მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი რეკომენდაციაა, ავტობუსში თითო რიგში თითო ადამიანი დაჯდეს" - თენგიზ ცერცვაძე საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენაზე
"ჩემი რეკომენდაციაა, ავტობუსში თითო რიგში თითო ადამიანი დაჯდეს" - თენგიზ ცერცვაძე საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენაზე

ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ის, შიდსის და კლი­ნი­კუ­რი იმუ­ნო­ლო­გი­ის ცენ­ტრის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის აღ­დგე­ნა და­მო­კი­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა იმა­ზე, თუ რა ეფექტს იქო­ნი­ებს სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უქ­მე­ბის შემ­დეგ მოხ­სნი­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი.

რო­გორც ცერ­ცვა­ძემ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის აღ­დგე­ნის პირ­ველ ეტაპ­ზე, მგზავ­რე­ბი ერ­თმა­ნე­თის გვერ­დით არ უნდა დას­ხდნენ.

"ვე­თან­ხმე­ბი იმ რე­კო­მენ­და­ცი­ებს, რო­მე­ლიც ამ დრო­ის­თვის არ­სე­ბობს. ყვე­ლა­ფე­რი ეტა­პობ­რი­ვად უნდა მოხ­დეს და ტრან­სპორ­ტის ამოქ­მე­დე­ბა არის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეტა­პი, მაგ­რამ ამა­ვე დროს, ყვე­ლა­ზე სა­რის­კო. ყვე­ლა ქვე­ყა­ნა ასე, ეტა­პობ­რი­ვად აკე­თებს აღ­დგე­ნას, მხო­ლოდ სომ­ხეთ­მა მოხ­სნა ყვე­ლა­ფე­რი და უკვე სა­ში­ნე­ლი შე­დე­გი მი­ი­ღო, პა­ტა­რა ქვე­ყა­ნას 6 000 ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ჰყავს. მი­მაჩ­ნია, რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ამ შემ­თხვე­ვა­ში სწო­რია.

მე არ ვარ ამის პირ­და­პი­რი სპე­ცი­ა­ლის­ტი, არ მაქვს გათ­ვლე­ბი, რო­მე­ლი შე­ზღუდ­ვის მოხ­სნა კონ­კრე­ტუ­ლად რა ეფექტს გა­მო­იწ­ვევს. მა­გა­ლი­თად, რა ეფექტს გა­მო­იწ­ვევს მან­ქა­ნა­ში 3-ზე მე­ტის ჩაჯ­დო­მა, ან რა ეფექტს გა­მო­იწ­ვევს „კო­მენ­დან­ტის სა­ა­თის“ მოხ­სნა, ან რა ეფექტს გა­მო­იწ­ვევს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის აღ­დგე­ნა და ა.შ. მაგ­რამ მი­მაჩ­ნია, რომ სწო­რად გა­ნა­წილ­და შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლო­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტს, ეს ყვე­ლა­ზე მწვა­ვე თე­მაა, რად­გან ეკო­ნო­მი­კა რომ ამოქ­მედ­დეს და ზო­გა­დად, ცხოვ­რე­ბა გა­იხ­სნას, ელე­მენ­ტა­რუ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა უნდა იყოს, მაგ­რამ მე­ო­რე მხრივ, ყვე­ლა­ზე დიდი რის­კის­შემ­ცვე­ლია ეს, იმი­ტომ, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში მცი­რე სივ­რცეა და იქ შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­და­დე­ბა. ჩემი რე­კო­მენ­და­ცია იქ­ნე­ბა, რომ და­სა­წყის­ში ავ­ტო­ბუ­სებ­ში მა­გა­ლი­თად, თითო რიგ­ში თითო ადა­მი­ა­ნი დაჯ­დეს და არა - ორი ადა­მი­ა­ნი, ანუ ერ­თმა­ნე­თის გვერ­დით რომ არ დას­ხდნენ. ასე­ვე, შე­იძ­ლე­ბა რი­გის გა­მოშ­ვე­ბით დას­ხდნენ.

