მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქალების წვლილი COVID-19-ის დროს ბიზნესების განვითარებასა და კრიზისების დაძლევაში - რატომ არის მათი ეკონომიკური გაძლიერება მნიშვნელოვანი?
ქალების წვლილი COVID-19-ის დროს ბიზნესების განვითარებასა და კრიზისების დაძლევაში - რატომ არის მათი ეკონომიკური გაძლიერება მნიშვნელოვანი?

ბევ­რი ჩვენ­გა­ნი ადევ­ნებს თვალს UN Women Georgia-ს (გა­ე­რო-ს ქალ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცია) სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექტს - „ქა­ლე­ბი COVID-19-თან ბრძო­ლის წინა ხაზ­ზე“, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც გა­ვი­ცა­ნით რო­გორც სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი, ისე დი­ა­სახ­ლი­სე­ბი, მომ­სა­ხუ­რე­ბის სფე­რო­ში, მე­ნე­ჯმენ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით და­საქ­მე­ბუ­ლი და სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი ქა­ლე­ბი.

შექ­მნი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ისი­ნი შრო­მას აგ­რძე­ლე­ბენ და ხში­რად, იმა­ზე მეტ ძა­ლის­ხმე­ვა­საც ხარ­ჯა­ვენ, ვიდ­რე აქამ­დე. კრი­ზის­თან გამ­კლა­ვე­ბა­ში თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი თა­ვის აგურს დებს და მათი უმე­ტე­სო­ბა სა­ნაც­ვლოდ არა­ფერს ითხოვს.

კარგ ლი­დე­რო­ბას გენ­დე­რი არ გან­სა­ზღვრავს, რად­გან ამი­სათ­ვის პი­როვ­ნუ­ლი უნა­რე­ბი, ცოდ­ნა და ძლი­ე­რი ხა­სი­ა­თია სა­ჭი­რო. დღეს, შექ­მნი­ლია მთე­ლი რიგი პრო­ექ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ქა­ლე­ბის ეკო­ნო­მი­კურ გაძ­ლი­ე­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა, რად­გან სხვა­დას­ხვა დროს დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გამო, „მმარ­თველ ძა­ლად“ კა­ცე­ბი ით­ვლე­ბოდ­ნენ, ქა­ლე­ბი კი რიგ შემ­თხვე­ვებ­ში, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღებ­თა ზურგს ამაგ­რებ­დნენ.

აპ­რილ­ში გა­მო­ცე­მა „გარ­დი­ან­მა“გა­მო­აქ­ვეყ­ნა ვრცე­ლი სტა­ტია სა­ხელ­წო­დე­ბით „სა­ი­დუმ­ლო ია­რა­ღი კო­რო­ნა­ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში - ქა­ლე­ბი“. სტა­ტი­ის ავ­ტორ­მა დას­ვა კი­თხვა: „რა სა­ერ­თო აქვთ გერ­მა­ნი­ას, ტა­ი­ვან­სა და ახალ ზე­ლან­დი­ას?“

- „კარ­გი, მათ ყვე­ლას ქალი ლი­დე­რი მარ­თავს და კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლა­ში სა­მი­ვე გა­მორ­ჩე­ულ საქ­მეს აკე­თებს“, - პა­სუ­ხობს ავ­ტო­რი და მი­მო­ი­ხი­ლავს სა­მი­ვე ქვეყ­ნის წარ­მა­ტე­ბას COVID-19-თან ბრძო­ლა­ში.

