სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პანდემიის გამო, ემიგრაციიდან დაბრუნებული 300 მოქალაქე მეთადონით მკურნალობს - რა მდგომარეობაა საქართველოში ნარკოტიკების მოხმარების კუთხით
პანდემიის გამო, ემიგრაციიდან დაბრუნებული 300 მოქალაქე მეთადონით მკურნალობს - რა მდგომარეობაა საქართველოში ნარკოტიკების მოხმარების კუთხით

რამ­დე­ნი­მე დღის წინ "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე "ჩემი ქა­ლა­ქი მკლავს" გავ­რცელ­და ფო­ტო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც თბი­ლის­ში, მთაწ­მინ­დის რა­ი­ო­ნის ერთ-ერთ ქუ­ჩა­ზეა გა­და­ღე­ბუ­ლი. ად­გი­ლობ­რივ­მა მცხოვ­რებ­მა გი­ორ­გი ლომ­თა­თი­ძემ სა­კუ­თა­რი ეზოს და­სუფ­თა­ვე­ბის დროს, სხვა ნარ­ჩე­ნებ­თან ერ­თად ათო­ბით ერთჯე­რა­დი "შპ­რი­ცი" იპო­ვა ეზო­ში, სა­დაც ბავ­შვე­ბიც ხში­რად თა­მა­შო­ბენ.

ფო­ტო­ე­ბი უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა გა­ა­ზი­ა­რა და ბევ­რის აღ­შფო­თე­ბაც გა­მო­იწ­ვია. კო­მენ­ტა­რებ­ში ბევ­რმა და­წე­რა, რომ შსს-მ კონ­ტროლ­ზე უნდა აიყ­ვა­ნოს ასე­თი ად­გი­ლე­ბი, რომ მათ სა­დარ­ბა­ზო­შიც ბევ­რჯერ უნა­ხავთ დაყ­რი­ლი შპ­რი­ცე­ბი, ერ­თმა ახალ­გაზ­რდა დე­დამ კი გა­იხ­სე­ნა ის­ტო­რია, რო­გორ იპო­ვა მის­მა მცი­რე­წლო­ვან­მა შვილ­მა ეზო­ში თა­მა­შის დროს "შპ­რი­ცი" და ის სახ­ლში მი­ი­ტა­ნა, რის შემ­დე­გაც ბავ­შვს ჰე­პა­ტიტ­ზე და შიდსზე ანა­ლი­ზე­ბი ჩა­უ­ტა­რეს.

რა ხდე­ბა ქვე­ყა­ნა­ში ნარ­კო­ტი­კე­ბის მოხ­მა­რე­ბი­სა და გავ­რცე­ლე­ბის კუ­თხით პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში? სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მტკი­ცე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო და­წე­სე­ბულ­მა შე­ზღუდ­ვებ­მა ნარ­კო­ტი­კე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა შე­ამ­ცი­რა, შემ­ცირ­და კლუ­ბუ­რი ნარ­კო­ტი­კე­ბის მოხ­მა­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბიც.

AMBEBI.GE ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და ნარ­კო­მა­ნი­ის პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლეს გური მე­ნაბ­დიშ­ვილს ესა­უბ­რა:

- იმა­ტა თუ არა პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში თქვენს ცენ­ტრში მო­მარ­თვი­ა­ნო­ბამ?

- პირ­ველ რიგ­ში უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ მე­თა­დო­ნის ჩა­ნაც­ვლე­ბი­თი თე­რა­პი­ის პროგ­რა­მა­ში ჩარ­თვის მსურ­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბამ პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში საგ­რძნობ­ლად იმა­ტა, რა­საც საკ­მა­ოდ პო­ზი­ტი­უ­რი ახ­სნა აქვს. ეს ნიშ­ნავს, რომ პან­დე­მი­ის გამო და­წე­სე­ბულ­მა შე­ზღუდ­ვებ­მა ნარ­კო­ტი­კე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა შავ ბა­ზარ­ზე მი­ნი­მუ­მამ­დე შე­ამ­ცი­რა. ამას­თან, სა­ზღვრე­ბის ჩა­კეტ­ვამ და მკაცრ­მა კონ­ტროლ­მა ნარ­კო­ტი­კე­ბის გავ­რცე­ლე­ბა­ზე პრე­ვენ­ცი­უ­ლად იმოქ­მე­და.

