.

- ასე არა­ვინ მოგ­წერ­და, თუ აღ­წე­რი­ლი ამ­ბა­ვი მარ­თლაც არ გა­ნი­ცა­და. მისი მო­მა­ვა­ლი მკი­თხვე­ლიც უეჭ­ვე­ლად დიდ სა­ჩუ­ქარს მი­ი­ღებს ამ წიგ­ნით - გახ­დეს იმ სამ­ყა­როს თა­ნა­ზი­ა­რი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მშვე­ნი­ე­რი გრძნო­ბით არის სავ­სე.

- გა­მი­ხარ­დე­ბა... მე კი ადა­მი­ა­ნუ­რი სიყ­ვა­რუ­ლის დიდი ძალა ძა­ლი­ან კარ­გად შე­ვიგ­რძე­ნი მა­შინ, რო­დე­საც ამ წიგნს ვწერ­დი. რო­დე­საც მკი­თხვე­ლი გვერ­დით მედ­გა და მე­უბ­ნე­ბო­და, რომ წერა გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვირუსები ცირკულირებს და როგორ უნდა მოვიქცეთ რომ დავიცვათ თავი სხვა და სხვა ვირუსული ინფექციებისგან
ავტორი:

11 ივნისს, ჟურნალ "გზასთან" ერთად, "მოპარული სიყვარული" გამოვა

11 ივნისს, ჟურნალ "გზასთან" ერთად, "მოპარული სიყვარული" გამოვა

"წიგნისთვის ფრაზებს ყველგან ვეძებდი, ვესაუბრებოდი ადამიანებს და თან ამ ფრაზებს ფურცლებზე ვინიშნავდი. ასე გამოიცა "მოპარული სიყვარული", რომელიც მაშინვე გაყიდვადი წიგნების ათეულში მოხვდა"

გრძელდება პროექტი, რომლის საშუალებით მკითხველი ჟურნალ "გზასთან" ერთად სპეციალურ ფასად პოპულარული ლიტერატურული კონკურსის "გახდი ბესტსელერის ავტორი" გამარჯვებულების წიგნებს მიიღებს. ეს პროექტი კორონავირუსის გამო გამოცხადებული საგანგებო სიტუაციის დროს დაიწყო. გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მარკეტინგისა და პიარის ხელმძღვანელის ანანო თავხელიძის განცხადებით, როდესაც საქართველოში წიგნის შეძენა შეუძლებელი გახდა, არადა, მკითხველი წიგნებს ითხოვდა, გამომცემლობამ გადაწყვიტა წიგნი მკითხველისთვის ხელმისაწვდომი გაეხადა. ამისთვის კი გამომცემლობა "პალიტრა L" და პრესტიჟული ლიტერატურული კონკურსის "გახდი ბესტსელერის ავტორი" გამარჯვებულები შეიკრიბნენ და მკითხველისთვის ჟურნალ "გზასთან" ერთად გამარჯვებული ბესტსელერების მიწოდება გადაწყვიტეს. ამჯერად მკითხველი ჟურნალ "გზასთან" ერთად წაიკითხავს თინათინ ბერიძის საინტერესო და სულმოუთქმელად საკითხავ რომანს "მოპარული სიყვარული".

როდესაც მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებმა მწერალმა კონკურსში "გახდი ბესტსელერის ავტორი" გაიმარჯვა, ჟიურის წევრები წერდნენ: "მის წიგნში არის ყველაფერი, რაც მას საკითხავად აქცევს: ინტრიგა, ამბის დინამიკა, თხრობის სისადავე და სიუჟეტის სიმსუბუქე. ავტორს არც სითამამე აკლია, არც გონებამახვილობა და არც კეთილგონიერება, რათა იყოს დამაჯერებელი და საინტერესო... ჩვენ თვალწინ თამაშდება ინფორმატიკული მელოდრამა. ვირტუალური სივრცე მტვერსასრუტივით ისრუტავს ობიექტური რეალობის ნამსხვრევებს და შემდეგ ეს ვირტუალური სივრცე ობიექტურ რეალობად გადაიქცევა. და ბოლოს: დასაწყისში იყო სიტყვა! სამი სიტყვა, რომელმაც შეცვალა გმირების ცხოვრება!"

ეს კი მართლაც ასე იყო: ყველაფერი, როგორც ამ საინტერესო წიგნის ავტორი ამბობს, სოციალურ ქსელში "ნაპოვნი" სიტყვებით დაიწყო!

თინათინ ბერიძე: - ერთ დღეს ინტერნეტში დამაინტრიგებელ სტატუსს წავაწყდი. სულ სამი სიტყვა ეწერა: "მე ფეხმძიმედ ვარ" და მერე ასეთი რამ: "მისწერე ეს სიტყვები ნებისმიერ ტელეფონის მფლობელს მესიჯად და დაელოდე!". ჩვენ ხშირად არ ვუფიქრდებით, რა ძალა აქვს სიტყვას, მე კი იმ მომენტში იმ განწყობაზე ვიყავი, რომ დავფიქრებულიყავი, რა გავლენას მოახდენდა ეს სამი სიტყვა იმ ადამიანებზე, რომლებიც მას მესიჯად მიიღებდნენ. ასე რომ, ერთ დღეს, როდესაც მეგობრებთან ვიყავი, სწორედ ეს თემა განვიხილე და უცებ ერთმა მეგობარმა მითხრა, მოდი, ამაზე დაწერე რამეო. ეს ხუმრობით მითხრა, რადგან იცოდა ჩემი ფანტაზიის ამბავი. ისე კი არასოდეს არაფერი დამიწერია. არც სპეციალობით ვარ მწერლობასთან მიახლოებული - ფინანსების სპეციალისტი ვარ. მოკლედ, ამ ხუმრობამ ჩაიარა, მაგრამ ამ სიუჟეტმა არ მომასვენა, სულ მიტრიალებდა. სწორედ ამ დროს გამოჩნდა "პალიტრა LL"-ის კონკურსი "გახდი ბესტსელერის ავტორი" და კონკურსის პირობისამებრ სწორედ ამ ამბის პირველი გვერდები გავგზავნე. ვერ მოვისვენე, ის არ ამესახა, რაც ჩემს გულში ხდებოდა, მაგრამ არ ველოდი, თუ რაიმე განსაკუთრებული მოხდებოდა.

- ამასობაში ბესტსელერის ავტორი გახდი

.- ეს გამომცემლობა "პალიტრა L"-ის დამსახურებაა. მთელი კონკურსის განმავლობაში ჩემ გვერდით იდგნენ და კიდევ მოწვეული ლიტერატორები, რომელთა ყოველი სიტყვა ჩემთვის ხელის გამოწვდენა იყო, რათა მეწერა. მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს ბესტსელერი შემდგარიყო. წიგნისთვის ფრაზებს ყველგან ვეძებდი, მათ შორის სამსახურშიც - ვესაუბრებოდი ადამიანებს და თან ამ ფრაზებს ფურცლებზე ვინიშნავდი. ასე გამოიცა "მოპარული სიყვარული", რომელიც მაშინვე გაყიდვადი წიგნების ათეულში მოხვდა.

- დარწმუნებული ვარ, მკითხველი ამ ბესტსელერის წაკითხვით ისიამოვნებს - ჩვენს გაუხეშებულ სამყაროში არც კი ელი, იმდენად შეგძრავს წიგნში აღწერილი დრამა.

- ამ წიგნის გმირების ისტორია ზუსტად იმ საბედისწერო სიუჟეტით იშლება - იმ სამი სიტყვით განვითარებული სიუჟეტით, რამაც დამაინტრიგა. ჩემი გმირი გოგონა კრეფს ამ სიტყვებს და სრულიად უცნობ ნომერზე გზავნის. ეს კი არა მარტო მის ცხოვრებას ცვლის, არამედ იმის ცხოვრებასაც, ვისაც მესიჯი გაუგზავნა. ჩემი წიგნის გმირი ქალი ბათუმელია, ვაჟი კი თბილისელი. ის ერთ-ერთი ის რიგითია მათ შორის, ვინც დღევანდელი დღით ცხოვრობს, მაგრამ დილით ტელეფონზე მესიჯს წაიკითხავს, მისი ცხოვრება იცვლება. ცვლილება იმით იწყება, რომ ბათუმში მიდის გოგონას სანახავად. ამის მერე მოდის საერთო ტკივილი, საერთო სიხარული, რაც ამ ორს კიდევ უფრო აერთიანებს. ეს სულიერი სიყვარულია, რომანტიკული სიყვარული, რომლის დრო, ჩემი აზრით, კი არ დამთავრებულა, ახლა მოდის. ჩვენ ველით დროს, როდესაც სწორედ ასეთი სიყვარული იქნება აქტუალური, რომელიც რომანტიზმითა და სულიერებით არის სავსე.

- ასე არავინ მოგწერდა, თუ აღწერილი ამბავი მართლაც არ განიცადა. მისი მომავალი მკითხველიც უეჭველად დიდ საჩუქარს მიიღებს ამ წიგნით - გახდეს იმ სამყაროს თანაზიარი, რომელიც ყველაზე მშვენიერი გრძნობით არის სავსე.

- გამიხარდება... მე კი ადამიანური სიყვარულის დიდი ძალა ძალიან კარგად შევიგრძენი მაშინ, როდესაც ამ წიგნს ვწერდი. როდესაც მკითხველი გვერდით მედგა და მეუბნებოდა, რომ წერა გამეგრძელებინა.

მოუსმინე წიგნებს: მიხაილ ბულგაკოვი "ოსტატი და მარგარიტა" (ოცდამეთორმეტე თავი)

"შესაძლოა ციცინათელებს ვეღარ ვხედავთ, მაგრამ აქ მოგროვილი ისტორიების მაინც გვესმის" - გიორგი კეკელიძის ახალი წიგნი და მერაბ ნინიძის ემოციური რეცენზია

კონკურსზე „გახდი ბესტსელერის ავტორი 2020“ ხმის მიცემა 11 ივნისს სრულდება