პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჯანმრთელობის ამ სიმძიმის მიუხედავად სახლში ყოფნა კომფორტული აღმოჩნდა" - განქორწინების შემდეგ მიშა ანდღულაძემ წიგნი დაწერა
"ჯანმრთელობის ამ სიმძიმის მიუხედავად სახლში ყოფნა კომფორტული აღმოჩნდა" - განქორწინების შემდეგ მიშა ანდღულაძემ წიგნი დაწერა

"კო­მე­დი ჯგუ­ფის" მსა­ხი­ო­ბი და სცე­ნა­რის­ტი - მიშა ან­დღუ­ლა­ძე ძი­რი­თა­დად, მარ­ტო ცხოვ­რობს. კა­რან­ტი­ნის პე­რი­ოდ­ში, წიგ­ნის წე­რაც და­ას­რუ­ლა, რო­მელ­ზეც 2 წელი მუ­შა­ობ­და. გან­ქორ­წი­ნე­ბუ­ლია, თუმ­ცა ეს შვილ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე არ ასა­ხუ­ლა: 10 წლის მო­სე­ზე დე­დაც და მა­მაც აქ­ტი­უ­რად ზრუ­ნა­ვენ... მი­შას არც ის და­უ­მა­ლავს, რომ ამ­ჟა­მად, მის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი არ­სე­ბობს...

- კა­რან­ტი­ნის პე­რი­ოდ­ში, ჩემ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა, პი­რი­ქით - ეს "მე­ო­რედ მოს­ვლა" ხელ­საყ­რე­ლი აღ­მოჩ­ნდა, თუ იმ მძი­მე ვი­თა­რე­ბას არ ჩავ­თვლით, რაც ადა­მი­ა­ნებს თავს და­ა­ტყდათ... წი­ნათ თუ სა­კუ­თა­რი საქ­მე­ე­ბის­თვის დრო არ მყოფ­ნი­და, კა­რან­ტი­ნის პე­რი­ო­დი ჩემ­თვის კომ­ფორ­ტუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. წი­წი­ბუ­რი­სა და მა­კა­რო­ნის კი­დევ 1 თვის მა­რა­გი თუ მექ­ნე­ბა, კა­რან­ტი­ნის კი­დევ ერთი თვით გაგ­რძე­ლე­ბა მა­წყობს - რა­ღაც საქ­მე­ე­ბი ბო­ლომ­დე ვერ მი­ვიყ­ვა­ნე... თან, ბოს­ტა­ნიც მაქვს. მო­სა­ვა­ლიც წა­მო­მე­წე­ვა...

კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბამ­დე ე.წ. "A" ტი­პის ვირუ­სი მქონ­და, რის გა­მოც 2 კვი­რა სახ­ლში ვი­ყა­ვი. ჯან­მრთე­ლო­ბის ამ სიმ­ძი­მის მი­უ­ხე­და­ვად, სახ­ლში ყოფ­ნა ჩემ­თვის კომ­ფორ­ტუ­ლი აღ­მოჩ­ნდა, თუნ­დაც იმის გამო, რომ 1200-გვერ­დი­ა­ნი წიგ­ნი "ზურ­გზე და­ვაგ­დე". ვფიქ­რობ, რო­გორც კი რე­დაქ­ტი­რე­ბას გა­ივ­ლის, მა­ლე­ვე გა­მოვ­ცემ. წიგნს 2 წელი ვწერ­დი. კო­რო­ნა­ვირუს­მა სა­შუ­ა­ლე­ბა მომ­ცა, და­მეს­რუ­ლე­ბი­ნა. წიგ­ნის და­წე­რის სურ­ვი­ლი ბევ­რად ადრე გა­მიჩ­ნდა. ამის მი­ზე­ზი ბევ­რია: გა­რე­მო, პი­რა­დი გა­მოც­დი­ლე­ბა, ძი­ე­ბა... თან, ჩემი პრო­ფე­სია ამ საქ­მეს­თან ახ­ლო­საა: 15 წე­ლია, სცე­ნა­რის­ტად და მსა­ხი­ო­ბად ვმუ­შა­ობ. წიგ­ნის წერა ჩემ­თვის რა­ღაც ახ­ლის მო­სინ­ჯვაა. მწერ­ლო­ბა­ზე პრე­ტენ­ზია არ მაქვს...