უნდა მო­იხ­სნას სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორტზე შე­ზღუდ­ვა, მაგ­რამ დღეს არა. კონ­კრე­ტუ­ლად რო­დის, ამ ვა­დებს ასე ვერ ვი­ტყვით. ხომ მო­იხ­სნა რა­ღაც შე­ზღუდ­ვე­ბი, ახლა უნდა ვნა­ხოთ ამ მოხ­სნის შე­დე­გი. თუ მოხ­სნის შე­დე­გად შე­ვი­ნარ­ჩუ­ნებთ იმ მდგო­მა­რე­ო­ბას, რაც გვაქვს ან მო­მა­ტე­ბა არ იქნა ძა­ლი­ან დიდი ( ვთქვათ, 20 შემ­თხვე­ვა­ზე მეტი თუ არ იქნა), მერე უნდა გა­და­ვი­დეთ მოხ­სნის შემ­დეგ ეტაპ­ზე, მათ შო­რის ტრან­სპორ­ტის აღ­დგე­ნა­ზე. ანუ ასე კონ­კრე­ტუ­ლი თა­რი­ღი რომ დავთქვათ, რო­დის მო­იხ­სნე­ბა ტრან­სპორტზე შე­ზღუდ­ვა, არ იქ­ნე­ბა სწო­რი. უნდა მოვხსნათ იმის მი­ხედ­ვით, თუ რა შე­დე­გებს მო­ი­ტანს უკვე გა­კე­თე­ბუ­ლი მოხ­სნე­ბი,“ - გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, მგზავ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის გა­კონ­ტრო­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს რო­გორც ავ­ტო­ბუ­სებ­ში, ასე­ვე მეტ­რო­ში.

„სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის აღ­დგე­ნის შემ­დეგ, მათ­ში ადა­მი­ა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის გა­კონ­ტრო­ლე­ბის მიზ­ნით, შე­იძ­ლე­ბა დად­გეს მა­კონ­ტრო­ლე­ბე­ლი პირი რო­გორც ავ­ტო­ბუ­სებ­ში, ასე­ვე მეტ­რო­ში. რაც შე­ე­ხე­ბა მგზავ­რე­ბის გან­თავ­სე­ბას, აქაც იმა­ვე პრინ­ცი­პით: ერთ რიგ­ში ორი კაცი არ დად­ჯეს. ასე­ვე, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მეტ­რო­შიც და ავ­ტო­ბუს­შიც მოგ­ვარ­დეს და გა­კონ­ტროლ­დეს ვენ­ტი­ლა­ცი­ის სა­კი­თხი. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის გახ­სნის წი­ნა­პი­რო­ბა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს გა­მარ­თუ­ლი ვენ­ტი­ლა­ცია,“ - გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giorgi sixarulidze
132

ესეც არ მოეწონება ნაც ტროლებს და აბუქებენ აქ კომენტარებს ! 

გიორგი
17

არ ვიცი, როგორ იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. თუნდაც ჭადრაკული განლაგებისას პირველ გაჩერებაზევე შეივსება ავტობუსი. რაც შეეხება მარეგულირებელ პირს, ვერ გაუძლებს იგი მგზავრების შემოტევას. ქუთაისში ბიდლოს შეტევას პატრულმა ვერ გაუძლო და წკავწკავით გაიქცა, მარეგულირებელ პირს კი წირავთ?

ავტორი:

"ჩემი რეკომენდაციაა, ავტობუსში თითო რიგში თითო ადამიანი დაჯდეს" - თენგიზ ცერცვაძე საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენაზე

"ჩემი რეკომენდაციაა, ავტობუსში თითო რიგში თითო ადამიანი დაჯდეს" - თენგიზ ცერცვაძე საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენაზე

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა ეფექტს იქონიებს საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ მოხსნილი შეზღუდვები.

როგორც ცერცვაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის პირველ ეტაპზე, მგზავრები ერთმანეთის გვერდით არ უნდა დასხდნენ.

