პოლიტიკა
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბიჭი, რომელიც ბედნიერებას დაატარებდა... არავისთვის არაფერი დაუშავებია, არც მკვლელისთვის" - რას წერენ სოფელ გუთურში მოკლულ 26 წლის ახალგაზრდაზე
"ბიჭი, რომელიც ბედნიერებას დაატარებდა... არავისთვის არაფერი დაუშავებია, არც მკვლელისთვის" - რას წერენ სოფელ გუთურში მოკლულ 26 წლის ახალგაზრდაზე

სო­ფელ გუ­თურ­ში მოკ­ლუ­ლი ახალ­გაზ­რდა ბი­ჭის ამ­ბავ­მა მთე­ლი გუ­რია შეძ­რა. 26 წლის ავთო კა­ლან­და­ძე ერთ-ერთი ბან­კის თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო და თბი­ლი­სი­დან მშობ­ლი­ურ სო­ფელ­ში დრო­ე­ბით ჩა­სუ­ლი, სა­კუ­თარ სახ­ლში ნაც­ნობ­მა მოკ­ლა.

ბრალ­დე­ბუ­ლი 41 წლის მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვია, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით, ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა 21 მა­ისს, ჩო­ხა­ტა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ გუ­თურ­ში, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბი­სას, თა­ვის ნაც­ნობს - 1993 წელს და­ბა­დე­ბულ ავთო კა­ლან­და­ძეს მის­სა­ვე სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში, სა­ნა­დი­რო თო­ფი­დან გას­რო­ლით სხე­ულ­ზე ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. დაჭ­რი­ლი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

მოკ­ლულ ბიჭს გან­სა­კუთ­რე­ბით და­დე­ბი­თად ახა­სი­ა­თე­ბენ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი, უკონ­ფლიქ­ტო, მშრო­მელ და ხა­ლი­სი­ან ახალ­გაზ­რდას ჩო­ხა­ტა­უ­რის რა­ი­ონ­ში ბევ­რი იც­ნობ­და.

ჩო­ხა­ტა­უ­რის პირ­ვე­ლი სა­ჯა­რო სკო­ლის ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რი მა­ნა­ნა ჯინ­ჭა­რა­ძე ავთო კა­ლან­და­ძეს იხ­სე­ნებს, რო­მე­ლიც მისი თქმით, სა­უ­კე­თე­სო მოს­წავ­ლე იყო:

"ყო­ფი­ლი მოს­წავ­ლე არ არ­სე­ბობს. ჩემი სა­უ­კე­თე­სო მოს­წავ­ლე მოკ­ლეს, შე­უ­და­რე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი და უნი­ჭი­ე­რე­სი ახალ­გაზ­რდა; ბიჭი, რო­მე­ლიც სხე­უ­ლით ბედ­ნი­ე­რე­ბას და სი­ცოხ­ლეს და­ა­ტა­რებ­და - სკო­ლა­შიც, უნი­ვერ­სი­ტეტ­შიც, უბან­შიც; უნი­ჭი­ე­რე­სი, ჭკუ­ა­სა­კი­თხა­ვი კაცი, ჩემი შვი­ლის კლა­სე­ლი და მე­გო­ბა­რი;

გუ­ლით რომ მდო­მო­და, ერთ საყ­ვე­დურ­საც ვერ ვე­ტყო­დი, ისე­თი პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი იყო; ყვე­ლა რომ გა­მემ­ტყუ­ნე­ბი­ნა, მას ვე­რა­სო­დეს ვა­კად­რებ­დი შე­ნიშ­ვნას - ენა არ მო­მიბ­რუნ­დე­ბო­და; ღი­მილს საგ­ზა­ლი­ვით და­ა­ტა­რებ­და, - სულ მომ­ღე­რა­ლი და მო­ცეკ­ვა­ვე...

