პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პირველ რიგში, ავტობუსებისა და მეტროს მოძრაობა უნდა აღდგეს, შემდეგ ვიფიქროთ სამარშრუტო ტაქსებზე" - თენგიზ ცერცვაძე
"პირველ რიგში, ავტობუსებისა და მეტროს მოძრაობა უნდა აღდგეს, შემდეგ ვიფიქროთ სამარშრუტო ტაქსებზე" - თენგიზ ცერცვაძე

თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ავ­ტო­ბუ­სე­ბი­სა და მეტ­როს მუ­შა­ო­ბის აღ­დგე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია, თუმ­ცა გარ­კვე­უ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დაც­ვა უნდა მოხ­დეს.

რო­გორც ცერ­ცვა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში უნდა მოხ­დეს სკა­მე­ბის მო­ნიშ­ვნა, თუ სად შე­ეძ­ლე­ბათ მგზავ­რებს დაჯ­დო­მა.

"მე­ო­რე სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა, ცოტა ნაკ­ლე­ბად სე­რი­ო­ზუ­ლი, ვიდ­რე ტუ­რიზ­მის გახ­სნა, არის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის ამოქ­მე­დე­ბა. თქვენ იცით, რომ შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნის პირ­ველ ეტაპ­ზე ტრან­სპორტზე შე­ზღუდ­ვა დარ­ჩა და ეს სავ­სე­ბით ნორ­მა­ლუ­რი იყო და მე ამას ვე­თან­ხმე­ბი, მაგ­რამ ისიც აშ­კა­რაა ყვე­ლას­თვის, რომ ეს დიდ­ხანს ვერ გაგ­რძელ­დე­ბა, ვი­ნა­ი­დან, იმის­თვის, რომ ქვე­ყა­ნა გა­იხ­სნას, იმის­თვის, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა სრულ­ფა­სოვ­ნად იცხოვ­რონ და ეკო­ნო­მი­კა გა­ცო­ცხლდეს, აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა, ადა­მი­ა­ნებს ჰქონ­დეთ გა­და­ად­გი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა.

ყვე­ლას სა­კუ­თა­რი მან­ქა­ნა არ ჰყავს, ამი­ტომ უნდა აღ­დგეს, პირ­ველ რიგ­ში, ავ­ტო­ბუ­სე­ბი­სა და მეტ­როს მოძ­რა­ო­ბა და შემ­დეგ ალ­ბათ შე­იძ­ლე­ბა ვი­ფიქ­როთ სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სებ­ზე. მი­მაჩ­ნია, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია ავ­ტო­ბუ­სე­ბი­სა და მეტ­როს აღ­დგე­ნა, ოღონდ უნდა და­ვიც­ვათ გარ­კვე­უ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი“,- გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

ცერ­ცვა­ძის თქმით, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­ფი­ცი­რე­ბის კერა აღარ იქ­ნე­ბა, შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა ტრან­სპორ­ტში ყვე­ლა შე­ზღუდ­ვა მო­იხ­სნას.

კერ­ძოდ, ზო­გი­ერ­თმა ქვე­ყა­ნამ ეს უკვე გა­ა­კე­თა: მო­ი­ნიშ­ნოს სკა­მე­ბი, სა­დაც შე­იძ­ლე­ბა მგზავ­რე­ბის დაჯ­დო­მა. ანუ, ერთ რიგ­ში არ უნდა დაჯ­დეს ერთ კაც­ზე მეტი და რი­გის გა­მოშ­ვე­ბით უნდა დას­ხდნენ მგზავ­რე­ბი. ეს, რა თქმა უნდა, გა­მო­იწ­ვევს მგზავ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბას. თუ ჩვე­უ­ლებ­რივ ავ­ტო­ბუს­ში ან მეტ­როს ვა­გონ­ში ეტე­ვა პი­რო­ბი­თად, ვთქვათ, 50 ან 100 კაცი, ასე­თი რე­გუ­ლა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში და­ე­ტე­ვა იმის მე­სა­მე­დი.

მაგ­რამ ეს მა­ინც ბევ­რად უკე­თე­სია, ვიდ­რე სულ არა­ფე­რი,და­ვი­წყოთ ამით. თუ ჩვენ სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­ვაღ­წი­ეთ იმას, რომ სა­ერ­თოდ წყა­რო მოვ­სპეთ ამ კო­ვი­დინ­ფექ­ცი­ის და აღარ იქნა კერა, ვის­გა­ნაც შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­დეს, შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა, ეტა­პობ­რი­ვად ეს შე­ზღუდ­ვე­ბიც მო­იხ­სნას. ასე რომ, მე მა­ინც ყვე­ლა­ფერს ვუ­ყუ­რებ ოპ­ტი­მის­ტუ­რად“, – გა­ნა­ცხა­და თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
FEOLA
19

თუ ჩვენ სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­ვაღ­წი­ეთ იმას, რომ სა­ერ­თოდ წყა­რო მოვ­სპეთ ამ კო­ვი­დინ­ფექ­ცი­ის და აღარ იქნა კერა,,,,,,,,,,,,,,,,,,,,ამასაც დააწყებინა გრიგორიჩმა მოწევა???? რა უნდა მოსპო კაცო???? შენ არ ამბობდი კორონასთან ერთად მოგვიწევს ცხოვრებაო??? ნუ გადარიეთ ეს ხალხი !!!! ეგ ვირუსები,იყო,არის და იქნება სულ,,,,მოსპობს ეს !!!

