მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი რჩევაა დამაწყნარებელი დალიონ, რადგან ჩვენი შეფასებებისგან ღამით კოშმარები დაესიზმრებათ" - რა ელით მონაწილეებს და მაყურებელს „მასტერშეფის“ ახალ სეზონში
"ჩემი რჩევაა დამაწყნარებელი დალიონ, რადგან ჩვენი შეფასებებისგან ღამით კოშმარები დაესიზმრებათ" - რა ელით მონაწილეებს და მაყურებელს „მასტერშეფის“ ახალ სეზონში

კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი მე­გა­შოუ "მას­ტერ­შე­ფი" ბრუნ­დე­ბა! რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობს ქას­თინ­გე­ბი და რას უნდა ელო­დოს მა­ყუ­რე­ბე­ლი „მას­ტერ­შე­ფის“ მე­სა­მე სე­ზონ­ში - ამის შე­სა­ხებ ჟი­უ­რის წევ­რე­ბი: ლუკა ნა­ჭყე­ბია, ლე­ვან კო­ბი­აშ­ვი­ლი და კონ­სტან­ტი­ნე თე­დე­ლუ­რი ჩვენს მკი­თხველს მო­უყ­ვე­ბი­ან.

ლუკა ნა­ჭყე­ბია:

"მე­სა­მე სე­ზო­ნი იწყე­ბა და სტან­დარ­ტე­ბის ამაღ­ლე­ბის მო­ლო­დი­ნი მაქვს, მა­ყუ­რე­ბელ­საც და მო­ნა­წი­ლე­ებ­საც გე­ტყვით, რომ წელს ბევ­რად მკაც­რე­ბი ვიქ­ნე­ბით, მივ­ხვდი რომ წინა სე­ზო­ნებ­ში შე­და­რე­ბით ლმო­ბი­ე­რი ვი­ყა­ვი, წელს ამის ილუ­ზია ნამ­დვი­ლად არ უნდა ჰქონ­დეს არა­ვის, ჩემი მხრი­დან ეს აღარ გან­მე­ორ­დე­ბა.

მეტი მინ­და მო­ნა­წი­ლე­ე­ბის­გან, მეტი სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლე მინ­და მათ­გან კრე­ა­ტი­უ­ლო­ბით და­წყე­ბუ­ლი. კარ­გი კუ­ლი­ნა­რი­ის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია დიდი მონ­დო­მე­ბა, ხალ­ხის ე.წ. „გა­წურ­ვა“ მინ­და, ვი­ნა­ი­დან ვფიქ­რობ, ასე უფრო შე­ეც­დე­ბი­ან თა­ვი­ან­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მაქ­სი­მუ­მი და­დონ. ჩემი რჩე­ვაა, და­მა­წყნა­რებ­ლე­ბი იყი­დონ, ან­ტი­დეპ­რე­სან­ტე­ბიც გა­მო­ად­გე­ბათ სა­ვა­რა­უ­დოდ, და­მა­ძი­ნებ­ლე­ბიც კარ­გი ვა­რი­ან­ტია, იმი­ტომ რომ ჩვე­ნი შე­ფა­სე­ბე­ბის­გან ღა­მით ბევ­რი კოშ­მა­რი და­ე­სიზ­მრე­ბათ.“

ლე­ვან კო­ბი­აშ­ვი­ლი:

"წელს ბევრ სი­ახ­ლეს ვე­ლო­დე­ბით, ნი­ჭი­ერ ადა­მი­ა­ნებს, ვინც ჩვენს გა­ო­ცე­ბას მო­ა­ხერ­ხებს. და­სა­წყი­სის­თვის გე­ტყვით, რომ ქას­თინგზე­ვე საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი ნა­კა­დი შე­ი­ნიშ­ნე­ბო­და, არ­ჩე­ვის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი შე­იც­ვა­ლა და რა თქმა უნდა, ვე­ძებთ მათ ვი­საც დიდი სურ­ვი­ლი აქვს სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ფარ­თე აუ­დი­ტო­რი­ას­თან წარ­სად­გე­ნად.

რაც მთა­ვა­რია გა­სუ­ლი ორი სე­ზო­ნის შემ­დეგ ძა­ლი­ან ბევ­რს გა­უჩ­ნდა სურ­ვი­ლი, სი­თა­მა­მე და გა­და­წყვი­ტეს „მას­ტერ­შეფ­ში“ მოს­ვლა, რაც უკვე მი­სა­სალ­მე­ბე­ლია. წინა სე­ზო­ნე­ბის მსგავ­სად სტან­დარ­ტუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბი გვაქვს, თუმ­ცა სიმ­კაც­რე იქ­ნე­ბა, ახა­ლი გუნ­დი მო­დის მო­გეხ­სე­ნე­ბათ, შე­სა­ბა­მი­სად ვი­სურ­ვებ­დი, რომ მო­მა­ვალ­მა „მას­ტერ­შე­ფე­ლებ­მა“ დახ­ვე­წონ თა­ვი­ან­თი კერ­ძე­ბი და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი რად­გან უფრო კარ­გად წარ­მო­ა­ჩი­ნონ სა­კუ­თა­რი თავი.“

კონ­სტან­ტი­ნე თე­დე­ლუ­რი:

"შე­და­რე­ბით ძლი­ე­რი კონ­კურ­სან­ტე­ბი მო­ვიდ­ნენ წელს, გა­მოს­წო­რე­ბუ­ლია კერ­ძე­ბის აწყო­ბის მხა­რე, პრო­დუქ­ტე­ბის თა­მა­შიც გა­თა­მა­მე­ბუ­ლია და სწო­რად არის მო­წო­დე­ბუ­ლი, მაგ­რამ ვთვლი რომ შე­სარ­ჩევ ტურ­ში ნერ­ვი­უ­ლო­ბა ავ­ტო­მა­ტუ­რად კერძზე აი­სა­ხე­ბა.

ვნა­ხოთ რა იქ­ნე­ბა, ჯერ­ჯე­რო­ბით კმა­ყო­ფი­ლი ვარ. კი­დევ ერთხელ ავღ­ნიშ­ნავ, რომ ჯერ თვა­ლით უნდა მი­ი­ღო საკ­ვე­ბი, სა­ნამ პირ­თან მი­ი­ტან, მა­ნამ­დე ცხვირ­მა უნდა იგ­რძნოს, შემ­დეგ კი პი­რის რე­ცეპ­ტო­რებ­მა, ეს ჯაჭ­ვი აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა ჩემ­ში, სა­ნამ მე აქ ვიდ­გე­ბი. და­მა­ტე­ბი­თი მო­თხოვ­ნე­ბი ალ­ბათ უფრო გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, ვი­ნა­ი­დან ყვე­ლა წი­ნა­მორ­ბედ გა­მარ­ჯვე­ბულს, წლე­ვან­დელ­მა „მას­ტერ­შე­ფის“ ტი­ტუ­ლის მფლო­ბელ­მა უნდა გა­და­ა­ბი­ჯოს. რჩე­ვის სა­ხით კი ახალ კონ­კურ­სან­ტებს ვე­ტყო­დი, რომ გა­აზ­რე­ბუ­ლად მო­მა­წო­დონ შე­ხა­მე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის სინ­თე­ზი.“

კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი შოუ 24 მა­ი­სი­დან, ყო­ველ კვი­რა დღეს გავა ეთერ­ში. გა­და­ცე­მის გე­ნე­რა­ლუ­რი სპონ­სო­რია ჰი­პერ­მარ­კე­ტე­ბის ქსე­ლი „გუდ­ვი­ლი“, ხოლო მხარ­დამ­ჭე­რე­ბი პირ­ვე­ლი ონ­ლა­ინ კა­ტა­ლო­გი სა­ქარ­თვე­ლო­ში - „Onoff.ge“; სა­კონ­დიტ­რო კომ­პა­ნია - „სან­დო­მი“; „სან­ტე“; „პრე­ზი­დენ­ტი“; „სა­ნე­ბო“; „სან­ტი­ნო“; „სან­ტი­სი­მო“; „მე­ლო­ჩი ჟიზ­ნი“; ქარ­თუ­ლი აგრო სახ­ლი - „პლან­ტა“; „ბონ­დუ­ე­ლი“ და ღვი­ნის კომ­პა­ნია - „რთვე­ლი­სი“

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Gio
21

Vai tqvens patrons

.............
2

სულმოუთქმელად გელით, მიყვარს ეს პროექტი ძალიან. <3

ავტორი:

"ჩემი რჩევაა დამაწყნარებელი დალიონ, რადგან ჩვენი შეფასებებისგან ღამით კოშმარები დაესიზმრებათ" - რა ელით მონაწილეებს და მაყურებელს „მასტერშეფის“ ახალ სეზონში

"ჩემი რჩევაა დამაწყნარებელი დალიონ, რადგან ჩვენი შეფასებებისგან ღამით კოშმარები დაესიზმრებათ" - რა ელით მონაწილეებს და მაყურებელს „მასტერშეფის“ ახალ სეზონში

კულინარიული მეგაშოუ "მასტერშეფი" ბრუნდება! როგორ მიმდინარეობს ქასთინგები და რას უნდა ელოდოს მაყურებელი „მასტერშეფის“ მესამე სეზონში - ამის შესახებ ჟიურის წევრები: ლუკა ნაჭყებია, ლევან კობიაშვილი და კონსტანტინე თედელური ჩვენს მკითხველს მოუყვებიან.

ლუკა ნაჭყებია:

"მესამე სეზონი იწყება და სტანდარტების ამაღლების მოლოდინი მაქვს, მაყურებელსაც და მონაწილეებსაც გეტყვით, რომ წელს ბევრად მკაცრები ვიქნებით, მივხვდი რომ წინა სეზონებში შედარებით ლმობიერი ვიყავი, წელს ამის ილუზია ნამდვილად არ უნდა ჰქონდეს არავის, ჩემი მხრიდან ეს აღარ განმეორდება.

მეტი მინდა მონაწილეებისგან, მეტი საინტერესო სიახლე მინდა მათგან კრეატიულობით დაწყებული. კარგი კულინარიის განვითარებისთვის აუცილებელია დიდი მონდომება, ხალხის ე.წ. „გაწურვა“ მინდა, ვინაიდან ვფიქრობ, ასე უფრო შეეცდებიან თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმი დადონ. ჩემი რჩევაა, დამაწყნარებლები იყიდონ, ანტიდეპრესანტებიც გამოადგებათ სავარაუდოდ, დამაძინებლებიც კარგი ვარიანტია, იმიტომ რომ ჩვენი შეფასებებისგან ღამით ბევრი კოშმარი დაესიზმრებათ.“

ლევან კობიაშვილი:

"წელს ბევრ სიახლეს ველოდებით, ნიჭიერ ადამიანებს, ვინც ჩვენს გაოცებას მოახერხებს. დასაწყისისთვის გეტყვით, რომ ქასთინგზევე საკმაოდ ძლიერი ნაკადი შეინიშნებოდა, არჩევის კრიტერიუმები შეიცვალა და რა თქმა უნდა, ვეძებთ მათ ვისაც დიდი სურვილი აქვს საკუთარი შესაძლებლობების ფართე აუდიტორიასთან წარსადგენად.

რაც მთავარია გასული ორი სეზონის შემდეგ ძალიან ბევრს გაუჩნდა სურვილი, სითამამე და გადაწყვიტეს „მასტერშეფში“ მოსვლა, რაც უკვე მისასალმებელია. წინა სეზონების მსგავსად სტანდარტული მოთხოვნები გვაქვს, თუმცა სიმკაცრე იქნება, ახალი გუნდი მოდის მოგეხსენებათ, შესაბამისად ვისურვებდი, რომ მომავალმა „მასტერშეფელებმა“ დახვეწონ თავიანთი კერძები და შესაძლებლობები რადგან უფრო კარგად წარმოაჩინონ საკუთარი თავი.“

კონსტანტინე თედელური:

"შედარებით ძლიერი კონკურსანტები მოვიდნენ წელს, გამოსწორებულია კერძების აწყობის მხარე, პროდუქტების თამაშიც გათამამებულია და სწორად არის მოწოდებული, მაგრამ ვთვლი რომ შესარჩევ ტურში ნერვიულობა ავტომატურად კერძზე აისახება.

ვნახოთ რა იქნება, ჯერჯერობით კმაყოფილი ვარ. კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, რომ ჯერ თვალით უნდა მიიღო საკვები, სანამ პირთან მიიტან, მანამდე ცხვირმა უნდა იგრძნოს, შემდეგ კი პირის რეცეპტორებმა, ეს ჯაჭვი აუცილებლად იქნება ჩემში, სანამ მე აქ ვიდგები. დამატებითი მოთხოვნები ალბათ უფრო გაძლიერებული იქნება, ვინაიდან ყველა წინამორბედ გამარჯვებულს, წლევანდელმა „მასტერშეფის“ ტიტულის მფლობელმა უნდა გადააბიჯოს. რჩევის სახით კი ახალ კონკურსანტებს ვეტყოდი, რომ გააზრებულად მომაწოდონ შეხამებული პროდუქტების სინთეზი.“

კულინარიული შოუ 24 მაისიდან, ყოველ კვირა დღეს გავა ეთერში. გადაცემის გენერალური სპონსორია ჰიპერმარკეტების ქსელი „გუდვილი“, ხოლო მხარდამჭერები პირველი ონლაინ კატალოგი საქართველოში - „Onoff.ge“; საკონდიტრო კომპანია - „სანდომი“; „სანტე“; „პრეზიდენტი“; „სანებო“; „სანტინო“; „სანტისიმო“; „მელოჩი ჟიზნი“; ქართული აგრო სახლი - „პლანტა“; „ბონდუელი“ და ღვინის კომპანია - „რთველისი“

"ჩემი გაკეთებულის ჭამა არ მიყვარს" - როგორ მოხვდა "მასტერშეფში" შოუს ყველაზე ექსცენტრიკული მონაწილე

დიდი სცენის შესარჩევი კონკურსი დასრულდა

"მადლობა, ამ მშვენიერი 12 წლისთვის" - კახა კალაძე და ანუკი არეშიძე ქორწინების იუბილეს აღნიშნავენ