არც მახ­სოვს ვინ­მეს­თან ედა­ვოს, ეჩხუ­ბოს, ეკა­მა­თოს; აქეთ გირ­ჩევ­და და და­გაკ­ვა­ლი­ა­ნებ­და... არა­ვის­თვის არა­სო­დეს არა­ფე­რი და­უ­შა­ვე­ბია... არც მკვლე­ლის­თვის... "ჭირი მარ­თალ­სო" - აი, ასე უდა­ნა­შა­უ­ლოდ მო­მიკ­ლეს 26 წლის მოს­წავ­ლე და აღარ ვიცი, ვინ ვა­ნუ­გე­შო... დღეს მე, მო­გე­ბუ­ლი რომ მე­გო­ნა ის ომი წა­ვა­გე - მეც და მკვლე­ლის მას­წავ­ლე­ბელ­მაც.

ვზი­ვარ ახლა გა­ოგ­ნე­ბუ­ლი და თქვენ­თვის ვწერ, ჩემო კო­ლე­გე­ბო... არ გა­ჩერ­დეთ, ილა­პა­რა­კეთ, გა­უ­ჩე­რებ­ლად და ძა­ლი­ან ბევ­რი, რომ ზი­ზღი, სი­ძულ­ვი­ლი, აგ­რე­სია, რა­დი­კა­ლიზ­მი, ცივ­სის­ხლი­ა­ნო­ბა და გა­უ­ნათ­ლებ­ლო­ბა კლავს უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნებს, სა­უ­კე­თე­სო ახალ­გაზ­რდებს... არ ახ­სნათ არ­ცერ­თი გაკ­ვე­თი­ლი მა­ნამ, სა­ნამ ამით არ და­ი­წყებთ... არ და­ას­რუ­ლოთ, თუ ეს არ უთხა­რით... დღეს ჩემი და შენი წილი სი­მარ­თლე არ არ­სე­ბობს - და­მარ­ცხე­ბუ­ლე­ბი ვართ" - წერს მა­ნა­ნა ჯინ­ჭა­რა­ძე "ფე­ის­ბუქ­ზე".

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ემიგ­რან­ტე­ბის იმე­დის" დამ­ფუძ­ნებ­ლის შოთო სი­ხა­რუ­ლი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოკ­ლუ­ლის მშობ­ლე­ბი ემიგ­რა­ცი­ა­ში არი­ან.

"დავ­მუნჯდი... მკვლე­ლო­ბა ჩო­ხა­ტა­ურ­ში სო­ფელ გუ­თურ­ში... რა უნდა ვუ­თხრათ შენს ემიგ­რანტ დე­დას და მა­მას? ასე სას­ტი­კად რო­გორ მო­გექ­ცნენ და ისიც არ იკ­მა­რეს, და­უ­რე­კეს მშობ­ლებს და უთხრეს შვი­ლი მო­გი­კა­ლი­თო...

რა უსა­მარ­თლოა ცხოვ­რე­ბა. თა­ვი­დან ვერ ვი­აზ­რებთ რა ხდე­ბა, ად­გილს ვერ ვპო­უ­ლობთ. გარ­შე­მო ქა­ო­სია. ბრბო გი­ახ­ლოვ­დე­ბა, ყვე­ლას ყუ­რე­ბი აქვს ჩა­მოყ­რი­ლი, თვა­ლე­ბი ჩა­წით­ლე­ბუ­ლი, თით­ქოს ტი­როდ­ნენ. გი­ახ­ლოვ­დე­ბი­ან და ხვდე­ბი, რომ ეს ჩამ­ქრა­ლი თვა­ლე­ბი, აწე­წი­ლი თმე­ბი აკან­კა­ლე­ბუ­ლი ხმით წარ­მოთ­ქმუ­ლი სი­ტყვე­ბი, ავის მო­მას­წავ­ლე­ბე­ლია.