"ვეთანხმები იმ რეკომენდაციებს, რომელიც ამ დროისთვის არსებობს. ყველაფერი ეტაპობრივად უნდა მოხდეს და ტრანსპორტის ამოქმედება არის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი, მაგრამ ამავე დროს, ყველაზე სარისკო. ყველა ქვეყანა ასე, ეტაპობრივად აკეთებს აღდგენას, მხოლოდ სომხეთმა მოხსნა ყველაფერი და უკვე საშინელი შედეგი მიიღო, პატარა ქვეყანას 6 000 ინფიცირებული ჰყავს. მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში სწორია.

მე არ ვარ ამის პირდაპირი სპეციალისტი, არ მაქვს გათვლები, რომელი შეზღუდვის მოხსნა კონკრეტულად რა ეფექტს გამოიწვევს. მაგალითად, რა ეფექტს გამოიწვევს მანქანაში 3-ზე მეტის ჩაჯდომა, ან რა ეფექტს გამოიწვევს „კომენდანტის საათის“ მოხსნა, ან რა ეფექტს გამოიწვევს საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა და ა.შ. მაგრამ მიმაჩნია, რომ სწორად განაწილდა შეზღუდვების მოხსნის პრიორიტეტულობა.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ეს ყველაზე მწვავე თემაა, რადგან ეკონომიკა რომ ამოქმედდეს და ზოგადად, ცხოვრება გაიხსნას, ელემენტარულად გადაადგილების საშუალება უნდა იყოს, მაგრამ მეორე მხრივ, ყველაზე დიდი რისკისშემცველია ეს, იმიტომ, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მცირე სივრცეა და იქ შესაძლებელია გადადება. ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ დასაწყისში ავტობუსებში მაგალითად, თითო რიგში თითო ადამიანი დაჯდეს და არა - ორი ადამიანი, ანუ ერთმანეთის გვერდით რომ არ დასხდნენ. ასევე, შეიძლება რიგის გამოშვებით დასხდნენ.

უნდა მოიხსნას საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვა, მაგრამ დღეს არა. კონკრეტულად როდის, ამ ვადებს ასე ვერ ვიტყვით. ხომ მოიხსნა რაღაც შეზღუდვები, ახლა უნდა ვნახოთ ამ მოხსნის შედეგი. თუ მოხსნის შედეგად შევინარჩუნებთ იმ მდგომარეობას, რაც გვაქვს ან მომატება არ იქნა ძალიან დიდი ( ვთქვათ, 20 შემთხვევაზე მეტი თუ არ იქნა), მერე უნდა გადავიდეთ მოხსნის შემდეგ ეტაპზე, მათ შორის ტრანსპორტის აღდგენაზე. ანუ ასე კონკრეტული თარიღი რომ დავთქვათ, როდის მოიხსნება ტრანსპორტზე შეზღუდვა, არ იქნება სწორი. უნდა მოვხსნათ იმის მიხედვით, თუ რა შედეგებს მოიტანს უკვე გაკეთებული მოხსნები,“ - განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე განცხადებით, მგზავრების რაოდენობის გაკონტროლება შეიძლება მოხდეს როგორც ავტობუსებში, ასევე მეტროში.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის შემდეგ, მათში ადამიანების რაოდენობის გაკონტროლების მიზნით, შეიძლება დადგეს მაკონტროლებელი პირი როგორც ავტობუსებში, ასევე მეტროში. რაც შეეხება მგზავრების განთავსებას, აქაც იმავე პრინციპით: ერთ რიგში ორი კაცი არ დადჯეს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია მეტროშიც და ავტობუსშიც მოგვარდეს და გაკონტროლდეს ვენტილაციის საკითხი. საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნის წინაპირობა აუცილებლად უნდა იყოს გამართული ვენტილაცია,“ - განაცხადა ცერცვაძემ.

"დავუშვი უნებლიე შეცდომა..." - როგორ განმარტავს თენგიზ ცერცვაძე განცხადებას, რომ საქართველოში 370 000-მდე ადამიანს კორონავირუსი გადატანილი აქვს

"მარშუტკებში" ფეხზე დგომა და კონდიცირების ჩართვა იკრძალება - "თბილისის მიკროავტობუსი" განცხადებას ავრცელებს

სემეკმა ლიცენზირებისა და ენერგეტიკული საქმიანობის თაობაზე შეტყობინების წესი დაამტკიცა