მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

19

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნაკლები ხალხი, მეტი დისტანცია და ელექტრონული რიგი - როგორ იმუშავებენ სილამაზის სალონები 18 მაისიდან
ნაკლები ხალხი, მეტი დისტანცია და ელექტრონული რიგი - როგორ იმუშავებენ სილამაზის სალონები 18 მაისიდან

ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის ნა­თია თურ­ნა­ვას გან­ცხა­დე­ბით, სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნებ­ში, რო­მე­ლიც 18 მა­ი­სი­დან გა­იხ­სნე­ბა, სულ სხვა პრინ­ცი­პებ­ზე აწყო­ბი­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბი იქ­ნე­ბა, რა­საც თა­ვად ეს ბიზ­ნე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით მო­ე­კი­და.

ამის შე­სა­ხებ თურ­ნა­ვამ მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე ისა­უბ­რა.

"სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნე­ბი, რო­მე­ლიც არის ძა­ლი­ან დიდი სეგ­მენ­ტი მცი­რე ბიზ­ნე­სის, ინდმე­წარ­მე­ე­ბი­სა და მიკ­რო­მე­წარ­მე­ე­ბის, ასაქ­მებს ბევრ ადა­მი­ანს და საკ­მა­ოდ დიდი მო­თხოვ­ნაც არ­სე­ბობს ამ სერ­ვი­სებ­ზე, იყო ძა­ლი­ან პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ჩვენ­თვის.

დღეს ჩვენ ვხე­დავთ, რომ ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბა გვაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას მკაც­რი სტან­დარ­ტე­ბის დაც­ვით 18 მა­ი­სი­დან მოხ­დეს სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნე­ბის აღ­დგე­ნა. მე და ჩემს კო­ლე­გებ­საც მჭიდ­რო კო­მუ­ნი­კა­ცია გვაქვს ბევრ ბიზ­ნეს­თან და მათ შო­რის სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნებ­თან, იქ და­საქ­მე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­თან, ვიცი, რომ ძა­ლი­ან პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნად მი­უდ­გნენ ყვე­ლა იმ შე­ზღუდ­ვას, რაც იქ­ნე­ბა და­წე­სე­ბუ­ლი.

ეს უკვე იქ­ნე­ბა სულ სხვა პრინ­ცი­პებ­ზე აწყო­ბი­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბი, ნაკ­ლე­ბი ადა­მი­ა­ნი იქ­ნე­ბა, ელექტრო­ნუ­ლი რიგი იქ­ნე­ბა, სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცია იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი და ჩვენც ასე­ვე პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნად უნდა მი­ვუდ­გეთ ამ სა­კითხს, რო­გორც მომ­ხმა­რებ­ლე­ბი. ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან დრო­უ­ლი და კარ­გი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა, რო­მე­ლიც წა­ად­გე­ბა აქ და­საქ­მე­ბულ ათა­სო­ბით ადა­მი­ანს“, - გა­ნა­ცხა­და თურ­ნა­ვამ.

ზაზა
4

ალბათ მხოლოდ დიდი სალონები იმუშავებენ და ფასებიც გაორმაგდება.პატარა საპარიკმახეროები (5 ლარიანები) ალბათ აღარც გაიხსნება.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?
ავტორი:

ნაკლები ხალხი, მეტი დისტანცია და ელექტრონული რიგი - როგორ იმუშავებენ სილამაზის სალონები 18 მაისიდან

ნაკლები ხალხი, მეტი დისტანცია და ელექტრონული რიგი - როგორ იმუშავებენ სილამაზის სალონები 18 მაისიდან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, სილამაზის სალონებში, რომელიც 18 მაისიდან გაიხსნება, სულ სხვა პრინციპებზე აწყობილი პროცედურები იქნება, რასაც თავად ეს ბიზნესი პასუხისმგებლობით მოეკიდა.

ამის შესახებ თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"სილამაზის სალონები, რომელიც არის ძალიან დიდი სეგმენტი მცირე ბიზნესის, ინდმეწარმეებისა და მიკრომეწარმეების, ასაქმებს ბევრ ადამიანს და საკმაოდ დიდი მოთხოვნაც არსებობს ამ სერვისებზე, იყო ძალიან პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი ჩვენთვის.

დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება გვაძლევს საშუალებას მკაცრი სტანდარტების დაცვით 18 მაისიდან მოხდეს სილამაზის სალონების აღდგენა. მე და ჩემს კოლეგებსაც მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს ბევრ ბიზნესთან და მათ შორის სილამაზის სალონებთან, იქ დასაქმებულ ადამიანებთან, ვიცი, რომ ძალიან პასუხისმგებლიანად მიუდგნენ ყველა იმ შეზღუდვას, რაც იქნება დაწესებული.

ეს უკვე იქნება სულ სხვა პრინციპებზე აწყობილი პროცედურები, ნაკლები ადამიანი იქნება, ელექტრონული რიგი იქნება, სოციალური დისტანცია იქნება დაცული და ჩვენც ასევე პასუხისმგებლიანად უნდა მივუდგეთ ამ საკითხს, როგორც მომხმარებლები. ვფიქრობ, ძალიან დროული და კარგი გადაწყვეტილებაა, რომელიც წაადგება აქ დასაქმებულ ათასობით ადამიანს“, - განაცხადა თურნავამ.

2019-2020 სასწავლო წელი აკადემიურ წლად არ გამოცხადდება - ვინ როდის დაამთავრებს სწავლას სკოლებში

თეგეტა მოტორსი ქართველი ექიმებისთვის

როგორ უნდა შეივსოს განაცხადი დაქირავებულ პირთა კომპენსაციის მისაღებად - შემოსავლების სამსახური ინსტრუქციას ავრცელებს