მე­ხის გა­ვარ­დნას ჰგავს ეს ყვე­ლა­ფე­რი. მუდ­მი­ვად კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი გან­წყო­ბის გა­მომ­სახ­ვე­ლი თვა­ლე­ბი, მუ­დამ ღი­მი­ლი­ა­ნი სახე, მო­რი­დე­ბუ­ლი ყვე­ლას მი­მართ, წყნა­რი და მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი. შენ მხო­ლოდ სი­კე­თის თეს­ვა შე­გეძ­ლო. თავ­და­დე­ბით შრო­მობ­დი, სი­ცო­ცხლეს შეჰ­ხა­რო­დი, ყვე­ლას­გან სიყ­ვა­რულს და სა­უ­კე­თე­სო სურ­ვი­ლებს იღებ­დი. ასე იცხოვ­რე 26 წელი... ულ­მო­ბელ­მა სიკ­ვდილ­მა ერ­თმა­ნეთს ფი­ზი­კუ­რად დაგ­ვა­შო­რა, მაგ­რამ შენ არ იფიქ­რო, სიკ­ვდი­ლი შეძ­ლებს შენ­და­მი სიყ­ვა­რუ­ლის გა­ნე­ლე­ბას.

ჩვენ­თვის ძნე­ლია იმას­თან შე­გუ­ე­ბა, რომ შენ აღა­რა ხარ ჩვენს გვერ­დით, რა იყო ეს ბე­დის­წე­რა? ყვე­ლა­ზე ზრუ­ნავ­დი და ყვე­ლას მშვე­ლე­ლი იყა­ვი… ცრემ­ლი და დიდი ტკი­ვი­ლი უზო­მოდ მოგ­ვე­ნატ­რე­ბა შენი გუ­ლი­ა­ნი ღი­მი­ლი და ტკბი­ლი სა­უ­ბა­რი. კე­თი­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი იყა­ვი. თავ­ზარ­და­ცე­მუ­ლია ოჯა­ხი, სა­მე­გობ­რო, ახ­ლობ­ლე­ბი.

ატირ­და მთე­ლი გუ­რია და გუ­თუ­რი... თავ­ზარ­დამ­ცე­მია ეს ყვე­ლა­ფე­რი, ყვე­ლა­ფე­რი გი­ხა­რო­და, მაგ­რამ არ გა­ცა­და...

ნე­ტა­ვი გვყო­ლო­დი, ცო­ცხა­ლი გვყო­ლო­დი, ნამ­დვი­ლი და არა ასე­თი ცრემ­ლი­ა­ნი შენი ჩამ­სხვრე­უ­ლი სი­კე­თით ხელ­ში, რა ლა­მა­ზი იმე­დი იქ­ნე­ბო­დი ჩვე­ნი. რა ბედ­ნი­ე­რი ვიქ­ნე­ბო­დით ცო­ცხა­ლი რომ გვყავ­დე, ყო­ფი­ლი­ყა­ვი ამ ქვეყ­ნად და გა­გე­ხა­რა. ღმერ­თს ვთხოვთ ნა­თელ­ში გვიმ­ყო­ფოს შენი სპე­ტა­კი სული და ისიც ვი­ცით მიწა თმებს რომ არ ათეთ­რებს და შენ მუ­დამ ისევ ისე­თი კე­თი­ლი ღი­მი­ლის ბიჭი, კვლა­ვაც 26 წლის იქ­ნე­ბი... ვი­ლო­ცებთ შენი ლა­მა­ზი სუ­ლის­თვის ღმერ­თმა ნა­თელ­ში გამ­ყო­ფოს ავ­თუ­ლი­კა.... და ბო­ლოს - მუ­დამ ტკი­ვი­ლი­ა­ნი, ია­რა­შე­უ­ხორ­ცე­ბე­ლი დედა მოვა შენს საფ­ლავ­თან და ჩა­მოგ­ძა­ხებს: "დედა მო­გიკ­ვდეს შვი­ლო..." - წერს შოთო სი­ხა­რუ­ლი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
არა ქოცს! არა ნაცს!
61

გაგებით უნდა მოვეკიდოთ არა?მკვლელების მთავრობა!

Roma
3

მთავრობა იმ შუაშია რომ უნდა გაამკაცროს სასჯელი მკვლელობაზე! ამასაც ხალხი ვერ გააკეთებს, განზრახ მკვლელობაზე მინიმუმ 20 წელი!!! ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს მკვლელობებს მომავალში.