გენ­დერუ­ლი ბა­რი­ე­რე­ბის მო­სახ­სნე­ლად და სა­ზო­გა­დო­ე­ბის მე­ტად ინ­ფორ­მი­რე­ბის­თვის მკვლე­ვა­რე­ბი­სა და ფსი­ქო­ლო­გე­ბის ნა­წი­ლი გა­მო­ყოფს სა­ჭი­რო უნა­რებს, რო­მელ­საც ქა­ლე­ბი ბიზ­ნეს­ში ავ­ლე­ნენ. ერთ-ერთი ასე­თი შე­ფა­სე­ბის თა­ნახ­მად, გა­მო­იკ­ვე­თა 4 რამ, რო­მე­ლიც მათ წარ­მა­ტე­ბულს ხდის:

კო­მუ­ნი­კა­ცია

„ფორბსის“ თა­ნახ­მად, ქა­ლებს კო­მუ­ნი­კა­ცი­ის კუ­თხით სამი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უნა­რი აქვთ: სხე­უ­ლის ენის წა­ი­კი­თხვის, ყუ­რა­დღე­ბით მოს­მე­ნის­და კარ­გად წარ­მო­ჩე­ნი­სა და ემ­პა­თი­ის უნა­რე­ბი.

ათე­უ­ლო­ბით წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გვას­წავ­ლიდ­ნენ, რომ სო­ცი­ა­ლუ­რად მი­სა­ღე­ბია, როცა ქალი ემო­ცი­ებს უფრო მე­ტად გა­მო­ხა­ტავს, ვიდ­რე კაცი. დღეს, ფსი­ქო­ლო­გე­ბი ბავ­შვებ­თან ამის ხაზ­გას­მას არ გვირ­ჩე­ვენ, თუმ­ცა, „ფორბსის“ თა­ნახ­მად, მათ, ვი­საც ეს უკვე კარ­გად ჩაგ­ვი­ბეჭ­დეს გო­ნე­ბა­ში, სა­მუ­შაო ად­გილ­ზე თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ზი­ა­რე­ბის, გამჭვირ­ვა­ლო­ბი­სა და ნდო­ბის კუ­თხით უკე­თე­სი შე­დე­გე­ბი შე­იძ­ლე­ბა გვქონ­დეს.

ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის აგე­ბა

„ანტრეპ­რე­ნე­რის“ თა­ნახ­მად, „თუ გინ­და, წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნე­სი ააგო, 3 ტი­პის აუ­დი­ტო­რი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის აწყო­ბა­ზე უნდა ფო­კუ­სირ­დე. ესე­ნი არი­ან შენი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი, ე.წ ინფლუ­ენ­სე­რე­ბი და შენი კონ­კუ­რენ­ტე­ბი“. ჩვენ ვი­ყე­ნებთ სო­ცი­ა­ლურ უნა­რებს, რომ კო­ლე­გებ­თან ნდო­ბა მო­ვი­პო­ვოთ და პარტნი­ო­რებ­თან სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე ვი­ფიქ­როთ.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბაა, რომ ქა­ლებს გარ­შე­მო უფრო მეტი ადა­მი­ა­ნის „შე­მოკ­რე­ბა“ უყ­ვართ. ისი­ნი მე­ტად ის­მე­ნენ სხვის პრობ­ლე­მებს,უზი­ა­რე­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ას და ამ გზით ცდი­ლო­ბენ პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რას.

პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რის უნა­რი

ლი­დე­რის კა­რი­ე­რა ფაქ­ტობ­რი­ვად, ამ უნა­რის ქონა-არ­ქო­ნა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ერთ-ერთი კვლე­ვის თა­ნახ­მად (Caliper Study), ქალი ლი­დე­რე­ბი უფრო მტკი­ცე და და­მა­ჯე­რებ­ლე­ბი არი­ან, მა­ღა­ლი მო­თხოვ­ნი­ლე­ბა აქვთ, საქ­მე უნაკ­ლოდ შე­ას­რუ­ლონ და კა­ცებ­ზე მე­ტად გა­რის­კონ.

ემო­ცი­უ­რი ინ­ტე­ლექ­ტი

Psychology Today-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ემო­ცი­უ­რი ინ­ტე­ლექ­ტი ოთხი ნა­წი­ლის­გან შედ­გე­ბა: თვით­შე­ფა­სე­ბა, ემო­ცი­ე­ბის მარ­თვა, ემ­პა­თია და სო­ცი­ა­ლუ­რი უნა­რე­ბი.

