მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და ზოგადად, წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა "საქსტატის" მონაცემებს აპრილში ეკონომიკის 16.6%-იან ვარდნასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, საქართველოს ყველა მონაცემი აქვს იმისთვის, რომ 2021 წელი იყოს ეკონომიკური ზრდის წელი.
"აპრილის თვეში ეკონომიკის 16,6%-იანი ვარდნა მოსალოდნელი იყო. ეს არის ჩვენი შეგნებული პოლიტიკის შედეგი, იცით, რომ ამ დროს ქვეყანაში იყო საგანგებო ვითარება, ეკონომიკური საქმიანობა არსებითად შეზღუდული იყო და ეს გაკეთდა შეგნებულად იმისთვის, რომ მოსახლეობა დაგვეცვა ეპიდემიის გავრცელებისგან.
თუმცა არ დაგიმალავთ, რომ მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და ზოგადად, წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, ისევე, როგორც მთლიანად მსოფლიოში, ისევე, როგორც ევროპაში.
თუმცა ყველა მონაცემი გვაქვს იმისათვის, რომ 2021 წელი იყოს ზრდის წელი და საწარმოები იქნებიან ამ წარმატების შემადგენელი ელემენტები,“ - განაცხადა თურნავამ.
ეპიდემიას ნუ აბრალებ ქალბატონო ეს ეკონომიკის ვარდნა თქვენი უტვინობის ბრალია და სხვას ნუ აბრალებთ....მთავრობაში ვინც ხართ არცერთს არ გაქვთ ელემენტარული აზროვნების უნარი და თქვენი ჯიბეების გასავსებათ კი ხართ მაგრები თქვენი სათითაოდ ყველას დედას მივარტყი
მსოფლიო პრობლემაა და საქართველოსაც შესაბამისად ექნება პრობლემები ! ეხლა მთავარია რომ შემოდგომაზე მთავრობაში არ მოვიდნენ ის ბნელეთი და ბოროტება რასაც სანაცეთი ქვია სააკაშვილ-ბოკერიებით დაწყებული ნათელაშვილებით დამთავრებული ! ნათელაშვილი შალვა იგივე ნაცი და იგივე ბოროტებაა რომელმაც სააკაშვილისგან საქართველოში მოპარული ფული აიღო და ბაზალეთში აიშენა 5 მილიონად შეფასებული სასახლე