ამი­ტომ იმ ადა­მი­ა­ნებ­მა, რომ­ლებ­მაც ვერ იშოვ­ნეს ნარ­კო­ტი­კე­ბი, მი­ი­ღეს სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ჩა­ერ­თვნენ მე­თა­დო­ნის ჩა­ნაც­ვლე­ბით პროგ­რა­მა­ში, რაც, რა თქმა უნდა, სა­სი­ხა­რუ­ლოა

ბოლო ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ პროგ­რა­მის ბე­ნე­ფი­ცი­არ­თა რი­ცხვი 1000-ით გა­ი­ზარ­და, სა­ი­და­ნაც 300 პან­დე­მი­ის გამო უცხო­ე­თი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეა. ჩვენ პროგ­რა­მა­ში არ ვრთავთ იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­მაც მა­გა­ლი­თად, ორი კვი­რის წინ ან უახ­ლო­ეს წარ­სულ­ში გა­სინ­ჯეს ნარ­კო­ტი­კი. პროგ­რა­მა­ში ერ­თვე­ბი­ან ნარ­კო­ტი­კე­ბის აქ­ტი­უ­რი და ძვე­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად ვერ ვი­ტყვით, რომ ნარ­კო­ტი­კე­ბის ახალ მომ­ხმა­რე­ბელ­თა რი­ცხვი იზ­რდე­ბა. ჩვენ­თან გაზ­რდი­ლია გან­კურ­ნე­ბის მსურ­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბა.

ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებ­მა შავ ბა­ზარ­ზე ნარ­კო­ტი­კე­ბის ძებ­ნის ნაც­ვლად, ჩვენ მოგ­ვმარ­თეს და ჩა­ერ­თვნენ მე­თა­დო­ნის პროგ­რა­მა­ში.

- ხში­რად ახა­ლი ნარ­კო­ტი­კე­ბი ჩნდე­ბა ქვე­ყა­ნა­ში, ამ მხრივ რა ვი­თა­რე­ბაა ახლა? ამას­თან, ყვე­ლა­ზე ხში­რად რო­მე­ლი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი არი­ან თქვე­ნი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი?

- არა­ნა­ი­რი ახა­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა არ გა­მო­ჩე­ნი­ლა. ისევ ის ვი­თა­რე­ბა გვაქვს, რაც აქამ­დე იყო. მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა ძი­რი­თა­დად არის "სი­რე­ცის", და­ბალ­ხა­რის­ხი­ა­ნი, ია­ფ­ფა­სი­ა­ნი ნარ­კო­ტი­კის მომ­ხმა­რე­ბელ­თა მხრი­დან. ეს არის ძალ­ზედ სა­ში­ში ნარ­კო­ტი­კი, რო­მე­ლიც წლე­ბია შავ ბა­ზარ­ზე პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს.

ასე­ვე ხში­რად მო­იხ­მა­რენ ბუპ­რე­ნორ­ფინს (სუ­ბო­ტექ­სი, სუ­ბოქ­სი­ნი) და ა.შ. ამ მხრივ აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის, რომ საგ­რძნობ­ლად არის შემ­ცი­რე­ბუ­ლი კლუ­ბუ­რი ნარ­კო­ტი­კე­ბის მოხ­მა­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი, რაც იმით აიხ­სნე­ბა, რომ მას ძი­რი­თა­დად შე­სა­ბა­მის სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, კლუ­ბებ­ში მო­იხ­მა­რენ, რომ­ლე­ბიც პან­დე­მი­ის გამო და­კე­ტი­ლია.

- რა ცვლი­ლე­ბე­ბი გა­მო­იწ­ვია ცენ­ტრის მუ­შა­ო­ბის რე­ჟიმ­ში მო­მარ­თვი­ა­ნო­ბის ზრდამ და პან­დე­მი­ამ?

- პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში ჩვე­ნი კლი­ნი­კა ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში აგ­რძე­ლებს მუ­შა­ო­ბას. და­წე­სე­ბუ­ლი შეზ­რუდ­ვე­ბი­დან მე­ო­რე დღეს­ვე, ჩვენ შე­ვი­მუ­შა­ვეთ ეფექ­ტუ­რი მუ­შა­ო­ბის გეგ­მა. მე­თა­დო­ნის პროგ­რა­მის პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ზე მორ­გე­ბის მიზ­ნით, შე­მუ­შავ­და სპე­ცი­ა­ლუ­რი ბრძა­ნე­ბე­ბი. ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ ჩვე­ნი კონ­სულ­ტა­ცი­ის შე­დე­გად გა­მოს­ცა ბრძა­ნე­ბა სა­კა­რან­ტი­ნე სივ­რცე­ებ­ში მყო­ფი უცხო­ე­თი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მე­ტა­დო­ნის პროგ­რა­მა­ში ჩარ­თვის შე­სა­ხებ (ცნო­ბის­თვის, სა­კა­რან­ტი­ნო სივ­რცე­ში მო­თავ­სე­ბულ რამ­დე­ნი­მე პირს ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა აღ­მო­აჩ­ნდათ, ავტ)

ამ რე­გუ­ლა­ცი­ის მი­ხედ­ვით, ერთ ნარ­კო­ლოგს შე­უძ­ლია სა­კა­რან­ტი­ნე სივ­რცე­ში მო­ი­ნა­ხუ­ლოს უცხო­ე­თი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი პირი, ჩა­უ­ტა­როს მას კონ­სულ­ტა­ცია და მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მისი პროგ­რა­მა­ში ჩარ­თვის სა­ჭი­რო­ე­ბის შე­სა­ხებ. ეს ცვლი­ლე­ბა რომ არ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი­ყო, ვი­თა­რე­ბა ძა­ლი­ან დამ­ძიმ­დე­ბო­და. სწო­რედ ამ ბრძა­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­მოვ­ლინ­და ის 300 ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი, რომ­ლე­ბიც პროგ­რა­მა­ში ჩა­ერ­თვნენ.

ბრძა­ნე­ბა შე­მუ­შავ­და ტრან­სპორტთან და საშ­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც. რო­გორც კი ეს შე­ზღუდ­ვე­ბი გა­მო­ცხად­და, მე­ო­რე დღეს­ვე შსს-თან და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ჩვენ გა­ვე­ცით საშ­ვე­ბი ჩვენს პა­ცი­ენ­ტებ­ზე, სა­ა­თე­ბის და დღე­ე­ბის მი­თი­თე­ბით, რო­დის უნდა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლიყ­ვნენ ტრან­სპორ­ტით და ამ მხრივ არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ შექ­მნი­ათ მათ.

რად­გან, ბრძა­ნე­ბა­ში ცვლი­ლე­ბა შე­ვი­და შეხ­ვედ­რე­ბი­სა და თავ­ყრი­ლო­ბე­ბის შე­ზღუდ­ვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­თაც, ახლა ერთ ვი­ზიტ­ზე პა­ცი­ენ­ტებს ვა­ტანთ ხუთი დღის სამ­ყოფ მე­დი­კა­მენ­ტებს, რა­მაც 5-6 ჯერ შე­ამ­ცი­რა კლი­ნი­კა­ში მო­სას­ვლე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა.

ამ­ჟა­მად, აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობთ პროგ­რა­მა­ზე, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს სა­ქარ­თვე­ლოს მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჩვე­ნი მომ­სა­ხუ­რე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბას. ყო­ველ წელს ერთ რა­ი­ონს მა­ინც ვა­მა­ტებთ, სა­დაც ჩვე­ნი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა იხ­სნე­ბა. ახლა მიზ­ნად ვი­სა­ხავთ მო­ვიც­ვათ აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა რე­გი­ო­ნი, რათა ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებ­მა სა­კუ­თარ რა­ი­ო­ნებ­ში შეძ­ლონ სა­ჭი­რო მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მი­ღე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლია
4

300 ნარკომანი დააბრუნეს და სახელმწიფომ ხარჯი გაიღო... გდებულიყვნენ იქ სადაც იყვნენ!

mmm
1

აი რისთვის მიდიან ევროპაში. ახლა ჩამოვიდნენ აქ და ქუჩა სავსეა შპრიცებით. შემთხვევით ფეხი რომ დაადგა, ჩათვალე შარში ხარ. იმდენი გონებაც არ ყოფნით რომ იმ უბედურებას რომ ვენაში შეუშვებენ, ნემსი ისევ ბუდეში მაინც ჩადონ რომ შემთხვევით ფეხი არ დავადგათ და არ შეგვერჭოს. სადარბაზოები, პარკები და ლამის ყოველი ხის ძირი სავსეა შპრიცებით. ამდენს რას იკეტებენ ეს უბედურები, ან რამდენნი არიან?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

პანდემიის გამო, ემიგრაციიდან დაბრუნებული 300 მოქალაქე მეთადონით მკურნალობს - რა მდგომარეობაა საქართველოში ნარკოტიკების მოხმარების კუთხით

პანდემიის გამო, ემიგრაციიდან დაბრუნებული 300 მოქალაქე მეთადონით მკურნალობს - რა მდგომარეობაა საქართველოში ნარკოტიკების მოხმარების კუთხით

რამდენიმე დღის წინ "ფეისბუქის" გვერდზე "ჩემი ქალაქი მკლავს" გავრცელდა ფოტოები, რომლებიც თბილისში, მთაწმინდის რაიონის ერთ-ერთ ქუჩაზეა გადაღებული. ადგილობრივმა მცხოვრებმა გიორგი ლომთათიძემ საკუთარი ეზოს დასუფთავების დროს, სხვა ნარჩენებთან ერთად ათობით ერთჯერადი "შპრიცი" იპოვა ეზოში, სადაც ბავშვებიც ხშირად თამაშობენ.

ფოტოები უამრავმა ადამიანმა გააზიარა და ბევრის აღშფოთებაც გამოიწვია. კომენტარებში ბევრმა დაწერა, რომ შსს-მ კონტროლზე უნდა აიყვანოს ასეთი ადგილები, რომ მათ სადარბაზოშიც ბევრჯერ უნახავთ დაყრილი შპრიცები, ერთმა ახალგაზრდა დედამ კი გაიხსენა ისტორია, როგორ იპოვა მისმა მცირეწლოვანმა შვილმა ეზოში თამაშის დროს "შპრიცი" და ის სახლში მიიტანა, რის შემდეგაც ბავშვს ჰეპატიტზე და შიდსზე ანალიზები ჩაუტარეს.

რა ხდება ქვეყანაში ნარკოტიკების მოხმარებისა და გავრცელების კუთხით პანდემიის პირობებში? სპეციალისტების მტკიცებით, კორონავირუსის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა ნარკოტიკების ხელმისაწვდომობა შეამცირა, შემცირდა კლუბური ნარკოტიკების მოხმარების შემთხვევებიც.

AMBEBI.GE ამ საკითხთან დაკავშირებით ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილეს გური მენაბდიშვილს ესაუბრა:

- იმატა თუ არა პანდემიის პირობებში თქვენს ცენტრში მომართვიანობამ?

- პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ მეთადონის ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში ჩართვის მსურველთა რაოდენობამ პანდემიის პირობებში საგრძნობლად იმატა, რასაც საკმაოდ პოზიტიური ახსნა აქვს. ეს ნიშნავს, რომ პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა ნარკოტიკების ხელმისაწვდომობა შავ ბაზარზე მინიმუმამდე შეამცირა. ამასთან, საზღვრების ჩაკეტვამ და მკაცრმა კონტროლმა ნარკოტიკების გავრცელებაზე პრევენციულად იმოქმედა.

ამიტომ იმ ადამიანებმა, რომლებმაც ვერ იშოვნეს ნარკოტიკები, მიიღეს სწორი გადაწყვეტილება და ჩაერთვნენ მეთადონის ჩანაცვლებით პროგრამაში, რაც, რა თქმა უნდა, სასიხარულოა

ბოლო ორი თვის განმავლობაში ამ პროგრამის ბენეფიციართა რიცხვი 1000-ით გაიზარდა, საიდანაც 300 პანდემიის გამო უცხოეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეა. ჩვენ პროგრამაში არ ვრთავთ იმ ადამიანებს, რომლებმაც მაგალითად, ორი კვირის წინ ან უახლოეს წარსულში გასინჯეს ნარკოტიკი. პროგრამაში ერთვებიან ნარკოტიკების აქტიური და ძველი მომხმარებლები. შესაბამისად ვერ ვიტყვით, რომ ნარკოტიკების ახალ მომხმარებელთა რიცხვი იზრდება. ჩვენთან გაზრდილია განკურნების მსურველთა რაოდენობა.

ბენეფიციარებმა შავ ბაზარზე ნარკოტიკების ძებნის ნაცვლად, ჩვენ მოგვმართეს და ჩაერთვნენ მეთადონის პროგრამაში.

- ხშირად ახალი ნარკოტიკები ჩნდება ქვეყანაში, ამ მხრივ რა ვითარებაა ახლა? ამასთან, ყველაზე ხშირად რომელი ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლები არიან თქვენი ბენეფიციარები?

- არანაირი ახალი ნივთიერება არ გამოჩენილა. ისევ ის ვითარება გვაქვს, რაც აქამდე იყო. მომართვიანობა ძირითადად არის "სირეცის", დაბალხარისხიანი, იაფფასიანი ნარკოტიკის მომხმარებელთა მხრიდან. ეს არის ძალზედ საშიში ნარკოტიკი, რომელიც წლებია შავ ბაზარზე პოპულარობით სარგებლობს.

ასევე ხშირად მოიხმარენ ბუპრენორფინს (სუბოტექსი, სუბოქსინი) და ა.შ. ამ მხრივ აღსანიშნავია ის, რომ საგრძნობლად არის შემცირებული კლუბური ნარკოტიკების მოხმარების შემთხვევები, რაც იმით აიხსნება, რომ მას ძირითადად შესაბამის სიტუაციაში, კლუბებში მოიხმარენ, რომლებიც პანდემიის გამო დაკეტილია.

- რა ცვლილებები გამოიწვია ცენტრის მუშაობის რეჟიმში მომართვიანობის ზრდამ და პანდემიამ?

- პანდემიის პირობებში ჩვენი კლინიკა ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. დაწესებული შეზრუდვებიდან მეორე დღესვე, ჩვენ შევიმუშავეთ ეფექტური მუშაობის გეგმა. მეთადონის პროგრამის პანდემიის პირობებზე მორგების მიზნით, შემუშავდა სპეციალური ბრძანებები. ჯანდაცვის სამინისტრომ ჩვენი კონსულტაციის შედეგად გამოსცა ბრძანება საკარანტინე სივრცეებში მყოფი უცხოეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების მეტადონის პროგრამაში ჩართვის შესახებ (ცნობისთვის, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულ რამდენიმე პირს ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდათ, ავტ)

ამ რეგულაციის მიხედვით, ერთ ნარკოლოგს შეუძლია საკარანტინე სივრცეში მოინახულოს უცხოეთიდან დაბრუნებული პირი, ჩაუტაროს მას კონსულტაცია და მიიღოს გადაწყვეტილება მისი პროგრამაში ჩართვის საჭიროების შესახებ. ეს ცვლილება რომ არ შემუშავებულიყო, ვითარება ძალიან დამძიმდებოდა. სწორედ ამ ბრძანების საფუძველზე გამოვლინდა ის 300 ბენეფიციარი, რომლებიც პროგრამაში ჩაერთვნენ.

ბრძანება შემუშავდა ტრანსპორტთან და საშვებთან დაკავშირებითაც. როგორც კი ეს შეზღუდვები გამოცხადდა, მეორე დღესვე შსს-თან და ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობის საფუძველზე, ჩვენ გავეცით საშვები ჩვენს პაციენტებზე, საათების და დღეების მითითებით, როდის უნდა გამოცხადებულიყვნენ ტრანსპორტით და ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ შექმნიათ მათ.

რადგან, ბრძანებაში ცვლილება შევიდა შეხვედრებისა და თავყრილობების შეზღუდვის გათვალისწინებითაც, ახლა ერთ ვიზიტზე პაციენტებს ვატანთ ხუთი დღის სამყოფ მედიკამენტებს, რამაც 5-6 ჯერ შეამცირა კლინიკაში მოსასვლელი ადამიანების რაოდენობა.

ამჟამად, აქტიურად ვმუშაობთ პროგრამაზე, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩვენი მომსახურების ხელმისაწვდომობას. ყოველ წელს ერთ რაიონს მაინც ვამატებთ, სადაც ჩვენი წარმომადგენლობა იხსნება. ახლა მიზნად ვისახავთ მოვიცვათ აბსოლუტურად ყველა რეგიონი, რათა ბენეფიციარებმა საკუთარ რაიონებში შეძლონ საჭირო მედიკამენტების მიღება.

"ქორწილის გადახდას შევძლებთ, მაგრამ ჯერჯერობით 10 კაციანს" - ამირან გამყრელიძე

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და "კომენდანტის საათი" გაუქმდა

"ამაყი ვარ... ძალიან მძიმე შეზღუდვებზე ქართველმა ხალხმა შეგნების უმაღლესი გრძნობა გამოავლინა" - პაატა იმნაძე