პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რურუასაც გაუშვებენ... სახელმწიფომ დიდი ამნისტია უნდა გააკეთოს" - მეუფე იაკობი უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალებაზე
"რურუასაც გაუშვებენ... სახელმწიფომ დიდი ამნისტია უნდა გააკეთოს" - მეუფე იაკობი უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალებაზე

უგუ­ლა­ვას და ოქ­რუ­აშ­ვილს უშუ­ა­ლოდ პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბად არ ვთვლი­დი, მაგ­რამ პო­ლი­ტი­კა რომ ჩა­რე­უ­ლი იყო მა­გა­ში ჩან­და, - ამის შე­სა­ხებ ბოდ­ბელ­მა ეპის­კო­პოს­მა ია­კობ­მა გიგი უგუ­ლა­ვა­სა და ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­კი­თხზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

ეპის­კო­პო­სი ფიქ­რობს, რომ უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­პა­ტიმ­როს გი­ორ­გი რუ­რუ­აც და­ტო­ვებს. მის და­პა­ტიმ­რე­ბას მე­უ­ფე ია­კო­ბი ტე­ლე­ვი­ზი­ას უკავ­ში­რებს.

„უშუ­ა­ლოდ პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბად არ ვთვლი­დი (უგუ­ლა­ვას და ოქ­რუ­აშ­ვილს), მაგ­რამ პო­ლი­ტი­კა რომ ჩა­რე­უ­ლი იყო მა­გა­ში ჩან­და, ხომ არ მო­გა­ტყუ­ებთ ახლა. თუნ­დაც, ტე­ლე­ვი­ზია ავი­ღოთ, "მთა­ვა­რი" ავი­ღოთ, რუ­რუა არც ვი­ცო­დი ტე­ლე­ვი­ზი­ის მე­წი­ლე რომ ყო­ფი­ლა. მე პი­რა­დად, რა­საც ვფიქ­რობ, ტე­ლე­ვი­ზი­ის გამო მოხ­ვდა ცი­ხე­ში. მაგი მა­სეა. ჩემ­თვის, ჯვა­რი მწე­რია, უგუ­ლა­ვა და ოქ­რუ­აშ­ვი­ლი მი­სა­ბა­ძე­ბი არ არი­ან, ბევ­რი ვიცი და იმი­ტომ გე­უბ­ნე­ბით.

რუ­რუ­ა­საც გა­უშ­ვე­ბენ, ტე­ლე­ვი­ზი­ა­ზე რომ მა­გის მე­პატ­რო­ნე­ო­ბა არ ყო­ფილ­ყო, ვის სჭირ­დე­ბო­და? აქამ­დე და­ი­ჭერ­დნენ და­ჭე­რა, რომ ნდო­მე­ბო­დათ. ვერ და­ი­ჭერ­დნენ?“- აღ­ნიშ­ნა ეპის­კო­პოს­მა.

მი­სი­ვე თქმით, ამ პი­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ამ­ნის­ტია უნდა გა­მო­ა­ცხა­დოს.

"მი­ვუ­ლო­ცე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა და ნე­ბის­მი­ერს მი­ვუ­ლო­ცავ და სახ­ლმწი­ფოს თუ თა­ვის ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლი აქვს, რად­გან ეს მოხ­და, მე ვფიქ­რობ, რომ დიდი ამ­ნის­ტი­აც უნდა გა­ა­კე­თონ და ბევ­რი ადა­მი­ა­ნი გა­მო­უშ­ვან ცი­ხი­დან. მა­გე­ნი რომ გა­მო­უშ­ვან შე­იძ­ლე­ბა ამე­რი­კე­ლე­ბის­თვის ბევ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნი­ლი იყოს, ან რუ­სე­ბის­თვის, ან ევ­რო­პე­ლე­ბის­თვის, მაგ­რამ რის­თვის არის და რის­თვის იძა­ხი­ან ისი­ნი, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნი­ლე­ბი არი­ან - შე­იძ­ლე­ბა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის რა­ღაც არ მოს­წონთ და თუნ­დაც მა­გათ გამო აღი­ა­რე­ბენ პო­ლი­ტი­კურ დევ­ნი­ლად“, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ია­კობ­მა.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სანდრო
61

ნაცისტი მამაო გასაპარსი და დასაჭერი

ქეთევანი
95

თუ ესენი გამოუშვეს,ნამდვილად უნდა გაკეთდეს ამინისტია,არაძალადობრივ მუხლებზე!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"რურუასაც გაუშვებენ... სახელმწიფომ დიდი ამნისტია უნდა გააკეთოს" - მეუფე იაკობი უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალებაზე

"რურუასაც გაუშვებენ... სახელმწიფომ დიდი ამნისტია უნდა გააკეთოს" - მეუფე იაკობი უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალებაზე

უგულავას და ოქრუაშვილს უშუალოდ პოლიტპატიმრებად არ ვთვლიდი, მაგრამ პოლიტიკა რომ ჩარეული იყო მაგაში ჩანდა, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

ეპისკოპოსი ფიქრობს, რომ უახლოეს პერიოდში, სავარაუდოდ, საპატიმროს გიორგი რურუაც დატოვებს. მის დაპატიმრებას მეუფე იაკობი ტელევიზიას უკავშირებს.

„უშუალოდ პოლიტპატიმრებად არ ვთვლიდი (უგულავას და ოქრუაშვილს), მაგრამ პოლიტიკა რომ ჩარეული იყო მაგაში ჩანდა, ხომ არ მოგატყუებთ ახლა. თუნდაც, ტელევიზია ავიღოთ, "მთავარი" ავიღოთ, რურუა არც ვიცოდი ტელევიზიის მეწილე რომ ყოფილა. მე პირადად, რასაც ვფიქრობ, ტელევიზიის გამო მოხვდა ციხეში. მაგი მასეა. ჩემთვის, ჯვარი მწერია, უგულავა და ოქრუაშვილი მისაბაძები არ არიან, ბევრი ვიცი და იმიტომ გეუბნებით.

რურუასაც გაუშვებენ, ტელევიზიაზე რომ მაგის მეპატრონეობა არ ყოფილყო, ვის სჭირდებოდა? აქამდე დაიჭერდნენ დაჭერა, რომ ნდომებოდათ. ვერ დაიჭერდნენ?“- აღნიშნა ეპისკოპოსმა.

მისივე თქმით, ამ პირების გათავისუფლების შემდეგ ხელისუფლებამ ამნისტია უნდა გამოაცხადოს.

"მივულოცე გათავისუფლება და ნებისმიერს მივულოცავ და სახლმწიფოს თუ თავის ხალხის სიყვარული აქვს, რადგან ეს მოხდა, მე ვფიქრობ, რომ დიდი ამნისტიაც უნდა გააკეთონ და ბევრი ადამიანი გამოუშვან ციხიდან. მაგენი რომ გამოუშვან შეიძლება ამერიკელებისთვის ბევრი პოლიტიკური დევნილი იყოს, ან რუსებისთვის, ან ევროპელებისთვის, მაგრამ რისთვის არის და რისთვის იძახიან ისინი, რომ პოლიტიკური დევნილები არიან - შეიძლება, ხელისუფლების რაღაც არ მოსწონთ და თუნდაც მაგათ გამო აღიარებენ პოლიტიკურ დევნილად“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი"

თბილისის მერიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"