- კა­რან­ტინს ვის­თან ერ­თად ატა­რებთ?

- შვილ­თან, საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან, მე­გო­ბარ­თან ერ­თად... ძი­რი­თა­დად, მარ­ტო ვცხოვ­რობ. უმე­ტეს დროს მარ­ტო ვა­ტა­რებ, რათა და­გეგ­მი­ლი საქ­მის გა­კე­თე­ბა მო­ვა­ხერ­ხო.

- ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ის ფონ­ზე, გან­ქორ­წი­ნე­ბულს შვილ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას დის­კომ­ფორ­ტი ხომ არ გექ­მნე­ბათ?

- არა­ნა­ი­რად, პი­რი­ქით - რაც დრო გა­დის, ჩვე­ნი შვი­ლის ცხოვ­რე­ბა­ში მშობ­ლე­ბი უფრო მე­ტად ჩარ­თუ­ლე­ბი ვართ. 10 წლის მოსე გარ­კვე­ულ პე­რი­ოდს ჩემ­თან ატა­რებს, გარ­კვე­ულს - დე­დას­თან. შე­იძ­ლე­ბა, სად­მე ერ­თა­დაც შე­ვიკ­რი­ბოთ ხოლ­მე...

- მარ­თა­ლია, აღ­ნიშ­ნეთ, ჩემ­თვის კა­რან­ტი­ნი კომ­ფორ­ტუ­ლი­აო, მაგ­რამ როცა თით­ქმის ყვე­ლა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და­ხუ­რუ­ლია, ქვე­ყა­ნა­ში სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­აა, თუნ­დაც წუ­თი­ე­რად პა­ნი­კის შე­ტე­ვე­ბი ხომ არ გაქვთ?

- არა. პა­ნი­კა გა­და­ტა­ნი­ლი მაქვს - მთე­ლი ჩემი ბავ­შვო­ბა პა­ნი­კა­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი. ამ მხრივ, ისე­თი "კარ­გი" გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს (90-იანი წლე­ბი, მძი­მე სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა...), რომ პი­რად სივ­რცე­ში ასე­თი სიმ­შვი­დე არა­სო­დეს მქო­ნია. ეს პა­ნი­კა იმას­თან შე­და­რე­ბით არა­ფე­რია, რაც გა­მოგ­ვივ­ლია...

- ამ­ჟა­მინ­დე­ლი თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის გარ­და, ყვე­ლა­ზე ხან­გრძლი­ვად შინ რა პე­რი­ო­დი გა­გი­ტა­რე­ბი­ათ?

- ამ­ხე­ლა დას­ვე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, ასე­თი კომ­ფორ­ტი მხო­ლოდ ბავ­შვო­ბა­ში გვქონ­და, რა­საც ვერ ვა­ფა­სებ­დით. თურ­მე, თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო ძალ­ზე ძვირ­ფა­სი რამ არის. ვირუს­მა გვიჩ­ვე­ნა, რომ ცხოვ­რე­ბა­ში ის წვრილ­მა­ნე­ბი და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბა არც ისე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რის გა­მოც ადა­მი­ა­ნე­ბი ვი­ტან­ჯე­ბით. მგო­ნი, პან­დე­მი­ამ ხალ­ხი სი­ცო­ცხლის არსზეც და­ა­ფიქ­რა. შე­იძ­ლე­ბა, სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რა­ღა­ცე­ბი უფრო მე­ტად და­ა­ფა­სონ. შექ­მნილ­მა სი­ტუ­ა­ცი­ამ ადა­მი­ა­ნებ­ში შე­მოქ­მე­დე­ბაც "გახ­სნა". ალ­ბათ, გა­ი­სად უფრო მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი ვიქ­ნე­ბით, მე­სა­მე წელს კი - ვირუსს თა­ვად შევ­ქმნით. ყო­ველ­თვის თით­ქოს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რა­ღაც ხდე­ბა... სა­ინ­ტე­რე­სო გა­რე­მო­ში ვცხოვ­რობთ.