Giorgi sixarulidze
289

საქართველოს მთავრობა ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად სწორი მიმართულებით მოქმედებს ! 

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"პირველ რიგში, ავტობუსებისა და მეტროს მოძრაობა უნდა აღდგეს, შემდეგ ვიფიქროთ სამარშრუტო ტაქსებზე" - თენგიზ ცერცვაძე

"პირველ რიგში, ავტობუსებისა და მეტროს მოძრაობა უნდა აღდგეს, შემდეგ ვიფიქროთ სამარშრუტო ტაქსებზე" - თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ავტობუსებისა და მეტროს მუშაობის აღდგენა შესაძლებელია, თუმცა გარკვეული რეგულაციების დაცვა უნდა მოხდეს.

როგორც ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში უნდა მოხდეს სკამების მონიშვნა, თუ სად შეეძლებათ მგზავრებს დაჯდომა.

"მეორე სერიოზული პრობლემა, ცოტა ნაკლებად სერიოზული, ვიდრე ტურიზმის გახსნა, არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედება. თქვენ იცით, რომ შეზღუდვების მოხსნის პირველ ეტაპზე ტრანსპორტზე შეზღუდვა დარჩა და ეს სავსებით ნორმალური იყო და მე ამას ვეთანხმები, მაგრამ ისიც აშკარაა ყველასთვის, რომ ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება, ვინაიდან, იმისთვის, რომ ქვეყანა გაიხსნას, იმისთვის, რომ ადამიანებმა სრულფასოვნად იცხოვრონ და ეკონომიკა გაცოცხლდეს, აუცილებელი პირობაა, ადამიანებს ჰქონდეთ გადაადგილების საშუალება.

ყველას საკუთარი მანქანა არ ჰყავს, ამიტომ უნდა აღდგეს, პირველ რიგში, ავტობუსებისა და მეტროს მოძრაობა და შემდეგ ალბათ შეიძლება ვიფიქროთ სამარშრუტო ტაქსებზე. მიმაჩნია, რომ შესაძლებელია ავტობუსებისა და მეტროს აღდგენა, ოღონდ უნდა დავიცვათ გარკვეული რეგულაციები“,- განაცხადა ცერცვაძემ.

ცერცვაძის თქმით, როდესაც საქართველოში ინფიცირების კერა აღარ იქნება, შესაძლებელი გახდება ტრანსპორტში ყველა შეზღუდვა მოიხსნას.

კერძოდ, ზოგიერთმა ქვეყანამ ეს უკვე გააკეთა: მოინიშნოს სკამები, სადაც შეიძლება მგზავრების დაჯდომა. ანუ, ერთ რიგში არ უნდა დაჯდეს ერთ კაცზე მეტი და რიგის გამოშვებით უნდა დასხდნენ მგზავრები. ეს, რა თქმა უნდა, გამოიწვევს მგზავრების რაოდენობის შემცირებას. თუ ჩვეულებრივ ავტობუსში ან მეტროს ვაგონში ეტევა პირობითად, ვთქვათ, 50 ან 100 კაცი, ასეთი რეგულაციის პირობებში დაეტევა იმის მესამედი.

მაგრამ ეს მაინც ბევრად უკეთესია, ვიდრე სულ არაფერი,დავიწყოთ ამით. თუ ჩვენ საქართველოში მივაღწიეთ იმას, რომ საერთოდ წყარო მოვსპეთ ამ კოვიდინფექციის და აღარ იქნა კერა, ვისგანაც შეიძლება ადამიანი დაინფიცირდეს, შემდეგ შეიძლება, ეტაპობრივად ეს შეზღუდვებიც მოიხსნას. ასე რომ, მე მაინც ყველაფერს ვუყურებ ოპტიმისტურად“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მაშველებმა ბათუმში გადაარჩინეს ბავშვი, რომელიც ნაპირზე გამოსვლას ვერ ახერხებდა - ემოციური კადრები

ქორწილის, ქელეხის ან ნათლობის გამართვის შემთხვევაში, სუფრის ყველა წევრი 2 000-2 000 ლარით დაჯარიმდება

"უმჯობესდება, თუმცა ჯერ ვერ დადის, ვერ ლაპარაკობს", - მეუღლე ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე