პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვირუსმა არც მის ოჯახს აუარა გვერდი..." - როგორ ცხოვრობს კადიროვი 10 შვილთან და მეუღლესთან ერთად, რომელიც მოდის ბიზნეშია ჩართული
"ვირუსმა არც მის ოჯახს აუარა გვერდი..." - როგორ ცხოვრობს კადიროვი 10 შვილთან და მეუღლესთან ერთად, რომელიც მოდის ბიზნეშია ჩართული

რამ­დე­ნი­მე დღეა რუ­სუ­ლი მე­დია ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რის რამ­ზან კა­დი­რო­ვის მოს­კო­ვის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ТАСС–ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის სპეც­რე­ი­სით გა­და­იყ­ვა­ნეს.

ამის შე­სა­ხებ ერთ-ერთი სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის­გან გახ­და ცნო­ბი­ლი. არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას გა­სულ ხუთ­შა­ბათს COVID-19-ის დი­აგ­ნო­ზი ჩეჩ­ნე­თის მთა­ვარ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და­უს­ვეს. თუმ­ცა, ამ დრო­ის­თვის მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია.

მისი თა­ნა­შემ­წე ახ­მედ დუ­და­ე­ვი გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას უარ­ყოფს და აცხა­დებს, რომ მსგავს ცნო­ბებს სხვა­დას­ხვა მე­დია რე­ი­ტინ­გის ასა­წე­ვად იყე­ნებს. მიმ­დი­ნა­რე წლის იან­ვარ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ის "დრო­ე­ბით მი­უწ­ვდო­მე­ლი იყო, რად­გან უბ­რა­ლო ვირუ­სი შე­ე­ყა­რა..."

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რი ყვე­ლა იმ ექიმს, ვინც ვირუ­სის გამო შექ­მნილ პრობ­ლე­მებ­ზე ხმა­მაღ­ლა სა­უბ­რობ­და, სამ­სა­ხუ­რი­დან და­თხოვ­ნით და­ე­მუქ­რა. ტრა­დი­ცი­უ­ლად, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მის გვერ­დზე აიტ­ვირ­თა სა­ბო­დი­შო ვი­დე­ო­ე­ბი, სა­დაც ექი­მე­ბი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი­სა და სხვა­დას­ხვა მი­მა­რუ­ლე­ბით არ­სე­ბუ­ლი დე­ფი­ცი­ტის გამო გა­მოთ­ქმუ­ლი საყ­ვე­დუ­რე­ბის­თვის ბო­დი­შებს იხ­დიდ­ნენ და თა­ვი­ანთ გან­ცხა­დე­ბებს, "ემო­ცი­ას აყო­ლილ საყ­ვე­დუ­რებს" უწო­დებ­დნენ...

"ასე მო­აგ­ვა­რა ტი­რან­მა პრობ­ლე­მა, რა­საც ათე­უ­ლო­ბით ექი­მის ჯან­მრთე­ლო­ბა და სი­ცო­ცხლე ეწი­რე­ბა. ყვე­ლა გა­ა­ჩუ­მა და პრობ­ლე­მაც მოგ­ვარ­და. თუმ­ცა, ვირუს­მა არც მასა და მის ოჯახს აუ­ა­რა გვერ­დი!.." – წერ­დნენ ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი, რო­მელ­თა ცნო­ბი­თაც, ვირუ­სი და­უდ­გინ­და მისი მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი ოჯა­ხის რამ­დე­ნი­მე წევ­რს.

ცნო­ბის­თვის, ისი­ნი ერთ სახ­ლში, კა­დი­რო­ვის მიერ დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი წე­სე­ბით ცხოვ­რო­ბენ. ნორ­ვე­გი­ე­ლი მწე­რა­ლი და ჟურ­ნა­ლის­ტი, ოსნე სა­იშ­ტა­დი თა­ვის ცნო­ბილ წიგნ­ში "გროზ­ნოს ან­გე­ლო­ზი", რო­მე­ლიც რეს­პუბ­ლი­კა­ში რუ­სეთ-ჩეჩ­ნე­თის პირ­ვე­ლი ომი­დან მო­ყო­ლე­ბულ ამ­ბებს აღ­წერს, რამ­ზან კა­დი­როვ­თან შეხ­ვედ­რი­სას აღ­წერს, რომ ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რი მოკ­ლე წი­ნა­და­დე­ბით, და­უხ­ვე­წა­ვი რუ­სუ­ლით სა­უბ­რობს, რაც ნიშ­ნავს, რომ სკო­ლა­ში ცუ­დად სწავ­ლობ­და და არც შემ­დეგ უზ­რუ­ნია გა­ნათ­ლე­ბა­ზე...