ავტორი:

"ბიჭი, რომელიც ბედნიერებას დაატარებდა... არავისთვის არაფერი დაუშავებია, არც მკვლელისთვის" - რას წერენ სოფელ გუთურში მოკლულ 26 წლის ახალგაზრდაზე

"ბიჭი, რომელიც ბედნიერებას დაატარებდა... არავისთვის არაფერი დაუშავებია, არც მკვლელისთვის" - რას წერენ სოფელ გუთურში მოკლულ 26 წლის ახალგაზრდაზე

სოფელ გუთურში მოკლული ახალგაზრდა ბიჭის ამბავმა მთელი გურია შეძრა. 26 წლის ავთო კალანდაძე ერთ-ერთი ბანკის თანამშრომელი იყო და თბილისიდან მშობლიურ სოფელში დროებით ჩასული, საკუთარ სახლში ნაცნობმა მოკლა.

ბრალდებული 41 წლის მამაკაცი, რომელიც წარსულში ნასამართლევია, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 21 მაისს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურში, ურთიერთშელაპარაკებისას, თავის ნაცნობს - 1993 წელს დაბადებულ ავთო კალანდაძეს მისსავე საცხოვრებელ სახლში, სანადირო თოფიდან გასროლით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

მოკლულ ბიჭს განსაკუთრებით დადებითად ახასიათებენ ადგილობრივები, უკონფლიქტო, მშრომელ და ხალისიან ახალგაზრდას ჩოხატაურის რაიონში ბევრი იცნობდა.

ჩოხატაურის პირველი საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი მანანა ჯინჭარაძე ავთო კალანდაძეს იხსენებს, რომელიც მისი თქმით, საუკეთესო მოსწავლე იყო:

"ყოფილი მოსწავლე არ არსებობს. ჩემი საუკეთესო მოსწავლე მოკლეს, შეუდარებელი ადამიანი და უნიჭიერესი ახალგაზრდა; ბიჭი, რომელიც სხეულით ბედნიერებას და სიცოხლეს დაატარებდა - სკოლაშიც, უნივერსიტეტშიც, უბანშიც; უნიჭიერესი, ჭკუასაკითხავი კაცი, ჩემი შვილის კლასელი და მეგობარი;

გულით რომ მდომოდა, ერთ საყვედურსაც ვერ ვეტყოდი, ისეთი პასუხისმგებლიანი იყო; ყველა რომ გამემტყუნებინა, მას ვერასოდეს ვაკადრებდი შენიშვნას - ენა არ მომიბრუნდებოდა; ღიმილს საგზალივით დაატარებდა, - სულ მომღერალი და მოცეკვავე...

არც მახსოვს ვინმესთან ედავოს, ეჩხუბოს, ეკამათოს; აქეთ გირჩევდა და დაგაკვალიანებდა... არავისთვის არასოდეს არაფერი დაუშავებია... არც მკვლელისთვის... "ჭირი მართალსო'' - აი, ასე უდანაშაულოდ მომიკლეს 26 წლის მოსწავლე და აღარ ვიცი, ვინ ვანუგეშო... დღეს მე, მოგებული რომ მეგონა ის ომი წავაგე - მეც და მკვლელის მასწავლებელმაც.

ვზივარ ახლა გაოგნებული და თქვენთვის ვწერ, ჩემო კოლეგებო... არ გაჩერდეთ, ილაპარაკეთ, გაუჩერებლად და ძალიან ბევრი, რომ ზიზღი, სიძულვილი, აგრესია, რადიკალიზმი, ცივსისხლიანობა და გაუნათლებლობა კლავს უდანაშაულო ადამიანებს, საუკეთესო ახალგაზრდებს... არ ახსნათ არცერთი გაკვეთილი მანამ, სანამ ამით არ დაიწყებთ... არ დაასრულოთ, თუ ეს არ უთხარით... დღეს ჩემი და შენი წილი სიმართლე არ არსებობს - დამარცხებულები ვართ" - წერს მანანა ჯინჭარაძე "ფეისბუქზე".

არასამთავრობო ორგანიზაცია "ემიგრანტების იმედის" დამფუძნებლის შოთო სიხარულიძის ინფორმაციით, მოკლულის მშობლები ემიგრაციაში არიან.

"დავმუნჯდი... მკვლელობა ჩოხატაურში სოფელ გუთურში... რა უნდა ვუთხრათ შენს ემიგრანტ დედას და მამას? ასე სასტიკად როგორ მოგექცნენ და ისიც არ იკმარეს, დაურეკეს მშობლებს და უთხრეს შვილი მოგიკალითო...

რა უსამართლოა ცხოვრება. თავიდან ვერ ვიაზრებთ რა ხდება, ადგილს ვერ ვპოულობთ. გარშემო ქაოსია. ბრბო გიახლოვდება, ყველას ყურები აქვს ჩამოყრილი, თვალები ჩაწითლებული, თითქოს ტიროდნენ. გიახლოვდებიან და ხვდები, რომ ეს ჩამქრალი თვალები, აწეწილი თმები აკანკალებული ხმით წარმოთქმული სიტყვები, ავის მომასწავლებელია.

მეხის გავარდნას ჰგავს ეს ყველაფერი. მუდმივად კეთილშობილური განწყობის გამომსახველი თვალები, მუდამ ღიმილიანი სახე, მორიდებული ყველას მიმართ, წყნარი და მოკრძალებული. შენ მხოლოდ სიკეთის თესვა შეგეძლო. თავდადებით შრომობდი, სიცოცხლეს შეჰხაროდი, ყველასგან სიყვარულს და საუკეთესო სურვილებს იღებდი. ასე იცხოვრე 26 წელი... ულმობელმა სიკვდილმა ერთმანეთს ფიზიკურად დაგვაშორა, მაგრამ შენ არ იფიქრო, სიკვდილი შეძლებს შენდამი სიყვარულის განელებას.

ჩვენთვის ძნელია იმასთან შეგუება, რომ შენ აღარა ხარ ჩვენს გვერდით, რა იყო ეს ბედისწერა? ყველაზე ზრუნავდი და ყველას მშველელი იყავი… ცრემლი და დიდი ტკივილი უზომოდ მოგვენატრება შენი გულიანი ღიმილი და ტკბილი საუბარი. კეთილი და სამართლიანი იყავი. თავზარდაცემულია ოჯახი, სამეგობრო, ახლობლები.

ატირდა მთელი გურია და გუთური... თავზარდამცემია ეს ყველაფერი, ყველაფერი გიხაროდა, მაგრამ არ გაცადა...

ნეტავი გვყოლოდი, ცოცხალი გვყოლოდი, ნამდვილი და არა ასეთი ცრემლიანი შენი ჩამსხვრეული სიკეთით ხელში, რა ლამაზი იმედი იქნებოდი ჩვენი. რა ბედნიერი ვიქნებოდით ცოცხალი რომ გვყავდე, ყოფილიყავი ამ ქვეყნად და გაგეხარა. ღმერთს ვთხოვთ ნათელში გვიმყოფოს შენი სპეტაკი სული და ისიც ვიცით მიწა თმებს რომ არ ათეთრებს და შენ მუდამ ისევ ისეთი კეთილი ღიმილის ბიჭი, კვლავაც 26 წლის იქნები... ვილოცებთ შენი ლამაზი სულისთვის ღმერთმა ნათელში გამყოფოს ავთულიკა.... და ბოლოს - მუდამ ტკივილიანი, იარაშეუხორცებელი დედა მოვა შენს საფლავთან და ჩამოგძახებს: "დედა მოგიკვდეს შვილო..." - წერს შოთო სიხარულიძე.

როგორ გვილოცავენ დამოუკიდებლობის დღეს საქართველოზე შეყვარებული უცხოელი ტურისტები - "საქართველო ჩემს გულშია, ერთი სული მაქვს როდის დავბრუნდები!"

"ასე ვამარცხებთ COVID-19-ს..." - თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ადმინისტრაციულ შენობაში წვიმს

როგორ ეხმაურებიან ნიკოლოზ ბასილაშვილის გარშემო აგორებულ სკანდალს ცნობილი ქართველები