ემო­ცი­უ­რი ინ­ტე­ლექ­ტის სა­კი­თხი გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია რო­გორც ქალი, ისე კაცი მე­ნე­ჯე­რის შემ­თხვე­ვა­ში. როცა ემო­ცი­უ­რი ინ­ტე­ლექ­ტის ჭრილ­ში ქალ­ზე ვსა­უბ­რობთ, ხაზი უნდა გა­ვუს­ვათ მის ემ­პა­თი­ა­სა და სო­ცი­ა­ლურ უნა­რებს, რაც კომ­პლექ­სურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ლი­დერს ძა­ლი­ან ეხ­მა­რე­ბა.

COVID-19-თან ბრძო­ლის წინა ხაზ­ზე სხვებ­თან ერ­თად, აღ­მოჩ­ნდნენ ქა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ბიზ­ნე­სის წარ­მა­ტე­ბა­სა და მდგრა­დო­ბა­ზე არი­ან პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი. შე­იძ­ლე­ბა ისი­ნი კომ­პა­ნი­ე­ბის ლი­დე­რებს სუ­ლაც არ წარ­მო­ად­გე­ნენ, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად, მთა­ვარ მა­მოძ­რა­ვე­ბელ ძა­ლად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლონ.

ცხა­დია, მათი საქ­მი­ა­ნო­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უკეთ ხდე­ბა ცნო­ბი­ლი, თუ იმ კომ­პა­ნი­ებ­ში არი­ან და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი, რო­მე­ლიც მსოფ­ლიო ბა­ზარს ფა­რავს, თუმ­ცა არ შე­იძ­ლე­ბა არ ვი­სა­უბ­როთ მათ თავ­და­დე­ბულ შრო­მა­ზე თუნ­დაც იმ კომ­პა­ნი­ებ­ში, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ ქარ­თულ ბა­ზარ­ზე ოპე­რი­რე­ბენ და მი­ლი­არ­დო­ბით ბრუნ­ვა არ აქვთ.

თე­ო­ნა ჭან­ტუ­რია და ქეთი ან­თია კომ­პა­ნია MBC-დან სწო­რედ ასეთ ქალ მე­ნე­ჯე­რებს შო­რის არი­ან. სა­ქარ­თვე­ლო­ში COVID-19-თან საბ­რძოლ­ვე­ლად რამ­დე­ნი­მე კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში კომ­პა­ნი­ებს ახალ რე­ა­ლო­ბა­ზე მო­უ­წი­ათ გა­და­წყო­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დიდი ნა­წი­ლი ძი­რი­თა­დად კრი­ზი­სის დაძ­ლე­ვის რე­ჟიმ­ზე იყო გა­დარ­თუ­ლი, თე­ო­ნამ და ქე­თიმ გა­მო­ნა­ხეს გზა, თა­ვი­ან­თი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის პრო­ფე­სი­ულ და პი­როვ­ნულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ეზ­რუ­ნათ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას სამ­სა­ხუ­რი არ აკის­რებ­დათ.

თე­ო­ნა ჭან­ტუ­რი­ამ ონ­ლა­ინ-რე­ჟიმ­ში თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის შრო­მის კმა­ყო­ფი­ლე­ბა­სა და გა­ყიდ­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ტრე­ნინგს გა­უ­წია ორ­გა­ნი­ზე­ბა, ასე­ვე და­ი­წყო ონ­ლა­ინ-პრო­ექ­ტი Talk , რო­მე­ლიც ვე­ბი­ნა­რე­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პლატ­ფორ­მას წარ­მო­ად­გენს და მას ფა­სი­ლი­ტა­ცი­ას კომ­პა­ნია „ემ­ბი­სის“ დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი ღვა­ლა­ძე უწევს. ქეთი ან­თი­ამ კი სა­ო­პე­რა­ცი­ოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის მიზ­ნით და მო­ტი­ვა­ცი­ის­თვის ცნო­ბი­ლი სპი­კე­რე­ბი, ქო­უ­ჩე­ბი და ტრე­ნე­რე­ბი მო­იწ­ვია.

