პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"COVID-19 ძალას კარგავს" - იტალიელ ექიმებს პოზიტიური პროგნოზი აქვთ, ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად იკლებს
"COVID-19 ძალას კარგავს" - იტალიელ ექიმებს პოზიტიური პროგნოზი აქვთ, ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად იკლებს

კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის გა­მო­ცხა­დე­ბი­დან სამი თვის შემ­დეგ, იტა­ლი­ე­ლი ექი­მე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ COVID-19-მა ძალა და­კარ­გა და ის აღარ არის იმ­დე­ნად ლე­ტა­ლუ­რი, რო­გო­რიც თვე­ე­ბის წინ იყო. ამის შე­სა­ხებ სა­ა­გენ­ტო "რო­ი­ტერ­სი“ წერს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ აღ­ნიშ­ნულ­ზე სა­უბ­რო­ბენ იტა­ლი­ის ჩრდი­ლო­ეთ რე­გი­ონ­ში მო­მუ­შა­ვე მე­დი­კო­სე­ბი. სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, რომ კო­რო­ნა­ვირუს­მა ყვე­ლა­ზე მძი­მე გავ­ლე­ნა სწო­რედ იტა­ლი­ის ჩრდი­ლო­ეთ ნა­წილ­ზე, კონ­კრე­ტუ­ლად კი, ლომ­ბარ­დი­ის რე­გი­ონ­ზე მო­ახ­დი­ნა.

ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის ამ­ჟა­მინ­დელ ნაკ­ლებ ლე­ტა­ლუ­რო­ბა­ზე სა­უბ­რობს იტა­ლი­ა­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი და გავ­ლე­ნი­ა­ნი ექი­მი, მი­ლა­ნის რა­ფა­ე­ლეს სა­ა­ვად­მყო­ფოს ინ­ტენ­სი­უ­რი გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ალ­ბერ­ტო ძან­გრი­ლო.

"სი­ნამ­დვი­ლე­ში, კლი­ნი­კუ­რად იტა­ლი­ა­ში ვირუ­სი აღარ არ­სე­ბობს“, - ამ­ბობს ექი­მი. მი­სი­ვე თქმით, ზო­გი­ერ­თი ექ­სპერ­ტი ზედ­მეტ პა­ნი­კა­შია ინ­ფი­ცი­რე­ბის მო­სა­ლოდ­ნელ მე­ო­რე ტალ­ღას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"ჩვენ უნდა და­ვუბ­რუნ­დეთ ნორ­მა­ლურ ცხოვ­რე­ბას, ქვე­ყა­ნა უნდა და­უბ­რუნ­დეს ნორ­მა­ლურ ცხოვ­რე­ბას და ვინ­მემ უნდა აი­ღოს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ქვეყ­ნის ტე­რორ­ზე“, - ამ­ბობს ძან­გრი­ლო.

იმ ფონ­ზე, რომ იტა­ლი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მო­ქა­ლა­ქე­ებს მაქ­სი­მა­ლუ­რი სიფრ­თხი­ლის გა­მო­ჩე­ნის­კენ მო­უ­წო­დებს და სა­უბ­რო­ბენ იმის შე­სა­ხებ, რომ გა­მარ­ჯვე­ბამ­დე ჯერ კი­დევ დიდი დროა, კი­დევ ერთი ექი­მი ჩრდი­ლო­ეთ იტა­ლი­ის რე­გი­ო­ნი­დან ამ­ბობს, რომ კო­რო­ნა­ვირუს­მა ძალა და­კარ­გა.

"ვირუ­სი აღარ არის დღეს ისე­თი ძლი­ე­რი, რო­გო­რიც ორი თვის წინ იყო“ - ამ­ბობს ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის ექ­სპერ­ტი, ექი­მი მა­ტეო ბა­სე­ტი, რო­მე­ლიც ჯე­ნუ­ას სან მარ­ტი­ნოს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში COVID-19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბულ პა­ცი­ენ­ტებს მკურ­ნა­ლობს.

"ნა­თე­ლია, რომ COVID-19 დღეს სხვა­ნა­ი­რი და­ა­ვა­დე­ბაა“, - ამ­ბობს ექი­მი.

