საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კორონავირუსი არსად გამქრალა - ზოგიერთი შეზღუდვა, შეიძლება, კიდევ გაგრძელდეს" - პაატა იმნაძე
"კორონავირუსი არსად გამქრალა - ზოგიერთი შეზღუდვა, შეიძლება, კიდევ გაგრძელდეს" - პაატა იმნაძე

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლის, პა­ა­ტა იმ­ნა­ძის გან­ცხა­დე­ბით, იმ ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც ეკო­ნო­მი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა ეტა­პობ­რი­ვად გა­იხ­სნა, კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვე­ბის მკვეთ­რი მა­ტე­ბა და­ფიქ­სირ­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ იმ­ნა­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა „"სა­ღა­მოს ნი­უს­რუმ­ში" ისა­უბ­რა.

რო­გორც პა­ა­ტა იმ­ნა­ძე გან­მარ­ტავს, კო­რო­ნა­ვირუ­სი არ­სად გამ­ქრა­ლა და ის "ჩვენ გვერ­დით ყოფ­ნას გა­ნაგ­რძობს".

"შე­მო­დო­მა-ზამ­თრამ­დე წინ ზა­ფხუ­ლი გვაქვს. იგი­ვე ჩი­ნეთ­ში, მთე­ლი პრო­ვინ­ცია და­ი­ხუ­რა იმი­ტომ, რომ იქ შემ­თხვე­ვე­ბია. იმ ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც გა­იხ­სნა ეტა­პობ­რი­ვად ეკო­ნო­მი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა, და­ფიქ­სირ­და უკვე შემ­თხვე­ვე­ბის მკვეთ­რი მა­ტე­ბა. ჩვენ სა­ბედ­ნი­ე­როდ ისე გან­ვლეთ ეს პე­რი­ო­დი, რომ ქვე­ყა­ნა­ში ბევ­რი შემ­თხვე­ვა არ გვქო­ნია, პრინ­ციპ­ში, ნაკ­ლე­ბი და­ნა­კარ­გე­ბით მო­ვე­დით დღე­ვან­დელ დღემ­დე. ფაქ­ტი ერ­თია, კო­რო­ნა არ­სად გამ­ქრა­ლა, კო­რო­ნა აგ­რძე­ლებს ჩვენ გვერ­დით ყოფ­ნას.

მად­ლო­ბა მინ­და ვუ­თხრა ჩვენს თა­ნა­მოქ­ლა­ქე­ებს, რად­გან მარ­თლაც არ იყო ად­ვი­ლი მთე­ლი პე­რი­ო­დის გა­და­ტა­ნა, გარ­კვე­უ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი ახ­ლაც არის, ზო­გი­ერ­თი შე­იძ­ლე­ბა კი­დევ გაგ­რძელ­დეს. ყვე­ლა­ფე­რი ეს ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად კეთ­დე­ბო­და“, - გა­ნა­ცახ­და იმ­ნა­ძემ.

ტე­ლე­წამ­ყვა­ნის კი­თხვა­ზე, რა საფრ­თხე­ე­ბის შემ­ცვე­ლია შიდა ტუ­რიზ­მის, ტრან­სპორ­ტის აღ­დგე­ნა და რო­გორ უნდა ვი­ცხოვ­როთ, იმ­ნა­ძე პა­სუ­ხობს, რომ ბრძო­ლის წე­სად კვლავ რჩე­ბა ჰი­გი­ე­ნი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­რე­ბის დაც­ვა.

"როცა ჩვენ ვამ­ბობთ, რომ კო­რო­ნას­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბა მოგ­ვი­წევს, რამ­დე­ნი­მე რა­ღაც არის, რაც უნდა გა­ვით­ვა­ლის­წო­ნოთ იქამ­დე, სა­ნამ კო­რო­ნა იქ­ნე­ბა და არ გვექ­ნე­ბა ეფექ­ტი­ა­ნი სა­მე­დი­ცი­ნო სა­შუ­ა­ლე­ბა კო­რო­ნას და­სა­მარ­ცხებ­ლად, ან ვაქ­ცი­ნა, ან ეფექ­ტი­ა­ნი ან­ტი­ვირუ­სუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა. ბრძო­ლის წე­სად რჩე­ბა: ნიღ­ბე­ბის ტა­რე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით და­ხუ­რულ სივ­რცე­ებ­ში, სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­რე­ბა, მქსი­მა­ლუ­რად თა­ვის არი­დე­ბა ხალ­ხმრა­ვა­ლი თავ­ყრი­ლო­ბე­ბის­გან და ხე­ლე­ბის ჰი­გი­ე­ნა“, - გა­ნა­ცა­ხა­და იმ­ნა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
xx
0

სდ დამალე პაატა ძია?