24smi.org-ის ცნო­ბით, მან 1998 წელს მა­ხა­ჩყა­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ამ­თავ­რა. თუმ­ცა, ბოლო წლებ­ში კა­დი­რო­ვი არა­პირ­და­პირ, მაგ­რამ ძა­ლის­ხმე­ვას არ იშუ­რებ­და, რომ ოჯა­ხის წევ­რებს ევ­რო­პუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა მი­ე­ღოთ.

მას ცო­ლად თა­ნა­სოფ­ლე­ლი მედ­ნი აი­და­მი­რო­ვა ჰყავს, რო­მე­ლიც ახლა ჩეჩ­ნეთ­სა და ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ა­ში დიდი გავ­ლე­ნე­ბით სარ­გებ­ლობს. ის ტრა­დი­ცი­უ­ლი მო­დის მიმ­დე­ვა­რია. ასე­ვე და­ა­ფუძნა სა­კუ­თა­რი ბრენ­დის ხაზი Firdaws, რომ­ლის ჩვე­ნე­ბა ახ­ლა­ხან ევ­რო­პა­შიც მო­ა­წყო.

კა­დი­რო­ვებს 10 შვი­ლი ჰყავთ: 6 გო­გო­ნა - აი­შა­ტი, კა­რი­ნა, ხედი, ტა­ბა­რი­კი, აშუ­რა, ეი­შა­ტი და 4 ვაჟი – აბ­დუ­ლა, ადა­მი, ზე­ლიმ­ხა­ნი და ახ­მა­ტი. კა­დი­რო­ვის თხოვ­ნით, 2006-2007 წლებ­ში მათ ორი მო­ზარ­დი იშ­ვი­ლეს, რომ­ლე­ბიც ასე­ვე კა­დი­რო­ვე­ბის სახ­ლში ცხოვ­რო­ბენ.

ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი­დან ერთ-ერთი, აი­შატ კა­დი­რო­ვა, დე­დას­თან ერ­თად, სა­მო­დე­ლო ბიზ­ნე­სით არის გა­ტა­ცე­ბუ­ლი და Firdaws-ის ხელ­მძღვა­ნე­ლია. თე­ბერ­ვლის ბო­ლოს, მან პირ­ვე­ლად პა­რიზ­ში ჩვე­ნე­ბა მო­ა­წყო, რის­თვი­საც მა­მა­მის­მა "მად­ლი­ე­რე­ბის ნიშ­ნად, ჩეჩ­ნე­თის კულ­ტუ­რის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თვის ღირ­სე­ბის ორ­დე­ნით და­ა­ჯილ­დო­ვა". ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ნა­წილ­მა, მას “მამა-შვი­ლის მას­კა­რა­დი” უწო­დეს.

ცნო­ბი­ლია, რომ ის კა­დი­რო­ვის გა­მორ­ჩე­უ­ლად საყ­ვა­რე­ლი შვი­ლია. ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რი ამა­ყობს იმით, რომ აი­შატ კა­დი­რო­ვამ ყუ­რა­ნი ზე­პი­რად იცის. გო­გო­ნა დღე­ში 9 სა­ა­თი მე­ცა­დი­ნე­ობ­და, რომ მუ­სულ­მა­ნე­ბის წმინ­და წიგ­ნი აეთ­ვი­სე­ბი­ნა. 2017 წელს ის თა­ვის კლა­სელს, კა­დი­რო­ვის მე­გობ­რის შვილს გაჰ­ყვა ცო­ლად.

ერთ-ერთი მათ­გა­ნი, ტა­ბა­რი­კი კი მსა­ხი­ო­ბის პრო­ფე­სი­ით იყო გა­ტა­ცე­ბუ­ლი, რა­მაც ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია. მით უფრო, რომ გო­გო­ნამ ჰი­ჯა­ბის ტა­რე­ბა­ზე უარი თქვა. სა­ბო­ლო­ოდ, ყვე­ლა­ფე­რი ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რის გა­მარ­ჯვე­ბით დას­რულ­და და "გო­გო­ნა ღირ­სე­ულ, ტრა­დი­ცი­ულ ცხოვ­რე­ბას და­უბ­რუნ­და...". სი­ნამ­დვი­ლე­ში, გო­გო­ნას უფ­ლე­ბა არ მის­ცეს ჩეჩ­ნუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბის­თვის გა­და­ეხ­ვია.

ტა­ბა­რიკ კა­დი­რო­ვი დის დი­ზა­ი­ნით შექ­მნილ სა­მოს­ში

რამ­დე­ნი­მე ხნის წინ რამ­ზან კა­დი­რო­ვის შვი­ლებ­მა თა­ვი­ანთ მწვრთნელს აბ­დულ-კე­რიმ ედი­ლოვს, რო­მე­ლიც შე­რე­უ­ლი საბ­რძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბის მრა­ვალ­გზის პრი­ზი­ო­რია, და­ბა­დე­ბის დღე­ზე ახა­ლი "პორ­შე პა­ნა­მე­რა" აჩუ­ქეს.

მან ამის შე­სა­ხებ ინ­სტაგ­რამ­ზე და­წე­რა და ფო­ტოც გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ან­ტიკ­რემ­ლის­ტუ­რი რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, ის, რომ კა­დი­რო­ვე­ბის სა­სახ­ლი­დან სკან­და­ლის ხმე­ბი არ გა­მო­დის, მედ­ნი კა­დი­რო­ვას დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რად­გან ის მუდ­მი­ვად ცდი­ლობს ვი­თა­რე­ბის და­ბა­ლან­სე­ბას.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giorgi sixarulidze
156

სააკაშვილის ნაირი კრიმინალი და სამშობლოს მოღალატეა ეს კადიროვი ! ესეც სააკაშვილივით ჩაფლულია ბიუჯეტიდან მოპარულ ფულში ! 

მარიამი
1

ეს 10 შვილი ერთმა ცოლმა გაუჩინა, თუ დამხმარეებიც ჰყავდა?

ავტორი:

"ვირუსმა არც მის ოჯახს აუარა გვერდი..." - როგორ ცხოვრობს კადიროვი 10 შვილთან და მეუღლესთან ერთად, რომელიც მოდის ბიზნეშია ჩართული

"ვირუსმა არც მის ოჯახს აუარა გვერდი..." - როგორ ცხოვრობს კადიროვი 10 შვილთან და მეუღლესთან ერთად, რომელიც მოდის ბიზნეშია ჩართული

რამდენიმე დღეა რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის მოსკოვის საავადმყოფოში ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით. ТАСС–ის ინფორმაციით, ის სპეცრეისით გადაიყვანეს.

ამის შესახებ ერთ-ერთი სამედიცინო პერსონალისგან გახდა ცნობილი. არაოფიციალური ინფორმაციით, მას გასულ ხუთშაბათს COVID-19-ის დიაგნოზი ჩეჩნეთის მთავარ საავადმყოფოში დაუსვეს. თუმცა, ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მისი თანაშემწე ახმედ დუდაევი გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ მსგავს ცნობებს სხვადასხვა მედია რეიტინგის ასაწევად იყენებს. მიმდინარე წლის იანვარში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის "დროებით მიუწვდომელი იყო, რადგან უბრალო ვირუსი შეეყარა..."

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ჩეჩნეთის ლიდერი ყველა იმ ექიმს, ვინც ვირუსის გამო შექმნილ პრობლემებზე ხმამაღლა საუბრობდა, სამსახურიდან დათხოვნით დაემუქრა. ტრადიციულად, სოციალური ქსელის მის გვერდზე აიტვირთა საბოდიშო ვიდეოები, სადაც ექიმები საავადმყოფოში არსებული პრობლემებისა და სხვადასხვა მიმარულებით არსებული დეფიციტის გამო გამოთქმული საყვედურებისთვის ბოდიშებს იხდიდნენ და თავიანთ განცხადებებს, "ემოციას აყოლილ საყვედურებს" უწოდებდნენ...

"ასე მოაგვარა ტირანმა პრობლემა, რასაც ათეულობით ექიმის ჯანმრთელობა და სიცოცხლე ეწირება. ყველა გააჩუმა და პრობლემაც მოგვარდა. თუმცა, ვირუსმა არც მასა და მის ოჯახს აუარა გვერდი!.." – წერდნენ ინტერნეტმომხმარებლები, რომელთა ცნობითაც, ვირუსი დაუდგინდა მისი მრავალრიცხოვანი ოჯახის რამდენიმე წევრს.

ცნობისთვის, ისინი ერთ სახლში, კადიროვის მიერ დამკვიდრებული წესებით ცხოვრობენ. ნორვეგიელი მწერალი და ჟურნალისტი, ოსნე საიშტადი თავის ცნობილ წიგნში "გროზნოს ანგელოზი", რომელიც რესპუბლიკაში რუსეთ-ჩეჩნეთის პირველი ომიდან მოყოლებულ ამბებს აღწერს, რამზან კადიროვთან შეხვედრისას აღწერს, რომ ჩეჩნეთის ლიდერი მოკლე წინადადებით, დაუხვეწავი რუსულით საუბრობს, რაც ნიშნავს, რომ სკოლაში ცუდად სწავლობდა და არც შემდეგ უზრუნია განათლებაზე...