იტა­ლია კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით, ამ დრო­ის­თვის მსოფ­ლი­ოს მე­ექ­ვსე ქვე­ყა­ნაა. ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბი­დან დღემ­დე, იქ 232 997 ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და, გარ­და­იც­ვა­ლა 33 415, ხოლო გა­მო­ჯან­მრთელ­და 157 507 პა­ცი­ენ­ტი. იტა­ლია ამ დრო­ის­თვის შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნის ეტაპ­ზეა და ადა­მი­ა­ნე­ბი თან­და­თან ნორ­მა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის რიტმს უბ­რუნ­დე­ბი­ან.

პა­რა­ლე­ლუ­რად ძა­ლი­ან ბევ­რს სა­უბ­რო­ბენ ინ­ფი­ცი­რე­ბის მო­სა­ლოდ­ნელ მე­ო­რე ტალ­ღა­ზე და ვირუ­სო­ლოგ­თა ნა­წი­ლი ადა­მი­ა­ნებს ურ­ჩევს, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ი­კა­ვონ თავი გა­რეთ გა­მოს­ვლის­გან. ზო­გი­ერ­თი შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნას ნა­ად­რე­ვად მი­იჩ­ნევს და ამ­ბო­ბენ, რომ შე­საძ­ლოა, ამან ქვე­ყა­ნა კი­დევ უფრო დიდ კა­ტას­ტრო­ფამ­დე მი­იყ­ვა­ნოს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნის შემ­დეგ იტა­ლი­ა­ში ახა­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რი რა­ო­დე­ნო­ბა დი­დად არ იზ­რდე­ბა. ბოლო ოთხი დღის სტა­ტის­ტი­კა კი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

  • 28 მა­ი­სი - 593 ახა­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი
  • 29 მა­ი­სი - 516 ახა­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი
  • 30 მა­ი­სი - 416 ახა­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი
  • 31 მა­ი­სი - 333 ახა­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი

რაც შე­ე­ხე­ბა COVID-19-ით გარ­დაც­ვა­ლე­ბის სტა­ტის­ტი­კას, ბოლო 4 დღის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ასე­თია:

  • 28 მა­ი­სი - გარ­დაც­ვა­ლე­ბის 70 შემ­თხვე­ვა
  • 29 მა­ი­სი - გარ­დაც­ვა­ლე­ბის 87 შემ­თხვე­ვა
  • 30 მა­ი­სი - გარ­დაც­ვა­ლე­ბის 111 შემ­თხვე­ვა
  • 31 მა­ი­სი - გარ­დაც­ვა­ლე­ბის 71 შემ­თხვე­ვა
მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
sg
7

იტალიელი პარლამენტარები რომ გამოვიდნენ სიტყვით ბარანავირუსზე და გააპროტესტეს ეს აფიორა .არ უნდა უთხრათ ხალხს.აბა ვნახოთ რა დემოკრატიული პრესა ხართ.აგრეთვე ავსტრიელი ბერძენი დეპუტატები.ვნახოთ სისტემას ემსახურებით თუ ხალხს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"COVID-19 ძალას კარგავს" - იტალიელ ექიმებს პოზიტიური პროგნოზი აქვთ, ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად იკლებს

"COVID-19 ძალას კარგავს" - იტალიელ ექიმებს პოზიტიური პროგნოზი აქვთ, ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად იკლებს

კორონავირუსის პანდემიის გამოცხადებიდან სამი თვის შემდეგ, იტალიელი ექიმები აცხადებენ, რომ COVID-19-მა ძალა დაკარგა და ის აღარ არის იმდენად ლეტალური, როგორიც თვეების წინ იყო. ამის შესახებ სააგენტო "როიტერსი“ წერს.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულზე საუბრობენ იტალიის ჩრდილოეთ რეგიონში მომუშავე მედიკოსები. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ კორონავირუსმა ყველაზე მძიმე გავლენა სწორედ იტალიის ჩრდილოეთ ნაწილზე, კონკრეტულად კი, ლომბარდიის რეგიონზე მოახდინა.