- ეთან­ხმე­ბით გავ­რცე­ლე­ბულ მო­საზ­რე­ბას, რომ სამ­ყა­რო ისე­თი აღარ იქ­ნე­ბა, რო­გო­რიც პან­დე­მი­ამ­დე იყო?

- ჩემი აზ­რით, სამ­ყა­რო არ იც­ვლე­ბა - სამ­ყა­როს მი­მართ ჩვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი იც­ვლე­ბა. გვი­ნა­ხავს ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც კარგ სივ­რცე­ში ცუ­დად არი­ან და პი­რი­ქი­თაც ხდე­ბა... ასე რომ, სამ­ყა­როს რო­გორც ვუ­ყუ­რებთ, ისიც ისე გვი­ყუ­რებს. ვის­თვის რა იც­ვლე­ბა, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giorgi sixarulidze
241

საკმარისად არის ეს გამძღარი კრიმინალი სააკაშვილის ნაკელით ! 

Giorgi sixarulidze
325

მაშინ როცა კრიმინალი სააკაშვილი და მისი რეჟიმი ხალხს ხოცავდა და აწამებდა ეს და მისი ეწ. ,,კომედიანტები " შოუებს აწყობდნენ ყაჩაღურად წართმეულ რ2 ზე ! 

რა ეგრე არ იყო ?! 

ავტორი:

"ჯანმრთელობის ამ სიმძიმის მიუხედავად სახლში ყოფნა კომფორტული აღმოჩნდა" - განქორწინების შემდეგ მიშა ანდღულაძემ წიგნი დაწერა

"ჯანმრთელობის ამ სიმძიმის მიუხედავად სახლში ყოფნა კომფორტული აღმოჩნდა" - განქორწინების შემდეგ მიშა ანდღულაძემ წიგნი დაწერა

"კომედი ჯგუფის" მსახიობი და სცენარისტი - მიშა ანდღულაძე ძირითადად, მარტო ცხოვრობს. კარანტინის პერიოდში, წიგნის წერაც დაასრულა, რომელზეც 2 წელი მუშაობდა. განქორწინებულია, თუმცა ეს შვილთან ურთიერთობაზე არ ასახულა: 10 წლის მოსეზე დედაც და მამაც აქტიურად ზრუნავენ... მიშას არც ის დაუმალავს, რომ ამჟამად, მის პირად ცხოვრებაში საყვარელი ადამიანი არსებობს...

- კარანტინის პერიოდში, ჩემთვის განსაკუთრებულად არაფერი შეცვლილა, პირიქით - ეს "მეორედ მოსვლა" ხელსაყრელი აღმოჩნდა, თუ იმ მძიმე ვითარებას არ ჩავთვლით, რაც ადამიანებს თავს დაატყდათ... წინათ თუ საკუთარი საქმეებისთვის დრო არ მყოფნიდა, კარანტინის პერიოდი ჩემთვის კომფორტული აღმოჩნდა. წიწიბურისა და მაკარონის კიდევ 1 თვის მარაგი თუ მექნება, კარანტინის კიდევ ერთი თვით გაგრძელება მაწყობს - რაღაც საქმეები ბოლომდე ვერ მივიყვანე... თან, ბოსტანიც მაქვს. მოსავალიც წამომეწევა...

კორონავირუსის გავრცელებამდე ე.წ. "A" ტიპის ვირუსი მქონდა, რის გამოც 2 კვირა სახლში ვიყავი. ჯანმრთელობის ამ სიმძიმის მიუხედავად, სახლში ყოფნა ჩემთვის კომფორტული აღმოჩნდა, თუნდაც იმის გამო, რომ 1200-გვერდიანი წიგნი "ზურგზე დავაგდე". ვფიქრობ, როგორც კი რედაქტირებას გაივლის, მალევე გამოვცემ. წიგნს 2 წელი ვწერდი. კორონავირუსმა საშუალება მომცა, დამესრულებინა. წიგნის დაწერის სურვილი ბევრად ადრე გამიჩნდა. ამის მიზეზი ბევრია: გარემო, პირადი გამოცდილება, ძიება... თან, ჩემი პროფესია ამ საქმესთან ახლოსაა: 15 წელია, სცენარისტად და მსახიობად ვმუშაობ. წიგნის წერა ჩემთვის რაღაც ახლის მოსინჯვაა. მწერლობაზე პრეტენზია არ მაქვს...