24smi.org-ის ცნობით, მან 1998 წელს მახაჩყალის უნივერსიტეტი დაამთავრა. თუმცა, ბოლო წლებში კადიროვი არაპირდაპირ, მაგრამ ძალისხმევას არ იშურებდა, რომ ოჯახის წევრებს ევროპული განათლება მიეღოთ.

მას ცოლად თანასოფლელი მედნი აიდამიროვა ჰყავს, რომელიც ახლა ჩეჩნეთსა და ჩრდილო კავკასიაში დიდი გავლენებით სარგებლობს. ის ტრადიციული მოდის მიმდევარია. ასევე დააფუძნა საკუთარი ბრენდის ხაზი Firdaws, რომლის ჩვენება ახლახან ევროპაშიც მოაწყო.

კადიროვებს 10 შვილი ჰყავთ: 6 გოგონა - აიშატი, კარინა, ხედი, ტაბარიკი, აშურა, ეიშატი და 4 ვაჟი – აბდულა, ადამი, ზელიმხანი და ახმატი. კადიროვის თხოვნით, 2006-2007 წლებში მათ ორი მოზარდი იშვილეს, რომლებიც ასევე კადიროვების სახლში ცხოვრობენ.

ქალიშვილებიდან ერთ-ერთი, აიშატ კადიროვა, დედასთან ერთად, სამოდელო ბიზნესით არის გატაცებული და Firdaws-ის ხელმძღვანელია. თებერვლის ბოლოს, მან პირველად პარიზში ჩვენება მოაწყო, რისთვისაც მამამისმა "მადლიერების ნიშნად, ჩეჩნეთის კულტურის პოპულარიზაციისთვის ღირსების ორდენით დააჯილდოვა". ადგილობრივების ნაწილმა, მას “მამა-შვილის მასკარადი” უწოდეს.

ცნობილია, რომ ის კადიროვის გამორჩეულად საყვარელი შვილია. ჩეჩნეთის ლიდერი ამაყობს იმით, რომ აიშატ კადიროვამ ყურანი ზეპირად იცის. გოგონა დღეში 9 საათი მეცადინეობდა, რომ მუსულმანების წმინდა წიგნი აეთვისებინა. 2017 წელს ის თავის კლასელს, კადიროვის მეგობრის შვილს გაჰყვა ცოლად.

ერთ-ერთი მათგანი, ტაბარიკი კი მსახიობის პროფესიით იყო გატაცებული, რამაც ჩეჩნეთის ლიდერის უკმაყოფილება გამოიწვია. მით უფრო, რომ გოგონამ ჰიჯაბის ტარებაზე უარი თქვა. საბოლოოდ, ყველაფერი ჩეჩნეთის ლიდერის გამარჯვებით დასრულდა და "გოგონა ღირსეულ, ტრადიციულ ცხოვრებას დაუბრუნდა...". სინამდვილეში, გოგონას უფლება არ მისცეს ჩეჩნური ტრადიციებისთვის გადაეხვია.

ტაბარიკ კადიროვი დის დიზაინით შექმნილ სამოსში

რამდენიმე ხნის წინ რამზან კადიროვის შვილებმა თავიანთ მწვრთნელს აბდულ-კერიმ ედილოვს, რომელიც შერეული საბრძოლო ხელოვნების მრავალგზის პრიზიორია, დაბადების დღეზე ახალი "პორშე პანამერა" აჩუქეს.

მან ამის შესახებ ინსტაგრამზე დაწერა და ფოტოც გამოაქვეყნა. ანტიკრემლისტური რუსული მედიის ცნობით, ის, რომ კადიროვების სასახლიდან სკანდალის ხმები არ გამოდის, მედნი კადიროვას დამსახურებაა, რადგან ის მუდმივად ცდილობს ვითარების დაბალანსებას.

მამას არ უნდოდა, რომ მისი ულამაზესი ქალიშვილი 37 წლით უფროსს კაცს მეოთხე ცოლად გაჰყოლოდა - ცნობილი კომიკოსის საოცარი სიყვარულის ამბავი

დონალდ ტრამპს ძმისშვილი უპირისპირდება - რა წერია სკანდალურ წიგნში, რომლის გამოც პრეზიდენტი სასამართლოს მიმართავს

შეკვეთილი მკვლელობები, რომელთა კვალიც რამზან კადიროვთან მიდის