ახალი კორონავირუსის ამჟამინდელ ნაკლებ ლეტალურობაზე საუბრობს იტალიაში პოპულარული და გავლენიანი ექიმი, მილანის რაფაელეს საავადმყოფოს ინტენსიური განყოფილების ხელმძღვანელი, ალბერტო ძანგრილო.

"სინამდვილეში, კლინიკურად იტალიაში ვირუსი აღარ არსებობს“, - ამბობს ექიმი. მისივე თქმით, ზოგიერთი ექსპერტი ზედმეტ პანიკაშია ინფიცირების მოსალოდნელ მეორე ტალღასთან დაკავშირებით.

"ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას, ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას და ვინმემ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ქვეყნის ტერორზე“, - ამბობს ძანგრილო.

იმ ფონზე, რომ იტალიის ხელისუფლება მოქალაქეებს მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს და საუბრობენ იმის შესახებ, რომ გამარჯვებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, კიდევ ერთი ექიმი ჩრდილოეთ იტალიის რეგიონიდან ამბობს, რომ კორონავირუსმა ძალა დაკარგა.

"ვირუსი აღარ არის დღეს ისეთი ძლიერი, როგორიც ორი თვის წინ იყო“ - ამბობს ინფექციური დაავადებების ექსპერტი, ექიმი მატეო ბასეტი, რომელიც ჯენუას სან მარტინოს საავადმყოფოში COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობს.

"ნათელია, რომ COVID-19 დღეს სხვანაირი დაავადებაა“, - ამბობს ექიმი.

იტალია კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით, ამ დროისთვის მსოფლიოს მეექვსე ქვეყანაა. ბოლო ინფორმაციით, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, იქ 232 997 ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 33 415, ხოლო გამოჯანმრთელდა 157 507 პაციენტი. იტალია ამ დროისთვის შეზღუდვების მოხსნის ეტაპზეა და ადამიანები თანდათან ნორმალური ცხოვრების რიტმს უბრუნდებიან.

პარალელურად ძალიან ბევრს საუბრობენ ინფიცირების მოსალოდნელ მეორე ტალღაზე და ვირუსოლოგთა ნაწილი ადამიანებს ურჩევს, რომ მაქსიმალურად შეიკავონ თავი გარეთ გამოსვლისგან. ზოგიერთი შეზღუდვების მოხსნას ნაადრევად მიიჩნევს და ამბობენ, რომ შესაძლოა, ამან ქვეყანა კიდევ უფრო დიდ კატასტროფამდე მიიყვანოს.

აღსანიშნავია, რომ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ იტალიაში ახალი ინფიცირებულების ყოველდღიური რაოდენობა დიდად არ იზრდება. ბოლო ოთხი დღის სტატისტიკა კი ასე გამოიყურება:

  • 28 მაისი - 593 ახალი ინფიცირებული
  • 29 მაისი - 516 ახალი ინფიცირებული
  • 30 მაისი - 416 ახალი ინფიცირებული
  • 31 მაისი - 333 ახალი ინფიცირებულები

რაც შეეხება COVID-19-ით გარდაცვალების სტატისტიკას, ბოლო 4 დღის მაჩვენებელი ასეთია:

  • 28 მაისი - გარდაცვალების 70 შემთხვევა
  • 29 მაისი - გარდაცვალების 87 შემთხვევა
  • 30 მაისი - გარდაცვალების 111 შემთხვევა
  • 31 მაისი - გარდაცვალების 71 შემთხვევა

ვინ იყო ჯორჯ ფლოიდი და რისთვის იხდიდა სასჯელს - ყველაფერი კაცზე, რომელიც თანამედროვე აშშ-ში რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოდ იქცა

ელა იაკობაშვილი - სპორტული ცენტრის მდივნობიდან რუსეთის გავლენიანი ოლიგარქის ცოლობამდე

დაჩოქილი ამერიკელი პოლიციელები ჯორჯ ფლოიდის ხსოვნის პატივსაცემად - ემოციური ფოტოები აშშ-ს ქალაქებიდან