„მო­უ­ლოდ­ნელ­მა კრი­ზის­მა ბევ­რი რამ შეც­ვა­ლა. ასეთ დროს კი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მო­ბი­ლი­ზე­ბა გა­ვუ­კე­თოთ ჩვენს ში­ნა­გან რე­სურ­სებს, მო­ვახ­დი­ნოთ გა­მოც­დი­ლე­ბის რე­ფორ­მი­რე­ბა და სრუ­ლი კონ­ცენ­ტრა­ცია, რათა სწო­რად და ეფექ­ტუ­რად დავძლი­ოთ გა­მოწ­ვე­ვე­ბი. დღე­სის­დროა, რო­ცა­თი­თო­ე­ულ­მაჩ­ვენ­გან­მა­უნ­და­ა­ი­ღოს­თა­ვი­სი­წი­ლი­პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა.თა­ნამ­შრომ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა კი ჩვე­ნი კომ­პა­ნი­ის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­მარ­თუ­ლე­ბაა. ეს არის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის კომ­პლექ­სი, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლია კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა­სა და თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­თვის, მათი უნა­რე­ბი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის, რაც გან­სა­ზღვრავს კომ­პა­ნი­ის წარ­მა­ტე­ბას დღეს და წარ­მა­ტე­ბულ მო­მა­ვალ­ზე ორი­ენ­ტა­ცი­ას“, - აღ­ნიშ­ნავს ქეთი ან­თია.

„მას შემ­დეგ, რაც COVID-19 გამო დის­ტაც­ნი­ურ სა­მუ­შაო გა­რე­მო­ზე მოგ­ვიხ­და გა­დას­ვლა ,აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვიჩ­ნი­ეთ თა­ნამ­შრო­მელ­თა ყუ­რა­დღე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად მიგ­ვე­მარ­თა პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში არ­სე­ბულ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე,რათა შეგ­ვემ­ცი­რე­ბი­ნა მიმ­დი­ნა­რე მდგო­მა­რე­ო­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი სტრე­სის დონე. დის­ტან­ცი­უ­რი სა­მუ­შაო პრო­ცე­სის ერ­თერ­თი უმ­თავ­რე­სი გა­მოწ­ვე­ვა ეფექ­ტუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დო­ნი­სა და გუნ­დუ­რო­ბის შეგ­რძნე­ბის შემ­ცი­რე­ბაა. მიმ­დი­ნა­რე გა­მოწ­ვე­ვე­ბის ფონ­ზე საკ­რე­დი­ტო დე­პარ­ტა­მენ­ტმა - გუნ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლი აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით ვარ თა­ვად- წა­მო­ვი­წყეთ მას­შტა­ბუ­რი შიდა ონ­ლა­ინ პრო­ექ­ტე­ბის სე­რია, რო­მე­ლიც მოკ­ლე და გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში და­დე­ბი­თი ეფექ­ტის მა­ტა­რე­ბე­ლია რო­გორც ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­სათ­ვის ასე­ვე მას­ში ჩარ­თუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლის­თვის. ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მდგრა­დი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და სწო­რედ ამი­ტომ შიდა ტრე­ნინ­გე­ბის სე­რია გაგ­რძელ­დე­ბა მო­მა­ვალ­შიც”, - გან­მარ­ტა თე­ო­ნა ჭან­ტუ­რი­ამ, გარე და დის­ტან­ცი­უ­რი გა­ყიდ­ვე­ბის მე­ნე­ჯერ­მა

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ COVID-19-ის გამო არ­სე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის მოხ­სნის შემ­დეგ, ისი­ნი არ­სე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის შე­წყვე­ტას არ აპი­რე­ბენ.

სხვა­დას­ხვა კვლე­ვა ადას­ტუ­რებს, რომ ქა­ლე­ბის ეკო­ნო­მი­კუ­რი გაძ­ლი­ე­რე­ბა და მათი „მზრუნ­ვე­ლო­ბი­თი უნა­რე­ბი“ კომ­პა­ნი­ებს გან­ვი­თა­რე­ბა­ში კი­დევ უფრო ეხ­მა­რე­ბათ - რო­გორც დიდი, ისე მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, თე­ო­ნა ჭან­ტუ­რი­ა­სა და ქეთი ან­თი­ას მა­გა­ლი­თიც სწო­რედ ამის მა­ნიშ­ნე­ბე­ლია.

ავტორი:

ქალების წვლილი COVID-19-ის დროს ბიზნესების განვითარებასა და კრიზისების დაძლევაში - რატომ არის მათი ეკონომიკური გაძლიერება მნიშვნელოვანი?

ქალების წვლილი COVID-19-ის დროს ბიზნესების განვითარებასა და კრიზისების დაძლევაში - რატომ არის მათი ეკონომიკური გაძლიერება მნიშვნელოვანი?

ბევრი ჩვენგანი ადევნებს თვალს UN Women Georgia-ს (გაერო-ს ქალთა ორგანიზაცია) საინტერესო პროექტს - „ქალები COVID-19-თან ბრძოლის წინა ხაზზე“, რომლის ფარგლებშიც გავიცანით როგორც სამედიცინო პერსონალი, ისე დიასახლისები, მომსახურების სფეროში, მენეჯმენტის მიმართულებით დასაქმებული და სხვა მიმართულებებით დაკავებული ქალები.

შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად, ისინი შრომას აგრძელებენ და ხშირად, იმაზე მეტ ძალისხმევასაც ხარჯავენ, ვიდრე აქამდე. კრიზისთან გამკლავებაში თითოეული მათგანი თავის აგურს დებს და მათი უმეტესობა სანაცვლოდ არაფერს ითხოვს.

კარგ ლიდერობას გენდერი არ განსაზღვრავს, რადგან ამისათვის პიროვნული უნარები, ცოდნა და ძლიერი ხასიათია საჭირო. დღეს, შექმნილია მთელი რიგი პროექტები, რომლებიც ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას ემსახურება, რადგან სხვადასხვა დროს დამკვიდრებული შეხედულებების გამო, „მმართველ ძალად“ კაცები ითვლებოდნენ, ქალები კი რიგ შემთხვევებში, გადაწყვეტილების მიმღებთა ზურგს ამაგრებდნენ.

აპრილში გამოცემა „გარდიანმა“გამოაქვეყნა ვრცელი სტატია სახელწოდებით „საიდუმლო იარაღი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში - ქალები“. სტატიის ავტორმა დასვა კითხვა: „რა საერთო აქვთ გერმანიას, ტაივანსა და ახალ ზელანდიას?“

- „კარგი, მათ ყველას ქალი ლიდერი მართავს და კორონავირუსთან ბრძოლაში სამივე გამორჩეულ საქმეს აკეთებს“, - პასუხობს ავტორი და მიმოიხილავს სამივე ქვეყნის წარმატებას COVID-19-თან ბრძოლაში.

გენდერული ბარიერების მოსახსნელად და საზოგადოების მეტად ინფორმირებისთვის მკვლევარებისა და ფსიქოლოგების ნაწილი გამოყოფს საჭირო უნარებს, რომელსაც ქალები ბიზნესში ავლენენ. ერთ-ერთი ასეთი შეფასების თანახმად, გამოიკვეთა 4 რამ, რომელიც მათ წარმატებულს ხდის:

კომუნიკაცია

„ფორბსის“ თანახმად, ქალებს კომუნიკაციის კუთხით სამი განსაკუთრებული უნარი აქვთ: სხეულის ენის წაიკითხვის, ყურადღებით მოსმენისდა კარგად წარმოჩენისა და ემპათიის უნარები.

ათეულობით წლის განმავლობაში გვასწავლიდნენ, რომ სოციალურად მისაღებია, როცა ქალი ემოციებს უფრო მეტად გამოხატავს, ვიდრე კაცი. დღეს, ფსიქოლოგები ბავშვებთან ამის ხაზგასმას არ გვირჩევენ, თუმცა, „ფორბსის“ თანახმად, მათ, ვისაც ეს უკვე კარგად ჩაგვიბეჭდეს გონებაში, სამუშაო ადგილზე თანამშრომლებთან ინფორმაციის გაზიარების, გამჭვირვალობისა და ნდობის კუთხით უკეთესი შედეგები შეიძლება გვქონდეს.

ურთიერთობების აგება

„ანტრეპრენერის“ თანახმად, „თუ გინდა, წარმატებული ბიზნესი ააგო, 3 ტიპის აუდიტორიასთან ურთიერთობების აწყობაზე უნდა ფოკუსირდე. ესენი არიან შენი მომხმარებლები, ე.წ ინფლუენსერები და შენი კონკურენტები“. ჩვენ ვიყენებთ სოციალურ უნარებს, რომ კოლეგებთან ნდობა მოვიპოვოთ და პარტნიორებთან სამომავლო გეგმებზე ვიფიქროთ.

გავრცელებული მოსაზრებაა, რომ ქალებს გარშემო უფრო მეტი ადამიანის „შემოკრება“ უყვართ. ისინი მეტად ისმენენ სხვის პრობლემებს,უზიარებენ ინფორმაციას და ამ გზით ცდილობენ პრობლემების გადაჭრას.

პრობლემების გადაჭრის უნარი

ლიდერის კარიერა ფაქტობრივად, ამ უნარის ქონა-არქონაზეა დამოკიდებული. ერთ-ერთი კვლევის თანახმად (Caliper Study), ქალი ლიდერები უფრო მტკიცე და დამაჯერებლები არიან, მაღალი მოთხოვნილება აქვთ, საქმე უნაკლოდ შეასრულონ და კაცებზე მეტად გარისკონ.

ემოციური ინტელექტი

Psychology Today-ს ინფორმაციით, ემოციური ინტელექტი ოთხი ნაწილისგან შედგება: თვითშეფასება, ემოციების მართვა, ემპათია და სოციალური უნარები.

ემოციური ინტელექტის საკითხი გასათვალისწინებელია როგორც ქალი, ისე კაცი მენეჯერის შემთხვევაში. როცა ემოციური ინტელექტის ჭრილში ქალზე ვსაუბრობთ, ხაზი უნდა გავუსვათ მის ემპათიასა და სოციალურ უნარებს, რაც კომპლექსურ სიტუაციაში ლიდერს ძალიან ეხმარება.

COVID-19-თან ბრძოლის წინა ხაზზე სხვებთან ერთად, აღმოჩნდნენ ქალები, რომლებიც ბიზნესის წარმატებასა და მდგრადობაზე არიან პასუხისმგებელი. შეიძლება ისინი კომპანიების ლიდერებს სულაც არ წარმოადგენენ, მაგრამ რეალურად, მთავარ მამოძრავებელ ძალად შეიძლება ჩაითვალონ.

ცხადია, მათი საქმიანობა საზოგადოებისთვის უკეთ ხდება ცნობილი, თუ იმ კომპანიებში არიან დასაქმებულები, რომელიც მსოფლიო ბაზარს ფარავს, თუმცა არ შეიძლება არ ვისაუბროთ მათ თავდადებულ შრომაზე თუნდაც იმ კომპანიებში, რომლებიც მხოლოდ ქართულ ბაზარზე ოპერირებენ და მილიარდობით ბრუნვა არ აქვთ.

თეონა ჭანტურია და ქეთი ანთია კომპანია MBC-დან სწორედ ასეთ ქალ მენეჯერებს შორის არიან. საქართველოში COVID-19-თან საბრძოლველად რამდენიმე კვირის განმავლობაში კომპანიებს ახალ რეალობაზე მოუწიათ გადაწყობა. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ნაწილი ძირითადად კრიზისის დაძლევის რეჟიმზე იყო გადართული, თეონამ და ქეთიმ გამონახეს გზა, თავიანთი თანამშრომლების პროფესიულ და პიროვნულ განვითარებაზე ეზრუნათ, მიუხედავად იმისა, რომ ამის პასუხისმგებლობას სამსახური არ აკისრებდათ.