- კარანტინს ვისთან ერთად ატარებთ?

- შვილთან, საყვარელ ადამიანთან, მეგობართან ერთად... ძირითადად, მარტო ვცხოვრობ. უმეტეს დროს მარტო ვატარებ, რათა დაგეგმილი საქმის გაკეთება მოვახერხო.

- ქვეყანაში არსებული საგანგებო სიტუაციის ფონზე, განქორწინებულს შვილთან ურთიერთობისას დისკომფორტი ხომ არ გექმნებათ?

- არანაირად, პირიქით - რაც დრო გადის, ჩვენი შვილის ცხოვრებაში მშობლები უფრო მეტად ჩართულები ვართ. 10 წლის მოსე გარკვეულ პერიოდს ჩემთან ატარებს, გარკვეულს - დედასთან. შეიძლება, სადმე ერთადაც შევიკრიბოთ ხოლმე...

- მართალია, აღნიშნეთ, ჩემთვის კარანტინი კომფორტულიაო, მაგრამ როცა თითქმის ყველა დაწესებულება დახურულია, ქვეყანაში საგანგებო სიტუაციაა, თუნდაც წუთიერად პანიკის შეტევები ხომ არ გაქვთ?

- არა. პანიკა გადატანილი მაქვს - მთელი ჩემი ბავშვობა პანიკაზეა დაფუძნებული. ამ მხრივ, ისეთი "კარგი" გამოცდილება მაქვს (90-იანი წლები, მძიმე სოციალური მდგომარეობა...), რომ პირად სივრცეში ასეთი სიმშვიდე არასოდეს მქონია. ეს პანიკა იმასთან შედარებით არაფერია, რაც გამოგვივლია...

- ამჟამინდელი თვითიზოლაციის გარდა, ყველაზე ხანგრძლივად შინ რა პერიოდი გაგიტარებიათ?

- ამხელა დასვენების საშუალება, ასეთი კომფორტი მხოლოდ ბავშვობაში გვქონდა, რასაც ვერ ვაფასებდით. თურმე, თავისუფალი დრო ძალზე ძვირფასი რამ არის. ვირუსმა გვიჩვენა, რომ ცხოვრებაში ის წვრილმანები და მატერიალური მიჯაჭვულობა არც ისე მნიშვნელოვანია, რის გამოც ადამიანები ვიტანჯებით. მგონი, პანდემიამ ხალხი სიცოცხლის არსზეც დააფიქრა. შეიძლება, სხვა მნიშვნელოვანი რაღაცები უფრო მეტად დააფასონ. შექმნილმა სიტუაციამ ადამიანებში შემოქმედებაც "გახსნა". ალბათ, გაისად უფრო მომზადებულები ვიქნებით, მესამე წელს კი - ვირუსს თავად შევქმნით. ყოველთვის თითქოს წარმოუდგენელი რაღაც ხდება... საინტერესო გარემოში ვცხოვრობთ.

- ეთანხმებით გავრცელებულ მოსაზრებას, რომ სამყარო ისეთი აღარ იქნება, როგორიც პანდემიამდე იყო?

- ჩემი აზრით, სამყარო არ იცვლება - სამყაროს მიმართ ჩვენი დამოკიდებულებები იცვლება. გვინახავს ადამიანები, რომლებიც კარგ სივრცეში ცუდად არიან და პირიქითაც ხდება... ასე რომ, სამყაროს როგორც ვუყურებთ, ისიც ისე გვიყურებს. ვისთვის რა იცვლება, ინდივიდუალურია...წაიკითხეთ სრულად

"კანის კიბოს რისკი ღია ფერის კანის ადამიანებში მეტია" - ზაზა თელია რუჯის მიღების წესებსა და კანის კიბოსთან დაკავშირებულ მითებზე

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბმა, ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით, "ფიროსმანის სმარტ სტენდი" შექმნა

"ხვალ ტაძრებში იქნებიან ნასვამი სასულიერო პირები, მეც ვიქნები ნასვამი... არხი "მთავარის" საყურადღებოდ" - მეუფე ნიკოლოზი