ნინი
0

ტრანსპორტი დაუშვით, აღარ შეგვიძლია ამდენი ტაქსებით სიარული....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"კორონავირუსი არსად გამქრალა - ზოგიერთი შეზღუდვა, შეიძლება, კიდევ გაგრძელდეს" - პაატა იმნაძე

"კორონავირუსი არსად გამქრალა - ზოგიერთი შეზღუდვა, შეიძლება, კიდევ გაგრძელდეს" - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, იმ ქვეყნებში, სადაც ეკონომიკური საქმიანობა ეტაპობრივად გაიხსნა, კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატება დაფიქსირდა.

აღნიშნულის შესახებ იმნაძემ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა „"საღამოს ნიუსრუმში" ისაუბრა.

როგორც პაატა იმნაძე განმარტავს, კორონავირუსი არსად გამქრალა და ის "ჩვენ გვერდით ყოფნას განაგრძობს".

"შემოდომა-ზამთრამდე წინ ზაფხული გვაქვს. იგივე ჩინეთში, მთელი პროვინცია დაიხურა იმიტომ, რომ იქ შემთხვევებია. იმ ქვეყნებში, სადაც გაიხსნა ეტაპობრივად ეკონომიკური საქმიანობა, დაფიქსირდა უკვე შემთხვევების მკვეთრი მატება. ჩვენ საბედნიეროდ ისე განვლეთ ეს პერიოდი, რომ ქვეყანაში ბევრი შემთხვევა არ გვქონია, პრინციპში, ნაკლები დანაკარგებით მოვედით დღევანდელ დღემდე. ფაქტი ერთია, კორონა არსად გამქრალა, კორონა აგრძელებს ჩვენ გვერდით ყოფნას.

მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს თანამოქლაქეებს, რადგან მართლაც არ იყო ადვილი მთელი პერიოდის გადატანა, გარკვეული შეზღუდვები ახლაც არის, ზოგიერთი შეიძლება კიდევ გაგრძელდეს. ყველაფერი ეს ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად კეთდებოდა“, - განაცახდა იმნაძემ.

ტელეწამყვანის კითხვაზე, რა საფრთხეების შემცველია შიდა ტურიზმის, ტრანსპორტის აღდგენა და როგორ უნდა ვიცხოვროთ, იმნაძე პასუხობს, რომ ბრძოლის წესად კვლავ რჩება ჰიგიენისა და სოციალური დისტანცირების დაცვა.

"როცა ჩვენ ვამბობთ, რომ კორონასთან ერთად ცხოვრება მოგვიწევს, რამდენიმე რაღაც არის, რაც უნდა გავითვალისწონოთ იქამდე, სანამ კორონა იქნება და არ გვექნება ეფექტიანი სამედიცინო საშუალება კორონას დასამარცხებლად, ან ვაქცინა, ან ეფექტიანი ანტივირუსული საშუალება. ბრძოლის წესად რჩება: ნიღბების ტარება განსაკუთრებით დახურულ სივრცეებში, სოციალური დისტანცირება, მქსიმალურად თავის არიდება ხალხმრავალი თავყრილობებისგან და ხელების ჰიგიენა“, - განაცახადა იმნაძემ.

"მიშა სააკაშვილთან სურათებს იღებდა, ის ფოტო უნდა დავბეჭდო მაისურზე და გავუგზავნო" - სამოქალაქო აქტივისტის პასუხი კალაძეს

ვინ იყო ექსპერტ-კრიმინალისტი, რომელიც დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

კომპანია "მეამა"-მ პირველი ბრენდული სივრცე გახსნა სავაჭრო ცენტრ "საბურთალოს სითი მოლში"