თეონა ჭანტურიამ ონლაინ-რეჟიმში თანამშრომლებისთვის შრომის კმაყოფილებასა და გაყიდვებთან დაკავშირებულ ტრენინგს გაუწია ორგანიზება, ასევე დაიწყო ონლაინ-პროექტი Talk , რომელიც ვებინარების საგანმანათლებლო პლატფორმას წარმოადგენს და მას ფასილიტაციას კომპანია „ემბისის“ დირექტორი გიორგი ღვალაძე უწევს. ქეთი ანთიამ კი საოპერაციოს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით და მოტივაციისთვის ცნობილი სპიკერები, ქოუჩები და ტრენერები მოიწვია.

„მოულოდნელმა კრიზისმა ბევრი რამ შეცვალა. ასეთ დროს კი მნიშვნელოვანია, მობილიზება გავუკეთოთ ჩვენს შინაგან რესურსებს, მოვახდინოთ გამოცდილების რეფორმირება და სრული კონცენტრაცია, რათა სწორად და ეფექტურად დავძლიოთ გამოწვევები. დღესისდროა, როცათითოეულმაჩვენგანმაუნდააიღოსთავისიწილიპასუხისმგებლობა.თანამშრომლების განვითარება კი ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ეს არის ღონისძიებების კომპლექსი, რომელიც მიმართულია კვალიფიკაციის ამაღლებასა და თანამშრომლების ფსიქოლოგიური მახასიათებლების გაუმჯობესებისთვის, მათი უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებისთვის, რაც განსაზღვრავს კომპანიის წარმატებას დღეს და წარმატებულ მომავალზე ორიენტაციას“, - აღნიშნავს ქეთი ანთია.

„მას შემდეგ, რაც COVID-19 გამო დისტაცნიურ სამუშაო გარემოზე მოგვიხდა გადასვლა ,აუცილებლად მივიჩნიეთ თანამშრომელთა ყურადღება მაქსიმალურად მიგვემართა პანდემიის პერიოდში არსებულ შესაძლებლობებზე,რათა შეგვემცირებინა მიმდინარე მდგომარეობით გამოწვეული სტრესის დონე. დისტანციური სამუშაო პროცესის ერთერთი უმთავრესი გამოწვევა ეფექტური კომუნიკაციის დონისა და გუნდურობის შეგრძნების შემცირებაა. მიმდინარე გამოწვევების ფონზე საკრედიტო დეპარტამენტმა - გუნდის ხელმძღვანელი აღნიშნული მიმართულებით ვარ თავად- წამოვიწყეთ მასშტაბური შიდა ონლაინ პროექტების სერია, რომელიც მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაში დადებითი ეფექტის მატარებელია როგორც ორგანიზაციისათვის ასევე მასში ჩართული თითოეული თანამშრომლისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მდგრადი პროექტების განხორციელება და სწორედ ამიტომ შიდა ტრენინგების სერია გაგრძელდება მომავალშიც”, - განმარტა თეონა ჭანტურიამ, გარე და დისტანციური გაყიდვების მენეჯერმა

აღსანიშნავია, რომ COVID-19-ის გამო არსებული რეგულაციების მოხსნის შემდეგ, ისინი არსებული პროექტების შეწყვეტას არ აპირებენ.

სხვადასხვა კვლევა ადასტურებს, რომ ქალების ეკონომიკური გაძლიერება და მათი „მზრუნველობითი უნარები“ კომპანიებს განვითარებაში კიდევ უფრო ეხმარებათ - როგორც დიდი, ისე მცირე და საშუალო ბიზნესების შემთხვევაში, თეონა ჭანტურიასა და ქეთი ანთიას მაგალითიც სწორედ ამის მანიშნებელია.

„ჩვენ გვაქვს ამბიცია იმისა, რომ თუ დავიწყებთ რამეს, მივიყვანთ ბოლომდე“ - დიჯიტალ ტვ, დაფუძნებიდან 3 წელში, პირველ სამეულშია

"ამ საოცარ ფაქტს ვერ ვივიწყებ..." - ხანძრისას მძიმედ დაშავებული გოგონას ამბავი, რომელმაც პლასტიკური ქირურგი 12 წლის შემდეგ, სარეკლამო ბანერიდან იპოვა

ლატარიის თამაშით ვეხმარებით მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება!