საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აქ რამდენიმე წარმატებული ბიზნესი მაქვს... მიხარია, რომ მამა საქართველოშია" - როგორია ნუგზარ რუხაძის მუსიკოსი შვილის ამერიკული ცხოვრება
"აქ რამდენიმე წარმატებული ბიზნესი მაქვს... მიხარია, რომ მამა საქართველოშია" - როგორია ნუგზარ რუხაძის მუსიკოსი შვილის ამერიკული ცხოვრება

ბო­რის რუ­ხა­ძე ქარ­თვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი­სა და ან­გლის­ტის - ნუგ­ზარ რუ­ხა­ძის ვა­ჟია და აშშ-ში, ვა­შინგტონ­ში ცხოვ­რობს. იგი მე­წარ­მე და მუ­სი­კო­სია, თა­ვის ბენდთან - "The Georgian" ერ­თად, აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს ახალ სიმ­ღე­რებ­ზე და სა­მო­მავ­ლოდ, სა­ინ­ტე­რე­სო გეგ­მე­ბი და ოც­ნე­ბე­ბი აქვს, რაც სა­ქარ­თვე­ლო­საც უკავ­შირ­დე­ბა. ბო­რი­სი თა­ვი­სი საქ­მი­ა­ნო­ბის, ოჯა­ხის, სა­ქარ­თვე­ლოს­თან მისი კავ­ში­რის შე­სა­ხებ გვი­ამ­ბობს და აღ­ნიშ­ნავს, რომ დიდი სურ­ვი­ლი აქვს, სა­კუ­თარ სახ­ლში მალე დაბ­რუნ­დეს, რათა ფეს­ვებს არ მოს­წყდეს...

- გვი­ამ­ბეთ თქვენ­სა და თქვე­ნი ოჯა­ხის შე­სა­ხებ, რო­გორ ცხოვ­რობთ აშშ-ში?

- ამე­რი­კა­ში, ქა­ლაქ ვა­შინგტო­ნის შე­მო­გა­რენ­ში ვცხოვ­რობ, დე­და­ჩე­მის - მე­დეა ნა­მო­რა­ძე-რუ­ხა­ძი­სა და ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლის - მა­ტი­ლინ რუ­ხა­ძის მახ­ლობ­ლად.

- რო­გო­რია თქვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სის პი­რო­ბებ­ში? თქვე­ნი ბენ­დი ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მუ­შა­ო­ბას ახერ­ხებს?

- გლო­ბა­ლუ­რი ეპი­დე­მია დიდი უბე­დუ­რე­ბაა, მაგ­რამ ჩვენ­მა ჯგუფ­მა ადაპ­ტი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა დრო­ში, რა­შიც დაგ­ვეხ­მა­რა ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი ალ­ბო­მი "მო­მავ­ლის დევ­ნა­ში" (Chasing Tomorrow). ახლა ამა­ზე ვმუ­შა­ობთ და ნა­ხე­ვა­რი უკვე გა­კე­თე­ბუ­ლი გვაქვს.

- რამ­დე­ნი ხა­ნია, რაც ბენდთან ერ­თად მუ­სი­კა­ლურ სფე­რო­ში ხართ?

- ჩემს მუ­სი­კა­ლურ პარტნი­ორ­თან - ჯორჯ ჰუ­რის­თან ბავ­შვო­ბის დრო­ინ­დე­ლი მე­გობ­რო­ბა მა­კავ­ში­რებს. ჭა­ბუ­კო­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ერ­თად ვწერ­დით მუ­სი­კას და ამ მუ­სი­კის სტუ­დი­ურ ჩა­ნა­წე­რებ­საც ვა­კე­თებ­დით. წელს გა­დავ­წყვი­ტეთ, პრო­ფე­სი­ულ დო­ნე­ზე აგ­ვეყ­ვა­ნა ჩვე­ნი მა­შინ­დე­ლი გა­ტა­ცე­ბა.

- რა არის თქვე­ნი ძი­რი­თა­დი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა, სტი­ლი?

- ჩვე­ნი ჯგუ­ფი "The Georgian" ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია მუ­სი­კა­ლუ­რად გა­მარ­თუ­ლი და ში­ნა­არ­სი­ა­ნი სიმ­ღე­რე­ბის წე­რა­ზე, პირ­და­პი­რი ინ­სტრუ­მენ­ტა­ლი­ზა­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით. მე ვმღე­რი და ჯორ­ჯი რეპს ას­რუ­ლებს. ყვე­ლა­ზე დიდი გავ­ლე­ნა ჩემ­ზე იქო­ნია ბრუ­ნო მარსმა და 90-ანი წლე­ბის R&B ჯგუ­ფებ­მა, რო­გო­რი­ცაა "Boys 2 Men" და "Jagged Edge". ჩვე­ნი ჯგუ­ფის ჰიპ-ჰო­პუ­რი შთა­გო­ნე­ბის ძი­რი­თა­დი წყა­რო არის თუ­ფა­ქი.

- რა სეგ­მენ­ტია თქვე­ნი მსმე­ნე­ლი და სად ატა­რებთ კონ­ცერ­ტებს?

- ჩვე­ნი მსმე­ნე­ლია ყვე­ლა, ბავ­შვე­ბით და­წყე­ბუ­ლი, ზრდას­რუ­ლე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ისეთ მუ­სი­კას ვწერთ, რო­მელ­თა­ნაც ყვე­ლა პო­უ­ლობს სა­ერ­თოს, რად­გან ის ცხოვ­რე­ბი­სე­ულ გა­მოც­დი­ლე­ბას ეხე­ბა. ამით მსმე­ნელ­თა მთლი­ან სპექტრს ვაკ­მა­ყო­ფი­ლებთ. ჯორ­ჯი თა­ვის რე­პერ­ტუ­არს ას­რუ­ლებ­და ქა­ლაქ ვა­შინგტო­ნის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზებ­ში და ახლა, ვა­პი­რებთ, ერ­თად გა­ვა­ფარ­თო­ოთ ჩვე­ნი სა­შემ­სრუ­ლებ­ლო არე­ა­ლი რო­გორც ბენდმა, ეროვ­ნულ დო­ნე­ზე. ჯორ­ჯი ლოს-ან­ჯე­ლეს­ში ცხოვ­რობს. ასე რომ, ჩვენ ორს შო­რის მთე­ლი ამე­რი­კაა გა­და­ჭი­მუ­ლი, და­სავ­ლე­თი­დან აღ­მო­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რომ­დე.

ბო­რის რუ­ხა­ძე დე­დას­თან ერ­თად

- რო­გორც ვიცი, ოპე­რა გიყ­ვართ.

- დიახ, ოპე­რა ჩემი პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლია. ოპე­რას­თან შე­ხე­ბა ად­რე­უ­ლი ბავ­შვო­ბი­დან მქონ­და, დე­და­ჩე­მის, მე­დეა ნა­მო­რა­ძის წყა­ლო­ბით. დედა ცნო­ბი­ლი სა­ო­პე­რო მომ­ღე­რა­ლია და სა­ო­პე­რო სიმ­ღე­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი. მის გა­მოს­ვლებს ვეს­წრე­ბო­დი. მა­გა­ლი­თად, Kennedy Center-ში და Carnegie Hall -ში. თან­და­თან ვეჩ­ვე­ო­დი და მიყ­ვარ­დე­ბო­და შეს­რუ­ლე­ბულ ნა­წარ­მო­ებ­თა მუ­სი­კა­ლო­ბა, სიმ­ფო­ნია, კოს­ტი­უ­მე­ბი, მხატ­ვრუ­ლო­ბა და ასე შემ­დეგ. ერთი სი­ტყვით, ოპე­რას უდი­დე­სი გავ­ლე­ნა აქვს ჩემი, რო­გორც მუ­სი­კო­სის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე.

- რო­გო­რია აშშ-ში მუ­სი­კო­სის ცხოვ­რე­ბა, ანა­ზღა­უ­რე­ბა?

- სულ არა­ფე­რი რომ არ ვთქვათ, ეს ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი საქ­მეა. ში­ნა­გა­ნად მზად უნდა იყო დიდი ინ­ვეს­ტი­ცი­ის­თვის, რომ შე­დე­გი მი­ი­ღო. დაკ­ვრა ხარ­ჯი­ა­ნი რა­მაა და არა მხო­ლოდ ფულ­ზეა აქ სა­უ­ბა­რი - დროც ბევ­რი უნდა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ინ­ტერ­ნეტ­ში არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა სა­ჭი­რო პლატ­ფორ­მა და­მო­უ­კი­დე­ბელ შემ­სრუ­ლებ­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, მუ­სი­კა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბი დიდი ცნო­ბა­დო­ბის გა­რე­შე გა­მო­უშ­ვან.

- თქვენ რუგ­ზარ რუ­ხა­ძის შვი­ლი ხართ. გვი­ამ­ბეთ მა­მას­თან თქვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე. სი­შო­რის გამო, ალ­ბათ ხში­რად ვერ ნა­ხუ­ლობთ.

- მე და მა­მას ჯან­სა­ღი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს. მან­ძი­ლი ვე­რა­ფერს უშ­ვრე­ბა ჩვენს სი­ახ­ლო­ვეს. ვა­პი­რებ, ჩა­მო­ვი­დე და ვი­ნა­ხუ­ლო, რო­გორც კი კა­რან­ტი­ნი მო­იხ­სნე­ბა. მი­ხა­რია, რომ მამა სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობს - ეს ამაგ­რებს ჩემს კავ­შირს სამ­შობ­ლოს­თან...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მანანა რუხაძე
0

ყველა მწვერვალზე ასვლა მინდა ვუსურვო საუკეთესო ქართველს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"აქ რამდენიმე წარმატებული ბიზნესი მაქვს... მიხარია, რომ მამა საქართველოშია" - როგორია ნუგზარ რუხაძის მუსიკოსი შვილის ამერიკული ცხოვრება

"აქ რამდენიმე წარმატებული ბიზნესი მაქვს... მიხარია, რომ მამა საქართველოშია" - როგორია ნუგზარ რუხაძის მუსიკოსი შვილის ამერიკული ცხოვრება

ბორის რუხაძე ქართველი ჟურნალისტისა და ანგლისტის - ნუგზარ რუხაძის ვაჟია და აშშ-ში, ვაშინგტონში ცხოვრობს. იგი მეწარმე და მუსიკოსია, თავის ბენდთან - "The Georgian" ერთად, აქტიურად მუშაობს ახალ სიმღერებზე და სამომავლოდ, საინტერესო გეგმები და ოცნებები აქვს, რაც საქართველოსაც უკავშირდება. ბორისი თავისი საქმიანობის, ოჯახის, საქართველოსთან მისი კავშირის შესახებ გვიამბობს და აღნიშნავს, რომ დიდი სურვილი აქვს, საკუთარ სახლში მალე დაბრუნდეს, რათა ფესვებს არ მოსწყდეს...

- გვიამბეთ თქვენსა და თქვენი ოჯახის შესახებ, როგორ ცხოვრობთ აშშ-ში?

- ამერიკაში, ქალაქ ვაშინგტონის შემოგარენში ვცხოვრობ, დედაჩემის - მედეა ნამორაძე-რუხაძისა და ჩემი ქალიშვილის - მატილინ რუხაძის მახლობლად.

- როგორია თქვენი ყოველდღიურობა კორონავირუსის პირობებში? თქვენი ბენდი ამ სიტუაციაში მუშაობას ახერხებს?

- გლობალური ეპიდემია დიდი უბედურებაა, მაგრამ ჩვენმა ჯგუფმა ადაპტირება მოახდინა დროში, რაშიც დაგვეხმარა ჩვენი მომავალი ალბომი "მომავლის დევნაში" (Chasing Tomorrow). ახლა ამაზე ვმუშაობთ და ნახევარი უკვე გაკეთებული გვაქვს.

- რამდენი ხანია, რაც ბენდთან ერთად მუსიკალურ სფეროში ხართ?

- ჩემს მუსიკალურ პარტნიორთან - ჯორჯ ჰურისთან ბავშვობის დროინდელი მეგობრობა მაკავშირებს. ჭაბუკობიდან მოყოლებული, ერთად ვწერდით მუსიკას და ამ მუსიკის სტუდიურ ჩანაწერებსაც ვაკეთებდით. წელს გადავწყვიტეთ, პროფესიულ დონეზე აგვეყვანა ჩვენი მაშინდელი გატაცება.

- რა არის თქვენი ძირითადი მიმდინარეობა, სტილი?

- ჩვენი ჯგუფი "The Georgian" ორიენტირებულია მუსიკალურად გამართული და შინაარსიანი სიმღერების წერაზე, პირდაპირი ინსტრუმენტალიზაციის გამოყენებით. მე ვმღერი და ჯორჯი რეპს ასრულებს. ყველაზე დიდი გავლენა ჩემზე იქონია ბრუნო მარსმა და 90-ანი წლების R&B ჯგუფებმა, როგორიცაა "Boys 2 Men" და "Jagged Edge". ჩვენი ჯგუფის ჰიპ-ჰოპური შთაგონების ძირითადი წყარო არის თუფაქი.

- რა სეგმენტია თქვენი მსმენელი და სად ატარებთ კონცერტებს?

- ჩვენი მსმენელია ყველა, ბავშვებით დაწყებული, ზრდასრულებით დამთავრებული. ისეთ მუსიკას ვწერთ, რომელთანაც ყველა პოულობს საერთოს, რადგან ის ცხოვრებისეულ გამოცდილებას ეხება. ამით მსმენელთა მთლიან სპექტრს ვაკმაყოფილებთ. ჯორჯი თავის რეპერტუარს ასრულებდა ქალაქ ვაშინგტონის უმნიშვნელოვანეს საკონცერტო დარბაზებში და ახლა, ვაპირებთ, ერთად გავაფართოოთ ჩვენი საშემსრულებლო არეალი როგორც ბენდმა, ეროვნულ დონეზე. ჯორჯი ლოს-ანჯელესში ცხოვრობს. ასე რომ, ჩვენ ორს შორის მთელი ამერიკაა გადაჭიმული, დასავლეთიდან აღმოსავლეთ სანაპირომდე.

ბორის რუხაძე დედასთან ერთად

- როგორც ვიცი, ოპერა გიყვართ.

- დიახ, ოპერა ჩემი პირველი სიყვარულია. ოპერასთან შეხება ადრეული ბავშვობიდან მქონდა, დედაჩემის, მედეა ნამორაძის წყალობით. დედა ცნობილი საოპერო მომღერალია და საოპერო სიმღერის მასწავლებელი. მის გამოსვლებს ვესწრებოდი. მაგალითად, Kennedy Center-ში და Carnegie Hall -ში. თანდათან ვეჩვეოდი და მიყვარდებოდა შესრულებულ ნაწარმოებთა მუსიკალობა, სიმფონია, კოსტიუმები, მხატვრულობა და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით, ოპერას უდიდესი გავლენა აქვს ჩემი, როგორც მუსიკოსის განვითარებაზე.

- როგორია აშშ-ში მუსიკოსის ცხოვრება, ანაზღაურება?

- სულ არაფერი რომ არ ვთქვათ, ეს ძვირად ღირებული საქმეა. შინაგანად მზად უნდა იყო დიდი ინვესტიციისთვის, რომ შედეგი მიიღო. დაკვრა ხარჯიანი რამაა და არა მხოლოდ ფულზეა აქ საუბარი - დროც ბევრი უნდა. საბედნიეროდ, ინტერნეტში არსებული ყველა საჭირო პლატფორმა დამოუკიდებელ შემსრულებლებს საშუალებას აძლევს, მუსიკალური ნაწარმოები დიდი ცნობადობის გარეშე გამოუშვან.

- თქვენ რუგზარ რუხაძის შვილი ხართ. გვიამბეთ მამასთან თქვენს ურთიერთობაზე. სიშორის გამო, ალბათ ხშირად ვერ ნახულობთ.

- მე და მამას ჯანსაღი ურთიერთობა გვაქვს. მანძილი ვერაფერს უშვრება ჩვენს სიახლოვეს. ვაპირებ, ჩამოვიდე და ვინახულო, როგორც კი კარანტინი მოიხსნება. მიხარია, რომ მამა საქართველოში ცხოვრობს - ეს ამაგრებს ჩემს კავშირს სამშობლოსთან...წაიკითხეთ სრულად

მეტროში, ავტობუსებში და მიკროავტობუსებში პირბადის ტარება სავალდებულო იქნება

რა შეზღუდვები მოიხსნება საქართველოში 29 მაისიდან 8 ივნისამდე?

რესტორნები და სასტუმროები სტუმრებისთვის სრული მომსახურების გაწევას 8 ივნისიდან შეძლებენ