Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
თვის კითხვადი სტატიები
"პატარა ეპიდემიოლოგიური აფეთქება იქნება..." - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე
"პატარა ეპიდემიოლოგიური აფეთქება იქნება..." - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის ეპი­ზო­დუ­რი მა­ტე­ბა არ მი­უ­თი­თებს, რომ სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე კონ­ტრო­ლი და­ი­კარ­გა , - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ, თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა­ში "სპე­ცპ­რო­ექ­ტი - COVID-19"-ის ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბი რისკ ჯგუ­ფებს უკავ­შირ­დე­ბა და ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რის­კის ზრდა რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის მოხ­სნას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი არაა.

"აქ­ტი­უ­რი პა­ცი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა დღეს მა­ღა­ლი არ არის. ის რომ დღეს ჩვენ გვაქვს ეპი­ზო­დუ­რად შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბა, რო­გორც გვქონ­და გუ­შინ, რო­დე­საც 21 ახა­ლი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და, არ­ცერთ შემ­თხვე­ვა­ში არ მი­უ­თი­თებს იმას, რომ სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე კონ­ტრო­ლი რა­მე­ნა­ი­რად და­ი­კარ­გა, თუმ­ცა ეს მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ ვირუ­სი რჩე­ბა ჩვენ­თან ერ­თად, ჩვენ გარ­შე­მო, ამ­დე­ნად, ყუ­რა­დღე­ბა გვმარ­თებს და მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა ვი­ყოთ მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იმის­თვის, რომ ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში დრო­უ­ლად მოხ­დეს ვირუ­სის გა­მოვ­ლე­ნა.

სა­ყუ­რა­დღე­ბოა, რომ ვირუ­სი, რო­მე­ლიც მო­მა­ტე­ბუ­ლი სა­ხით გვქონ­და ბოლო რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, უკავ­შირ­დე­ბო­და ცხელ წერ­ტი­ლებს - ეს იყო ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი, პა­ცი­ენ­ტებ­ში სა­კა­რან­ტი­ნე სივ­რცი­დან, ასე­ვე, ეს ახა­ლი კლას­ტე­რი უკავ­შირ­დე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალს. აქამ­დე ვი­ცო­დით, რომ ეს სა­მი­ვე ჯგუ­ფი მა­ღა­ლი რის­კი­საა, ამ­დე­ნად, ამ­გვა­რი მა­ტე­ბა არ უკავ­შირ­დე­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით ზო­მე­ბის შერ­ბი­ლე­ბას და ისევ და ისევ და­კავ­ში­რე­ბუ­ლია მა­ღა­ლი რის­კის ჯგუ­ფებ­თან, რაც, ვფიქ­რობ, სა­მო­მავ­ლო­დაც მო­ლო­დი­ნი უნდა გვქონ­დეს, რომ პა­ტა­რა ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი აფეთ­ქე­ბა იქ­ნე­ბა, რად­გან ამ ჯგუ­ფებ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია შემ­თხვე­ვე­ბის მეტი რა­ო­დე­ნო­ბა ვიდ­რე ზო­გად პო­პუ­ლა­ცი­ებ­ში", - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა ტუ­რიზ­მის გახ­სნას, გა­ბუ­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, ამ სა­კი­თხზე მო­ლა­პა­რა­კე­ბა მხო­ლოდ მწვა­ნე სტა­ტუ­სის ქვეყ­ნებ­თან ხდე­ბა.

"ტუ­რის­ტე­ბის ნა­კა­დე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბა მოხ­დე­ბა კე­თილ­სა­ი­მე­დო, ანუ მწვა­ნე ქვეყ­ნე­ბი­დან და ამ ეტაპ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს ქვეყ­ნებს შო­რის მო­ლა­პა­რა­კე­ბა. ის ქვეყ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც კარ­გად აკონ­ტრო­ლე­ბენ ეპი­დე­მი­ას და აქვთ გა­რან­ტი­ე­ბი, რომ მათი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი იქ­ნე­ბი­ან და­ცუ­ლი და ნაკ­ლე­ბად გახ­დე­ბი­ან სხვა ქვეყ­ნე­ბის­თვის ინ­ფი­ცი­რე­ბის წყა­რო, ასე­თი ქვეყ­ნე­ბი­დან წა­ხა­ლის­დე­ბა ქვე­ყა­ნა­ში ტუ­რის­ტე­ბის შე­მოს­ვლა და არა იმ ქვეყ­ნე­ბი­დან, სა­დაც მა­ღა­ლია კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბა.

ბევ­რი იყო მსჯე­ლო­ბა, უნდა და­ექ­ვემ­დე­ბა­რონ თუ არა ტუ­რის­ტე­ბი ტეს­ტი­რე­ბას ქვე­ყა­ნა­ში შე­მოს­ვლის მო­მენ­ტში, რე­კო­მენ­და­ცია ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის, შე­მო­სავ­ლის მო­მენ­ტში ტეს­ტი­რე­ბის შე­სა­ხებ არ იძ­ლე­ვა, რად­გან ტეს­ტი­რე­ბის პა­სუ­ხის ხან­დაზ­მუ­ლო­ბა შე­ზღუ­დუ­ლია, რო­დე­საც ჩა­ვა­ტა­რებთ ტეს­ტი­რე­ბას შე­მოს­ვლის წერ­ტილ­ში, გა­რან­ტია, რომ არ გა­მოვ­ლინ­დე­ბა ვირუ­სი, არ არ­სე­ბობს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ყვე­ლა დონ­ზე, სა­დაც ტუ­რისტს მო­უ­წევს ყოფ­ნა, ვი­ყოთ მზად და ტუ­რისტს ჰქონ­დეს ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა ტეს­ტი­რე­ბის სერ­ვი­სებ­ზე",- გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giorgi sixarulidze
69

საქართველოს მთავრობის ეფექტური მუშაობით ყველა სირთულეს გადავლახავთ ! 

:))))
22

ნეტა შენ რა იცი???

ავტორი:

"პატარა ეპიდემიოლოგიური აფეთქება იქნება..." - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

"პატარა ეპიდემიოლოგიური აფეთქება იქნება..." - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

ინფიცირების შემთხვევების ეპიზოდური მატება არ მიუთითებს, რომ სიტუაციაზე კონტროლი დაიკარგა , - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემაში "სპეცპროექტი - COVID-19"-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ახალი შემთხვევები რისკ ჯგუფებს უკავშირდება და ინფიცირებულთა რისკის ზრდა რეგულაციების მოხსნასთან დაკავშირებული არაა.

"აქტიური პაციენტების რაოდენობა დღეს მაღალი არ არის. ის რომ დღეს ჩვენ გვაქვს ეპიზოდურად შემთხვევების მატება, როგორც გვქონდა გუშინ, როდესაც 21 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, არცერთ შემთხვევაში არ მიუთითებს იმას, რომ სიტუაციაზე კონტროლი რამენაირად დაიკარგა, თუმცა ეს მიუთითებს იმაზე, რომ ვირუსი რჩება ჩვენთან ერთად, ჩვენ გარშემო, ამდენად, ყურადღება გვმართებს და მაქსიმალურად უნდა ვიყოთ მობილიზებული იმისთვის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში დროულად მოხდეს ვირუსის გამოვლენა.

საყურადღებოა, რომ ვირუსი, რომელიც მომატებული სახით გვქონდა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, უკავშირდებოდა ცხელ წერტილებს - ეს იყო ბოლნისის მუნიციპალიტეტი, პაციენტებში საკარანტინე სივრციდან, ასევე, ეს ახალი კლასტერი უკავშირდება სამედიცინო პერსონალს. აქამდე ვიცოდით, რომ ეს სამივე ჯგუფი მაღალი რისკისაა, ამდენად, ამგვარი მატება არ უკავშირდება ჯერჯერობით ზომების შერბილებას და ისევ და ისევ დაკავშირებულია მაღალი რისკის ჯგუფებთან, რაც, ვფიქრობ, სამომავლოდაც მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ პატარა ეპიდემიოლოგიური აფეთქება იქნება, რადგან ამ ჯგუფებში მოსალოდნელია შემთხვევების მეტი რაოდენობა ვიდრე ზოგად პოპულაციებში", - განაცხადა გაბუნიამ.

რაც შეეხება ტურიზმის გახსნას, გაბუნიას განცხადებით, ამ საკითხზე მოლაპარაკება მხოლოდ მწვანე სტატუსის ქვეყნებთან ხდება.

"ტურისტების ნაკადების რეგულირება მოხდება კეთილსაიმედო, ანუ მწვანე ქვეყნებიდან და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ქვეყნებს შორის მოლაპარაკება. ის ქვეყნები, რომლებიც კარგად აკონტროლებენ ეპიდემიას და აქვთ გარანტიები, რომ მათი მოქალაქეები იქნებიან დაცული და ნაკლებად გახდებიან სხვა ქვეყნებისთვის ინფიცირების წყარო, ასეთი ქვეყნებიდან წახალისდება ქვეყანაში ტურისტების შემოსვლა და არა იმ ქვეყნებიდან, სადაც მაღალია კოვიდინფიცირების გავრცელება.

ბევრი იყო მსჯელობა, უნდა დაექვემდებარონ თუ არა ტურისტები ტესტირებას ქვეყანაში შემოსვლის მომენტში, რეკომენდაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, შემოსავლის მომენტში ტესტირების შესახებ არ იძლევა, რადგან ტესტირების პასუხის ხანდაზმულობა შეზღუდულია, როდესაც ჩავატარებთ ტესტირებას შემოსვლის წერტილში, გარანტია, რომ არ გამოვლინდება ვირუსი, არ არსებობს. მნიშვნელოვანია, რომ ყველა დონზე, სადაც ტურისტს მოუწევს ყოფნა, ვიყოთ მზად და ტურისტს ჰქონდეს ხელმისაწვდომობა ტესტირების სერვისებზე",- განაცხადა გაბუნიამ.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 45 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის 3117 ახალი შემთხვევა გაომვლინდა - როგორია შემთხვევების გადანაწილება რეგიონების მიხედვით

ბესიკის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის მე-2 სართულზე აფეთქება მოხდა